ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ლიგაში თამაშს რუსეთშიც აკვირდებიან და sport24-მა, ცოტა არ იყოს, ირონიული წერილიც გამოაქვეყნა.

რუსეთიდან გაქცეულმა ფეხბურთელმა საქართველოში არეულობის პროვოცირება მოაწყო. სტადიონზე განათების გამორთვა მოუწიათ

ხვიჩასადმი უსაზღვრო თაყვანისცემა.

"რუბინი" ლეგიონერების მასობრივად წასვლის გამო რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული კლუბია. ყველაზე დიდი დანაკარგი ხვიჩა კვარაცხელიაა, კლუბის მთავარი სატრანსფერო აქტივი და გუნდის ყველაზე კაშკაშა მოთამაშე.

უკვე ცნობილია, რომ ახალ სეზონს ხვიჩა "ნაპოლიში" დაიწყებს. "გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ ნეაპოლში მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება, ტრანსფერი კი იტალიურ კლუბს 10 მილიონი დაუჯდება. ჯერ უცნობია, ამ თანხიდან რა ნაწილს მიიღებს "რუბინი".

მიმდინარე სეზონს კი ხვიჩა საქართველოში ჩაამთავრებს - ბათუმის "დინამომ" მოკლევადიანი იჯარა გაუფორმა (სინამდვილეში ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა - რედ). საქართველოს ჩემპიონატში უკვე 6 მატჩი ჩაატარა - 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარაცხელიას მონაწილეობით ყველაზე რეზონანსული მოვლენა ახლახან მოხდა. ბათუმის "დინამო" თბილისში ადგილობრივ "დინამოსთან" სათამაშოდ ჩავიდა. შეხვედრისას მოედანზე მაყურებლები შეიჭრენ, რათა ქვეყნის მთავარ ფეხბურთელთან სურათი გადაეღოთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

მოედნიდან ფანების გასაყვანად მსაჯს რამდენიმეჯერ მოუწია მატჩის შეჩერება, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ მასობრივი გარღვევა მოხდა - რამდენიმე ასეული მაყურებელი მოედანზე გადავიდა.

სტადიონის თანამშრომლებს განათების გამორთვა და მოედნის მოსარწყავი სისტემის ჩართვა მოუწიათ. თავად მატჩი მოსაწყენი 0:0-ით დასრულდა.

თბილისის "დინამოს" მონაწილეობით, ამ სეზონში მატჩი ფანებმა პირველად როდი შეწყვიტეს. გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრენ - აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ ბოლოს მეტოქეს დრო გაჰყავდა. მოედანზე ფეხბურთელების, პერსონალისა და მაყურებლების მონაწილეობით ნამდვილი ჩხუბი ატყდა და გუნდების გასახდელში გაყვანა მოუწიათ.

როგორც ჩანს, ხვიჩა ტყუილად კი არ დაბრუნდა სამშობლოში მხოლოდ ცოტა ხნით - იტალიაში ასეთივე დონის თაყვანისცემის მისაღწევად სერიოზული მონდომება მოუწევს".

Skeleton
მინდა, რომ ავხსნა ეს ყველაფერი. რათქმაუნდა მესმის ბავშვების და ყველა ადამიანის, ვინც მოედანზე შევარდა და ფოტოების გადაღება უნდოდა. უბრალოდ ერთადერთი, რაც ყველა ასაკში უნდა იცოდეს ადამიანმა, არის სხვა ადამიანის შრომის და უფლებების პატივისცემა. პირველ რიგში ამ დროს ფუჭდება მოედნის საფარი, რომელის მოვლაშიც დიდი შრომაა ჩადებული, ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, ვისაც ევალება მაყურებლის არ შეშვება მოედანზე, მოდი შევთანხმდეთ, ათიათას ადამიანს და მითუმეტეს ბავშვს ვერაფერს მოუხერხებენ და დარჩებიან ხელფსის გარეშე, ასევე ფეხბურთელებს ექმნებათ უდიდეს დისკომფორტი, მოედანზე შევარდნილი მასა არავინ იცის რა განზრახვით მიდის ფეხბურთელებთან, მითუმეტეს როცა არ კონტროლდება ვის რა უდევს ჩანთაში/ჯიბეში, უცხოეთში ამას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. პირადად ვარ მომსწრე, როგორ ატოვებინებდნენ ხალხს ბერლინში მოზრდილ ჩანთებს სპეციალურ ჯიხურში, პატარა ჩანთებს ჩხრეკდნენ და ისე ატანდნენ სტადიონზე. ასევე თამაშის მიმდინარეობას ეშლება ხელი და ამასთანავე გვინდა მაღალი დონის ჩემპიონატი გვქონდეს. ჩემი მოკრძალებული აზრით ყველა ბილეთს უნდა ედოთ სოლიდური ფასი. ამ შემთხვევაში არ მოხვდება თამაშზე შემთხვევითი გამვლელი, რომელსაც ფეხბურთი არ აინტერესებს და რადგან უფასოა უბრალოდ შედის. ადამიანმა უნდა იყიდოს ბილეთი, უნდა გაიაროს უსაფრთხოების შემოწმება და ისე მოხვდეს სტადიონზე. ასევე უნდა დააფასოს სხვისი შრომა, ჟურნალისტის, ფეხბურთელის, დაცვის, თუ მოედნის საფარზე მზრუნველი ადამიანების. არც ვიცი ამას როდის მივაღწევთ, მაგრამ სხვის შრომას ყიდულობ ამით, ფულს იხდი, რომ ფეხბურთით სიამოვნება მიიღო, შენი გადახდილი ფულით ვითარდება ინფრასტრუქტურა. 5 ლარი ან სრულიად უფასოდ შესვლა ყველგან, არ არის ნორმალური, არ არის კარგი. არცერთ სფეროში არ გვექნება წინსვლა, თუ არ გადავიხადეთ და ისე არ მოვხვდით სტადიონებზე, კონვერტებზე და სხვა ღონისძიებებზე. გავითვალისწინოთ იქნებ!
Herbst
რეალის გუშინდელ თამაშზეც შევარდა ვიღაც და კამერები მოარიდენ ეგრევე. მერე მაყურებლის გადაღებული ვნახე, ბენზემას ჩახუტებია, ძლივს მოაშორა დაცვამ. დაცვა მოქმედებს ამ დროს, ერთთან და ათთან რომ გადაიღო ფოტო ხვიჩამ, უფრო მეტი და მეტი გადმოვიდა. ზოგი მესამე წრეზე წავიდა და ამოასხა იმასაც :))) ფოტოს გადაღებისთვის შეუძლიათ ვარჯიშზე მივიდნენ და მოუცადონ, მაგის გამო მოედანზე შევარდნა სისულელეა. თამაშს შლი მაგით. ან საერთოდ ეს ფოტოს გადაღება რაარის ასეთი. ძალიან ბევრ ადამიანს ვაღმერთებ ხელოვნებაში, მუსიკაში, ფეხბურთში მაგრამ ფოტოს გადაღებაზე ოცნება ცოტა პრიმიტიული მეჩვენება. თუ ისეთი მომენტი ჩავარდება, რომ დისკომფორტის შექმნა არ მომიწევს ვინმესთვის მაშინ კიდე ხო, მარა ეს მივარდნა და ძალადობა რა უბედურებაა. მთავარია მისი შემოქმედება მოგწონს და ეგ განიჭებს სიამოვნებას, ფოტო და ავტოგრაფი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს..
ვასილიჩი
წესიერად აზროვნება და წერა ისწავლე, სრულიად ერს ნუ გარევ მთლიანად ორი ღერი ადამიანის არაწორი ქმედების გამო. საკუთარი ახლობლები და ოჯახი დაარიგე და ეცადე დააჯერო სწორად ქმედების მართებულობაში ( თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვს ).მერ კი ამ მოდად ქცეულ ერის ლანძღვას აღარ იკადრებ(თ)....
Emre
არ შეიძლება თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე ხალხი უბილეთოდ შეუშვა სტადიონზე, ვნახეთ ეს რას იწვევს, ან სად იზრდებიან ეს ბავშვები? ოდნავ მაინც არ უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? საშინელი სანახავი იყო სტადიონიდან ეს ყველაფერი, არაფერში არ ვუქნინავრთ ღმერთს
დავით67
გულშემატკივრებს!თუ თქვენ ფეხბურთს არ ან ვერ თამაშობთ, მინდორზე არაფერი გესაქმებათ
Spain
ძალიან ბევრი დადებითად ეხმაურება ამ ფაქტს და ხდება წახლისება. ანუ ყოველ თამაშზე სადაც ხვიჩა იქნება ასე უნდა შევარდეს ხალხი და ჩაშალოს? ეს რაღაც ახალია. ეს უკიდურესობები როდის უნდა მოვიშალოთ. ან საერთოდ არავინ უნდა მივიდეს სტადიონზე და ან თუ მივა ასე უნდა შევარდეს და ფეხბურთელებს არ აცადოს თამაში?! მერე გეკამათებიან, აბა ის ჯობდა რომ არ დადიოდა ხალხი? არა ბატონო, ბევრი ხალხი რომ დადის ის ჯობია, მაგრამ ტრიბუნიდან რომ უყურებს თამაშს და ტკბება ისე... მაშინ შევარდით ყველამ და გაგლიჯეთ კვარაცხელია შუაზე. წინააღმდეგობა თუ გაგიწიათ, რა არის ამდენი გულშეატკივარი ჰყავს და არ კადრულობსო, თავში აუვარდაო. ძირითადად ასეთი კომენტარები მხვდება.
ბექა
ფედერაცია ყურადღება მიაქციეთ სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმებს!
Master
მართლაც ხამებივით მოიქცნენ.ასე იცის დიდი ფეხბურთის მონატრებამ...
კახა
ხალხს გაუჩნდა სიხარულის და სიამაყის საბაბი მერე რა ბევრგან ხდება ექსცესები მითუმეტეს აქ არავინ დაშავებულა და არეულობა არც არავის მოსვლია თავში რუსებმა კი მოსკოვიდან გამოვიდნენ ზემოთ პიტერისკენ აიწიონ და იქედან გამოექანონ.
გიორგი
ქართველ გულშემატკივრებს უკულტურობა ახასითებს, განსაკუთრებით თინეიჯერებს,ესპანურ სირცხვილს განვიცდი ამ დროს

შუა თამაშზე შევარდნა და ხვიჩასთვის დატაკება რაარის, აცადეთ ადამიანს. გულშეატკივარი იმისთვის მოვიდა, რომ მისი თამაში ნახოს და თქვენ ხელს უშლით. ფეხბურთელსაც პატივს არ სცემთ. მისგან კი ითხოვთ ყველასთან გადაიღოს ფოტო. თქვენ ოციათასი იყავით და ის ერთია. პატივისცემა და კულტურულად მოქცევა ჯობია თაყვანისცემას და უკულტურობას. თაყვანიაცემაში ცუდს ვერაფერს ვხედავ ფეხბურთს უხდება, მაგრამ დისკომფორტს ნუ უქმნის ფეხბურთელს!
Thomas
რას დასდევენ ამ ბიჭს და მერე უკონტროლებენ ვისთან გადაიღო ფოტო, ვიღაცასთან არ გადაიღო და ასე შემდეგ. არ არის ამხელა ზეწოლა და გაღმერთება საჭირო. ყველასთან ვერ გადაიღებს. თითქმის 20000 კაცი შევარდა სტადიონზე და არ შეგეცოდათ 90 წუთი ნარბენი კაცი? :)))
რატი
ბოღმიანი ღრუსები. როგორც ყოველთვის.
ირაკლი
ჯავრს გადაყვებიან ეს რუსები რომ ვერ ამოალპეს ხვიჩა მათ ბოსტან ჩემპიონატში.. მაგათმა რა იციან ფეხბურთი.. მაგათი საქმეა ოკუპაცია აგრესია, დაასხა დალია..
სოსო
ეს რუსები რა ბოღმიანებიც არიან ვიცით,მაგრამ გულშემატკივრებს რა გემართებათ?შუა თამაშის დროს რა ფოტოსესია ატეხეთ?რა იყოთ ხამები ხართ? ჯერ ხვიჩა არ არის მსოფლიო ვარსკვლავი და დააცადეთ მშვიდათ განვითარება!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია