პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა "მუნდო დეპორტივომ" მეკარე გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა სათაურით - "მამარდაშვილი, "ვალენსიას" მოულოდნელი იმედი".

ის, ვინც ესპანეთის მეხუთე დივიზიონის გოლკიპერი უნდა ყოფილიყო, თუ სიურპრიზად არ მივიჩნევთ, თასის ფინალში სასტარტოში იქნება

"ერთი წლის წინ უკანა კარიდან შესვლის შემდეგ ქართველი გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში "ვალენსიას" მოულოდნელი იმედი გახდა, რომელიც შაბათს "ბეტისის" წინააღმდეგ ითამაშებს.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მანუელ პელეგრინის გუნდის შეტევით სიმძლავრეს ის უნდა აღუდგეს და რაც უნდა მოხდეს, "ღამურების" მომავლის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" გასული წლის ივნისში მივიდა, მაგრამ ყველაფერი არაგეგმაზომიერად წარიმართა და ლა ლიგის მესამე ტურში ითამაშა. მეხუთე დივიზიონის მეკარე უნდა გამხდარიყო და თუ სიურპრიზად არ მივიჩნევთ, ფინალში სასტარტოში ვიხილავთ.

ის ევროპა ლიგაზე დებიუტის მერე თბილისის "დინამოდან" მილიონ ევროდ შეძენის ოფციით ჩამოვიდა და კლუბმა მასთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ახალგაზრდული გუნდების სოციალურ ქსელში გამოაცხადა.

პირველ სეზონში იასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს შემდეგ მეოთხე მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ კარგად ჩატარებულმა წინასასეზონო პერიოდმა და პრიმერას დასაწყისში სილესენისა და დომენეკის ტრავმებმა მას ძირითად შემადგენლობაში კარი გაუხსნა.

მამარდაშვილი სეზონის სტარტზე კარგად თამაშობდა, მწვრთნელ ბორდალასს თავი მოაწონა, მაგრამ რათა სილესენს ზაფხულში სხვა გუნდი არ მოეძებნა, დაარწმუნა, რომ პირველი ნომერი იქნებოდა და პირობა შეასრულა - მეშვიდე ტურში სასტარტოში დააბრუნა.

"ვალენსიამ" გიორგის კონტრაქტის ფასდაკლებით გამოსყიდვის წესი (850 ათასი ევრო) დეკემბერში გამოიყენა, თუმცა მაშინ არ ათამაშა და თასზე დომენეკს ენდო. სილესენმა ისევ ტრავმა მიიღო და ჩემპიონატზეც ხაუმე ჩააყენა კარში, თუმცა მან სათანადოდ ვერ წარმოაჩინა თავი და "ბილბაოსთან" ნახევარფინალურ შეხვედრაში მწვრთნელმა კვლავ მამარდაშვილს უხმო.

"ბილბაოსთან" გიორგის შესანიშნავმა სეივებმა და ლა ლიგაში კარგმა თამაშმა (ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა), როგორც ჩანს, ბორდალასს გადააწყვეტინა "ვილიარეალთან" განაცხადშიც არ შეეყვანა, რათა შემთხვევით ტრავმა არ მიეღო და ახლა "ვალენსია" ქართველის ხელშია".

გოგი
გასაგებია, მარა აზაროვის არ გაშვება ტრაბზონში, მე მგონი შეცდომა იყო ბერიძის მხრიდან, აშკარად მოკლებული აქ ირაკლის წელს.
დ
კვარამაც რა გააკეთა ყველამ ვნახეთ, დინამოს რუსთავში ჰყავდა განათხოვრებული?! კვარამ კიდევ ბათუმს აშოვნინა ფული და ძალიან სწორადაც მოიქცა, ხომ შეეძლო დინამოში გადასულიყო და მერე წასულიყო ნაპოლში, ადგა და ბათუმში გადავიდა, ანუ იქ, სადაც აფასებენ ფეხბურთს, აკაწკაწოს ახლა კბილები ფიფიამ, დაკარგული მილიონების გამო, ხომ შეეძლო,მინ. 5 მილიონის მოგება ენახა, მაგრამ კვარამ პირში ჩალა გამოავლო.
რომა
საღოლ სოსო ზედგამოჭრილი ანდაზაა დინამოზე.კიდე კარგი ბერიძე არ არის ფიფიასავით ფულის მონა და ტალანტებს არ ყიდის შაურმის ფასად.
სოსო
სულელი ჰყრიდა,ჭკვიანი კრეფდაო.დინამოზეა ზედგამოჭრილი.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო