საკალათბურთო კლუბი "კავკასია" "ა" ლიგის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და მთავარ მიზნამდე 1 მოგება აშორებს. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა სერიის მორიგ მატჩში 78:66 (სტატისტიკა) სძლიეს "ასტრალს" და სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად 1 მოგება აკლიათ. შესაბამისად, "ასტრალს", რომელმაც ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ 2-ჯერ დამარცხდა, მიჯრით 2 გამარჯვება სჭირდება სერიისა და სუპერლიგის საგზურის მოსაგებად.

გარდა იმისა, რომ სერიაში ჩამორჩა, "ასტრალს" ერთ-ერთი ლიდერი დაუშავდა. ევან მილიგანმა პირველი ნახევრის ბოლოს ფეხი გადაიბრუნა და მოედნიდან გასული თამაშში აღარ ჩართულა. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ის სერიის მომდევნო, 20 აპრილს გასამართ მატჩში, თუმცა კოჭი რომ სერიოზულად აქვს ნატკენი, დღევანდელ მატჩში გამოჩნდა.

როცა მილიგანი მოედანზე იყო, "ასტრალს" იმდენად არ უჭირდა. მართალია, კავკასიელებმა შეხვედრა 9:0 გაქცევით დაიწყეს, თუმცა 5 წუთში "ასტრალი" გალიდერდა – 15:14. სავარაუდო იყო, რომ შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდებოდა, თუმცა კავკასიელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და პირველი პერიოდი 20:15 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა. კავკასიელთა ლეგიონერებმა – მაიკ ბალოგანმა და ჯორდან გრანტმა, ფრთები გაშალეს და დიდი შესვენებისთვის 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

"ასტრალის" მდგომარეობა თითქმის უიმედო შეიქნა, როცა მოედანი ტრავმის გამო მილიგანმა დატოვა, თუმცა ლიდერის ფუნქციები ევან ჰინსონმა აიღო. მას სათადარიგოებიც შეეშველნენ და ბრძოლის ხარჯზე ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა – 64:68. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც "ასტრალმა" მიაღწია. დარჩენილ დროში კავკასიელებმა საბოლოოდ მოუთავეს ხელი მეტოქეს.

"კავკასიაში" ყველაზე შედეგიანი მარკიზ მეიფილდი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა, 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. 22 ქულა ჯორდან გრანტის ანგარიშზე დაგროვდა, 14 ქულით მაიკ ბალოგანი გამოირჩა. "ასტრალში" 18 ქულით ბომბარდირი გახდა ევან ჰინსონი, 11 ქულა მამუკა ბაზუაშვილმა, ხოლო 10-10 ვასილ კუტალაძემ და ევან მილიგანმა მიითვალეს.

სერიის მე-4 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 20 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა