ლუჩანო მოჯიმ გაიხარა

როგორც გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "კალჩოპოლის" სპორტული შედეგების გადახედვის პროცესი დაასრულა, რის შემდეგაც "ინტერს" 200-2006 წლების სეზონის სკუდეტო ჩამოერთვა.

ბუნებრივია, რომ ამ ამბავს აპენინურ სპორტულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვისაც არ დაეზარა, ყველამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. ყურადღების ცენტრში გახლდათ ლუჩანო მოჯი, რომელმაც "კორიერე დელო სპორტთან" საუბარში აშკარად გული მოიფხანა:

"იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და დადგა დრო, რომ მეც ვიზეიმო გამარჯვება. დიახ, ეს ჩემი გამარჯვებაა და როდესაც ამას ვამბობ, არანაირი სინდისის ქენჯნა არ მაწუხებს. ცხოვრების ბოლომდე იმ აზრზე ვიქნები, რომ "იუვენტუსს" სულ ტყუილად ჩამოართვეს სკუდეტო და კიდევ უფრო პარადოქსული მისი "ინტერისთვის" გადაცემა გახლდათ. მართალია, "ბიანონერის" საჩემპიონო ტიტული არ დაუბრუნდა, მაგრამ სამართლიანობა ნაწილობრივ მაინც აღდგა. კარგად მახსოვს როგორ დაგვცინოდნენ "ინტერის" მესვეურები და აცხადებდნენ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ისინი არ იპარავდნენ ტროფეებს. მაინტერესებს რას იტყვიან დღეის შემდეგ და რით გაიმართლებენ თავს - იგივე შეიძლება ითქვას "ნერაძურის" რამდენიმე ფრეხბურთელზეც, რომლებიც ვერა და ვერ გაძღნენ "იუვენტუსის" კრიტიკით. მოკლედ, "ინტერმა" თავისი მიიღო და მე ამით უზომოდ კმაყოფილი ვარ".

ფედერკალჩოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იტალიელ მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, რენცო ულივიერიმაც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "როდესაც სკუდეტო "იუვენტუსს" ჩამოართვეს და "ინტერს" გადასცეს, მაშინვე ვთქვი, რომ მასიმო მორატის ამ ტროფეიზე უარი უნდა ეთქვა. ეს ღირსეული საქციელი იქნებოდა პრეზიდენტის, რომელმაც წესით ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩემპიონები მოედანზე ხდებიან და არა მის მიღმა.

შესაძლოა, "იუვენტუსი" ღირსი იყო იმ სანქციების, რაც დაუწესდა, მაგრამ ამით "ინტერი" არ უნდა დარჩენილიყო მოგებული. მაშინ მორატიმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, სკუდეტო შეიფერა და როგორც გავიგე, არც ამჯერად სურს ბედთან შეგუება - კიდევ ერთხელ ვურჩევ, რომ მშვიდად დათმოს სკუდეტო და გაპროტესტებისგან თავი შეიკავოს, რაც მის იმიჯზე ძალიან კარგად იმოქმედებს. თუმცა, მეეჭვება, რომ ასე მოიქცეს და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ფედერკალჩოს სადიცსიპლინო კომიტეტში სარჩელს შეიტანს".

მორატი მართლაც ამზადებს სარჩელს და იმედს არ კარგავს, რომ მის გუნდს მე-18 სკუდეტოს დაუბრუნებენ. ფედერკალჩოს გადაწყვეტილებას "ნერაძურის" კაპიტანი, ხავიერ ძანეტიც აპროტესტებს, რომელიც ამჟამად სამშობლოში იმყოფება და კოპა ამერიკაზე ასპარეზობს: "მას შემდეგ, რაც კოპა ამერიკა დაიწყო, მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა მიუხედავად ამისა, არ შემიძლია, რომ ჩემი პროტესტი არ გამოვხატო ფედერკალჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ 2005/06 წლების სეზონში "იუვენტუსმა" თამაშების უმეტესობა ჩაწყობით მოიგო, მაშინ, როდესაც ჩვენ სამართლიანად ვთამაშობდით. გამომდინარე აქედან, სკუდეტო "ინტერს" ეკუთვნის და არ მესმის, საერთოდ რატომ გადახედეს "კალჩოპოლის" შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარება შეიცვლება და საჩემპიონო ტიტულს დაგვიბრუნებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა