საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ანგარიში მოისმინა, რომელიც 2022 წლის პირველ კვარტალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს ეხებოდა.

მიზანი - 2023 წლის მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდან გასვლა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება შესრულდა, თუმცა ვერ იქნა მიღწეული ერთ-ერთი მიზანი - ყველა მატჩის მოგება (ფრე პორტუგალიასთან 25:25).

ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა. ასევე აღინიშნა, რომ თამაშის ხარისხი არ აკმაყოფილებდა მოლოდინს და რამდენიმე კომპონენტში ტექნიკური წუნი აღინიშნებიდა, რაც გამოწვეული იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით. პორტუგალიასთან მატჩის ფრედ დასრულების მიზეზად გუნდში COVID 19-ის შემთხვევების სიმრავლე დასახელდა, რამაც ხელი შეუშალა საწვრთნელ პროცესს.

მაისაშვილმა ასევე ისაუბრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის როლზე გრძელვადიან მიზნებში, დამატებითი მწვრთნელების და სავარჯიშო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლების საჭიროებაზე.

"ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ, გამგეობის წევრები მაღალი კვალიფიკაციის მქონე შერკინების ასისტენტი მწვრთნელის მოწვევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე მაღალი დონის სპეციალისტთან და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

გამგეობამ მთავარ მწვრთნელს შესთავაზა, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს დაემატოს მაღალი კვაკიფიკაციის მქონე კონსულტანტი/მენტორი; ასევე დაავალა, რომ დაჩქარებული ტემპებით დაიგეგმოს ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩები და მოხდეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზის რეაბილიტაცია.

გამგეობამ ასევე განიხილა რაგბის კავშირსა და შპს „ანაგი დეველოპმენტი 1“-ს შორის არსებული ხელშეკრულების საკითხი, რომელიც ვაკეში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს (ფართი 12,060 კვ.მ) ეხება. საკითხის სირთულიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს იოსებ ტყემალაძეს დაევალა - მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქმის შესწავლის მიმდინარეობის შესახებ (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2014-2018 წლებში სრკ-ს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საფუძველზე) და მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს რაგბის კავშირის გამგეობას.

rugby.ge

₾ადო
ამ კაცის, ვალი გვაქვს რამე? რა გახდა ერთი მაღალკვალიფიცური სპეციალისტის ჩამოყვანა? ტიპმა, რაგბი რას დაამგავანა :(
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ხო ეგაა მეორე უბედურება, ვაი წავა და ვუი მოვა.
большая советская энциклопедия
Ленин - жил, Ленин - жив, Ленин будет жить
გიორგი
გასაყრელია სუყველა, გამგეობაც და მწვრთნელებიც. პრობლემა ისაა, რომ ამათ აბუსერიძის ბანდა შეცვლის. ვაი ჩვენ.
რრრ
დრო იყო შერკინებას იქეთ ვასწავლიდით ბობოლებს, მაგალითად ინგლისელებს და ამათ ისე მოაქციეს საქმე ახლა აქეთ უნდა გვასწავლონ.ვახ
ზურა
მაღალკვალიფიციური ასისტენტებეი კარგია მაგრამ მაღალკვალიფიციური მწვრთნელი აუცილებლობაზე არ გისაუბრიათ? რატომ? არ გვჭირდება და მაგ ამბავში კარგად ვართ? ან იქნებ ბატონი ტყემალაძის განაწყენება არ გინდათ და ამ საკითხს ვეტო აქვს დადებული? ბოლოს და ბოლოს როგორც გულშემატკივართა ამხელა არმია რომ უკმაყოფილოა მწვრთნელით ამ საკითხის თუნდაც განხილვის ღირსიც არ გაგვხადეთ?
simartle
ლევანს ჯანმრთელობა და არავინ არ უნდა ამბობდეს ვირუსმა ვერ მოიშორა... აბა ეგ რა სათქმელია. მოწადინებულია და ყველანაერად ცდილობას მაგრამ არ არის ნაკრების დონის მწვრთნელი და მის გაზრდას ვუყუროთ? როდესაც ნაკრებში ნიჭიერი თაობა გვყავს და ვერ დააუყებიათ იმ დონეზე სათამასოდ რისი პოტენციალიც აქვთ. იმედია თვითონ მიხვდება და გადადგება. საჭიროა ან ფრანგი მწვრთნელი შერკინებაში ან სამხრეთ აფრიკელი, და ასევე უკანა ხაზში ფრანგი მწვრთნელი. უმეტესობა მოთამაშეებისა მაინც საფრანგეთში თამაშობენ და უფრო იოლი იქნებოდა იმ სტილს დაჩვეულები. და რა არის ამაში ცუდი? დიმიტრი იაშვილი და აქვსენტი თუ მოინდომებენ გუნდის თამაში ნამდვილად შეიცვლება. ყველას ვთხოვ კრიტიკა კრიტიკად თუ გასაკრიტიკებელია და ენას ცუდად ნუ მოიხმართ რადგან უკან მოგიბრუნდებათ. ისწავლეთ უკრაინის ომიდან ერGთად დგომა. Mეც გამიხარდებოდა სრულიად ქართული გუნდი მწვრთნელებიანად მაგრამ ჰეიგიდან მოყოლებული საკმარისი დრო დაიკარგა და ბევრი რამ ამასთან ერთად, თუ გინდ იმ იტალიასთან წაგებული თამაში რომელზეც ჰეიგმა რა გუნდი წაიყვანა გაუგებარი იყო, განსაკუთრებით შერკინების პირველ ხაზში. მოკლედ მისი საშუალო ან ასე თუ ისე დონე, რაც ლევანიც მაგ დონეზეა, ნაკრებისათვის საკმარისი არ არის. ეს საბჭოს კრება რაღაც საბჭოეთიდან გადმონაშთივით ჩატარდა როგორც დასკვნიდან სჩანს. მოკითხვა ბატონ პრეზიდენტ "ფრენჩიზა"ს. იმედია ლაყაფს საქმე და ასი სტადიონი მოჰყვება. სტადიონს და მოედანს შორის რომ დიდი განსხვავებაა ეგ მაინც აეხსნა ვინმეს ფრენჩიზასთვის... გული დამწყდა რომ საპატიო სიგელი ვის გადასცეს არ დაწერეს:)))
S.K.K.
ეს ვირუსმა ვერ მოიშორა და რაგბის კავშირი მოიშორებს?
სოსო
გამგეობამ მთავარ მწვრთნელს დაავალა,დაჩქარებული ტემპებით დაიგეგმოს საზაფხულო და საშემოდგომო ტესტ-მატჩები და მოხდეს "შევარდენის"სანაკრებო ბაზის რეაბილიტაცია?!!!! კომენტარი ზედმეტია თუ მაინც არის საჭირო?ლევანმა უნდა თქვას,"აქაც მე ვარ,იქაც მე ვარ,ჩემმა მზემ რომ,მართლა მზე ვარ".მგონი პრარაბობასაც მოასწრებს და საშენ მასალებსაც საკუთარი ზილით მოიტანს.ჩვენ აქ ვდავობდით,ლევან მაისაშვილი ნაკრების მწვრთნელად არ ვარგა თუ ვარგაო.თურმე მთელი ფედერაციის გასაკეთებელს,მხოლოდ მას ავალებენ და მეტი როგორღა უნდა მოვთხოვოთ?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის