ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის ლიდერსა და ბოლო დროს სერიოზულად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცელები, ლადო მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი კი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებში კვარაცხელიას წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქის კარის აღების ყველაზე კარგი შანსი ჯოვინოს ჰქონდა, თუმცა ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და რეალური მომენტი გაანიავა.

მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო. ბოლნისელი მცველები მოწინააღმდეგის შემტევებს თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად დატოვებას ახერხებდნენ და თამაშის წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ.

33-ე წუთზე ფლამარიონი მეტოქის საჯარომოსთან ახლოს წააქციეს. სტარდარტული მდგომარეობიდან ხვიჩამ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა. ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გოლის ავტორია, შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი შევიდა.

მალევე, ტაიმის ბოლოს, მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიაც გავიდა და მის ნაცვლად გიორგი ფანცულაია ვიხილეთ. ამის მიზეზი შეხვედრის შემდეგ უნდა გავიგოთ.

43-ე წუთზე ბათუმელებმა მაინც გაიტანეს - დავითაშვილის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა შთამბეჭდავად იმოქმედა და ისიანის კარი დალაშქრა.

მეორე ნახევარში ბათუმელები გაპასიურდნენ, ბურთი დათმეს, ბოლსისელებმა კი სახიფათო მომენტებს მოუმატეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა. ერთ ეპიზოდში "დინამოს" ფლანგელ აზაროვის თვალისმომჭრელი თამაში ვნახეთ.

მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - 82-ე წუთზე თომა ტაბატაძემ ლაზარე კუპატაძეს გაუტანა. სტუმრებმა შეცდომებს უმატეს, ბოლნისელებს კი გამარჯვებაც შეეძლოთ.

29.11.22. ბოლნისი."თამაზ სტეფანია"

"სიონი" - ბათუმის "დინამო" 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 თ. ტაბატაძე (82)

მომდევნო ტურში, 3 მაისს, ბათუმელები თბილისის "დინამოს", ბოლნისელები კი "თელავს" ესტუმრებიან.

ტურის სხვა მატჩები:

29.04.22. წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "საბურთალო" 3:0

გოლები: დოლიძე (75), ჩიხლაძე (86), ქურდაძე (86)

გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (6, "საბურთალო", მეკარე შოვნაძე)

29.04.22 თბილისი. "დინამო არენა"

"გაგრა" - "დილა" 1:0

გოლი: კვირკვია (68)

Skeleton
ხალხი ერთმანეთის მიმართ რა აგრესიულად არის განწყობილი და რა გასაკვირია ხვიჩას მიმართ იყოს. რამდენს აღიზიანებს მისი ყოფნა. რომ დავწერ სადმე, ფრთხილად ეთამაშეთთქო დამცინიან, წითელი ხალიჩაც ხომ არ დავუგოთო, ეგეც არ მყავდეს მესიო და ასე შემდეგ... პირდაპირ თავმოყვარეობაზე ურტყამს ქართველ კაცს მეორე წარმატებული ქართველი. კომპლექსებში იხრჩობა... უკვე მერამდემე დაწერა, რომ თავში აქვს ავარდნილი ხვიჩას. რომ უყურებენ, ეგრევე უნდათ წამოიძახონ, თავი ვინმეზე მეტი ხო არ გგონია ბიჭო? :) ეს სულ კომპლექსების გამოძახილია. და რომ ეგონოს სხვაზე მეტი თავი რა მერე? თქვენც გეგონოთ, ყველას აქვს უფლება თავი ეგონოს ის, რაც უნდა! მე რაში მაინტერესებს ვინმეს თავი რა ჰგონია, მე ფეხბურთი მიყვარა და ლამაზი თამაშის გამო ვუყურებ ამ სპორტს. ძალიან თავმდაბალი ბიჭია და კარგი ადამიანია, რატომ გინდათ საკუთარი კომპლექსები მოახვიოთ და მართლა აგრესიულად განაწყოთ არ მესმის! არცერთმა გამორჩეულმა ადამიანმა არ გაიხარა ამ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულების გამო!
აკო-ს
რა გიკვირს აკო დაგესევიან ეს კლავიატურის ლომები და ღარიბები,საჭმელ სასმელუ არა აქვთ და აქ წერით გააქვთ დრო,
L.J .
Shen ragac ver xar kargad getyoba
აკო
რა იყო რას დამესიეთ მე რომ მინდა ხვიჩას წარმატება ისე ბევრს უნდოდეს.. ის კი არ ვთქვი უნდა ურტყან მეთქი და განზრახულად უხეშად ეთამაშონ. უბრალოდ იმ დონის ფეხბურთელია აუცილებლად ექნება ეგ სიტოაცია ისე ვერ გააჩერებენ. არ გეწყინოთ და დილაობით პიტნის ჩაი დალიეთ ნერვებს აწყნარებს
გულშემატკივარი
ბოლნისის სტადიონის საფარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,უმაღლეს ლიგაში ასეთი გაზონი უბრალოდ სამარცხვინოაბბ
zaali
ბათუმის დინამოს დაცვა არის ნოლი.. კარგი გუნდი 2 ბურთს მინიმუმ გაუტანდა....
Thomas
არამგონია ჯანმრთელი ფეხბურთელი იმისთვის გაეყვანა ტრავმა არ მიიღოსო. ბევრჯერ ჩაარტყეს და იტკიებდა ფეხს. მაგიტომაც გაიყვანა. ყინულებს ადებდნენ მერე. დისკომფორტი აშკარად ჰქონდა. ნაპოლის გვერდები აქტიურად წერენ ტრავმის ალბათობაზე და უკვირთ რატომ შეცვალა ასე ადრე.
Herbst
როგორც მერე დაწერეს კვარა იმიტომ გაიყვანა, რომ უხეშად თამაშობდნენ და ტრავმის რისკი იყოო. მე კიდე მგონია, რომ ტრავმა მიიღო, რადგან როცა გავიდა კოჭლობდა და ყინულები დაადეს. თან ნაპოლის ფან გვერდებიც აქტიურად წერენ 42 ე წუთზე რატომ შეცვალესო, ალბათ ტრავმის გამოო. იმედია მალე გახდება ცნობილი სინამდვილეში რა მოუვიდა. იმდენჯერ მოხვდა არც გამიკვირდება ტრავმა ჰქონდეს. ნაპოლის მხარე ყველა მის თამაშს აკვირდება და ყველაფერს უყურებენ, მაინცდამაინც ახლა ნუ დავლეწავთ აქ!!!
ILIA
"ლელო" წერს, კვარაცხელიამ ტრავმა მიიღოო. ვინმემ რამე ხომ არ იცით?
კომბლეს
კომბლე ხართუ თავკომბალა წადი რა კომბლები თალე ფეხბურთი რო ვერ არი შენი საქმე ვერ ატყობ?
Winter
სად ნახეთ კვარაცხელიას ცხვირაწეულობა. იმდენად ვერ იტანთ, რომ როგორ დასწამოთ ცილი და მოახდინოთ მისი დისკრედიტაცია აღარ იცით. სულ რაღაც ორი თვე იქნება აქ და ავიტანოთ როგორმე. ასეთი რა უპატივცემულობა გამოიჩინა საინტერესოა. სავარაუდოდ ფოტო არ/ვერ გადაიღო ვინმესთან და მაგას უთვლიან ძირითადად აქ უპატივცემულობაში. ვიღაც კაცი იმის გამო აგინებდა, მაისური ვთხოვე და არ გაიხადა და არ მაჩუქაო... მოკლედ 1000 ბავშვთან რომ გადაიღებს ფოტოს და ვიღაც ათასმეერთე მაინც დარჩება ისეთი, ვისთანაც ვერ გადაიღებს, მერე იმათი სანათესაო გამოდიან და კვარაცხელიას გულშემატკივართან ცუდად მოპყრობაში ადანაშაულებენ. საერთოდ არ მჭირდება არცერთ ფეხბურთელთან არც ფოტო და არც ვინმეს მინაჯღაპნი ავტოგრაფი, რო მერე ვლანძღო, თუ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები. ჩემს თავს ვაყენებ ყოველთვის მათ ადგილას, დარწმუნებული ვარ ყველას მოსაწონს ვერასოდეს გავაკეთებთ ვერავინ. ვინმე მაინც დაგვრჩება გულდაწყვტილი :))
Winter
თქვენ გაიხარეთ სიმართლისთვის. გამაგიჟებს ეგ ხალხი, თურმე იმუნიტეტი აუმაღლდება ფეხებში ბევრჯერ თუ მოარტყეს. ამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და მსგავსი გამართლება უხეში თამაშის მე არ გამიგია. მაგას ჯობია პირდაპირ აღიარონ ღირსია და იმიტომ ურტყამენო, ან არ გვინდა მისი წარმატება და იმიტომო... :))
roki
ამ კვარაცხელიამ ასეთ პატარა ასაკში ღირსება სულ დაკარგა,ზემოდან იქედნურად უყურებს ყველას,წარმოუდგენელ უპატივსცემლობას იჩენს გულშემატკივრების მიმართ..თუ გონია რომ ია-ვარდებს გაუშლიან თამაშის დროს იტალიაში ძალიან ცდება,ცხვირაწეული იყურება და ეს არ შეიძლება
კ ო მ ბ ლ ე
რას აპიპინებთ თუ ხართ აზრზე? ფეხბურთი ბურთით თამაშია, თამაში! და არა ფეხებში შემოკვრა. ბიჯოს, იმუნიტეტს უმაღლებსო! მაშ თუ ეგრეა ნაპოლში გადასვლამდე ჯანიანი მუტრუკი დავიქირავოთ და ხვიჩას დილაობით სახრე დავუნიშნოთ ფეხებში.. რაც შეეხება მსაჯს. მე რომ უფლება მქონდეს დავხვრეტდი. ცოტა უფლებაზე მსაჯობას აუკრძალავდი სამუდამოდ.
გიო
მეგობრებო წარმოიდგინეთ რო ეს საქართველო ესპანეთის შეხვედრა ყოფილიყო (ბოლნისი-დინამო ბ) და მსაჯი ყოფილიყო რუმინელი ან გერმანელი აი წარმოიდგინეთ ასეთი თამაშით რა დღეში ჩავარდებოდით მინიმუმ 5 ყვითელი და 2 წითელი
აკო
რატომღაც მე საპირისპირო აზრი გამიჩნდა.. როცა ნაპოლში ითამაშებს ძალიან ბევრი მოხვდება ფეხებში და ყველა მეორე ტურში ტრავმა რომ არ ქონდეს ჯობია იმუნიტეტი ქონდეს უფრო მაღალი. მითუმეტეს როცა ამ დონის ფეხბურთელი თამაშობს მისი განეიტრალება ნებისმიერი მცველისთვის უდიდესი თავის გამოჩენაა და ოდნავ ზედმეტად თუ მოარტყეს ფეხებში არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა განზრახ უხეშად თამაში დაუშვებელია. თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოში არც ერთი მცველი ამას არ იკადრებს და შეგნებულად ზიანს არავინ მიაყენებს. ისე ამ ბოლო დროს არა მხოლოდ ხვიჩას გამო ისედაც საქართველოს ჩემპიონატის თამაშების ყურება მაგრად მისწორდება. თითქოს ყველა გუნდს (დიდ ნაწილს მაინც) საკუთარი იდენტობა და სხვებისგან განსხვავებული სტილი გააჩნია.
გიო
დიახ, რადგან ხვიჩაა უნდა ეთამაშო და არ დალეწო რატომ? იმიტომ რომ კაცი ნაპოლიში მიდის ერთ თვეში 5 წლიან კონტრაქტს აწერს ხელს და თქვენ გინდათ რო ცხოვრება დაუნგრიოთ?
დავითი
ასეთ მინდორზე თამაში არ უნდა ტარდებოდეს.უხეში თამაშისათვის მსაჯს უნდა გაეძევებინა ბოლნისელი ფეხბურთელი. ხვიჩა რუსეთს გადაურჩა და აქ უნდა მივაყენოთ ტრავმა? ბოლნისელი მცველების თამაშმა სამოცდაათიანი წლების მოსკოვის დინამოს "კასტალომები" გამახსენა.

რადგან კვარაცხელიაა წითელი ხალიჩა ხომ არ დავუგოთო, ეგეთი კომენტარები მოვისმინე. არა, არაფერი უნდა დაუგოთ! უბრალოდ ბურთზე ეთამაშეთ და ფეხებს ნუ ალეწავთ. მარტო ამას ვითხოვთ ადეკვატური გულშემატკივარი!

ვერ ითამაშა? ჯერ ერთი მოედანი კი არა ყანა იყო და მერე მეორე რამდენჯერ ჩაარტყეს და ტრავმის ზღვარზე იყო, როგორ უნდა ეთამაშა, ყველა ფეხებში ურტყამდა. ქუთაისშიც ეუხეშებოდნენ მაგრამ თვითონ გულშემატკივარი ვაპროტესტებდით და არაფერი დამართნია ჩვენთან. გამიზნულად ტრავმაზე რო ეთამაშებოდნენ ეგ ვერ შეამჩნიეთ? ავტორიტეტი რა შუაშია? ასე არავის უნდა ეთამაშო!
დათო
მსაჯია დამნაშავე, მოედანია ცუდი, ხისტი თამაში და ა.შ. არავინ იტყვის რომ ბათუმმა ჩა...ვა, ხვიჩაც იმიტომ გაიყვანეს, რომ ვერ ითამაშა სამწუხაროდ და თვითდაჯერებულობა რომ არ დაეკარგა. "სიონი" მებრძოლი გუნდია აშკარად და ავტორიტეტებს არ ცნობს.
zura222
რიბინი რა შუაშია ? ხო სლუცკიმ პირდაპირ დავალება მისცა სიონის "ფეხბურთელებს" მიდით ლაზათიანათ დაამტცრიეთ ხვიჩაო ! რუბინის დავალება კი არა შური და ბოღმა კლავს ზოგიერთებს და იმიტომ ურტყამენ ასე ფეხებში მაგათი @@@
kakha
ამას მსაჯი ერქვა???ეს ვინ ჩამოსხმა იყო?სად შოულობს ფედერაცია ასეთ მსაჯებს?ნუთუ სირცხვილის გრძობა სულ დაკარგენ?კაცი(მსაჯი)2 მეტრში იდგა,ლამის ფეხი მოტეხეს და ჯარიმა არ დადო მაგ .......მა,მოაშორეთ საეთოდ ფეხბურთს,და საეთოდ უნდა აუკრძალოთ საქმიანობა,ასეთ მსაჯებს როგორ ანდობენ ასეთ თამაშებს,ან ვინ იბარებს გამოცდებს და ვინ უწერს ხელს ლიცენზიაზე იმის ჭკუაში ჩამახედა რამემ....

გუშინ დავწერე, რომ არ უნდა ეთამაშა ბოლნისთან. თბილისის დინამოსთან უნდა ეთამაშა და ბათუმის საშინაო მატჩებზე. ფეხბურთის თამაშის მეტს ყველაფერს ჰგავდა ეგ. სამჯერ ძალიან მაგრად ჩაარტყეს და რო მიიღოს მძიმე ტრავმა ეგ გინდათ?
ქობულეთიდან
ასეთი ცუდი მსაჯობა ჩვენს ჩემპიონატშიც კი, კარგა ხანია არ მინახავს. ტიპი ჯარიმებს არ ნიშნავდა, ბოლო წუთებზე ბათუმის ფეხბურთელს ლამის მოტეხა ფეხი ბოლნისელმა და მსაჯმა ჯარიმაც კი არ დადო, არადა იქვე იდგა.იმედია ამ კადრებს ნახავენ კომპეტენტური პირები და სამაგალითოდ დაისჯება მსაჯი ხერხაძე თუ ვინცაა. ნუ ეხლა მოედნის საფარზე არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა, ეროვნული ჩემპიონატის მატჩია თუ რაიონის პირველობა?!ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება.
qomagi
სიონი მაგრად უხეშობდა,ასე არ შეიძლება,უხეშობის ფონზე ცდილობდნენ ტოლსწორად თამაშს,ეს ფეხბურთი არ იყო, ხისტი თამაში ყველგან არის მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა, კვარაცხელია კი როგორც რუბინში ასევა აქაც, უკვე სხვაგან არის, ნაპოლშია უკვე თავის ფიქრებით და გონებით, ვერც გაამტყუნებ,ჟურნალისტებმაც მიეცით საშუალება წყნარად იმუშაოს თავის თავზე რადგან სულ სხვა გარემოში მოუწევს ყოფნა,ნაპოლი კი კვარასთვის ზედგამოჭრილი კლუბია თავის შემტევი ფეხბურთით.
ვაჟა მასწავლებელი
ხვიჩას "ჩეხვა" რუბინის დავალებაა? ყველას ვთხოვ გავუფრთხილდეთ ხვიჩას!!! ბოლნისში ფეხბურთი მეგონა მართლა უყვარდათ. ყოველ შემთხვევაში ტრიბუნების სიცარიელემ ასეთი ეჭვი გამიჩინა.
ნიკა
ეს მსაჯი იყო? პირველ ნახევარში უნდა გაეძევებინა სიონის მინიმუმ ერთი ფეხბურთელი, ასეთი პრეცენდენტი როგორ შეიძლება, ანუ მომავალ თამაშშიც ასე თუ ითამაშებს ბათუმის მეტოქე იმედი უნდა ქონდეს, რომ კვარაცხელიას შეცვლიან?
ქ. გ.
გუშინ აქ ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა: "ასეთ მოედანზე ხვიჩას ნუ ათამაშებთ. დაასვენეთ".
zura222
ეს რა უბედურებაა ფეხბურთია თუ ბრძოლა წესების გარეშე ? @@ მიდით ბარემ ავტომარები აიღეთ და დახოცეთ ერთმანეთი ძმები ხომ არ ხაართ @ ფუუ თქვენიი @@@ ასე თუ გაგრძელდა ხვიჩა შემდეგ თამაშებში საერთოდ აღარ უნდა გავიდეს მოედანზე თორემ ვატყობ უკვე რომ აშკარად ნადირობენ მაგაზე ის შურიანი ბოღმები და შეიძლება ფეხიც კი მოტეხონ @@@
zaza
აბა ეს თამაშია?? ჯოვინომ მგონი სერიოზული ტრავმა მიიღო, კვარამ იმედია არაა სერიოზული, დროზე ადრე გაიყვანა მოედნიდან მწვრთნელმა. არა რა დანდობა არ იციან რა. ეს მსაჯიც სუფთა ს..ირი. რა ჯარიმებს არ აძლევდა ფეხბურთელებს. ან რა მოედანია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა