26 აპრილს ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტოს ჰააგის ოფისმა ევროპოლისა და უეფას ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციამ პირველად მოუყარა თავი ყველა დაინტერესებული მხარის ასზე მეტ წარმომადგენელს სპორტში კორუფციასთან და გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისა და თანამშრომლობის ახალი გზების მოსაძიებლად.

კონფერენციას ონლაინ ესწრებოდა უეფას 49 წევრი ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერი ვახტანგ ბზიკაძე.

„რაც შეეხება უზარმაზარ მოგებას, რომელიც განპირობებულია „არაპროგნოზირებადის პროგნოზირებადად გადაქცევით“, ჩვენ ვხედავთ გარიგებული მატჩებისა და საეჭვო ანგარიშების შემთხვევების ზრდას. სამართალდამცველებსა და სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთში კორუფციის აღმოსაჩენად და გამოსაძიებლად, არამედ მსგავსი თაღლითური ქმედებების საწყის ეტაპზევე შესაჩერებლად“ - განაცხადა ევროპის ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრის ხელმძღვანელმა ბურკარდ მულმა.

„ევროპოლისა და უეფას ეს პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლაში და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს, რომ ორივე ორგანიზაცია მზადაა, გააერთიანოს საკუთარი ძალები და გააკეთოს ყველაფერი ამ ფენომენის მინიმალიზაციისთვის“ - დასძინა უეფას სპორტული სამართლიანობისა და რეგულირების სამსახურის მმართველმა დირექტორმა ანგელოს რიგოპულოსმა.

დღის განმავლობაში ექსპერტთა საბჭომ გააანალიზა ფეხბურთში სპორტული სამართლიანობის დაცვისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის არსებული და სამომავალი საფრთხეები. ესპანეთის, იტალიისა, ირლანდიის და მოლდოვის საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, მათ ასევე განიხილეს სამართალდამცველებისა და სპორტული სამართლიანობის ოფიცერთა ოპერატიული თანამშრომლობის შესაძლებლობა საეჭვო ფსონების ადრეულ ეტაპებზე გამოსავლენად.

GFF.GE

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა