დღეს, გამთენიისას, "შავი ლომი" პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც 7 მაისს, ჩვენი დროით 18 საათზე, ლისაბონში "ლუზიტანუშს" რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში შეერკინება.

"შავი ლომის" მსგავსად, პორტუგალიური ფრენჩაიზი ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. "ლუზიტანუშმა" სუპერთასი დაუმარცხებლად განვლო და ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო, მათ შორის ესპანურ "იბერიანსთან" ორი – 34:19 და 20:13, ნახევარფინალში კი "თელავივ ჰითს" 42:26 სძლია. ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში "იბერიანსი" 43:40 დაამარცხა.

პორტუგალიაში გამგზავრებამდე "შავმა ლომმა" „შევარდენზე“ სამდღიანი შეკრება გაიარა. ხვალ კაპიტნის ვარჯიშია, ზეგ კი გადამწყვეტი ბრძოლა.

ლევან მაისაშვილი: "დანაკლისი არ გვაქვს. არის მიკროტრავმები და მატჩის წინ გადაწყდება, ვინ შეძლებს თამაშს. ფინალს ფსიქოლოგიურად განსხვავებული დატვირთვა აქვს და მზადებაც შესაბამისია. გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ეს ბიჭებს კარგად აქვთ გააზრებული. მოწინააღმდეგე სწრაფი გუნდია. ისინი ეცდებიან თამაში ააჩქარონ და თავისი შანსი გამოიყენონ. ამისთვის ვემზადებით და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ მათ ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ“.

მერაბ შარიქაძე: "მოწინააღმდეგემ დასავლეთ კონფერენციაში ყველა თამაში მოიგო. თითქმის პორტუგალიის ნაკრებია, სწრაფ და ხარისხიან რაგბის თამაშობს. ვვარჯიშობთ და ჩვენი მხრივ ვეცდებით, ასევე სწრაფი და ხარისხიანი რაგბი დავუპირისპიროთ და თასი თბილისში წამოვიღოთ. ეს ტურნირი პირველად ტარდება და გვსურს, რომ მისი გამარჯვებულები გავხდეთ“.

Georgian Rugby

სოსო
იბერიანსთან, შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით,მაგრამ ხვალ,დაცვაში მკაცრი თამაშის გარეშე,ძალიან გაგვიჭირდება.მეტოქე თითქმის პორტუგალიის ნაკრებია,რომელთანაც ძალიან გაუჭირდა ბორჯღალს.მართალია ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი გვქონდა,მაგრამ მეტოქეც რომ კარგი იყო,ეგეც ფაქტია და შავი ლომის ამ შემადგენლობას,მართლაც მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს.ამ გამოცდის ფრიადზე ჩაბარებას გისურვებთ,ბიჭებო!
deme
სწრაფი და ხარისხიანი ერთია, მაგრამ დისციპლინა რომ უმაღლეს დონეზე აქვთ ეს უდიდესი პლიუსია ჩვენს წინააღმდეგ. იმედა ამ თამაშში მაინც დავჯაბნით მეტოქეს კონკრეტულად ამ კომპონენტში, იმიტომ რომ რაგბში ყველაფრის საწყისი და მთავარი კოზირი დისციპლინაა. ასე რომ არ იყოს ფიჯიზე ძლიერი ნაკრები არ იარსებებდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"