ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე დაესწრო.

შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს ანტიდოპინგურ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმ ცვლილებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებსაც ახალი ანტიდოპინგური საკანონმდებლო პაკეტი უნდა მოიცავდეს. შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო, საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსა და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან (WADA) ერთად, აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და ანტიდოპინგური კანონპროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

„ორმაგად სასიხარულოა დღეს თქვენი აქ ყოფნა. ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ თქვენგან რჩევები და რეკომენდაციები, ხოლო მეორე მხრივ, მოგაწვდით ინფორმაციას იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა მეშვეობით სრულვყოფთ ჩვენს კანონმდებლობას.

სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ ჩვენ მიერ ხორციელდება ძირეული ცვლილებები სპორტის განვითარების კუთხით. მინდა გამოვყო 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც გაიმართა ანტიდოპინგურ კანონპროექტთან დაკავშირებული მოსმენა. ეს ამ პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) განყოფილების ხელმძღვანელი ემილიანო სიმონელი და უფროსი მენეჯერი ოლიმპია კარავასილი; ასევე - ნორვეგიის ანტიდოპინგური სააგენტოს (ADNO) წარმომადგენლები, მარტინ ჰოლმლუნდ ლაუესენი და ესტენ ალექსანდერ ედნა. ქართულ მხარეს, მინისტრის მოადგილესთან ერთად, წარმოადგენდნენ სამინისტროს მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ხელმძღვანელი პავლე კასრაძე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა