ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია?  - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

2022 წლის 27 აპრილს გიორგი ჩაკვეტაძეზე სტატია გამოვაქვეყნეთ. მას ორი წლის შემდეგ განმეორებით, შეუცვლელად გთავაზობთ, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, "ჩაკვეს" თავს მოკლე დროში რამდენი პოზიტიური ცვლილება მოხდა, როგორ გამოასწორა მან ის სუსტი წერტილი, რაც ნახსენები გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა საუბარი "ძველ" და "ახალ" ჩაკვეტაძეზე მიდის... ყველაფრისთვის მადლობა ვლადიმირ ვაისს, ვინც გიორგის "სლოვანში" საჭირო დროს დიდი ნდობა გამოუცხადა და ინგლისურ ჩემპიონშიპს, სადაც "ჩაკვემ" ახალი უნარები შეიძინა. ჩვენ მის შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებულები ვიყავით!..

არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა ხსენებაზეც გონებაში ესა თუ ის ეპიზოდი ამოგიტივტივდება. გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში ასეთი "ერთა ლიგის" სადებიუტო გათამაშების ჯგუფური ეტაპია, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, უბრალოდ, "იფრინა".

ვიცით, რომ "ჩაკვე" ქართველი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოხმაურებას აქტიურად ეცნობა და საკმაოდ ემოციურად აღიქვამს. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ გიორგის შესაძლებლობების ბოლომდე გვწამს, მაქსიმალურად გვინდა გავამხნევოთ, თუმცა ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, მასზე ბევრ საუბარს მაინც მოითხოვს...

"დინამოდან" წასვლა, ტრავმა და პოსტტრავმა

ვინც მაშინდელ ეროვნულ ლიგას თვალს ადევნებდა, შეუძლებელია ჩაკვეტაძე შეუმჩნეველი დარჩენოდა - ტექნიკით, სისწრაფით, ბურთთან განსაკუთრებული ურთიერთობით, დაფარული პასებით... რა თქმა უნდა, ვერავინ იტყოდა, რომ მისი წასვლის დრო არასწორად შეირჩა. კლუბი? მაშინ "ბაიერნზეც" იწერებოდა, მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ ასეთი საუბრები, ძირითადად, ჭორებს ეყრდნობა...

ბელგიაზე სულ გვესმის, რომ ტოპ-ჩემპიონატებთან ერთ ნაბიჯშია, თუმცა ჩვენებურებს აქ ნაკლებად უმართლებთ. ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს.

გიორგის კარიერაში საკმაოდ ხანგრძლივი ტრავმა სერიოზულად გარდამტეხი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მის შემდეგ ძველებური ჯერ ვერ დაბრუნდა...

ნაკრებისა და ფსიქოლოგიის მნიშვნელობა

ნდობის ფაქტორი ადამიანებისთვის უმნიშვნელო არასდროსაა. როგორც ჩანს, ჩაკვეტაძისთვის ამას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. როცა გიორგის საქმეები კარგად მისდის და გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელზეც მწვრთნელი დიდ აქცენტს აკეთებს, თვითონაც გაცილებით ლაღი და თავდაჯერებულია.

ეროვნულ ნაკრებში "ჩაკვეს" დიდი როლი ჰქონდა და ეს მოკრძალებული ბიჭი ლიდერობის მისიას მშვენივრად ასრულებდა. ასევე, როცა "გენტში" მწვრთნელი "კარგი თვალით" უყურებდა, უკეთესიც იყო.

რთულია, გუნდის მწვრთნელისგან მოითხოვო, დიდი დრო მისცეს მოთამაშეს, რომელიც ახლად მომჯობინებულია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, თუმცა ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ტალანტის მდგომარეობის გაუმჯობესებით თითქოს ნაკლებად იყო დაინტერესებული. არადა, თავის დროს გიორგი იმის გამო შეიძინეს, რომ მასში დიდ მომავალს ხედავდნენ.

რა მოხდა გერმანიაში?

"ჩაკვეს" "ჰამბურგში" გადასვლას აღფრთოვანებით შევხვდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელოვანი კლუბი ახლა ბუნდესლიგაში არაა. გიორგიზე გერმანული მედია საკმაოდ ბევრს წერდა, კლუბი სხვადასხვა ფორმით ამხნევებდა, დროც მისცეს, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველ ფეხბურთელს ბელგიური პერიოდიდან გამოსასვლელად გარკვეული დრო სჭირდება, რაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში რთულია.

ვნახეთ ჩაკვეტაძის თამაშები - რამდენჯერმე ტექნიკის დემონსტრირებაც შეძლო, გოლიც გაიტანა, გაღიმებული და მოტივირებული ჩანდა, თუმცა ჰამბურგელების საქმე კარგად არ წავიდა, ისინი მე-2 ბუნდესლიგიდან აღზევებას ვერ ახერხებენ და ეს საერთო დამოკიდებულებზეც იმოქმედებდა.

როცა ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში გადავიდა, წერდნენ, რომ ის ძირითადში მოსახვედრად სონი კიტელის კონკურენტი იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, "ჰამბურგის" წარმატება დიდწილად სწორედ კიტელზე ყოფილა აწყობილი - როცა ის არ იყო, გუნდს გამარჯვების მოპოვება უჭირდა. იქნებ, მასთან ერთად, საკუთარი ადგილი გიორგისაც მეტად ეპოვა.

სუსტი წერტილები

რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძის თამაშს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, რასაც თანამედროვე მწვრთნელები ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, გვახსენდება "გენტის" რიგებში გიორგის გაძევების ეპიზოდი, საიდანაც იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ ჩაკვეტაძეს ართმევაზე თამაში უჭირს. ამ კომპონენტში სისუსტე სხვა შემთხვევებშიც გამოჩნდა. არავის უნდა ეგონოს, რომ ამის მიზეზი ისაა, თითქოს ნახევარმცველი ნაკლებად მებრძოლია; უბრალოდ, ეს მის ხასიათსა და სტილში გამჯდარი არაა.

მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ გერმანიასა და ნებისმიერ ტოპ-ლიგაზე, აქ მხოლოდ კარგი ტექნიკით, სისწრაფითა თუ პასით წარმატება რთულია, ორთაბრძოლებში ბევრჯერ უნდა შეხვიდე.

ტრავმისკენ ხშირი მიდრეკილება - კიდევ ერთი სამწუხარო საკითხი, რაც გიორგის ირგვლივ ხდება. არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს პირადად მან, უბრალოდ სურვილია, რომ "ჩაკვე" ამით აღარ დაიტანჯოს. შეუძლებელია, ამის გამო მის სტაბილურობას საფრთხე არ ედგას.

მომავალი და სანიოლის როლი

ახლა ბევრი მსჯელობა მიდის იმაზე, გიორგი ბელგიაში უნდა დაბრუნდეს თუ ისევ წასვლას ეცადოს, თუნდაც მშობლიურ თბილისის "დინამოში". ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი რჩევა რთულია, ყველაფერი კარგად უნდა აიწონოს...

თუკი კლუბებზე ვთქვით, რომ ისინი საუკეთესოებს ეყრდნობიან, ქართულ ფეხბურთს დასაკარგი ტალანტები არ ჰყავს და მათ ფორმაში ყოფნას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლის რამდენიმე გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ ის ამ მხრივ ყველაფერს ზუსტად იაზრებს. ჩაკვეტაძესთან დაკავშირებითაც იყო ეპიზოდი, როცა მას წმინდა სათამაშო მიზეზებით არ დაეყრდნო, თუმცა გიორგიმ ეს თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ფრანგი სპეციალისტი "ჰამბურგის" შეხვედრასაც დაესწრო და "ჩაკვე" ძალიან სჭირდება.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმი არაა,

ის ისევ ძველებური დაგვიბრუნდება.

ახლა ეს გიორგიმ ყველას უნდა დაუმტკიცოს!

სამართალი თუ არის, წინ მაინც ვარსკვლავური კარიერა უნდა ჰქონდეს ჩაკვეტაძეს! P.S უხდებოდა ასე თმები, რატო იხოტრავს მურთაზ დაუშვილივით.

• მეზღვაური

უბრალოდ გიწერია,რომ 90იანებიდან მოყოლებული არცერთი პრემიერლიგის ფეხბურთელი არ გამხდარა გამარჯვებულიო,რაც არაა სწორი მაგიტომ ჩამოვთვალე ეგ 2 კაცი.

• ლაშა

მარადონა, ფიგუ, ზიდანი, ბრაზილიელი რონალდო, რივალდო, ჯორჯ ვეა, შევჩენკო, რაული, მესი, კანავარო, ბაჯო... რომელი უფრო მეტია?!

• სოსო

ეს ძველი სტატიაა და სასიხარულოა,რომ ჩაკვე დაგვიბრუნდა.დარწმუნებული ვარ,ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ჩაკვე იმ მაქსიმალურისაგან,რისი მიღწევაც მას მომავალში ელის.

• სოსო

იქნებ უფრო გაშალოთ,თქვენი კომენტარი?ამის შესახებ არ ვიცი და ჩემნაირი,სხვაც ბევრი იქნება.წინასწარ მადლობას გიხდით.

• G.LA

ეს სტატია 2022 წ და შესაბამისად კომენტარებიც. ახლა სულ სხვა ჩაკვეა გიო და ამაზე ჩვენ ყველა ვაისს უნდა უმადლოდეთ. გვახსოვს გენტშიც, ჰამბურგშიც და ნაკრებშიც მწვრთნელების მაშინდელი უკმაყოფილება ჩაკვეს მიმართ. მაშინ ტრამვების შემდეგ რაღაც ისეთი მოხდა მის ფსიქოლოგიაში რომ თავის თავს არ გავდა. შრომაც ეზარებოდა. ვაისმა მასზე მოახდინა ზეგავლენა და ჩაკვემ დაიწყო თავის თავის პოვნა. ახლა ჩაკვეს გარეშე ნაკრების საასტარტო წარომუდგებელია. მეტიც მან იმუშავ თავის თავზე და ართმევებში ერთ ერთი საუკეთესოა. აღარ ვლაპარაკობ ბურთის ამოტანაში და მახვილგუნივრულ პასებზე, ასევე დრიბლინგიც, დარტყმებიც გააუმჯობესა. მჯერა ჩაკვე კიდევ მოუმატებს. წარმატება ჩაკვეს.

• SLR

არ უნდა ბევრი ფილოსოფოსობა ამას: ჩაკვეს ბელგიაში ვერ დაუსვეს დიაგნოზი სწორად. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არისო და ამ დროს გიორგის ფეხი სტკიოდა და არავინ არ უჯერებდა. მივიდა თუ არა პროფესიონალთან, ეგრევე დაუსვეს სწორი, სხვათა შორის სუულ სხვა დიაგნოზი და გიომაც გაიხარა, პრობლემაც ერთ კვირაში მოუგვარეს და მივიღეთ გაღიმებული და თავდაჯერებული ძველი ჩაკვე. ესაა და ეს.

• მეზღვაური

ოუვენი 2001 და რონალდო 2008.

• ქომაგი

ძნელია იმ დაკარგული დროს და ფორმის აკრეფა მარამ ჩაკვეტაძე არ ზარმაცობს შრომობს ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს ისეთს როგორშიც ოყო.რაც შეეხება ართმევაზე თამაშს ეს მისი მოვალეობა არ არის მაგრამ მაიმც საკმაოდ კარგია ართმევაზე, მისი სტილის ფეხბურთელი ართმევაზე თამაშით არ იზომება ესეც გასათვალისწინენელია.მაგალითად კაკა ართმევაზე სულაც სუსტი იყო მაგრამ უარი ამ ფეხბურთელზე არც რეალს, მილანს და ბრაზილიის ნაკრებს უთქვია.

• ლაშა

ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში გაცილებით უფრო განვითარდება ფეხბურთელი, ვიდრე ინგლისში. კაფუმ სწორად აღნიშნა, რაც უფრო მეტი ბრაზილიელი მიდის პრემიერლიგაში სათამაშოდ, ბრაზილიის ნაკრები რეგრესის გზას ადგას. ინგლისში მეტ ფულს უხდიან ბარსას და რეალის გამოკლებით, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული პრემიერლიგიდან არცერთი ფეხბურთელი არ გამხდარა ოქტოს ბურთი ნომინაციაში გამარჯვებული! იხილე ბმული: https://1tv.ge/news/kafum-premierliga-daadanashaula-imashi-rom-brazilias-msoflio-chempionatis-mogeba-ar-sheudzlia-1tvsport/ ცნობისთვის, არაბეთსა და აშშ-ში გაცილებით მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში, მაგრამ ეს ორი უკანასკნელი წინა ორს ჯობია!

• ბათუმის დინამო

აშკარად სხვაგან ხარ ავტორ , ჩაკის ართმევაზე თამაში ნაღდად არ უჭირს მეტიც საკმაოდ დახვეწა ეგ მომენტი , აი კარში ზუსტად დარტყმებზე სამუშაოა

• ლაშა

იხილე ბმული: https://1tv.ge/news/kafum-premierliga-daadanashaula-imashi-rom-brazilias-msoflio-chempionatis-mogeba-ar-sheudzlia-1tvsport/ ცნობისთვის, არაბეთსა და აშშ-ში გაცილებით მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში, მაგრამ ეს ორი უკანასკნელი წინა ორს ჯობია!

• gel-100

სად გითხრა კაფუმ ეგ სიტყვები?? ან სად ნახე ინგლისის პრემიერლიგაში ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები?? მიგრაცია ნიშნავს რო მინიმუმ ბრაზილიის ნაკრების ნახევარი ფეხბურთელები ჩავიდნენ პრემიერლიგაში სათამაშოდ და მე კიდე გეუბნები 2-3 კაცი დამისახელე ან დრო დამისახელე როდის იყო რომელ წლებში თამაშობდნენ პრემიერლიგაში ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ერთდროულად?? ვიღაც ჭ-კლასის ბრაზილიელები არ ჩამოთვალო ეხლა ნაკრების ხალხი ჩამოწერე

• გიო

ჩაკვეტაძეს აქ ლაითი ფსიქოლოგია თორემ აქამდე უფრო მეტს მიაღწევდა

• გიორგი

სასარგებლო სტატიაა. რაც მეტი იქნება ასეთი სტატიები მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთის მომავალისთვის. კეთილგანწყობილი და კრიტიკული ერთდროულად, მიმართული საქმის წინ წაგდებაზე, განვითარებაზე.

• ლაშა

ინგლისში ვერ განვითარდება ფეხბურთელი. გაიხსენეთ რა თქვა კაფუმ… რაც ინგლისში ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა მიგრაცია დაიწყეს ნაკრების რეგრესი თვალშისაცემიაო! ეს არის სიმართლე. იტალიის და ესპანეთის ლიგები ყოველთვის საუკეთესონი არიან!

• კევინი

ჩვენს ხალხს რომ წაკითხულის გააზრების პრობლემა არ ჰქონდეს, ქვეყანა ამ დღეში კი არ იქნებოდა.

• simartleს

ეს 2022-ის წერილია ახლანდელი კი არა, რას აჭარბებს.დდდ

• simartle

ღვთისავარ აჭარბებ. აბა კლევერლის ჯკითხე რას ფიქრობს, ან სცადე ჩემპიონშიპში თამაში. თავის გუნდში ყველს სჯობს...

• ქ. გ.

ფიზიკურად კარგ ფორმაშია. გუშინ მთელი თამაში მაგრად დარბოდა. Watford-ში კარგი პირობები აქვს მოსამზადებლად. მწვრთნელიც კარგად ექცევა და აფასებს მის ნიჭს. მოწინააღმდეგე გუნდების გულშემატკივრების კომენტარებს ვკითხულობ ყოველი თამაშის შემდეგ, და ყველა წერს, რომ გამორჩეული ფეხბურთელია. ნაკრებში კი საერთოდ გადასარევად ათამაშდა.

• ქ. გ.

წინა კომენტარი 2 წლის წინ იყო დაწერილი :)

• ქ. გ.

ეს წუთია დღევანდელი თამაშის შემაგენლობა გამოაცხადეს. ჩაკვეტაძე სათადარიგო შემადგენლობაში არის.

• მერაბი

კონდიციების ასამაღლებლად იქნებ ერთი ან ორი სეზონი ბათუმის "დინამოში"?

• შოკირებული გულშემატკივარი

რომელი მწვრთნელიც საზოგადოებრივ აზრს უსმენს ის წაიყვანს და მალე ძვირადაც გაყიდის

• მირო

ამ ადამიანს მართლა უყვარს და ესმის ფეხბურთი და ყველა კუთხიდან მოუარა პრობლემას,თუ კითხულობ გიო მგონი მითუმეტეს დღევანდელი ეროვნული ლიგა ნორმალური ასპარეზია და შენი დამატებით ერთი ორად აიწევს დონე.ჩვენ შენსკენ ვართ ჩცენ გული გვტკივა შენ გამო გვინდა იფრინო როგორც იმ მოგებულ ჯგუფში.არ ხარ ასაკში უნდა იბრძოლო თორე გაქრება...

• ზურა

შოთა თავის საქმეს არ გაიფუჭებს ვინმეს გულისთვის და ჩაკვეს წამყვანი არაა,ხოლო ქეცბაია უეჭველი მისცემს შანს მომავალ ზაფხულში,მუქთად წაიყვანს,მაგრამ მანდ სხვა რაღაცაშია საქმე,სანიოლმა რატომ გამოუშვა ნაკრების ერთერთი შეკრებიდან? ამ ტრავმიანობამ ხომ არ გააზარმაცა? ღმერთმა ნუ ქნას მასე,რომ იყოს!

• სოსო

რასაც ახლა გიორგი თამაშობს,ეს მისი მინიმუმიც არ არის,რასაც ტრვმამდე თამაშობდა.მგონი ამაში ყველა და თვითონაც დამეთანხმება.გავიხსენებ ქართული ფეხბურთის ორი ლეგენდის ნათქვამებს,ჩაკვეს შესახებ.ვოვა გუცაევს ნათქვამი აქვს,რომ მსგავსი ტრავმების მორჩენას,იმდენივე დრო სჭირდება,რამდენიც მის გამო გაუცდა.ხოლო შოთი არველაძეს ნათქვამი აქვს,რომ მსგავსი ტიპის ტრავმა ყოველთვის გახსენებს თავს და უნდა ისწავლო,მასთან ერთად ცხოვრება.მუდამ,ყოველი ვარჯიშის თუ მატჩის წინ საჭირო ხდება მასაჟისტის დახმარება და სხვადახვა მანიპულაციები.მახსენდება გიოს წასვლა გენტში,მიზერულ თანხად და მათი მხრიდან მისი დიდი გამოსასყიდის დადებაც.ხალხი ფულის მასზე შოვნას გეგმავდა და ეს გასაგებია,მაგრამ მასში მცირე თანხა ჰქონდათ გადახდილი და როცა ტრავმა მიღო,მასზე სერიოზული ხარჯების გაღება აღარც აწყობდათ და არც გაიღეს.ისევ ამუშავდა "ეგა ბიჭო,გალსტუკია,ეგდოს,რა იცი,როდის დაგჭირდეს",ფაქტორი.ვყიდით ტალანტებს კაპიკებში და მყიდველიც ისე ეპყრობა,როგორც კაპიკის ფასიანს.თუ გაამართლა და ამუშავდა,მაშინ რა თქმა უნდა ამუშავდებიან მასზე დიდი ფულის საშოვნელად/თუ არადა კაპიკიანი გინდ გდებია ჯიბეში და გინდ არა.ჩვენ შემთხვევაში ისიც ამძიმებს სიტუაციას,რომ ვერც გიორგი და ვერც აქაური ტალანტების უმრავლესობა ზრდის პროცესში ვერ მიიღებდა ყველაფერ აუცილებელს,მისი ორგანიზმის ზრდის პროცესში სრულყოფილად განსავითარებლად.სხვადასხვა მიკროელემენტებს და ტრენაჟორებს ვგულისხმობ.ხდება ორგანიზმის მომზადების ფორსირება რაღაც კონკრეტული ღონისძიებისათვის.უცხოურ კლუბებში კი,ასაკობრივი გუნდის მომზადება გეგმაზომიერად მიმდინარეობს და როცა სრულ პროგრამას გაივლიან,ორგანიზმი უკვე ყოველმხრივ მზად არის მის წინაშე დასმული ამოცანების გადასაწყვეტად.ფიზიკურადაც,ტექნიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.ალბათ ამიტომაა თავიდან ჩვენი ასაკობრივები რომ სჯობნიან ევროპელებს,მერე კი,თანდათან მათ სასარგებლოდ იცვლება მდგომარეობა.ისინი რკინასავით არიან,ჩვენები კი,დატვირთვებს ვეღარ უძლებენ და იწყება ტრავმიანობა.გავიხსენოთ ბარსელონას ვარსკვლავები,პედრი და ფატი.ორივე ბრწყინვაე იყო დებიუტში.ახლაც ძალიან მაგრები არიან,მაგრამ ძალიან დიდი დატვირთვები დააწვათ შარშან და ორგანიზმმაც ტრავმებით უპასუხა ამას.ეს ბარსელონას სკოლა გამოვლილებს დაემართათ და საქართველოში გაზრდილების რაღა უნდა გაგვიკვირდეს?!ალბათ ამიტომაა საჭირო,ხელმეორედ დაიწყოს საწყისი დონიდან საკუთარ სხეულზე მუშაობა,თანდათან მიიყვანოს ორგანიზმი საჭირო კონდიციამდე და უკვე ამის შემდეგ,მეორედ შევიდეს მდინარეში.სჭირდება ისეთი კლუბი,სადაც მასზე იზრუნებენ,დაეხმარებიან და თანდათან გაიყვანენ ორბიტაზე.გიოს ტრავმის გადამკიდე,მომზადების ფორსირება,კვლავაც ახალ ტრავმებს მოიტანს,ამიტომ არ ღირს აჩქარება და სჯობია გეგმაზომიერი მომზადება და სუსტი წერტილების გაძლიერება.ეგ რამდენ ხანში მოხდება,იტყვიან,მაგრამ შორი გზით მოვლა და შინ მშვიდობით დაბრუნება სჯობია,კისრის მოტეხას,მოკლე გზაზე.ეს არა მხოლოდ გიოს,არამედ ჩვენს უამრავ, ამ ეკლიან გზაზე წაქცეულ ტალანტსაც ეხება,ჯერ კიდევ რომ შეუძლიათ ფორმის აღდგენა.ძნელია ყველაფრის თავიდან დაწყება,მაგრამ მუდმივად უმძიმესი ტრავმებით მცხოვრები,სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის და მეოთხე ცდაზე ვერცხლის მედლის მფლობელის,მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის,სამხტომელი ვიქტორ სანეევის მაგალითი გაითვალისწინეთ.ისიც ყოველი ოლიმპიადის შემდეგ,პირველთანრიგოსანის პროგრამით იწყებდა ვარჯიშს,ერთდროულად ებრძოდა მოწინააღმდეგეებს და ტრავმებს და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.ნებისყოფას,ყველაფერი შეუძლია.წამოდი გიორგი,აღიდგინე ფიზიკური,ფსიქოლოგიური და ტექნიკური კონდიციები საქართველოში,შენი გულშემატკივარი კლუბის შემადგენლობაში და როცა მზად იქნები,კვლავ წახვალ ევროპაში,შენს მშობლიურ კლუბსაც ახეირებ და თვითონაც მზად შეხვდები ხელახალ გამოცდებს.ძნელია,მაგრამ შესაძლებელი და ვიცი,რომ შენც შეგიძლია.შენ ხომ ამავე დროს,ჭკვიანი ბიჭიც ხარ.გენტში კიდევ ერთი წელი გაქვს კონტრაქტი,რამდენადაც მახსოვს და დღევანდელ ფორმაში მყოფს,არა მგონია უარი გითხრან საქართველოში გამოშვებაზე.

• არტ

ჩაკვეტაძეს თუ უნდა ფეხბურთი სერიოზულ დონეზე ითამაშოს უნდა გააკეთოს ორი რამ: 1. გაიმეტოს ფული და აიყვანოს მაღალი დონის სპორტული სპეციალიზაციის ფსიქოლოგი. 2. გაიმეტოს ფული და აიყვანოს ფიზმომზადების მწვრთნელი. გაიგოს რომ ბავშვი აღარ არის, არცერთი გუნდის მწვრთნელი არ არის ძიძა და თან ვერ გადაყვება. გაიგოს, რომ თანამედროვე ფეხბურთი არ არსებობს ბრძოლის გარეშე და ყველა ეპიზოდში, მინდვრის ყველა მონაკვეთზე თუ არ იბრძოლა ბურთით თუ უბურთოდ, არავის ჭირდება თუნდაც შიგადაშიგ კარგი დრიბლინგებისათვის და ასევე შიგადაშიგ კარგი პასებისათვის. ეს არის მისთვის ერთადერთი გამოსავალი და არა გუნდების ცვლა იმის იმედით, რომ სადღაც სხვანაირად იქნება. არ იქნება.

• დ

ლენინი სადაა?

• Chela12

კარგი იქნება შოთი თუ წაიყვანს ჰალ სითიში...

• gio

ხომ აცლიან პაპუნაშვილს, არაბიძეს და მჭედლიძეს ელიგაში მაგრამ რა ხეირი?

• ნკ

არაუშავს, ეს თავისას კიდევ იტყვის. ისეთი ნიჭი აქვს, რაც შეიძლება 25 ან 30 წლის ასაკში გამოავლინოს ბოლომდე. იმის მერე რაც უტრავმოდ თამაშს ისწავლის. ჩემი აზრით შოთამ უნდა მიცეს შანსი. ეს ტავმების გარეშე, უკვე ძალიან მაღალ დონეზე იქნებოდა იმდენად სტაბილურად კარგი იყო თავისი ფორმის პიკზე.

• თენგო

მე კი მგონია რომ სულ ცოტა აკლია, ცოტაც მოუმატოს და ექნება წარმატებული დრიბლინგები, პასები გოლებსაც გაიტანს და დაბრუნდება. ცოტა მეტად უნდა დაიტვირთოს თავი

• გელა

ფორმა, რომ აღიდგინო თავდაჯერებულობა რომ დაიბრუნო და შიშები და კომპლექსები, რომ დაძლიო რაც ტრამვის შემდეგ დაგრჩა ამისათვის საჭიროა რათქმაუნდა შრომა მონდომება ვარჯიში და რათქმაუნდა კლუბი და მწვრთნელი რომელიც გვერდში დაგიდგება მოგცემს სტიმულს მოგცემს სათამაშო დროს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თავიდან მატჩები ჩაგივარდეს კარგად ვერ ითამაშო გქონდეს შეცდომებიც და ვერ გართვა თავი მაგრამ მაინც დაგაცლის ეს ყველაფერი ჩაკვეტაძემ ერთადერთი შეიძლება მიიღოს ეროვნულ ლიგაში თბილისის დინამოში ან რომელიმე ქართულ კლუბში ნდობა თანდგომა და ყურადღება ევროპაში სამწუხაროდ დიდხანს არავინ გაცლის არავინ დაგელოდება 3-4 თვე რომ ფორმა აღიდგინო და ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლიო იქ 3-4 თამაშს გათამაშებენ ვერ დადებ შედეგს ვერ აჩვენებ იმ ფეხბურთს რასაც ელიან და მორჩა გადაგსვამენ სკამზე ამიტომაც ჩემი სუბიექტური აზრით ჯობია ახლა ჩამოხვიდე საქართველოში და ერთი სეზონი ითამაშო აქ ჩადგე ფორმაში მიიღო სათამაშო პრაქტიკა დაძლიო ის პრობლემები რაც გაქვს და თუ ათამაშდები ძველებურად ევროპიდან მოვა ისევ შემოთავაზებები ჯერ ახალგაზრდა ხარ არ ხარ 30 წლის ფეხბურთელი რომელიც უკვე კარიერის ბოლო ნაწილშია მესმის გერმანია კარგია ბელგია კარგია მაგრამ ასეთი თამაშით და ასეთი ფეხბურთით და ამ დონით რა დონეზეც ახლა ხარ დიდხანს ევროპაში არავინ დაგტოვებს მოგიწევს დაბლა დაბლა ჩასვლა და ამასობაში წლებიც გავა ჯობია ახლა თქვა რაღაცებზე უარი და დაიტოვო შანსი კარიერის გადარჩენის ვიდრე მერე ანანიძესავით მოგიწიოს მაინც ეროვნულ ლიგაში დაბრუნება და უკვე გვიანი იყოს მე რიგითი გულშემატკივარი ნაკრების პირადად მისი როგორც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელის ამას ვურჩევდი და ვეტყოდი ჩაკვეტაძეს.

• გიორგი

ჩაკვეტაძეს აქვს ძლიერი მხარები და ასევე აქვს სუსტი მხარები და სამწუხაროდ დღევანდელ ევრიპულ ფეხბურთში ზუსტად იმას ითხოვენ რაც ჩაკვეტაძის სუსტი მხარეა მე რასაც ვაკვირდება ფიზიკური მომზადების კუთხით ძაალიან ჩამორჩება ჰამბურგის თანაგუნდელებს და ეს არ არის არც გენტის და არც ჰამბურგის ბრალი ეს არის ჩაკვეტაძის ბრალი 5 წელი რო ხარ ევროპაში და ისევ ისეთ ტანზე რომ ხარ როგორზეც საქართველოში იყავი ეს არის შენი ბრალი არავინ გიშლის შენ რომ წახვიდე და ფიზიკურად მოემზადო კუნთოვანი მასა მოიმატო და გაძლიერდე. ასევე ძალიან უჭირს ჩაკვეტაძეს უბურთოთ თამაში და დღევანდელ ფეხბურთში უბურთოთ თამაში მოედანზე სივრცების ათვისება მოძრაობა გახსნა თუ არ შეიგიძლია აგვიანებ ეს დიდი პრობლემაა წინ და უკან სირბილი მოწინაღმდეგის დაპრესინგება უნდა შეგეძლოს 90 წუთი, სიარულით ფეხბურთს არავინ აღარ თამაშობს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე არც ამ თავის სუსტი მხარების გაუმჯობესებაზე არ მუშაობს და რა ძლიერი მხარებიც აქვს არც იმას იყენებს ბოლომდე ჩაკვერს ძლიერი მხარეები იყო მისი დრიბლინგი ინდივიდუალური ოსტატობა გამწვავება სისწრაფე კარგი პასი მწვავე პასები რაც მე მაგალითად ჰამბურგში ვერ დავინახე იყო სულ 2-3 ეპიზოდი მარა დანარჩენი საერთოდ სიარულით ფეხბურთი იყო ჩაკვეტაძის მხრიდან თამაშს თავს თავზე არ იღებს უკან პასი იყო მუდმივად სისწრაფეზე საერთოდ არც ცდილობდა როგორც კი ბურთს მიიღებდა ეგრევე ეძებდა პარტნიორს რომ გაეკეთებინა პასი არანაირი ინდივიდუალური თამაში არანაირი გამწვავება არანაირი მწვავე პასი თუ არ ჩავლთლით 3-4 მომენტს ამდენ მატჩში და ფიზიკური მომზადების მხრივ ხომ საერთოდ ძალიან სუსტად იყო მომზადებული და აქედან გამომდინარე თუ თვითონ არ იმუშავებს თვითონ არ მოინდომებს იშრომებს და შედეგს არ დადებს მოედანზე ჩვენ რამდენიც არ უნდა ვურჩიოთ წარმატება ვუსურვოთ გვერდში დავუდგეთ არაფერი გამოვა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ჯერ ახალგაზრდა ყველაფერი წინ აქვს ძალიან არ მინდა რომ მართლა ნიჭიერმა და ამხელა პოტენციალის მქონე ფეხბურთელმა ვერ ითამაშოს ისე როგორც შეუძლია.

• T.q

თუ გიოორგი მედიას ეცბობა და ამ კომენტარსაც წაიკითხავს მას მინდა ვუთხრა რომ ისეთი ლამაზი სტილი და ბურთთან ურთიერთობა მას რო აქვს არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ ქონია ძალიან მაგარი ტექნიკის პატრონია და ამ ნიჭის ასე გაფლანგვა და საკუთარი თავის და ქვეყნის ღალატი არ შეიძლება შენ შეგიძლია ისტორია დაწერო შენიც და საქართველოსიც ამიტომ შენი გონების რეაბილიტაცია უმოკლეს დროში მოახდინე ტრამვისგან და მიიღე გადაწყვეტილება ან ყველაფერი ან არაფერი და მოიშორე ბოლოსდაბოლოს ეს შიშები და ითამაშე ის რასაც აქამდე თამაშობდი. ან ყველაფერი ან აღარაფერი!

• ქ. გ.

ითამაშებს გიორგი ძალიან კარგად. ჭკვიანი ბიჭია. ნახავს გამოსავალს რთული სიტუაციიდან.

• tngh

გიო!!! დაბრუნდი საქართველოსი... ითამაშე შენს მშობლიურ "დინამო" თბილისში. აღიდგინე სათამაშო ფორმა და ფიზიკური კონდიციები... დარწმუნებული ვარ, ნაკრების კარი შენთვის ღია იქნება. წარმატებებს გისურვებ.

• კ.მარქსი ფ.ენგელსი

ყველა იმაზე წერს რა გვინდა ჩვენ მისგან მაგრამ არავინ წერს რა უნდა მას ჩვენგან.

• ქართველი

როგორც არუნდა მივუდგეთ და ვამხნევოთ ეს ბიჭი, თავის მოტყუებაა ჩვენთვისაც და მისთვისაც. 2 წელზე მეტია მე ამ ბიჭის გადაბმული 2 კარგი თამაში არმინახავს, 2018 ში ვიღაცასთან მაგრა ითამაშა მაგით იმშვიდებთ 2022 ში თავს?? მაქსიმუმ სლოვაკეთის დონის ჩემპიონატში უთამაშოს ამ ბიჭმა და რაცუფრო მალე შეეგუება ქართველი გულშენატკივარი მითუკეთესი. სამწუხაროა რომ ესეთი ტალანტი დაიკარგა

• dato

ჯობიასაქართველოში დაბრუნდეს უკვე მეტისმეტია თავის მოტყუება თავს ზევით ძალა არაა .

• დ

ჩაკვეეეეეე!!! გაიღვიძე ბიჭოოო.... ყვეელა შენ გიყურებს და გელოდებაააააააა.........

• Gura

ჩემი აზრით, თუ მოხერხდება, ვაისთან უნდა გადავიდეს, სადაც კაშია და კანკავა თამაშობენ. ვაისი კარგად იცნობს მას, იცის მისი დადებითი და უარყოფითიი მხარეები და დიდ დახმარებას გაუწევს.

• ჯადო

კიდევ გელაა ნუგზარაშვილი დიდი ტალანტი, მიაქციეთ ყურადღება სანამ დროა.

• G.LA

ყველაზე დასამახსოვრებელი სანიონის სიტყვები იყო ჩემთვის. მან განაცხადა; ვერ დამანახა რომ მოწადინებულიაო. ნაკრებში თუ არ მოიწადინა რაღაზეა საუბარი? სად მობრუნდება და მიბრუნდება ამას არსებითი მნიშვნელობა უკვე აღარ ექნება.

• არჩი

ნამდვილად უბედურება გვჭირს, გამორჩეულ ტალანტებს ვკარგავთ ტრავმების გამო და ვერ თამაშობენ დიდ ფეხბურთს - მჭედლიძე, ყენია, ჭანტურია, ანანიძე, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, არაბიძე. მეშინია, მათ რიცხვს არ შეუერთდეს კიტეიშვილი.უდიდეს იმედებს იძლეოდნენ და ვერ გაამართლეს კაკაბაძემ, ნინუამ და ოქრიაშვილმა. რუბინში მეორე წელს აშკარად ვარდნა ქონდა კვარაცხელიას, ახლა უმატებს ბათუმში და იმედი მაქვს გაქაჩავს ევროპაში. ბევრი ტალანტია ახალგაზრდებში და სხვანაირად უნდა მიხედვა, იგივე არ დაემართოთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სტაჟის გულშემატკივარი ვარ, ამ სიტუაციის ახსნა არ შემიძლია. ევროპაში სხვა სიტუაციაა - ერთი-ორი ტალანტი თუ იქნება მთლიანად ევროპაში, ვინც ვერ გაიხსნა, ყველა დანარჩენი უმატებს. მაგალითად ვინისიუსი - ორი წლის წინ ვფიქრობდი, რომ კვარა უკეთესი იყო, მაგრამ ვხედავთ როგორ განვითარდა.

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო

გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს