ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალიურმა მაფიამ მშვილდოსნობაში გვაჯობა

იტალიურმა მაფიამ მშვილდოსნობაში გვაჯობა

ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობა იტალიელებს მაქინაციებში ამხელს და შედეგის გაპროტესტებას სოკ-ის არბიტრაჟში აპირებს
ქართველთათვის სადაოდ წარიმართა ტურინში მიმდინარე მშვილდოსან ქალთა გუნდური პირველობა. პლეი ოფის პირველ წრეში, რომელსაც ლონდონის ოლიმპიადის მონაწილენიც უნდა გაერკვია - ამ უფლებას მეორე რაუნდში გასულები იღებდნენ, ჩვენები მასპინძელ იტალიელებს ხვდებოდნენ და თავდაპირველად მოუგეს კიდეც, მაგრამ იტალიელებმა შედეგი გააპროტესტეს და დამატებითი გადასროლის უფლება მიიღეს.

ის ფრედ დასრულდა, თუმცა აპენინელებს ერთი 10-იანი ჰქონდათ, ჩვენებს - არა და ამიტომ მოგებაც მათ დარჩათ. ტურინში მყოფი ჩვენი დელეგაციის

ხელმძღვანელობა ამას იტალიელთა მაქინაციებს მიაწერს და შედეგის გაპროტესტებას უკვე ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არბიტრაჟში აპირებს.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 207:207. თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება - კორეელი მწვრთნელის დამოძღვრილმა ჩვენმა მშვილდოსნებმა მასპინძელთა ძლიერ გუნდს მოუგეს ორი სეტი - 52:51; 52:50. სამწუხაროდ, დათმეს მომდევნო ორი - 51:52; 52:54. მესამე პერიოდის შემდეგ ორ ქულას კვლავაც იგებდნენ, რისი გაბათილებაც მეტოქემ მეოთხეში მაინც მოახერხა. ჩვენებს წაგებული პერიოდებიდან რომელიმეში ერთი ქულით მეტიც რომ გაეკეთებინათ, მოგებაც მათ დარჩებოდათ.

თუმცა მთავარი ამბები დამატებით სროლებში მოხდა, რომელიც ჩვენებმა მოიგეს - მათ 27 ქულა დააგროვეს (10+8+9) იტალიელებმა - 22 (9+7+6). ამ დროს მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტმაც გამარჯვებულად ჩვენი გუნდი გამოაცხადა.

როგორც ტურინში მყოფმა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, ყველა მათ ულოცავდა ასეთ ძლიერ მეტოქესთან წარმატებას, მაგრამ აი, აქ იქუხა მეხმა მოწმენდილ ცაზე - იტალიელებმა შედეგი გააპროტესტეს! სანიშვილის თქმით, ამის მიზეზი ელექტრო ტაბლოს გათიშვა გახდა, რაც თურმე ბოლო გასროლის წინ მოხდა, როცა ქრისტინე ესებუა ისროდა. სანიშვილი ვარაუდობს, რომ ტაბლოს გათიშვა მასპინძელთა ხრიკი იყო, რაკიღა აგებდნენ. რა და როგორ იყო, ამაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია, მაგრამ ფაქტია - სააპელაციო კომიტეტი იტალიელთა საჩივარს საათნახევარი იხილავდა და ბოლოს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელმაც არა მარტო ჩვენები, უცხოელებიც კი გააოგნა - გადასროლა!

ტაივანელებთან მეორე წრის სამზადისში გართულ ქართველებს ეს ამბავი თავზე ელდად დაატყდათ, მაგრამ სხვა გზა არ იყო და კვლავაც სასროლეტას მიაშურეს.

ახალი სერია ფრედ დასრულდა - 25:25, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, მასპინძლებმა ერთი 10-იანი გაარტყეს, ჩვენებურთა უმაღლესი შეფასება კი 9-იანი იყო და მოგებაც აპენინელებს დარჩათ. სანიშვილსავე თქმით, ამან უცხოელთა პროტესტიც კი გამოიწვია, ხოლო საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი მათთან შეხვედრას გაურბოდა კიდეც. პირად საუბრებში მათ უღიარებიათ, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა, მაგრამ რაკიღა საპროტესტო კომიტეტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენ უძლურნი ვართ, მათ საქმეებში ვერ ჩავერევითო.

ჩვენები წართმეული ლიცენზიების მოსაპოვებლად სოკ-ში ჩივილს აპირებენ. საამისოდ ისინი ტურინში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის ჩასვლას ელოდებიან, რომელმაც ეს ამბავი ჩვენგან შეიტყო და იტალიაში დღესვე გადაფრინდა ლონდონიდან. საერთაშორისო ფედერაციის ზემოაღნიშნული დარცხვენილი მაღალჩინოსნები თურმე გაისად გასამართი სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის ყოველმხრივ დახმარებას აღუთქვამდნენ ჩვენებს, მაგრამ სანიშვილმა განაცხადა, ჩვენ მაგათი დახმარება არ გვჭირდება, კუთვნილის დაბრუნებას ვითხოვთო.

ტურინში ჩვენთვის ცუდი კიდევ ერთი ფაქტი მოხდა - პირველივე წრიდან გავარდა ბრიტანეთის ნაკრები (რუსეთთან წააგო), რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი შეჯიბრება IX-XVI ადგილებზე გასულ გუნდებს შორის კიდევ ერთი ლიცენზირებულის გამოსავლენად აღარ შედგება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებს ავტომატურად ეძლევათ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება, როგორც მასპინძლებს, ამიტომ იმ 8 ლიცენზირებულ ნაკრებს შორის თუ მოხვდებოდნენ, დანარჩენები იმ ერთი საგზურისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ რუსები რას გაგახარებენ.

ტურინში ლიცენზიების მოპოვების შანსი ჯერჯერობით კვლავაც გვრჩება. ამჯერად საგზურები კორეამ, ჩინეთმა, ტაივანმა, ინდოეთმა, იტალიამ, რუსეთმა, დანიამ და უკრაინამ მოიპოვეს. თან გუნდის სამივე წევრმა ანუ ჯამში 24 მშვილდოსანმა. ამათ სამი ბრიტანელიც დავუმატოთ და საგზურს პირველად პირველობაში ამ 27 სპორტსმენის გარდა კიდევ 8 საუკეთესო მიიღებს. ერთი შეხედვით, ჩვენებურთაგან ამის ყველაზე უკეთესი შანსი ნარიმანიძეს აქვს, რადგან შესარცევი ეტაპი საკმაოდ კარგი შედეგით, მე-12 ადგილზე დაასრულა. ამიტომ პლეი ოფის პირველ წრეში შედარებით სუსტს ხვდება, მაგრამ ბედმა ბოლომდე არც აქ დაინდო და მეორეში ელოდება ძლიერი!

პირველში ჩვენებური საკვალიფიკაციოში 101-ზე გასულ ჩეხ გაბრიელა სუდრიჩოვას შეერკინება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი მეორეში ერთ-ერთი სავარუდო მეტოქე ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ალისონ ვილიამსონია. წესით, ნარიმანიძე ამ რანგის მეტოქეს ასე ადრე არ უნდა გადაჰყროდა, მაგრამ ჩვენდა ჭირად, ბრიტანელმა შესარჩევში ძალზე ცუდად ისროლა. როგორც გითხარით, იქაურებმა ვერც გუნდურში ივარგეს. შესაძლოა, ამით ცოტათი დავიმშვიდოთ თავი, მაგრამ პლეი ოფე ხომ ის ეტაპია, სადაც ნამდვილი ბრძოლა იწყება, ვილიამსონს კი დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ვნახოთ, ვის აღმოაჩნდება უფრო მტკიცე ნერვები.

პირად პირველობაში პლეი ოფები ხვალ გაიმართება და ასმათ დიასამიძე ყაზახ ფარიდა ტუკებაევას შეხვდება, ესებუა - ბელარუს ალენა კუზნეცოვას. დიასამიძემ ყაზახს თუ მოუგებს, დიდი შანსია, მეორე წრეში ძლიერ ჩინელ შანშან ჭუს დაუპირისპირდეს, ესებუას კი შედარებით სუსტები ელოდება. შესარჩევში ის 39-ე იყო, ბელარუსი - 74-ე, ამათში მოგებულის მეტოქე კი მიანმელი ტინ კაინგ ტინისა და ინდოელ ჩეკროვოლუ სვუროს შეხვედრაში გაირკვევა.

დაბოლოს, ისევ გუნდური პირველობა, რომელიც სენსაციურად წარიმართა - ფინალში ვერც კორეელები გავიდნენ და ვერც ჩინელები. 10 ივლისს ისინი ერთმანეთს მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძობენე, ოქროსტვის კი იმავე დღეს ფინალში ერთმანეთს ინდოელები და იტალიელები დაუპირისპირდებიან. სწორედ ინდოელებმა გამოაგდეს კორეელები ნახევარფინალიდან - 216:212, მანამდე კი ფრანგებს და დანიელებს მოუგეს.

იტალიელებმა ჩვენს მერე ტაივანელებიც გამოთიშეს ასპარეზობიდან, ნახევარფინალში კი ჩინელებს სძლიეს - 221:213. სალიცენზიო ოქტეტში სკანდინავიელთა საკმაოდ სუსტი, აქამდე არაფრით გამორჩეული გუნდის მოხვედრა ტურნირის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. ისინი პლეი ოფში მე-12 ადგილით შევიდნენ და აშშ-ს არც ისე ძლიერ გუნდს მოუგეს - 215:210, რომელთა რიგებშიც ჩვენი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგიც (ქვრივიშვილი) გამოდიოდა. ქვრივიშვილისა და სხვა თანამემამულეების მსგავსად, ჯერჯერობით ულიცეზიოდ დარჩა თურქეთის სახელით მოასპარეზე ნატო ნასარიძეც - თურქები საერთოდ ვერ გავიდნენ პლეი ოფში.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!