2014 წლისთვის ATP-ის ტურნირების საერთო საპრიზო ფონდი გაიზრდება და პირველად გადააჭარბებს 90 მილიონ დოლარს
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) დირექტორთა საბჭოს მორიგ შეხვედრაზე გამოცხადდა ახალი ხელშეკრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2014 წლისთვის ATP-ის ტურნირების საერთო საპრიზო ფონდი გაიზრდება და პირველად გადააჭარბებს 90 მილიონ დოლარს. ამ თანხაში არ შედის საპრიზოები "დიდი სლემის" ტურნირებისთვის.

ამ სამი წლის განმავლობაში გაიზრდება აბსოლუტურად ყველა ტურნირის საპრიზო ფონდი. პირველ რიგში ზრდა შესამჩნევი იქნება მასტერსის სერიის ტურნირებზე - 2012 წლიდან 2014 წლამდე გათვალისწინებულია ყოველწლიური 9-პროცენტიანი ზრდა. სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე სამი წლის განმავლობაში საპრიზო ფონდი 30 პროცენტით გაიზრდება - 5 მილიონიდან 6.5 მილიონამდე. და კიდევ, 2014 წლისთვის TOP12-ის ჩოგბურთელებისთვის ბონუსის თანხები 8 მილიონამდე აიწევს (2 მილიონით მეტი, ვიდრე დღეს).

"მოხარულები ვართ ამ შეთანხმების მიღწევით, რომელიც ადასტურებს პროფესიულ ტურში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი თვალი ვადევნოთ მამაკაცთა ჩოგბურთის "ოქროს ხანას" და ძალიან კარგია, რომ ჩოგბურთელთა კარგი ფორმა და თავდადება სათანადოდ იქნება ანაზღაურებული", - ამბობს ATP-ის აღმასრულებელი დირექტორი ადამ გელფანტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა