ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა.

გასული ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა გიორგი მამარდაშვილმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ მე-18 მატჩში ორი სეივი შეასრულა, გაშვებულ გოლებში კი მისი დადანაშაულება ძნელია.

პირველ ტაიმში თვალსასეირო თამაში არ ყოფილა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და მასპინძლებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. 57-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ვილიან ჟოზემ მცველების უხეირო მოქმედებით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. "ვალენსიამ" მეტოქის კარზე უშედეგოდ დაიწყო იერიშების მიტანა, ხოლო სევილიელებმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ორი გაიტანეს და ისევ სძლიეს "ღამურებს".

„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და 15 მაისს გასვლაზე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 28 091 მაყურებელი

ვალენსია - ბეტისი 0:3

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (57), 0:2 კანალესი (87), 0:3 ბორხა იგლესიასი (90)

koba
დიდ კრიტიკოსად ვერ გამოვდგები მაგრამ მგონია რომ 1 გოლში წვლილი მიუძღის დანარჩენი ორი დაცვის ბრალი იყო, არაუშავს წაგებაც შემადგენელი ნაწილია ფეხბურთის, მთავარია გააგრძელოს პროგრესი და შეცდომებზე ისწავლოს, წარმატებები გიოს....
simartle
შაშინელი გუნდია ვალესია, მარტო სოლერის იმედზე, დანარჩენები მოედანზე რას აკეთებენ არავინ იცის და არც ბრდალასმა რადგან სულ დორს გაყვანაზე და თამშის გაჯანჯლებაზე აქვთ ცონცენტრაცია. მამარდამ რა ჰქნას, დაცვა დირკაა და ნახევრდაცვაში მარტო სოლერია. თავდასხმაშიც გედეში და უგო დუროც ერთუჯრედიანი უტვინო ფეხბურთელები არიან. იმედია შემდეგ სეზონში უკეთეს მოთამაშეებს დაამატებენ
დ
შენ როგორი გინდოდა, რომ ყოფილიყო?

გაბრექილი სად ნახე, საინტერესოა
Spain
პატარა კაცის სინდრომი გვჭირს. ვინმეს თუ არ მიესალმა ესე იგი გაიბრიქა და ძაანაც კაი თუ ცუდად ითამაშა ხო? იქნებ ვერ დაგინახათ, ან თამაშზე ჰქონდა კონცენტრაცია და ვერ მოგესალმათ. ეგრევე უნდა დაგაპატარაოთ წყენამ და ცუდი უსურვოთ არა? გიხაროდათ რომ სამი გოლი გაუტანეს... კვარას შუა თამაშებზე უვარდება ხალხი სელფების გადასაღებად და როცა მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა ეგრევე ლანძღვა დაუწყეს თავში აუვარდაო. რანაირი ხალხი ვართ მართლა. მუდამ გაბრაზებული და დაკომპლექსბული.
123
3 გოლი დაცვის ბრალია. თუ გუნდი არაფერს არ აკეთებს, ბუფონიც რომ იდგეს ტენიან.
ემოციური ქართველი
მე მივიჩნევ, რომ ვალენსიის მეკარე გიორგი მამარდაშვილს მაინცდამაინც არ აღელვებს ქართველია თუ ინდოელი. აქვს საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და ფლობს ქართულ პასპორტს. შესაბამისად მოქმედებს მოცემული პირობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რისი უფლებაც ნამდვილად აქვს.
რუსთავი
ჩემი სუბიექტური აზრით, მეკარის შეცდომა პირველ და მესამე გოლებში შეიძლება ვთქვათ, უფრო პირველ გოლში... მაგრამ რასაც ვუყურებ ისეთ შეცდომებს უშვებს რომელიც არარსებობს რომ არ დაუშვა ასეთი ფარჩაკი დაცვის ხელში. მწვრთნელი არ ვარ და პროფესიონალურ ანალიზს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც გულშემატკივარი სვარკის ყურება მირჩევნია ამ გუნდის ყურებას, მამარდა რომ არ ,,მაიძულებდეს."
გეგი
ბიჭო ასეთი შურიანები საიდან გაჩნდით მართლა რა.წარმატებები გიორგის!
T.q
შენისთანა ბოღმიანს რომ არ ესალმება ნუ გაგიკვირდება იცის ამ კაცმა ვინ რას იმსახურებს მისგან.
რატი
ბოლო-ბოლო მარტო მამარდაშვილზე დგას ეს გუნდი თუ რაშია საქმე? მას ვერ დაადანაშაულებენ და თუ სინდისი აქვთ, არც არაფერი უნდა თქვან. გიორგის წარმატებები!
ილია
ფეხბურთი არ გითამაშიათ? მამარდა რა შუაშია , 2 მეტრიდან დარტყმულებს რომელი მეკარე იღებს ? "პრახადნოი დვორია" დაცვაში.
ირაკლი
გავიგეთ რომ არ გესალმებათ და თქვენც ნუღარ მიესალმებით,რა გააწყალეთ გული!
irakli
გაბრიელ პაულისტა არ ყავდა ვალენსიას და დაცვა იყო დაშლილი, ნული
simartle
ძალიან ცუდი იყო მამარდაშვილი დღეს,რომ გაიბრიქა იმიტომ არის ესე ცუდი თამაშზე,მისალმებასაც არ კადრულობს უკვე
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო