წარსულში ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა, ამჟამად "ნტვ-სპორტის" კომენტატორმა ქალთა ჩოგბურთი გააკრიტიკა
წარსულში ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა, ამჟამად რუსული "ნტვ-სპორტის" კომენტატორმა ალექსანდრე მეტრეველმა sovsport.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქალთა ჩოგბურთზე საკუთარი კრიტიკული მოსაზრებებით გამოირჩა. ინტერვიუ ლონდონში, უიმბლდონის ტურნირის დასრულების შემდეგ შედგა. მას შემოკლებით გთავაზობთ.

- ბატონო ალექსანდრე, თქვენ ქალთმოძულე ხართ?

- საიდან მოიტანეთ?

- ტელემაყურებლებიცა და ჩემი კოლეგებიც ხშირად შენიშნავენ ქალთა ჩოგბურთისადმი თქვენს აშკარად მწყრალ დამოკიდებულებას.

- ასე ნამდვილად არაა. უბრალოდ, არ მომწონს ის პროცესები, რომელიც მასში ხდება.

- რას გულისხმობთ?

- მოდით, ავიღოთ თუნდაც ისეთი მაჩვენებელი, როგორიც გულშემატკივართა დასწრებაა. შეგნებულად ვაკვირდებოდი ქალთა უკანასკნელ ტურნირებს: ხალხი მხოლოდ ფინალებზე დადის. უწინ კი იმავე შეჯიბრებებზე ტრიბუნები სხვა დღეებშიც ივსებოდა. ნეტავ რაზე უნდა მიანიშნებდეს ეს?

- ინტერესის კლებაზე?

- სწორედაც. და რატომ იკლო ინტერესმა?

- რატომ?

- იმიტომ რომ, როგორც ჩანს, პროფესიონალურ ქალთა ჩოგბურთის მექანიზმი ისე ვერ მუშაობს. არის მასში გარკვეული სისტემური შეცდომები. მე ვფიქრობ, ბოლო წლებში სულ ტყუილად დაიხარჯა ძალისხმევა იმაზე, რომ ქალები და მამაკაცები თანაბარ ფინანსურ პირობებში ჩაეყენებინათ. მასზე ზრუნვისას მთავარი გამორჩათ - ჩოგბურთის ხარისხი. დაავიწყდათ, რომ ქალთა ჩოგბურთში კონკურენცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაჟთა შორის და რომ ვაჟთა შეჯიბრი, როგორც წესი, უფრო მეტ დროს გრძელდება და შესაბამისად, მეტი სარეკლამო დრო მოაქვს. თანაც, საიდუმლო არაა, ფულით ქალის მაღალ დონეზე აყვანა უფრო იოლია, ვიდრე მამაკაცის - ქალთა ჩოგბურთი ხომ ფსევდოსპეციალისტებით გაივსო, რომელთა მუშაობის შედეგის ნაყოფს დღეს ვიმკით. შეხედეთ: მეოთხედფინალებიდან დაწყებული, მატჩები ფაქტობრივად უბრძოლველად, ორ სეტებად მიმდინარეობს.

მკაფიოდ გამორჩეული ლიდერი გოგონებს ისევ არ ჰყავთ. რანაირი პირველი ჩოგანია ვოზნიაცკი? მანამდე იმავე მარაქაში ივანოვიჩი, იანკოვიჩი, საფინა გადიოდნენ. და საერთოდ, რომელ ვაჟთა ჩოგბურთთან გათანაბრებაზეა საუბარი, როდესაც ამ მანდილოსნების თამაშის დონე 15-16 წლის ბიჭებისას შეესაბამება?

- სერენასა და ვენუს უილიამსებზე, კლაისტერსზეც იმავეს იტყვით?

- ამათ არ ვგულისხმობდი. თავის დროზე უილიამსის თამაშის ნახვა მართლა ერთ რამედ ღირდა. ისინი კორტს ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან და მაშინვე ჩანს, ვინ ვინაა. იმავეს ვიტყოდი კიმზე. მე შეკითხვა სხვა დანარჩენებთან მაქვს: ჩემო კარგებო, თქვენ რას აკეთებდით იმ დროის მონაკვეთში, როდესაც "მონსტრები" ისვენებდნენ? აშკარაა, რომ ფიზიკურ მომზადებაზე ნამდვილად არ ზრუნავდნენ.

შეხედეთ ახალ თაობას: ოთხიდან სამს ზედმეტი წონა აქვს! მე მგონია, რომ ეს ელემენტარული არაპროფესიონალიზმია!

- მამაკაცთა შორის მსგავსი რამ არ ხდება?

- ახლოსაც ვერ გაეკარება! იმიტომ რომ, მათ შორის უდიდესი კონკურენციაა. ვაჟებმა იციან: ფიზმომზადებაში ნებისმიერი, თუნდაც უმნიშნვნელო უყურადღებობა უმალ მოუსპობს გამარჯვების შანსს და რეიტინგში დააქვეითებს.

ქალთა ჩოგბურთის მსოფლიო ლიდერთა შორის ნახევარი ზოგიერთ დარტყმასაც კი ვერ ფლობს. და რითია ჩოგბურთი მდიდარი? მის მრავალფეროვნებაში, კომბინაციურობაში. ეს გოგონები კი, გამოდის, რომ ჩოგბურთს აღარიბებენ.

ამის ფონზე ძალიან მახარებს კვიტოვას გამოჩენა. მგონია, რომ მას ყველაფერი აქვს, რათა ჭეშმარიტი ლიდერი გახდეს.

- მართლაც, შარაპოვას ფინალი უშანსოდ მოუგო.

- ჩვენ მოხიბლულნი ვართ მაშათი. ის მართლა ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ... მისი თამაში უმარტივესია! და ამას თავადაც ძალიან განიცდის. აი, დაუპირისპირდა იმავე კვიტოვას, რომლის თამაში უფრო მრავალფეროვანია და მაშას არსენალში აღარაფერი ჰქონდა მეტოქესთან დასაპირისპირებლად.

- ვოზნიაცკის რაღას უწუნებთ?

- ვოზნიაცკი ის ჩოგბურთელი არაა, ვისგანაც სხვები მაგალითს უნდა იღებდნენ. მას შეზღუდული ტექნიკური და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა იყოს რეიტინგის სათავეში მოთამაშე, რომელსაც მოწოდება არ უვარგა.

კორტზე ლამაზი კაბა კარგია, მაგრამ საჭიროა მას თან ოსტატობაც ახლდეს. თორემ გამოდის, რომ გოგონა, რომლის თამაში ვერაფრით გამოირჩევა, იმდენივეს იღებს, რასაც დამსახურებული ვაჟი ჩოგბურთელი. რა, ფეხბურთში ქალები იმდენს გამოიმუშავებენ, რამდენსაც მამაკაცები? როგორ შეიძლება ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივრებმა სიამოვნება იმ გოგონების თამაშის ხილვით მიიღოს, რომლებსაც, მაგალითად, პასის გაკეთება ან თავით თამაში არ შეუძლიათ?

მერწმუნეთ, ქალთა ჩოგბურთის მტერი კი არა, ობიექტური კრიტიკოსი ვარ. ჩოგბურთი, მათ შორის ქალთა, ჩვენი საერთო საქმეა და ძალიან მაშფოთებს მისი ბედი. ღმერთმა უწყის, რამდენი წელია "დიდი სლემის" ფინალში ნაღდი ბრძოლა არ ყოფილა.

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა