აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული დღეები, როცა სპორტზე ნაკლებად გვეფიქრებოდა, დასრულდა. ამ პერიოდში სიამაყეც დაგვეუფლა და გულიც დაგვწყდა...
სულ ცოტაც...
გიორგი მამარდაშვილმა ის გრძნობები გაგვიღვივა, რაც წლებია, აღარ განგვიცდია - ქართველი ფეხბურთელი პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ასე ახლოს იყო. ახლოს კი არა, შეხვედრის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად წარმოგვიდგა...
უბერებელი ხოაკინის მიერ დარტყმული პენალტის მოგერიებამდე ახალგაზრდა კიპერს სულ ცოტა დააკლდა. ეს ემოციური და სევდიანი მომენტი იყო, თუმცა მთავარი მაინც სხვაა - ასეთ მოკლე დროში ქართველი ფეხბურთელის ამხელა პროგრესი აღფრთოვანებას იწვევს. "მამარდამ" სირთულეები უკან მოიტოვა, თამასა მაღლა ასწია და ამბიციებიც უფრო მაღალი ექნება, რომელთა მისაღწევად საკუთარ თავზე უფრო მეტი მუშაობა მოუწევს. ამავდროულად, ეს სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც მშვენიერი მაგალითია - მიუწვდომელი არაფერია, მთავარია, რომ გჯეროდეს....
ხვიჩა გვანებივრებს
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გარკვეულწილად შიში არსებობდა, რომ მას ეროვნულ ლიგაში საკმარისად მოტივირება გაუჭირდებოდა, თუმცა საპირისპიროს ვხედავთ - "კვარა" შემართულია და თითქოს იცის - თითოეული კარგი თამაში "ნაპოლისთან" რომ აახლოებს. იტალიური მედია ქართველი გარემარბის შესაძლებლობებსა და ნეაპოლელთა მოლოდინებზე საკმაოდ ბევრს წერს.
როცა მოთამაშის დონე ლიგისას ბევრად აღემატება, ეს მის განვითარებას თითქოს ხელს არ უწყობს, მაგრამ ახლა კვარაცხელიასთვის ფორმაში შესვლასა და ხასიათის გამოკეთებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლოს პოზიტიურად დამუხტულ ხვიჩას თითქოს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ვხედავდით, სადაც თავსაც იჩენდა.
ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე
რა თქმა უნდა, ვიცით, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული ტურნირი არაა, თუმცა ის ამ კონტინენტის მთავარი გათამაშებაა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებით გამოსვლა სასიამოვნოა.
ვაკო ყაზაიშვილმა - კორეული "ულსანის", ნიკა კაჭარავამ კი კორეული "იაონამის" რიგებში მეტოქეების კარი აიღეს. ნიკას მიერ დამატებით დროში ავსტრალიურ "მელბურთან" (1:1) გატანილმა გოლმა კორეელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნა, ვაკოს გუნდმა კი ჩინური "გუანჯოუ" კიდევ ერთხელ (5:0) დაჩაგრა.
რაც შეეხება აქ მონაწილე კიდევ ერთ ფეხბურთელს - გიორგი გველესიანის ირანულმა "სეპაჰანმა" შოთა არველაძის ყოფილი კლუბი, უზბეკური "ფაჰთაქორი" (2:1) დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქულებით მეორეადგილოსანს, საუდის არაბეთის "ალ ტაავუნს" გაუთანაბრდა.
ასეთი მიქაუტაძე და ქართველი ფორვარდები გვჭირდება
გიორგი მიქაუტაძემ ცოტა არასტაბილური სეზონის ბოლოს თავისი სიტყვა მაინც თქვა. "სერენს" დიდი მიზნები რომ გაუჩნდა და ბელგიის მთავარ დივიზიონში დაწინაურდა, ამაში "ჟორჟს" წარმოუდგენლად დიდი როლი ჰქონდა და გადარჩენისკენ პირველი დიდი ნაბიჯიც ქართველმა ფეხბურთელმა მართლაც მშვენიერი გოლით გადადგა.
დავით ვოლკოვი
ივნისი და "ერთა ლიგა" არც ისე შორსაა და ქართველი შემტევების კარგი თამაში სასიამოვნოა - აზერბაიჯანში დავით ვოლკოვმა "ზირას" დამატებით დროში მოაგებინა და პრემიერლიგაში მე-3 ადგილს მყარად იკავებს - "ნეფთჩისთან" და განსაკუთრებით, "ყარაბაღთან" კი ჩამორჩენა საკმაოდ დიდია.
უნგრეთში ბუდუ ზივზივაძემ ისევ (მე-10 გოლი) გაიტანა და აუტსაიდერი "უიპეშტი" ევროტურნირებისთვის მებრძოლად აქცია...
სანაკრებო შეხვედრებამდე 1 თვეზე ცოტათი მეტი დარჩა და იმედია, ჩვენებურები ამ პერიოდს კარგ ფორმასა და ხასიათზე შეხვდებიან.
Michael
ცოტა არ იყოს მაღიზიანებს კვარასთან მუდმივად ფოტოების გადაღებაზე რომ დგანან რიგში. ქუთაისშიც, თამაშის დროს შემოვარდა ვიღაცა და გადაოღო ფოტო. ასევე ბათუმშიც თამაშის დამთავრების მერე ივსება ბავშვებით მოედანი და ყველა კვარას დასდევს ფოტოსთვის. ეგ ერთი შეხედვით ძაან საყვარელია და კარგია მაგრამ 1000 ბავშვთან რომ გადაიღოს ათასმეერთე მაინც იქნება ვისთანაც ვერ გადაიღებს და მერე ცუდ რაღაცეებს წერენ (ახლობლები/მშობლები) და ილანძღებიან. არ გვაქვს ჯერ ეგ კულტურა :) ყველასთან ვერ გადაიღებს, ყველას ვერ აჩუქებს მაისურს, ცოტა გაუგეთ ამასაც და ეგრევე სოც. ქსელში ნუ გინდათ რომ უკბინოთ. ცოდოა, ყველას მოლოდინს ვერ გაამართლებს.
შავი კაცი
როგორ ფიქრობთ?? მოტივაცია როგორ არ უნდა ქონდეს ხვიჩას დღეს ის ერთადერთი საუკეთესო თინეიჯერია საქართველოში მისაბაძი და საამაყო, რომელსაც ქართველმა ახალგაზდობამ მხარი დაუჭირა მან კი ეს თაობა გააერთიანა მხარი ბევრმა სხვა გამორჩეულმა ფეხბურთელებმაც აუბა, ჩემპიონატს დაძაბულობა და გულშემატკივარი აჩუქა პატარა ციცქნა თაობას მომავლის იმედი ჩაუსახა და ისინი პირველ ხაზზე დგანაან რომ ხვიჩას ახლოდან შეხედონ და თუ გაუმართლათ შეეხონ)) დასაფასებელია ეს ყველაფერი.. და მაინც დინამო რომ ლიგაზე გაიყვანოს ეს მოტივაცია არაა?? დაიჯერეთ დიდი ფეხბურთის კარს ქართველებისთვის ხვიჩა გახსნის დინამოსთან ერთად საფუძველი ამ საქმეში ჩადებულია..
Mia
ბედნიერება იყო შენი თამაშის ლაივში ნახვა, ზუსტად იგივე ემოცია მქონდა, როცა საყვარელი როკ ჯგუფის კონცერტს დავესწარი რამდენიმე წლის წინ. ფეხბურთს და ხელოვნებას თითქმის ერთ დონეზე ვაყენებ :)
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა