თბილისის სპორტის სასახლეში, ტაეკვანდოში ევროპის კადეტთა პირველობაში 1997-1999 წლებში დაბადებული 36 ქვეყნის 320-მდე გოგონა და ვაჟი ჩაებმება
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყება ტაეკვანდოში ევროპის კადეტთა პირველობა. შეჯიბრებაში 36 ქვეყნის 1997-1999 წლებში დაბადებული 320-მდე გოგონა და ვაჟი ჩაებმება.

საქართველოს დედაქალაქს, სადაც სპორტის ამ სახეობაში მსგავსი დონის ტურნირი პირველად ტარდება, 200-მდე ოფიციალური პირი, მწვრთნელი და გულშემატკივარიც ეწვია, მათ შორის - კონტინენტის ტაეკვანდოს გაერთიანების თავკაცი ათანასიოს პრაგალოსი. გუშინ საპატიო სტუმარმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილთან და ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი კოროხაშვილთან ერთად სპორტის სასახლე მოინახულა და მისი მზადყოფნით კმაყოფილი დარჩა.

ევროპის პირველობისთვის საქართველოს ნაკრები გიორგი ივანიშვილის ხელმძღვანელობით დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ემზადებოდა. ასპარეზობის წინა დღეს ნორჩი ტაეკვანდოისტები სპორტის მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ მოინახულა და წარმატება უსურვა.

გულშემატკივრები სპორტის სასახლის სარბიელზე ჩვენი ქვეყნის 19 წარმომადგენელს იხილავენ, რომლებიც უცხოელებს მედლებისთვის პაექრობაში გაუწევენ მეტოქეობას. ჩვენებურთაგან დღეს ტატამზე გავლენ ნინო ცინაძე, ბექა ქავთარაძე (ორივე-33 კგ) და გიორგი მანჯავიძე (37 კგ). ხვალ ძალებს მოსინჯავენ ლიკა ტორონჯაძე (37), ხატია მეჩითიშვილი, არკადი კირაკოსიანი (ორივე-41) და სოსო ქვარცხავა (45). პირველობის ბოლო ორ დღეს მედლებისთვის იბრძოლებენ: 9 ივლისს-ვერიკო კაპანაძე (44), ზიზი გეთიაშვილი (47), მერაბ შუკაკიძე (49), აიდა გამბაროვა (51), გიორგი ჩაჩანიძე (53), თორნიკე თოდუა (57); 10 ივლისს-ანა სეთური (55), ანა ზარქუა (59), თამარ გურიევა (+59), დავით ჩიხლაძე 61), ნიკა ღონღაძე (65) და რატი ჩანგელია (+65 კგ).

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ორი წლის წინათ ხორვატიაში მსგავს შეჯიბრებაზე გურამ კუტუბიძემ (53 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. ვიმედოვნებთ, რომ სპორტის სასახლეში ქართველთა მონაგარი ხელხვავრიელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zizi
ვაომეე ვამაყოოობ :*:*:* ტაეკვონდო ბტფ არის ყველაზე მაგარი სპორტი მტელ მსოპლიოში .... :))))
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა