„მანჩესტერ სიტის“ იტალიელი თავდამსხმელი, 20 წლის მარიო ბალოტელი ამჯერად „დანის მოწინააღმდეგეთა“ საზოგადოების წევრებმა შერისხეს
„მანჩესტერ სიტის“ იტალიელი თავდამსხმელი, 20 წლის მარიო ბალოტელი ამჯერად „დანის მოწინააღმდეგეთა“ საზოგადოების წევრებმა შერისხეს - ფორვარდი ბაზაზე გამოცხადდა მაისურით, რომელზეც მთელი არსენალი იყო გამოსახული. საინტერესოა: ბალოტელიმ გასული სეზონი სკანდალით დაასრულა და აი, ახალიც სკანდალით დაიწყო.

მართლაც უცნაურია, რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, ჩაიცვა მაისური, რომელსაც ახატია პისტოლეტი, ავტომატი, დანა და გოგონას სისხლით მოთხვრილი ბაგე. ინგლისში მოკლული ნიგერიელი ბიჭუნას დიამოლა ტეილორის სახელობის ფონდის დირექტორმა გერი ტროუსდეილმა თქვა:

„ასეთი საქციელი დასაგმობია, მაგრამ გასაკვირი არ არის. დიდი ხანი არ გასულა მას მერე, რაც ჩვენ ვნახეთ „ნიუკასლის“ ფეხბურთელის, ნაილ რეინჯერის ფოტო, სადაც მას ხელში პისტოლეტი უჭირავს. ეს ფოტო „ფეისბუქით“ მოედო მთელ დედამიწას. არც ჯოი ბარტონის აგრესიული ქცევის დავიწყება შეიძლება. ნეტავ, ამას ოდესმე ბოლო არ უნდა მოეღოს? ეს ახალგაზრდა ბიჭები, ხომ სამაგალითონი უნდა იყვნენ. მათ უამრავი მოზარდი და თანატოლი შეჰყურებს აღფრთოვანებით. მე იმ პერიოდში გავიზარდე, როდესაც „ჩელსის“ ვარსკვლავი პიტერ ოსგუდი იყო და მერწმუნეთ, მაშინ, ასეთი რამ გაუგონარი გახლდათ.

ამ ახალგაზრდებს ენითაუწერელ ხელფასებს უხდიან. მათი თამაშის სანახავად ათასობით ადამიანი ფულს ვიხდით და სწორედ ჩვენი ჯიბიდან გასული თანხა ჩადის მათ ჯიბეებში. ამიტომ, ძალადობისკენ მაინც ნუ მოუწოდებენ სხვებს. მოკლედ, ზემოთაც გითხარით, რომ ბალოტელის ქცევაში არაფერი გამკვირვებია, თუმცა ერთი შეკითხვა მაქვს: სად არის და რას აკეთებს ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით ამ ფეხბურთელების კავშირის შეფი გორდონ ტეილორი?“

ბალოტელისთან დაკავშირებით კი უამრავი ამბის გახსენება შეიძლება. მაგალითად, შარშან, ინგლისში გამგზავრების წინ, ის მილანის ცენტრში პოლიციამ სათამაშო პისტოლედინან სროლისთვის დააკავა. შემდეგ, „სიტის“ საწვრთნელ ცენტრში მან, ყმაწვილთა გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს დართსის „ტყვიის“ სროლა დაუწყო. ამ ზაფხულს, შვებულების დღეებში, ბალოტელი ნეაპოლში ადგილობრივი „კამორას“ (დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, იგივე, რასაც სიცილიაზე „მაფიას“ უწოდებენ) ერთ-ერთ ხელმძღვანელს ესტუმრა და პატივი მიაგო. მოედანზე ჩადენილ სისულელეებს კი აქ აღარ ჩამოვთვლით.

იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ განური წარმოშობის იტალიელი ნაკრებიდან მოკვეთა და ყოფაქცევის გამოსწორება მოსთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა