„სექტემბერში საქართველოს ნაკრები მეხუთედ იასპარეზებს ევრობასკეტზე. ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს და სანდრო მამუკელაშვილს იმედი აქვს, რომ ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშით გულშემატკივარი გაიხარებს“, – ვკითხულობთ ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, რომელიც მამუკელაშვილს ეძღვნება.

„ფანტასტიკური შანსია. მთელი ქვეყანა ჩვენ გვერდით იქნება. ყოველთვის, როდესაც ნაკრები შინ თამაშობს, დიდ სიყვარულს ვგრძნობთ. ჯგუფური ეტაპის მატჩების შინ გამართვა დიდებული მოვლენაა – გვინდა ჩვენმა ქვეყანამ იამაყოს“, – ამბობს სანდრო მამუკელაშვილი და განაგრძობს:

„გულშემატკივარი ჩვენი მეექვსე მოთამაშეა. ატმოსფერო საოცარი იქნება, არენა ბოლომდე გაივსება და ახმაურდება“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევრობასკეტის თანამასპინძელია, შესარჩევ ეტაპზე მაინც ითამაშა და 6-დან 4 მატჩი მოიგო. მათ შორის, სერბეთი ბელგრადში დაამარცხა.

„მთავარი ამოცანაა, მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი და მოვიპოვოთ პლეი-ოფის საგზური. ევრობასკეტი რთული შეჯიბრებაა, ყველა კარგი გუნდია და მიზნის მისაღწევად დიდი კონკურენციის დაძლევაა საჭირო.

როდესაც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ, სუპერმოტივირებული ხარ, მოედანზე მაქსიმუმს დებ. უნდა ვუჩვენოთ, რომ დიდებული ნაკრები გვყავს და შეგვიძლია წარმატებით ვიაროთ მიზნისკენ“.

სანდრო მამუკელაშვილი თინეიჯერი იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებში პირველად ითამაშა. ეს იყო მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

მას ზაზა ფაჩულიამ პირველმა გაუგზავნა მესიჯი „ფეისბუქზე“, რომლის შემდეგაც სანდრო NBA-ს ორგზის ჩემპიონს დაუახლოვდა.

„ზაზა ჩემი ახლო მეგობარი და მენტორია. უფროსი ძმასავითაა. ძალიან მადლიერი ვარ იმ რჩევებისთვის, რასაც ფაჩულია ბოლო წლებია, მაძლევს. მასთან შეხვედრა საოცარი მომენტი იყო. არასოდეს დამავიწყდება. ის ქართული კალათბურთის ლეგენდა და უამრავი კალათბურთელის ინსპირაციის წყაროა.

საქართველოსთვის NBA-ში კალათბურთელის ყოლა საოცარი ამბავია. ზაზა პატივსაცემი პიროვნებაა და ბევრ კალათბურთელს ეხმარება ოცნებების ახდენაში“.

მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსის“ მაისურით სეზონი ეფექტური მატჩით დაასრულა: 28 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. მამუს გარდა, ამერიკაში მაღალ დონეზე თამაშობენ გოგა ბითაძე და გიორგი ბეჟანიშვილი.

ახალგაზრდა ტალანტების გამოცდილ კალათბურთელებთან (გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია) შერწყმა გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

„კარგი, ტანმაღალი შემადგენლობა გვყავს. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელმაც უმაღლეს დონეზე უნდა გაიბრწყინოს. მრავალმხრივი თამაში შეგვიძლია: გვყავს მაღლები და შეგვიძლია ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება; ასევე შეგვიძლია საშუალო და შორი დისტანციიდან ტყორცნა. ასეთი იარაღის ქონა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ჩვენი მთავარი სიძლიერე ის არის, რომ საქართველოს ნაკრების მაისური გვეცმევა. ასეთ დროს ლიმიტი არ არსებობს. 120 პროცენტით უნდა დაიხარჯო, რომ დანარჩენებისთვის კარგი თანაგუნდელი იყო. ჩვენ მთელი ქვეყნისთვის ვთამაშობთ.

გამოცდილი და ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი ნაზავი გვყავს. გამოცდილებისგან ძალიან ბევრს ვისწავლით“.

საქართველოს ნაკრებს ივლისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის ესპანეთთან. ამავე გუნდს სექტემბერში ევრობასკეტზეც შეხვდება:

„ევროპის ჩემპიონატზე საინტერესო ჯგუფში მოვხვდით. ყველა გუნდს აქვს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა. ყველა ბოლომდე იბრძოლებს. ესპანეთი ძალიან ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ნაკრებიდან ბევრი ვეტერანი ვარსკვლავი წავიდა, მაინც კარგი გუნდია“.

GBF.GE

დო მაჟორი
ძალიან მახარებს, რომ სანდროს და ჩვენს დანარჩენ კალათბურთელებს მაღალი პასუხისმგებლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ! წინ საქართველო!
ნინო
წარმატებები სანდრო!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა