„შალკეს“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა ბოლო მოუღო მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გელზენკირხენული კლუბი დატოვოს
„შალკეს“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა ბოლო მოუღო მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გელზენკირხენული კლუბი დატოვოს.

გაირკვა, რომ მისი გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა, მაგრამ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰუნტელაარმა განმარტა, რომ „შალკედან“ წასვლას არ აპირებს. „მანჩესტერი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ „შალკედან“ წასვლას არ ვაპირებ. მინდა, რომ გელზენკირხენულ კლუბში კარგი სეზონი ჩავატარო,“ - განაცახადა ჰუნტელაარმა.

ევროპის ტოპ-კლუბებში თამაშის გამოცდილება ჰუნტელაარს აქვს და მხოლოდ გუნდის სახელის გამო ასეთი ნაბიჯის გადადგმას აღარ აპირებს. 2008/2009 წლების სეზონის მეორე ნახევარი მან მადრიდის „რეალში“ გაატარა, საიდანაც „მილანში“ ამოყო თავი, მანამდე კი, ჰოლანდიაში „ეინდჰოვენის“, „გრააფსხაპის“, „ჰერენვენის“ და „აიაქსის“ ღირსებაც იცავდა. „რეალსა“ და „მილანში“ ჰუნტელაარს ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდნენ და ალბათ სწორედ ამიტომ ვერ რისკავს „მანჩესტერში“ გადასვლასაც. „შალკეში“ კი, სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აძლევენ.

გელზენკირხენულ კლუბში ჰუნტელაარი ერთი წლის წინ, „მილანიდან“ გადავიდა და „შალკეს“ მისი შეძენა 14 მილიონი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგის 24 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო. ჰუნტელაარს „შალკესთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს.

გუშინდელი დღის შემდეგ, სხვა შალკელებთან ერთად ჰუნტელაარიც ვარჯიშობს და შეიძლება ითქვასხ, რომ ახალი სეზონისთვის დიდი მონდომებით ემზადება. მასთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს კაპიტნობის კანდიდატმა ბენედიქტ ჰიოვედესმა, აცუტო უჩიდამ და კირიაკოს პაპადოპულოსმაც. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა შვეიცარიელი მარიო გავრანოვიჩიც, რომელმაც დანიაში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა ამ უკანასკნელმა გამოჯანმრთელებულ რაულთან ერთად, მხოლოდ მსუბუქად ივარჯიშა.

შალკეს სისეც უნდა

ამასობაში, გელზენკირხენელები ჰუნტელაარის შენარჩუნებით არ კმაყოფილდებიან და კიდევ ერთი ახალი თავდამსხმელის ყიდვას აპირებენ. „შპორტ ბილდის“ ინფორმაციით, „შალკე“ „ფრაიბურგის“ გოლეადორ პაპის დემბა სისეს უმიზნებს – ფეხბურთელს, რომელმაც გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.

ხსენებული გამოცემა გუშინდელ ნომერში წერდა, რომ „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ფრაიბურგელ კოლეგებს დაუკავშირდა და მათ სისეს შესახებ ჩამოუგდო სიტყვა. „შპორტ ბილდის“ ინფორმაციით, „ფრაიმ“ 15 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც „შალკეს“ ბოსს ეძვირა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ვაჭრობა აუცილებლად გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე