პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა, დაარსებიდან 10 თვის თავზე პირველი თასი მოიგო. "შავმა ლომმა" რაგბის ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების ფინალში პირტუგალიური "ლუზიტანუში" 17:14 დაამარცხა.

ტურნირი წელს პირველად ტარდებოდა და ფინალამდე პორტუგალიურმა ფრენჩაიზმა, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრების საბაზო გუნდია, ყველა (7) თამაში მოიგო, რითაც ფინალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ‘შავმა ლომმა’ ნაკლები შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, აგრესიული დაცვით მეტოქეს შეცდომები დააშვებინა, მერე დერეფნიდან მოლი ააგორა, რაქიდან ლუკა ივანიშვილმა სწრაფად შეუტია და ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. მასპინძლებმა სწრაფი შეტევით გვიპასუხეს, ბურთი ფრთაზე გაიტანეს და ლელო გაქვითეს. "შავ ლომს", რომელიც ძალისმიერ თამაშში უპირატესობას ფლობდა, იქვე ჰქონდა მეორე ლელოს გატანის შანსი, მოლით 8-10 მეტრი დაფარა, მაგრამ მეტოქემ დამიწების საშუალება არ მოგვცა, 26-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და 8:7 დაწინაურდა. ბაბუნაშვილს ჯარიმითვე შეეძლო უპირატესობის დაბრუნება, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლუზიტანუშმა" ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, თუმცა შერკინებაში ხშირი ჯარიმების გამო, მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს - 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მერაბ შარიქაძემ შეუტია, რაქიდან ბურთი თენგიზ პერანიძემ სწრაფად გაიტანა და ლელო დაამიწა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. ბაბუნაშვილს ტაიმის შუაში არეკნი გაუცუდდა, თუმცა ორიოდე წუთში ჯარიმიდან ზუსტი იყო.

65-ე წუთზე პორტუგალიელებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, გიორგი პერტაიამ 10 მეტრის წესი დაარღვია და სინბინით დაისაჯა, "ლუზიტანუშმა" კი ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მიუხედავად კაცნაკლულად თამაშისა, "შავმა ლომმა" შეძლო მეტოქის წნეხში მოქცევა და მართალია ქულების აღება ვერ მოახერხა, მაგრამ ამის საშუალება არც მეტოქეს მისცა და 17:14 მოგებით, სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ფინალი

7 მაისი. ლისაბონი (პორტუგალია)

შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუშ (პორტუგალია) 17:14

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. კოკი თხილაიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

2 ლელო: ივანიშვილი, პერანიძე

2 გარდასახვა: ბაბუნაშვილი

1 ჯარიმა: ბაბუნაშვილი

rugby.ge

რომ გგონიათ საქართველოს ნაკრები და შავი ლომი გაჭივრებით იგებს, რა ხდება არ უკვირდებით! ხომ არ გაგვჭირდა ესპანეთთან ბოლო თამაშის მოგება? არ თქვათ ახლა გაუვარდათო. აშკარაა, რომ პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებებს ვათამაშებთ! ძალიან ხშირად ესპანეთსაც. კაცი ამას რომ ვერ მიხვდება, რაგბზე საერთოდ არ უნდა ილაპარაკოს! ამ დონის იქეთ ჯერ არავის ვუნდივართ. ადრე მიზანი გვქონდა ექვსი ერის გათამაშებაში მოხვედრის, მთელი ერი ვოცნებობდით. თითქოს მიზანთან ახლოს ვიყავით! მსოფლიოს დასანახათ ხშირად დიდი უპრატესობით ვამარცხებდით ყველას, რომ დაენახათ ამ ტურნირისთვის გადავიზარდეთ, გვჭირდება უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა. არაფერი გამოვიდა.ახლა იძულებული ვართ ანგარიში გავუწიოთ ყველას და ყველაფერს...!
ონოფრე
"ქარი ქაფი" კარგია, ახლა მოსაგებია "ხაშლამის ქაფი"

:)) ეს თქვენ გგონიათ გაჭირვებით ვიგებთ!
ელგუჯა
რა გახდა ერთი კარგი დამრტყმელის ნახვა
დათო
მაგ დონეზე სადაც ვთამაშობთ ნებისმიერი სხვა მწვრთნელის ხელშიც მოიგებდნენ ბიჭები. აქ სათქმელი ის არის ამ ჭ კლასის ტურნირებს გაჭირვებით რომ ვიგებთ...
კახაბერი
ძალიან ჰსჰვიჭირდა,ძაიან-მიზეზები დროზე უნდა მოიძებნოს და... - აუტი,აუტი,სანამ პრესტიჟულ თამაშებს არ წაგვაგებინევს აუტის მოწოდების პრობლება, მანამ სპე-ულ მწვრთნელს, თუ არა- სპეციალურ ვარჯიშს-არ დავიწყებთ(?!), საჭიროა ხელით თამაშით, სისწრაფეში ორიენტირება -კომბინაციების მომზადება -განხორციელება. აუცილებელი და ძალიან კარგია ფიზიკური ძალა,რაქში აგრესიული თამაში,მოლისხაგორება,მაგრამ მარტო მით ძლიერ გუნდებს ვერ მოვუგებთ.

სუპერთასი მოიგო ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა შავმა ლომმა და მაინც არა ვართ კმაყოფილნი. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ხომ გახდა ევროპის ჩემპიონი? რა დონეზეც ვთამაშობთ, 100%-ით წარმატებებს ვაღწევთ...!
ლუკა
რაქში ერთ პორტუგალიელზე ხუთი კაცით არ შევარდებოდნენ? დანარჩენი ათი კაცი იქვე რაქის ირგვლივ რომ იდგა ხოლმე შეამჩნიეთ გუშინ? :))
ვენდი
მაისაშვილს რაღას მივხედავთ? მოგვივლინეს ბრეჟნევივით!
ზურა
უი ჩვენს გუნდს მწვრთნელი ყავს? მეგონა თავისით ვარჯიშობდნენ. ბურთის ჭერა ამათმა არ იციან,აუტის ჩაწოდება ამათმა არ იციან.პასების კომბინაცია ამათ არ აქვთ,ბურთს მიიღებენ და რქებით მიდიან,4-5 ფაზა და რომ ვერ არღვევენ დაცვას ბურთს კარგავენ.მწვრთნელის ხელი ამათ არ ეტყობათ.რას დარბიან ამ აფრიკაში,მაგათ კარგი ვინც ყავთ გაშვებული ყავთ კონტინენტს იქეთ.ეს კაცი ვერ განავითარებს ნაკრებს! აგერ გამოჩნდება განსხვავება იტალიასთან! უმწვრთნელო ნაკრებმა მოიგო 6ერი და ეს რაღაც ტრუხა ტურნირი.
რამაზ
გუნდმა (მოთამაშეებიან+მწვრთელიანად) მოინდომა და ღირსეულ მოწინააღმდეგესთან გაიმარჯვა. ჩვენზე არანაკლები მონდომებით ცდილობენ რუმინეთიც, ესპანეთიც, პორტუგალიაც განვითარდნენ და ამ ქვეყნებს გეოგრაფიული-პოლიტიკურ-ეკონომიური მოცემულობებით ჩვენზე გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ. ერთადერთი რაც ჩვენი "კოზირია" ეს არის ქართული "ჯიგარი", რასაც შიდა დაპირისპირებულობები ვერანაირად წაადგება. მადლობა ლომებო, მადლობა ლევან ჩვენი საერთო წარმატებისათვის! ეს პირველი და სხვა მრავალი!
გიორგი
გილოცავთ გამარჯვებას, გუნდსა და გულშემატკივრებს! გაიხარეთ! ერთი აზრი მომივიდა - ჩვენს გუნდს მწვრთნელი საერთოდ რომ არ ჰყავდეს, თამაშის ხარისხში რამე განსხვავება იქნება? არა მგონია.
Joseph
ყველაზე სახალისო არის ხოლმე კომენტატორები რომ ამბობენ, ჩვენი აუტი კარგად აქვს მოწინააღმდეგეს გარჩეულიო! ერთხელ იქნება ჩვენც გავარჩიოთ ვინმესი, ან ჩვენი დავალაგოთ.
თორნიკე
ბიჭებს ვულოცავ. დაუკმაყოფილებლობის საოცარი განცდა, მაგრამ დღეს გამარჯვებით გავიხაროთ. ხვალ მივხედოთ მწვრთნელთა შტაბს და პრობლემებს!
კობა
გილოცავთ!!!...გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის!!!...
r
გილოცავთ ბიჭებო! გილოცავ ლევან! მაგრები ხართ. ეს ერთი და სხვა მრავალი.
N
ნეტავ, ვინმემ ჩვენს მელიტონას თუ შეატყობინა ეს ამბავი?! იმ კაცის იდეა არ იყო პირველი ქართული ფრანჩაიზის შექმნა?!
ლუკა
გილოცავთ! მაისაშვილს შემდეგ მივხედოთ :))
გურულო
გილოცავთ ბიჭებო!მაგრები ხართ.ეს ერთი და სხვა მრავალი.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"