ლუკა მოდრიჩისა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ურთიერთობა გაფუჭდა
ლუკა მოდრიჩისა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ურთიერთობა გაფუჭდა. როგორც დაგეგმილი იყო, 25 წლის ხორვატი „დეზების“ თავმჯდომარე დენიელ ლივის შეხვდა და... კაბინეტის ნერვიულად დატოვება მოუხდა.

მოდრიჩმა ლივის სხვა კლუბში გადასვლის ნებართვა სთხოვა, პასუხად კი მიიღო, რომ მას უმალ სათადარიგოთა სკამზე „დაალპობენ“, ვიდრე 22 მილიონ ფუნტად „ჩელსის“ მიჰყიდიან. მეტიც, ლივიმ მოდრიჩს უთხრა, რომ მას არანაირ ფასად არ შეელევა. მოდრიჩის ყიდვის მსურველებისგან ახალი წინადადების მომზადებას და გაზრდილი ფასის ჩაწერას არანაირი აზრი არ აქვსო, ბრძანა თავმჯდომარემ.

მავანმა შეიძლება იკითხოს, რა შუაშია სათადარიგოთა სკამზე „დალპობა“. მოგახსენებთ: თუ ფეხბურთელს სხვაგან გადასვლა სურს, კლუბი კი არ უშვებს, ლოგიკურია, რომ ამ ფეხბურთელს გუნება წაუხდება და განზრახ ან უნებლიედ ცუდად დაიწყებს თამაშს. ამიტომაც ცდილობენ კლუბები ასეთი მოთამაშეების თავიდან მოშორებას - ვის უნდა გუნდში ცხვირჩამოშვებული კაცი ჰყავდეს და თან ხელფასი უხადოს? თუმცა, ლივის პასუხი სწორედ ამას ნიშნავდა: მირჩევნია სათადარიგოთა სკამზე დაგსვა და ხელფასი გიხადო, ვიდრე გაგყიდოო. იოლი წარმოსადგენია, როგორ ამოვარდება ფორმიდან ფეხბურთელი, თუკი „სკამზე დალპობის“ პროცესი დიდხანს გაგრძელდება. ასე კაცს შეიძლება კარიერა გაუფუჭო.

„ტოტენჰემში“ მომუშავე მავანმა ადამიანმა „სანს“ უთხრა: „თავაზიანობის პერიოდი დასრულდა. ლუკამ შეახსენა ლივის, რომ კონტრაქტის გაფორმების დროს მას პირობა მისცეს, რომ თუ მისი კარიერისთვის უკეთესი ვარიანტი გამოჩნდებოდა, არ დააბრკოლებდნენ. ლივიმ ეს არგუმენტი ყურად არ იღო და მოდრიჩს კატეგორიულად უთხრა, გადი და ჟურნალისტებს უთხარი, რომ „ტოტენჰემში“ რჩებიო. ამაზე ლუკამ უპასუხა, რომ ამას არ იზამს და შეძრწუნებულია იმით, თუ როგორ უტეხეს პირი“.

მოდრიჩის შემდეგი ნაბიჯი ვარჯიშზე მისვლა და მწვრთნელ ჰარი რედნაპთან ლაპარაკი გახლდათ. რაც შეეხება ლივის, ხორვატ გამთამაშებელთან კონფლიქტის შემდეგ ის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, როგორც ჩანს, იცრუა:

„ყველაფერმა ჩინებულად ჩაიარა. ჩვენ შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს. შეხვედრის შედეგი კი ის არის, რომ როგორც ადრეც მოგახსენებდით, ლუკა მოდრიჩი „ტოტენჰემში“ რჩება. თემა ამოწურულად ჩათვალეთ. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ განვაცხადე, რომ ამ ამბავს არანაირი გაგრძელება არ ექნებოდა.

დარწმუნებული ვარ, როგორც კი მოდრიჩი თანაგუნდელებს შეხვდება, დაწყნარდება და ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას. ფული არაფერ შუაშია, სხვა კლუბებმა რამდენიც უნდათ, იმდენი შემოგვთავაზონ. „სფურზი“ თავის საუკეთესო მოთამაშეებს არ ყიდის და მორჩა“.

ტაბლოიდებმა გაიგეს, რომ „ჩელსი“ ხორვატს კვირაში 150 ათას ფუნტს სთავაზობდა, რაც დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმაზე, რასაც „დეზები“ უხდიან. სხვათა შორის, ლონდონში გაფრენის წინ, ზაგრების აეროპორტში, მას ხორვატმა ჟურნალისტებმაც ჰკითხეს, იყო თუ არა მისი „ჩელსიში“ გადასვლის შანსი, რაზეც მან უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია“.

რედნაპმა დასძინა: „ძნელია იმ გიჟურ თანხებთან ჭიდილი, თანამედროვე ფეხბურთში მდიდარი გუნდები რომ იხდიან, მაგრამ ჩვემ მყარად გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს - იმისათვის, რომ გავძლიერდეთ, ლუკა და სხვა ვარსკვლავები უნდა შევინარჩუნოთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა