"ერთა ლიგის" მოახლოებასთან ერთად, Sportall.ge საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე დეტალურ განხილვას აგრძელებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას მეკარეებზე შევაჩერებთ.

ივნისში გულშემატკივრების ერთ-ერთი სასაუბრო საკითხი "ჯვაროსნების" კარის დარაჯს შეეხება. გიორგი მამარდაშვილის პროგრესი ყველას ძალიან ახარებს და "ვალენსიას" ფეხბურთელი ბევრს ეროვნული ნაკრების ძირითად წევრადაც წარმოუდგენია.

მეკარე, მით უმეტეს, სანაკრებო დონეზე, ყველაზე სპეციფიკური ამპლუაა. მწვრთნელები აქ სტაბილურობასა და ნდობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვილი სანიოლზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ლორიასთვის "პირველის" სტატუსი აქვს მინიჭებული.

ერთი მხრივ, ქომაგები ფიქრობენ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გამორჩეულ მეკარეს ეროვნული ნაკრების ძირითადში ადგილი გარანტირებული უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ასეთი საკითხები სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტოს და ამ თემის ზედმეტად განხილვით შიდა სამზარეულოში სიმშვიდე არ უნდა დაირღვეს.

გიორგი მამარდაშვილს ბოლომდე გააზრებული ექნება, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. გიორგი ლორია, რომელიც ეროვნული გუნდის ღირსებას წლებია იცავს, მისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. შეგვიძლია რამდენიმე შემთხვევა მოვიყვანოთ, როცა ამა თუ იმ ნაკრების თავკაცი გამოცდილ მეკარეზე აკეთებს აქცენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა, კლუბში სათამაშო პრაქტიკაც კი არ ჰქონდეს ან მისი კონკურენტი უფრო ძლიერ ჩემპიონატში გამოდიოდეს.

ლორიას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა კი არა, დამაჯერებელი პერიოდი აქვს და კვიპროსის ჩემპიონატში კარი "მშრალად" რამდენჯერმე შეინახა. 36 წლის კიპერი ნაკრებშიც გამორჩეულია. რა თქმა უნდა, უშეცდომო ტოპ-კლასის მეკარეებიც არ არიან და გიორგის მსგავსი სანიოლის პერიოდშიც მოსვლია, თუმცა მას ძირითადის სტატუსი მინიჭებული აქვს და რა თქმა უნდა, მისი "ჩამორთმევა" ვინმეს ასე ერთი ხელის მოსმით თუ წარმოუდგენია, ცდება...

მოგხსსნებათ, 10 დღეში 4 მატჩი უნდა გავმართოთ და გამორიცხული არც როტაციაა, რომელიც თითქოს მეკარეს ნაკლებად ეხება, თუმცა უფრო ამ რანგის შეხვედრა (გიბრალტართან შინ) პირველივე ტურში გვაქვს.

მთავარია, რომ დარწმუნებულნი ვიყოთ, ვილი სანიოლი საკითხს ობიექტურად გადაწყვეტს. იმედია, რომ არჩევანი ბოლომდე გაამართლებს და "ჩასაფრებულებს", რომლებიც ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს შეიძლება არსებობდნენ, არგუმენტებს არ დაუტოვებს.

ზურა
100% პროცენტით გეთანხმები. მე მგონი ეხლა ლორიას დააყენებს მაგრამ ეს მამარდაშვილისთვის უფრო უკეთესი იქნება! სანამ ლორია ფიზიკურად მზად იქნება ძირითად თამაშებში ალბათ მას დააყენებს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რომ მამარდაშვილი ჩვენი გუნდის მომავალია და ეს კონკურენცია კიდევ უფრო გააძლიერებს მას პირადად. ესეთი მეკარეები საქართველოს ნაკრებს აქამდე არ ყოლია!!!
qomagi
მამარდაშვილის მაგალითზე ყველა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა მოინდომოს და აუცილებლად გაუმართლებთ,ხო შესაძლებელი ყოფილა ჩვენი ჩემპიონატიდან მაგარ ლიგაში თამაში.ეროვნული ჩემპიონატისთვის მამარდაშვილი კარგი რეკლამაა, ამ მხრივ სწორი მუშაობაა საჭირო და კიდევ ბევრი ახალგაზრდა წავა კარგ ლიგებში და არა აზერბაიჯანსა თუ ყაზახეთში სადაც ქართველი ფეხბურთელი უბრალოდ ვერ განვითარდება.ნაკრების კარში რომელიც არ უნდა დადგეს არ არის პრობლემა, ამხრივ ნაკრებს არ უჭირს,უფრო შეტევაშია სამუშაო ამაზე ნაკრების მწვრთნელებმა უნდა იფიქრონ.
კონსტანტინე
ლორია იდგეს კარში პირველ გაშვებულ გოლამდე (ან ორ გაშვებულ გოლამდე), მერე მამარდაშვილი ჩადგეს კარში ასეთივე პირობით და ასე შემდეგ. იმედია, რომ ერთ თამაშსი არ მოგვიწევს ორჯერ მეკარის შეცვლა.
გიორგი
დაანებეთ სახელების თამაშს თავი ატამასეტ ის ვინც უკეთესია და ამჯერად უკეთესი მამარდაშვილია ვახ რა ეშველება ამ დალოცვილ ქვეყანას დააყენეთ ლორია და დაგვიანებით თავი რა მოტყუებით ტვინი იდიოტია მაგრამ მაინც დააყენეთ ჩვენ ხო პარადოქსების ქვეყანაა
ელგუჯა
შენი ისტორიის ცოდნა არ გაიშვას.
G.LA
გაბელია იყო ყველაზე სუსტი მეკარე ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
სპირიტი
თუ მამარდაშვილი დღეს უკეთესი მეკარეა ვიდრე ლორია და ბევრის აზრით ეგრეცაა, ლორიას დამსახურების და გამოცდილების მიუხედავად, კარში მამარდაშვილი უნდა იდგეს.
ddd
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პირველი ბურთის აღება უნდა შეგეძლოს ან მეორესი მაინც. მეოთხე და მეხუთეს აზრი არ აქვს. ისე გაბელიაც გამოცდილია და შემჩნეული არაა მაიმუნობებში.
ჩელე
მაგას რა ბევრი მკითხაობა უნდა-მამარდამ რა თქმა უნდა, რას გადაყევით ამ ლორიას ვითომ ტოპ ლიგაში თამაშობდეს და ნაკრებში რაიმე გასახსენებელი წარმატებისათვის მიეღწიოს, უკვე 12 თუ 15 წელია ნაკრებშია და ქე ვერთ რეიტინგში მაჩანჩალები, 90-ე თუ 86-ე ადგილზე, შესარჩევიდან გასვლის შანში არასდროს გქონია, გადამწყვეთ თამაშში გუნდი არასდროს გადაურჩენია და მაინც ტოლობის ნიშანს სვამთ მამარდასთან. ჩემის აზრით პირიქით მან გამოიყენა ნაკრებში გარანტირებული პირველი მეკარის სტატუსი თავისი კარიერის ასაწყობად. ასე რომ მამარდა თუ არ ათამაშეს უახლოეს თამაშებში- უსამართლობა იქნება.
სოსო
ბედნიერებაა,რომ საქართველოს პირველად ჰყავს ორი საიმედო მეკარე და კიდევ სულ ცოტა სამი ისეთი მეკარე,რომელსაც ვანდობდით ნაკრების კარს,თუმცა ცოტა შიშით.ორივე გიორგის თავისი კოზირები აქვს და სანიოლმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს,გამართლება ორივეს ექნება.ნეტავი სხვა პოზიციებზეც ასეთი არჩევანი გვქონდეს.მამარდას,ხელოვნურად გზის გაწმენდა,ნამდვილად არ სჭირდება.რაც დიდხანს ეყოლება კლუბში კონკურენტად სილესენი და ნაკრებში ლორია,მით სწრაფად განვითარდება და უფრო მაღალ დონეს მიაღწევს.
ტარიელ მაღალდაძე
მოდით რა გადაწყვიტონ მწვრთნელებმა, როდესაც ვინ უკეთეს კონდიციაში და მდგომარეობაში იქნება ის დააყენონ! მესმის რომ აქ ამ თემამა სტატიას რეიტინგი მისცა, კომენტარები დააგროვა, მაგრამ საიტის ადმინს მინდა ვთხოვო, რომ ეს ასეთ სტატიებს მოერიდოს, რადგან მერე ამ კომენტარებს თავად ადრესატებიც კითხულობენ და არის ადამიანური მომენტები, რომელსაც ყველა განიცდის და არის შანსი რომ დაზარალდეს გარკვეულად ბიჭების ურთიერთგანწყობა ან დამოკიდებულება, რაც მთლიანობაში არ წაადგება ნაკრებს! ამიტომ მაინც ვისი გადასაწყვეტიცაა ის გადაწყვეტს და ხალხს აქ ნუ გვაჭორავებთ! დასაწერი და გამოსაძიებელი ისედაც ბევრია და მოდით იმ თემებზე ვიმსჯელოთ! დღემდე ვერ გავიგე ფედერაციის თუ სახელმწიფოს უარი მაკედონიასთან უმაყურებლოდ ჩატარებულ მატჩზე, იქნებ კიდევ ერტხელ ჩავუღრმავდეთ ამას და გავიგოთ, ვისი ჭკვიანური და ბრძნული ნაბიჯით ვერ მოვხვდით ევროპაზე! ნუ მინიმუმ დავკარგეთ ურეალურესი შანსი!
მოკრძალებული აზრი
მე პირადად ამ საკითხს ორი მხრიდან ვუყურებ: ემოციურად და პრაგმატულად 1. ემოციური თვალსაზრისით ფიქრები იქით მიმდის, რომ ვალენსიას მეკარე უნდა იდგეს კარში. თან ახალგაზრდაა და დროზე შევაჩვიოთ ნაკრებს, მასაავითვე ახალგაზრდა ბიჭებსო 2. პრაგმატული მხარე მკარნახობს, ლორიას ჯერ არ ამოუწურავს თავი, 1 წელი მაინც. არ არსებობს საფუძველი სკამზე დასვა კაცი, რომელიც ვარჯიშით იკლავს თავს რა კარგ ფორმაშია. კი ბატონო წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ რეაქცია დაუქვეითდაო, ცალსახად ჯერ არ გვაქვს მაგის თქმის საფუძველი. მგონია რომ 1 წელი მაინც არ შეიძლება მისი ცალსახად სკამზე დასმა და ნომერ მეორედ გამოცხადება. იყოს კონკურენცია რეზიუმე: ორივეს ვათამაშებდი გარდამავალ პერიოდში. მითუმეტეს 4 თამაშია წინ. 2-2 თუ არა, 3-1 მაინც გავუნაწილებდი
ნერაძური
ორივე კარგი მეკარეა ცალსახად, აქ ამაზე არაა საუბარი ვინ უმჯობესია, გიორგის ნომერ პირველობაც მოვა და თუნდაც ეს 1 წლის მერე მოხდეს მისთვისვეა უკეთესი, ჩვენ გვიყვრას კრიტიკა ჰოდა ამისგან მაინც განთავისუფლდება, ახალგაზრდაა და წინ აქვს ოქროს წლები.
ბაჩო
ალავიძე ჯობია ყველას
D
ესპანეთთან ლორიას შეცდომის გამო წავაგეთ, არადა სულ სხვა მუხტით გავაგრძელებდით შესარჩევს, ეგ მატჩი რომ არ წაგვეგო, ყაზახეთთან ლორიას დებილური შეცდომის გამო ბეწვზე გადაგვარჩინა ნავალოვსკის მაკრატელამ, არადა ეგ უმნიშვნელოვანესი თამაში იყო, გავაგრძელო? უყურეთ ნაკრების თამაშებს თავიდან და ნახავთ, რომ ლორია ყველა თამაშში უშვებს ერთ უპატიებელ შეცდომას. ეს არაფერი, ის არაფერი და ასე არ ხდება ძმებო, მაღალი მიზნები თუ გვაქვს, მეკარე უნდა იყოს საიმედო, რაც აკლია ლორიას, 36 წლისაა, მადლობა მას ყველაფრისთვის, მაგრამ კარში მამარდა უნდა იდგეს. არც ერთია ჩემი მტერი და არც მეორე ნათესავი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ მამარდა 3ჯერ დასახელდა მატჩის მეფედ. მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა??? მთელი ესპანური პრესა მასზე საუბრობს, აგერ გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მუშაობენ. სად კვიპროსი და სად ესპანეთი ხალხო??? ლორია კვიპროსში მაინც ყოფილა ერთ სეზონში 3ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშე?
შოთა
დისლაიქი ჩემგან. კი ბატონო, იდგეს მამარდაშვილი, ამაში საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ძაან მაგარი მეკარეა და მაგარი მომავალიც აქვს მაგრამ ლორიას ყველა თამაშში შეცდომებზე ვერ დაგეთანხმები. ბევრჯერ გადავურჩენილვართ და მისი წყალობით მოგვიგია კიდეც.
აკაკი
ვალენსიას ძირითადი მეკარე კიდე 2 წელი სათადარიგო თუ უნდა იყოს და აღარ ყოფილა საშველი. თან ვინ უნდა ამჯობინო 36 წლის ანართოსისის მეკარე?
giorhi
საბედნიეროდ მეკარის პოზიციაზე ფუფუნება გვაქვს, ვისაც უნდა იმან დაიცვას )))) მწვრთნელმა გადაწყვიტოს, გაიხსენეთ ადრე რა მეკარეები გვყავდა. გვარამაძედან დაწყებული ლომაიათი დამთავრებული. იმათთან შედარებით დღეს ნოიერები და კასილასები გვყავს
tura
მამარდაშვილზე უნდა გაკეთდეს
100%
100 %-ით მწვრთნელის გადასაწყვეტი პოზიციაა. ორივე კარგი მეკარეა და ორივეს დაუშვია ბავშვური შეცდომები. (იმედი მაქვს პატარა გიორგი, გამოასწორებს). მთავარი არის მოედნის მოთამაშეებმა მაქსიმალური ეცადონ, გაცვეთილ ფრაზას ვიხმარ, არ დაარტყმევინონ. გოლს ყველა მეკარე უშვებს.
ABCABC
ლორია ახალგაზრდა რო იყო რევიშვილს რატო არ აყენებდნენ :დდ რა ცუდი მეკარე იყო? თამაშობდა კაცი ეტოო-სთან და რობერტო კარლოსთან ერთად მაგრამ მაგარ ფორმაში რო იყო და რო ამართლება კი აყენებდნენ, და მამარდამ რა დააშავა, მეტი რითი დაამტკიცოს ახლა რო ღირსია შანსის მიცემის.
ABCABC
მეგობარო ვერ დაგეთანხმები მაგ შეფასებაში მაგრამ რომც დაგეთანხმო ბეტისთან წააგო რომელიც ლა ლიგის მე-5 ადგილოსანია და არა აეკ ლარნაკასთან რომელიც დინამო ბათუმზე თითქმის 3 ჯერ იაფი გუნდია თუ ეგეთი შედარებები მოგყავს ;) მოეშვით მამარდას, ჩემპიონთა ლიგასაც დადებს და ლა ლიგასაც, მობერდება ტერ შტეგენი ლორიასი არ იყოს :დდდ.
ABCABC
რთულია არჩევნის გაკეთება, მაგრამ რასაც ვუყურებ ახალ გუნდს ვაწყობთ, 19-20 წლის ბიჭები თამაშობენ ნაკრებში და ეგაა ჩვენი მომავალი და ლორიაც მოგვიბერდა, მიუხედავად იმისა რომ კარგი მეკარეა დროა უკვე გადაულოცოს ადგილი მამარდას რომელიც ბევრად უფრო დიდი მეკარე იქნება ვიდრე ლორია ნუ აწ უკვე უკეთესი კარიერა აქვს, და ვინც მაკარიძეს იძახის დააყენეთო რავი აბა კაი ჩემო ძმაო მაგას დავაყენებთ. და ნუ აბრალებთ მამარდას ქედმაღლობას, ან სად ნახეთ რო ქედმაღალია არ ვიცი ეს ხალხი რეებს ხედავს მაგრამ იმას როგორ ვერ ხედავთ რო მამარდა ტოპ ფორმაშია იმას რატო ვერ ხედავთ რო ნიდერლანდების პირველი მეკარე სკამზე დასვა, იმას რატო ვერ ხედავთ რო ამდენი მშრალი მატჩი აქვს იმ ტოპ ჩემპიონატში სადაც საკმაოდ ბევრი გოლი გადის, იმას რატო ვერ ხედავთ რო საუკეთესოდ ასახელებენ სიმბოლურებში. ლორია მაგრად მევასება, მაგრამ მე შოთა არველაძეც მევასება მაგრამ ხო არ უნდა ვათამაშოთ არა. გამოცდილება აქვს ზატო წინაზე ისეთი თავური შეაგდო რავი ქვილითაიას ალბათ ცხოვრებაში არ აქვს ეგეთი გატანილი. დაბერდა ლორია და დროა უკვე ახალგაზრდებმა ჩაანაცვლონ, ბუფონის არ იყოს ეგეც ვერ ხვდება რო ვსო მორჩა კინო. ლაზარეც კაი ბიჭია და გუგეშაშვილიც მაგრამ კარგი რა, მამარდა 3-4 წელში ტოპ მეკარე იქნება მსოფლიოში ასე თუ გააგრძელა. ჯერ კიდევ ლოკომოტივში რო თამაშობდა ვიძახდი რო ეს ბიჭი ბევრს მიაღწევსთქო და აჰა კაცი ვალენსიაშია. ნუ აბრალებთ რაღაცებს, რახან ლორია გევასებათ, ლორია მეც მევასება ნაკრებში მაგარია მაგრამ მაგის გამო მამარდას ნუ ლანძღავთ. ნახეთ ინტერვიუ მისი და დარწმუნდებით როგორი მენტალობისაცაა.
D
მე ყველა ნაკრების თამაში ნანახი მაქვს და არ მახსოვს, რომ ლორიას ერთი მაინც სულელური შეცდომა არ დაეშვას, ზოგი გოლით დამთავრებულა და ზოგჯერაც ბედზე გადავრჩებილვართ. მე თუ მკითხავთ, თუ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი გვინდა, კარში მამარდაშვილი უნდა იდგეს.
guka
ბეტისთან პირადად მამარდაშვილმა წააგო გაბღენძილი რომ არის იმიტომ..ლორიას როგორ ადარებთ მამარდიანს…
ი.კკ
ბოლო თამაშები ლორიამ და კვარამ მოიგო.. თუ არ გახსოვთ გადაახვიეთ. კაცი თამაშობს ამდენი წელია და ერთი მიზეზი თქვას ვინმემ რატო უნდა დაჯდეს სკამზე. შვედეთთან უყურეთ კიდევ ერთხელ თამაშს და ყველაფერი ნათელია
svano magarski
გიორგი-მამარდაშვილი-საუკეტესო-კი-არა,საერტოდ-მაკარიძეს-ვერ-გაუტოლდება-საიმედოობიტ,როგორც-კი-მას-დააყენებტ-ნაკრებში,მაშინ-ეტირება-დედა,ისედაც-დედაატირებულ-ჩვენ-ნაკრებს.როცა-მამარდაშვილი-კარში-დგას,მინიმუმ-სამი-ბურტი-რომ-გაიტანო-ან-შეინარჩუნებ-ანგარიშს-და-ან-არა...დაიხსომეტ,ტუ-ლორიას-მამარდაშვილი-შეცვლის-და-არა-მაკარიძე,რომლის-გამოძახება-მაინც-მოუწევს-იმ-კლინიკურ-იდიოტ-სანიოლის,მაშინ-დაერხევა,ჩვენ-ისედაც-მინძრეულ-ნაკრებს...
luka-s
ლორია არის ძალიან მაგარი მეკარე და ძალიან თავდაბალიც,აი მამარდაშვილი კი იქედნურად იქცევა და ძალიან იბრიქება რაღაც…
American
ლორია ჯერჯერობით, ლორიას რომ გამართლებოდა ბარსას კარში არ იდგმებოდა ტეგენი!
გიორგი
გიორგი ლორიას უდიდეს პატივს ვცემ მაგრამ ძვირფასო სტატიის ავტორო თქვენს პათოსს ვერნაერად ვერ გავიზიარებ, გიორგი მამარდაშვილი ამ დროისთვის საქართველოს საუკეთესო მეკარეა (ყველა დროის თუ არა ) ხუმრობა ხომ არ არის კაცი ლა ლიგის გრანდში თამაშობს, სკამზე დასვა ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი მეკარე სილესენი, ლამის ლა ლიგის რეკორდები მოხსნას კარის მშრალად შენახვაში, ამას გარდა ტურიდან ტურში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ.მაინტერესებს ბევრი გვყავს ასეთი? მე გეტყვით რომ არავინ! თუ გავითვალისწინებთ გიორგი ლორიას ბოლო წუთებზე დაშვებულ შეცდომას ესპანეთთან რის გამოც თამაში წავაგეთ ამ ეტაპზე ვინ როგორ ფორმაში ყველაფერი ნათელია. გიორგი მამარდაშვილია დღეს ნაკრების მთავარი მეკარე ობიექტურად და ფაქტებით!
ქომაგი
ლაზარეც ხალიან მაგარია, ჩემო ძმებო. მე სამივეს უპრობლემოდ ვანდობდი კარს, მაგრამ ჯერ ლორიას თავი არ ამოუწურავს. ასე რომ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომელი დადგეს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
nika
რა ვიცი კი გვქონდა 90-იანებში ეგეთი პრობლემა და უარესიც, ზუსტადაც რომ წინ, მაგრამ მაინც ვერ გვეშველა. მთავარი არის ბალანსი და მარტო თავდახსმა ან დაცვა
nika
მამარდაშვილის შეცდომებამდე, ლორიას შეცდომები არავის ახსოვს? თანაც ბავშვური და ნაკრებშივე, გადამწყვეტ დროს, უფრო დიდი ასაკის რომ იყო. ვინმეს ახლობლობა რად უნდა იმის მიხვედრას, რომ მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატში ძირითადის ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ნაკრებში და არა უცნობ ჩემპიონატში მყოფმა, იქაც რომ არ ათამაშებენ ზოგჯერ. იმიტომ კი არა რომ ბანძია ან არ იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ პრაქტიკა და ფორმაა გადამწყვეტი, თან ლალიგის, ეგაა ნაკრების აზრი, ვინც უკეთეს ფორმაში და პირობებშია იმათ კრებ. კვიპროსის პრაქტიკა რაცაა ჩანდა მაკედონიასთან ფინალში თამაშით.
Amiran
გიბრალტართან მამარდა შეიძლება ძირითადში მიეჩვევა ნაკრებს.ისე რათქმაუნდა ეგ მწვრთნელის პრეროგატივაა.ბათუმი იგებს ჰანდიკაპი კაი შიშიც საქ.
ნონა მამაგეიშვილი
მე ლაზარე კუპატაძეს ვანდობდი, ძლიერია ლაზარე
zaza
ჯერ მაინც ლორია, არავითარი საფუძველი არაა მისი შეცვლის, არაა საჭირო გუნდის არევა..
luka
აქ წერენ მამარდაშვილის ახლობლები ან ვისაც გადაუხადეს და მამარდაშვილზე იძახიან,ლორიას რომ აჯობოს მამარდაშვილმა ჯერ გაერკვეს მეკარეობაში უაზრო გოლები არ გაუშვას..
ამე
ლორიამ კანკავას უნდა მიბაძოს ეხლა დრო წავიდეს ნაკრებიდან და ეს იქნება კარგი საქციელი
ddd
გაბელია რომ დავაყენოთ? ეგ უფრო გამოცდილია. სად ვალენსია და სად კვიპროსი.

მამარდა
David
მიუხედავად ლორიას მიმართ დიდი პატივისცემისა თუ სანიოლს ახალი გუნდის აშენება უნდა მამარდაშვილი უნდა დააყენოს კარში.
აკო
ნამდვილად მასეა. ყველა პოზიციაზე ესეთი პრობლემები გვქონოდეს მხოლოდ მეტი არაფერი.
ზურა
ნურავის ნუ ეწყინება და ლორია პირველი მეკარეა ნაკრებში! საერთოდ ნაკრებს მეკარის პრობლემა ჰქონდა ყოველთვის და გამოჩნდა აკაკი დევაძე,რომელმაც ფაქტიურად მეორედ დაიწყო ფეხბურთელის კარიერა და შეუდარებელი იყო ნაკრებში! შემდეგ ლორია გამოჩნდა,რომელმაც მეკარის პრობლემა მოხსნა და ეხლა მამარდა მოდის! პორტუგალიაშიც არ დაგვავიწყდეს ჩვენი მეკარე,რომელიც ლორიას დროს გამოჩნდა და ფაქტიურად ამის გამო ვერ გახდა პირველი მეკარე.
foodboll
ლორია
შოკირებული გულშემატკივარი
თავდასხმაში რო იგივე პრობლემა იქნება აი მაშინ ეშველება ჩვენ ნაკრებს
L.J .
Loria ra tkma unda ganocdilia da araa eksperimentebis dro...mova mamardas droc
მწვრთვნელი
მწვრთნელის გადასაწყვეტია ამ შემთხვევაში ვინ და რა დროს დააყენოს კარში!
zura222
ნეტავი სხვა ადგილებზეც გვქონდეს ასეთი "პრობლემები"(დაცვაში ნახევარდაცვაში) რომ არჩევანი გვიჭირდეეს !)))
zura222
ორივენიცააა PP
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება