ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა, მისმა ბათუმის "დინამომ" კი გორის "დილა" (3:0) დაამარცხა. მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ქართველი გარემარბის ტრანსფერი დაადასტურა, იტალიური მედიის მხრიდან ხვიჩას მიმართ ინტერესი გაიზარდა. გორელებთან გამარჯვების შემდეგ ისინი "კვარათი" აღფრთოვანებულნი არიან:

Napolipiu:

"გორის "დილასთან" მოგებულ მატჩში ხვიჩამ გაიტანა. ანგარიში სწორედ "ნაპოლის" მომავალმა ფეხბურთელმა გახსნა, შემდეგ კი ბათუმის "დინამოელებმა" კიდევ ორი გაიტანეს.

კვარაცხელიას ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა, მეტოქე მოატყუა და მარცხენა ფეხით უზუსტესად დაარტყა. მორიგი დიდებული თამაში ნეაპოლელთა ახალწვეულისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ მარჯვენა, არამედ მარცხენა ფეხის გამოყენებაც შეუძლია".

Areanapoli:

"კვარაცხელია ნაპერწკლებს ყრის - მომავალი ნეაპოლელის კიდევ ერთი სუპერგოლი! ის გაოცებას და გატანას აგრძელებს, ივლისიდან კი ქართველი ფეხბურთელი ლუჩანო სპალეტის "ნაპოლის" შეკრებაზე შეუერთდება. ის გუნდში ლორენცო ინსინიეს ადგილს დაიკავებს. მწვრთნელი ხვიჩას ელის, რათა მისი ახლოდან შეფასება შეძლოს. ნეაპოლელ ტიფოზებსაც ძალიან აინტერესებთ კვარაცხელიას საქმეში მალე ნახვა. ის შეიძლება იყოს ფეხბურთელი, რომელიც მათ ძალიან გაახარებს."

უახლოეს ტურში, 12 მაისს, ბათუმის "დინამო" და კვარაცხელია "საბურთალოს" რუსთავში ეწვევიან.

Winter
უცხოური პრესა აქებს, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე. ალბათ ქებით არ გავაფუჭოთო და ერიდებიან :))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა