რუდი გვპირდება, ახალ სეზონში ისეთ მიხაელს ნახავთ, გაოცებისგან პირს დააღებთო
„ლევერკუზენი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, ყველაზე მეტად კი, გერმანიის ჩემპიონატის დაწყებას მიხაელ ბალაკი ელოდება: მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებიდან მოკვეთეს, ბუნდესგუნდის ყოფილი კაპიტანი ძალიან მონდომებულია და უნდა, ყველას დაუმტკიცოს, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მწარედ შეცდა, მასზე საბოლოო უარი რომ თქვა.

„პირადად მე არ მახსოვს, როდის იყო მიხაელი ბოლოს ასეთი მონდომებული. 2010 წელი მისთვის მართლად კატასტროფული გამოდგა, ახლა კი მართლა ძალიან კარგ ფორმაშია და უნდა, დაამტკიცოს, რომ ნაადრევად ჩამოწერეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სეზონში სულ სხვა ბალაკს ვიხილავთ,“ - ამბობს ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი, რომელიც გუნდის მზადების პროცესით კმაყოფილია.

მისი თქმით, გუნდში ახლა უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე გასულ სეზონში იყო, რაც ზოგადად ყველა ფეხბურთელზე დადებითად მოქმედებს. ფიოლერი: „ბუნდესლიგაში მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენთვის პროგრამა მინიმუმი ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება, მაქსიმუმი კი გერმანიის ჩემპიონობა. შარშან ვთქვით, რომ მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა გვსურდა, სეზონი კი მეორე ადგილზე დავამთავრეთ. ამიერიდან, ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიგიდან ოთხი გუნდი გადის და მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში უნდა მოვხვდეთ. ისე კი, ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ჩემპიონობაც შეუძლია.“

„ფარმაცევტები“ მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გადიან და სამშობლოში დაბრუნებამდე, პარასკევს „მიუნხენ 1860-ს“ ამხანაგურად გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურში, 7 აგვისტოს „ლევერკუზენი“ „მაინცს“ შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
დავიწყოთ იქედან,რომ ლევერკუზენი გავიდა მეორე ადგილზე, შემდეგ- ბუნდესიგიდან გადის ლიგაზე 3 გუნდი. 2 პირდაპირ მესამე საკვალიპფიკაციიოში ერთვება. პ.ს. არ შეიძლება ესეთი სტატიების წერა! ელემენტარულად ტყუილებით არის სავსე :))))))))))))
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა