თბილისისა და მოსკოვის "დინამოს", ასევე, ქუთაისის "ტორპედოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ჩადისა და გვინეის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბათუმში დაბადებულმა ანზორ კავაზაშვილმა, 1970 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გარიგებული თამაშის შესახებ 52 წლის შემდეგ ისაუბრა.

"ჩემი "სპარტაკში" ყოფნისას გუნდი თამაშებს არ აწყობდა, მაგრამ ბიჭებმა ერთი თამაში გაყიდეს. ეს იყო 1970 წლის ჩემპიონატის მატჩი, ფინიშის პერიოდში, როცა ოდესის "ჩერნომორეცს" შევხვდით. მაშინ უკრაინელები უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენ, ხოლო ჩვენ, შედეგის მიუხედავად, მესამე ადგილზე ვიყავით.

ოდესელებმა რა არ გააკეთეს, სასტუმროს ნომერში გოგონებს გვიგზავნიდნენ, თან ისეთი ქალები იყვნენ, ნარჩევი. კარზე ასეთმა გოგომ დამიკაკუნა. რომ გავაღე, უკვე შიშველი იყო. ასეთი ხრიკების შესახებ ვიცოდი და ვუთხარი, თამაშის მერე გამოიარე-მეთქი. მატჩის დროს კი ჩვენები ცენტრიდან ოდესელებს უპრობლემოდ ატარებდნენ. რაღაც კი ვიეჭვე, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ნახტომით ჩემი თანაგუნდელი ვიქტორ ევლენტიევის დარტყმა მოვიგერიე. უცებ ისეთი ხმით დამიყვირა, მთელმა სტადიონმა გაიგო: "რა ჯანდაბა გჭირს, ანზორ, არ გითხრეს, რომ უნდა გაუშვა?"

შესვენებაზე მწვრთნელს ვესაუბრე. არ მჯერაო, მითხრა. შენიშვნაც არავისთვის მიუციათ. თამაში 0:1 წავაგეთ, ვიღაცამ კი გასახდელში გვითხრა: "პედერ***ბო, ფული მაინც გაგვიყავით!" ამ ამბის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ჩემთვის ეს მკვლელობა იყო. სხვათა შორის, "ჩერნომორეცს" ეს მოგება არ ეყო და მაინც პირველ ლიგაში დაქვეითდა", - განაცხადა ყოფილმა მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ ანზორ კავაზაშვილი რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი გახლავთ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

კოკა
კავაზაშვილს ჩაწყობილი თამაშები უკვირს? ეს სასაცილოა. შეიძლება ასაკშია და აღარ ახსოვს....
zurab
ეს არის არაკაცი! ვიცნობ ბავშვობიდან მასაც და მის ახლობლებსაც. ასეთი ქლესა ადამიანი იშვიათობაა. ამის გამო ვერ იტანდნენ თანაგუნდელები საქართველოშიც და რუსეთშიც, იქაც, სადაც კი უცხოვრია. ამისათვის, საკმარისია, წაიკითხოთ, თუნდაც, ლევ იაშინის წიგნი. უნებლიე შეცდომაა თქვენს სტატიაშიც, ის მოსკოვის „სპარტაკში“ გადასვლამდე მოსკოვის „დინამოში“ კი არა, „ტორპედოში“ თამაშობდა. ფულის გამო კადრულობდა ყველაფერს და ამიტომ არ დააყენეს ტორპედოელებმა კარში თბილისის „დინამოსთან“ ისტორიულ მატჩში ტაშკენტში. ეს, ერთის მხვრივ, კარგიც აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან შაპოვალენკომ დათუნაშვილის კუთხური გაუშვა და დამატებით დროში გადაგვიყვანა. თუ ვინმე შემომედავება, უფრო მეტს დავწერ.
კონსტანტინე
ანზორ კავაზაშვილს მოსკოვის “დინანოში” არასდროს უთამაშია. თბილისის “დინამიდან”, სადაც მესამე მეკარე იყო (სერგო კოტრიკაძის და ანზორ კვაჭაძის შემდეგ), ლენინგრადის “ზენიტში” გადავიდა, თავისი საუკეთესო წლები კი (1961-1968) მოსკოვის “ტორპედოში” გაატარა, სადაც გახდა სსრკ ჩემპიონი (1965) და ორჯერ (1961, 1964) ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
ABCABC
გრიშა ონიანი იტყოდა ამას უფრო კარგად
gio
გაეშვით ამ კაცს, არავის არ აინტერესებს
bejo
ანზორმაც გაყიდა ეს თამაში უბრალოდ ვინც იცოდა მკვდრები არიან და ვეღარ დაუმტკიცებენ ...
Gio
ეს მართლა პედერასტი ყოფილა!

მგონი ანზორი აქ ბლოგერია და გვიმალავენ!
მწვრთვნელი
არ დაიღალეთ!? სულ არ გეცოდებათ ეს კაცი, თუ რა არის ასეთი დაუმთავრებელი!
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
"თავხედი ამერიკელია, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს" - კავაზაშვილი ტრამპზე და მუნდიალის მასპინძლობის სტატუსის ჩამორთმევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"კოლოსკოვმა ელცინს უთხრა, რომ ბანდიტი და ქართული მაფიის წევრი ვიყავი" - როგორ გადააგდეს კავაზაშვილი
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - ყოფილი მეკარის თქმით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, საქართველოს, რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით, ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს