ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები დასკვნით ამხანაგურ მატჩს 11 კიშინიოვში გამართავს...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები დასკვნით ამხანაგურ მატჩს 11 კიშინიოვში გამართავს. მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვის ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა ნაკრებში 18 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი იყო, გროზნოს "ტერეკის" ნახევარმცველი ლევან გვაზავა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ გვაზავამ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტის აღებაზე (დაბრუნებაზე) თანხმობა განაცხადა და ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში თავად გვაზავამ დროებით უარი თქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე. "ტერეკის" ნახევარმცველმა ეს გადაწყვეტილება "ლელოსთან" საუბარშიც ახსნა - "ტერეკთან" ან რუსული პრემიერლიგის სხვა კლუბთან კონტრაქტი უნდა გავაფორმო. საქართველოს მოქალაქის პასპორტი რომ ავიღო და ეროვნულში ვითამაშო რუსულ პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩავითვლები. ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი საკლუბო კარიერის აწყობაში ხელს შემიშლის და ნაკრებსაც ვეღარ გამოვადგებიო...

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში ლევან გვაზავას თამაში გამორიცხულია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაზავას გარდა, სანაკრებო 18-კაციანი სიიდან ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძეც დაშავდა, მაშინ თემურ ქეცბაიას სანაკრებო შემადგენლობისთვის ორი ფეხბურთელი უნდა დაემატებინა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულის თავკაცი და მისი ასისტენტები ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში "დინამოსა" და "ზესტაფონის" თამაშებს დაესწრნენ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და ქეცბაიამ გუშინ გადაწყვეტილება მიიღო - ეროვნულის თავკაცმა ნაკრებს ერთი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" კაპიტანი, ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე დაამატა. რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, გუშინ გაცხადდა, რომ ნაკრებს ლაშა სალუქვაძე არ გამოაკლდება. ყაზანის "რუბინის" მცველს ფედერაცის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და თემურ ქეცბაია პირადად ესაუბრნენ. საბედნიეროდ, სალუქვაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ლაშა კიშინიოვში თამაშს შეძლებს.

ორშაბათს, 9 აგვისტოს, ნაშუადღევის 12 საათზე საქართველოს ნაკრები თბილისიდან ჩარტერული ავიარეისით კიშინიოვში ჩაფრინდება და მზადებას იქ გააგრძელებს. 11 აგვისტოს მოლდოვასა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე, ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე