გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გუნდი რუსეთის ჩემპიონატში იასპარეზებს. მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა თვით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სპორტის მინისტრმა ჯემალ გუბაზმა მიიღო. დღეს მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტარას ხაგბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის სახელმწიფოს მდიდარი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია, მისმა თანამემამულეებმა თავი არა მხოლოდ ყოფილ სსრკ-ში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინეს, ამჟამად ათასხუთასი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ უეფასა და ფიფას მიერ ბლოკირებული არიან.

ხაგბას თქმით, დიდი ნახტომისთვის ემზადებიან (რუსეთის რანგით მესამე ლიგაში აპირებენ ჩახტომას), მაგრამ არ უნდათ ბაზა სოჭში ჰქონდეთ, სოხუმში ითამაშებენ, სადაც მატჩებზე ანშლაგი იქნება.

კომენტარებში რუსმა გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ე.წ. აფხაზური კლუბი რუსეთის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი გახდება და რაც მთავარია, რუსული ნაკრებები და კლუბები ერთი სეზონით საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან და ახლა შეიძლება საქმე მთლად გაირთულონ.

აი, ზოგიერთი კომენტარი.

. ФНЛ-2-ში გამოჩნდება აფხაზური კლუბი, რომელიც სოხუმში იქნება ბაზირებული, სოჭში ითამაშებს და ჩვენი ფულით იარსებებს.

. მაშინ ითამაშეთ თქვენს ქვეყანაში, რომელიც არავინ არ აღიიარა, რა პრობლემაა.

. ეს რა ქვეყანაა, საქართველოა?

. რა თქმა უნდა, საქართველოა.

. და რად გვინდა ქართული გუნდი ჩემპიონატში?

. აი, ასეთი იმპროვიზაცია გვაქვს: რეალებისა და ლივერპულების ნაცვლად ფეხბურთის აფხაზურ გრანდებს ჩამოგვიყვანენ.

. ამისათვის სამუდამოდ გაგვრიცხავენ უეფადან. საუკუნეთა განმავლობაში აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო. რატომ ვიქმნით პრობლემას? აი, ყირიმის საკითხი გაცილებით უფრო აქტუალურია.

. თქვენი ჩემპიონატი ჩაატარეთ. თქვენს გამო ჩვენს გუნდებს ევროტურნირებზე საერთოდ ვერ ვიხილავთ.

. აფხაზეთი კოსოვოზე ნაკლები რითაა?

. ჰოდა, იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები.

. დაეტიეთ აფხაზეთის ჩემპიონატში და გარეთ ცხვირს ნუ ჰყოფთ. დამოუკიდებელი სახელმწიფო...

. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ასეთი თანამდებობაც არსებობს?

. უკანასკნელ ხანს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ხდება, ქართველებს უნდა მორიგებოდნენ და მათ ჩემპიონატში ეთამაშათ.

ჰოდა
საფეხბურთო ტრადიციებში მაგათი "მინისტრი" ალბათ მარადონას გულისხმობდა. სოხუმელებს ახსოვთ ალბათ მარადონა, პლიაჟზე რომ დადიოდა (თუმცა საიდან იყო არავინ არ იცოდა) და რაღაც სუვენირებს ჰყიდდა რუს ტურისტებს
ლუკა
მთავარი არ გამოგვრჩეს, ჩვენი წარმომადგენლები როგორ ეხმიანებიან ასეთ ამბავს? სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოხატეს თუ არ ცალიათ?
ვახტანგი
იღრძნეს სანქციები! ჯერ სად ხართ, ვიდრე ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებთ, ეგ სანქციები მხოლოდ გაიზრდება. მაგის მერე დამნაშევეების დასჯის ჯერიც მოვა და დიდი კომპენსაციების გადახდაც მოგიწევთ საქართველო/უკრაინისთვის. გველაძუა აფსუებს და ჯაყო ოსებს კი მაგადანში და ტამბოვებში გადასვლა მოუწევთ, ქართველები აღარ ვენდობით მაგათ და მაგათთან ერთად არ ვაპირებთ აფხაზეთში თანაცხოვრებას და აღმშენებლობას
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ვაცადოთ, დედა ეტიროთ და მერე მშვიდად შევისეირნებთ ჩვენ სოხუმში :)
ნ.კ
რუსეთიდან თავად ბევრი რუსი გარბის და აფხაზები და ოსები პირიქით იქით ეკვეხებიან. ასე საკუთარი თავის მტერი იშვიათია სადმე ნახო!!!
beqa
დავით. კარგად არ გცოდნია.შერიფი ნამდვილად ტირასპოლში თამაშობს.
დავითი
მწვრთნელო,ეგ შერიფი ისე თამაშობს ტირასპოლში,როგორც გაგრა გაგრაში .
მწრთვნელი
აგერ "შერიფი"მოლდავეთის ჩემპიონატში თამაშობს! მიმართონ აფხაზებმა საქართველოს ფეხბურთის ფესერაციას და ითამაშონ საქართველოს ჩემპიონატში, მაგარამ არა რუსეთს უნდა შეეტენონ ბოლომდე და ბოლოს ისევ ქართველებთან მოვლენ გვიშველეთ ჩვენ იდენტობას გვაკარგინებენ!
G.LA
აფხაზებს ფეხბურთის თამაში მოსდომნიათ ევროპაში. ამდენ ხანს თუ ვერა დაფიქრდით, ახლა მაინც დაფიქრებულიყავით. სად ევროპა და სად ოკუპანტი. მარა დაფიქრებას ხომ ტვინიც უნდა? ეგ დროშა რომ დაახვიოთ და მაგ თქვენს გამქეზებლებს რომ გაუკეთოთ ის დროა ახლა.
რატი
დაგიხოციათ ერთმანეთი! ახლა გახდა საქართველო, თქვე ნაძირალებო?! იქამდე ხომ იძახდით: ,,აფხაზია ეტა აფხაზია, ა გრუზია - გრუზია''-ო! სანქციების ყულფმა ძალიან მოგიჭირათ, არა?!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე