საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია რაგბის კლუბ "ლელოს" მხარდამჭერი და სპონსორი გახდა.

მემორანდუმს, რომელიც ამ ეტაპზე 1 წელიწადზეა გათვლილი, ხელი კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და კლუბ "ლელოს" დამფუძნებელმა ვასილ (ბათუ) კევლიშვილმა მოაწერეს. დიდ დიღომში, "ლელო არენაზე" გამართულ ღონისძიებას რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

გიორგი ბახტაძე: „მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რაგბის კავშირსა და რაგბის კლუბ "ლელოს“ თანამშრომლობასა და მტკიცე მეგობრობას უყრის საფუძველს. ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც კორპორაციამ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფინანსური ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით გადადგა. ამით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს სპორტის განვითარებისა და მომავალი თაობების სწორი ფიზიკური აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში“.

"ჩვენი თანამშრომლობა ერთ წელიწადზეა გათვლილი, თუმცა იმედს გამოვთქვათ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება. "ლელო" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ისტორიული კლუბია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს არაერთი მოთამაშე აღუზარდა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინდა ამ კლუბს ვუსურვო წარმატებები, რაც ჩვენთვისაც წარმატების ტოლფასი იქნება“.

ბათუ კევლიშვილი: "ჩვენთვის საოცნებო იყო მსგავსი პარტნიორობა და დიდი მადლობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ამ თანადგომისთვის. "ლელო" წლების განმავლობაში ყოველგვარი დახმარების გარეშე ხდებოდა საქართველოს ჩემპიონი თუ თასის მფლობელი. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის გახდება ერთგვარი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო მეტი და ხარისხიანი მოთამაშეები გავუზარდოთ საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს“.

იოსებ ტყემალაძე: „მუდმივად ვამბობდი, რომ ახალგაზრდებში, სპორტში თანხის ჩადებაზე დიდი, მამულიშვილური საქმე არ არსებობს. მადლობა ბატონ გიორგის, რადგან პირველივე შეხებისას გამოთქვა მზაობა კეთილი საქმის გასაკეთებლად. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების შედეგებზე და ქართული ხასიათის გამოვლინებაში აისახება“.

ბაჩო ხურციძე: "სასიხარულო დღეა, რადგან სირცხვილი იყო ისეთ სახელოვან და ტიტულოვან კლუბს, როგორიც "ლელოა", სპონსორი რომ არ ჰყავდა. ეს არის კარგი მაგალითი კერძო სექტორისთვის, რადგან შიდა რაგბიში ინვესტირება იძლევა დიდ შედეგებს. სწორედ ეს ბიჭები, შიდა რაგბიში გამოწვრთნილი მოთამაშეები იცავენ ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებას. მოხარული ვარ, რომ "ლელოს" გამოუჩნდა ასეთი ღირსეული პარტნიორი. მადლობა ნავთობისა და გაზის კომპანიას მხარდაჭერისთვის“.

„რაგბის კავშირი ინტენსიურადაა ჩართული კლუბებისთვის სპონსორების მოძიებაში და ვფიქრობ, ის რეფორმები და პროექტები, რომლებიც გავატარეთ ან განხორციელების პროცესშია, კარგი სტიმულია სპონსორებისთვის ქართულ რაგბიში დასაბრუნებლად ან პირველად ფეხის შემოსადგმელად. მუშაობა გრძელდება და მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა ქართულ გუნდს დავეხმაროთ სპონსორების მოძიებაში“.

rugby.ge

პანტელეიმონი
ვა, მადლობა ღმერთს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის სახელი და გვარი რომ გავიგეთ, ქველმოქმედებისთვის მადლობა, მაგრამ გენერალურმა დირექტორმა და მთლიანად კორპორაციამ თავისი უშუალო მოვალეობასაც, რომ სანახევროდ მაინც გაართვას თავი ასეთ სავალალო მდგომარეობა არ გვექნებოდა ამ სფეროში. სუფსის პორტს მიხედეთ, გაზსაცავის პრობლემა გადაჭერით და "სოკარი" -ს დომინანტური გავლენისგან (კონვერტებისგან) განთავისუფლდით და დარგში დაგროვილი ბევრი სხვა პრომლემის მოგვარებაზე იფიქრეთ უპირველეს ყოვლისა ბატონებო ! ! !
მთ
ნავთობისა და გაზის კორპორაცია თვითონ პარაზიტული წარმონაქმნია ქვეყანაში
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა