7 მაისს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო გუნდები პორტუგალიაში, რაგბი ევროპის სუპერთასის პირველი ტიტულისთვის შეიბმებიან.

ლისაბონში "შავი ლომისა" და "ლუზიტანუშის" შეხვედრა საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა საბრძოლო რაზმები დაასახელეს.

"შავი ლომი" გადამწყვეტ თამაშს ოპტიმალური, გამოცდილი შემადგენლობით ხვდება. ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანსთან" გამარჯვების შემდეგ დამწყებ რაზმში ორი ცვლილებაა – მესამე ხაზში კოკი თხილაიშვილი ბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა, ბურჯად კი თამაშს ნიკა პატარაია იწყებს. ნიკა ხატიაშვილმა და ნიკო აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს.

ჩვენი გუნდი პორტუგალიაში ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ გუშინ ჩავიდა, დღეს კაპიტნის ვარჯიში, ხვალ კი გადამწყვეტი ბრძოლაა.

"ევროპის ქვეყნებიდან პორტუგალია ჩვენგან ყველაზე შორსაა და საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გვქონდა. მაქსიმალურად ვეცდებით დასვენებას და ძალების აღდგენას. მთლიანობაში, ფინალისთვის კარგად ვართ მომზადებულნი. ნახევარფინალური მატჩიდან გამომდინარე, გვქონდა ანალიზი – რა იყო კარგი და რა ვერ გამოგვივიდა, სად გვაქვს ყურადღება გასამახვილებელი. ასევე გავარჩიეთ მოწინააღმდეგის თამაში, საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს და სად გვექნება უპირატესობა. ახლა მთავარია, ამ ყველაფერს როგორ გადავიტანთ მოედანზე" – ამბობს "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და შემადგენლობასთან დაკავშირებით განაგრძობს:

"ფინალს გამოცდილება იგებს. რაც უფრო გამოცდილია მოთამაშე, მით ნაკლებ შეცდომას უშვებს. მზადების პროცესში დისციპლინასა და თამაშის მართვაზე ვამახვილებდით ყურადღებას. მოწინააღმდეგეს არ უნდა მივცეთ საშუალება, თავს მოგვახვიოს სწრაფი, არეული თამაში. მაქვს იმედი, რომ ბიჭები მონახაზს მიჰყვებიან და ამოცანას თავს გაართმევენ".

"ნახევარფინალის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ნიკა პატარაიამ სამხრეთ აფრიკაში კარგი თამაშები ჩაატარა და ოპტიმალურ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ ძირითად შემადგენლობაში დაგვეყენებინა. კოკი თხილაიშვილი გამოცდილი მოთამაშეა, თუმცა ტრავმების გამო ხანგრძლივი პერიოდით მოუწია გაჩერება. ეს ორი კვირა ის ნაყოფიერად ვარჯიშობდა და ფინალს სრულ მზადყოფნაში ხვდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე გვყავდეს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც დიდ ენერგიას შემოიტანენ და ესეც გათვალისწინებულია".

ფინალის მნიშვნელობაზე საუბრობს და მეტოქეს ახასიათებს გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია:

"ფინალი ყოველთვის განსხვავებული თამაშია და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ პატარა დეტალებს, რომლებსაც წლის განმავლობაში ხვეწდი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო. ამან შეიძლება კონკრეტული თამაში მოგაგებინოს. ჩვენი მიზანია, რომ ეს დეტალები მაქსიმალურად ზუსტად შევასრულოთ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში სწორედ ამაზე ვმუშაობდით".

"პორტუგალიას ხასიათიანი, მოძრავი და სწრაფი გუნდი ჰყავს. ასევე არიან კარგი მბოჭავები. მათ აქვთ შანსი, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მოიგონ სუპერთასი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენი მიზანია, რომ დავრჩეთ ჩვენს სათამაშო გეგმაში".

კარგი თამაშის მოლოდინი აქვს გამოცდილ გიორგი ბეგაძეს:

"ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ. ესპანელებთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დეტალების დასახვეწად 2 კვირაზე მეტი გვქონდა და ვფიქრობ, ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ. ეს არის თამაში, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მეტოქის თამაში შევისწავლეთ და საკმაოდ სწრაფი, ლაღად მოთამაშე გუნდია. ჩვენი მხრივ ვეცდებით, რომ მათ ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი ტიტული სამშობლოში წამოიღოს. გამოცდილი შემადგენლობა გვყავს და ფინალში ეს აუცილებლად წაგვადგება".

"პორტუგალია ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო, კარგი მბოჭავებით და სწრაფი მოშვიდკაცეებით დაკომპლექტებული. სწორედ ასეთი გუნდია "ლუზიტანუშიც". ვეცდებით, რომ მეტოქე დავჯაბნოთ კონტაქტის არეში, არ ავყვეთ არეულ თამაშში და თასის მოგებით გულშემატკივარი გავახაროთ".

ბონდო
გადაიდო
tngh
წარმატებები!!!
კოტე ბრეგვაძე
რეპორტაჟი არის სადმე?
გია
http://rugbyeurope.tv/
გიორგი 50
,, ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ".... დღეს 1981 წლის 13 მაისია... წმინდა გიორგი იქნება მე-16... გამარჯვება ბიჭებოოოო....
შაქრო
სად შეიძლება ვუყუროთ ? ამ საინტერესო დაპირისპირებას .
დემე
ლუზიტანუშს საეჭვოდ ბევრი ცვლილებაა აქვთ შემადგენლობაში, საინტერესოა რას გვიმზადებენ, მგონია რომ უმაგრესი ფინალი იქნება, მარქაფაში მე-6 კაციც მორკინალი ყავთ, ჩვენ წინააღმდეგ მართებული გათვლაა.
გიორგი
100%
სოსო
კარგ თამაშს,სანახაობრივ გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს.
რაგბი
წარმატებები ბიჭებს!!! მაისაშვილმა თქვა " მაქვს იმედი, რომ ბიჭები მონახაზს მიჰყვებიან და ამოცანას თავს გაართმევენ" ! თუ მოიგებენ მაისაშვილის დამსახურებაა და თუ წააგებენ იტყვის ამოცანას თავი ვერ გაართვეს ბიჭებმაო! ამ ბოლო დროს ბიჭებს აბრალებს თავის უციდინროვას! ისევ და ისევ წარმატებები ბიჭებს!!!!
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა