„არსენალი“ სატრანსფერო ფერხულს ჩამორჩა და, ცუდი ის არის, რომ სანამ ყურებს შეიბერტყავს, ყველა კარგი მოთამაშე გაყიდული დახვდება
წარსულში „არსენალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი, დღეს კი საფეხბურთო მიმომხილველი იან რაიტი მისი საყვარელი კლუბის გარშემო ბოლოხანს განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. საშინლად გულდაწყვეტილი ვეტერანი წერილს ასე იწყებს:

„სამშაბათს, ქუჩაში, „არსენალის“ უცნობმა ფანმა გამაჩერა და მკითხა: შეგიძლიათ, მითხრათ, რა ჯანდაბა ტრიალებს ჩვენი კლუბის თავს? კითხვა უხეშად ჟღერდა, მაგრამ გულშემატკივრების განწყობილებას ზუსტად გამოხატავდა - ხალხი გაღიზიანებული აღარ არის, სასოწარკვეთილია. გაელ კლიშის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას განსაკუთრებულ ყურადღებას სულაც არ დავუთმობდი - ერთი ფეხბურთელის შეცვლა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ, ახლა კლიშის გზას სამირ ნასრიც ადგას. ჰოდა, ერთი გამაგებინეთ, როდის მერე გახდა „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ ფარმ-კლუბი? ახლა ამას დაამატეთ, რომ სესკ ფაბრეგასი „ბარსელონაში“ მიდის და მეტისმეტად სევდიან სურათს მივიღებთ.

როდესაც გუნდიდან კლიშის დონის ფეხბურთელიც კი გარბის, ცუდად არის საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მან იგრძნო - „სიტი“ მომავალ სეზონში რაღაცას მოიგებს და მომენტით ისარგებლა. სხვათა შორის, „არსენალისგან“ განსხვავებით ისტლენდელები ჩემპიონთა ლიგას საკვალიფიკაციო ეტაპიდან არ დაიწყებენ... მანჩესტერის მეორე გუნდმა „იუნაიტედმაც“ დაამტკიცა, რომ მომავალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება - ეშლი იანგი, ფილ ჯონსი და დავიდ დე ხეა იყიდა.

ხელებჩამოყრილი არც „ლივერპულია“ - ჯორდან ჰენდერსონი უკვე გადაიბირა და სტიუარტ დაუნინგის საქმესაც, ალბათ, მალე მოაგვარებს. „ჩელსიმ“ ახალი მწვრთნელი მიიყვანა და ცოტა ხანში ნახავთ, როგორ გააქტიურდება. აი, „არსენალი“ კი ამ სატრანსფერო ფერხულს ჩამორჩა და, ცუდი ის არის, რომ სანამ ყურებს შეიბერტყავს, ყველა კარგი მოთამაშე გაყიდული დახვდება.

როგორც ჩანს, არსენ ვენგერი სხვა გზას ადგას. მან უცხოეთიდან უცნობი ნიჭიერი ფეხბურთელების ჩამოყვანას მიჰყო ხელი და მათ გაზრდას ცდილობს. ეს, ერთი მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, გუნდის გასახდელი გაივსო ბიჭებით, რომლებსაც მასწავლებლის წინაშე ვალში არიან, მაგრამ ვერაფერს იგებენ. „არსენალში“ კაციშვილი ვერ გაბედავს მოუტრიალდეს ვენგერს და უთხრას: შეფ, იქნებ ახლა ასე გვეცადა? ყველა სერიოზულ კლუბს სჭირდება გამოცდილი მოთამაშეების ჯგუფი, რომელიც თებერვალსა და მარტში იკისრებენ პასუხისმგებლობას - ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდები უკვე იფიტებიან და თავიდან სჭირდებათ დამუხტვა, სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩები კი ჯერ წინ არის“.

ამის შემდეგ კი რაიტი ძალიან საინტერესო საკითხს ეხება და ფაქტობრივად ვენგერს უტევს. ის წერს, რომ „არსენალის“ მწვრთნელს არ აქვს ისეთი ფინანსური მხარდაჭერა, როგორიც „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“ და თუნდაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკცებს, რომელთაც მეპატრონეები ახალი მოთამაშეების საყიდლად დიდძალ ფულს აძლევენ, მაგრამ... ნეტავ, ვენგერს იგივე თანხები რომ გამოუყონ, ვის იყიდიდა? უფრო სწორედ, იყიდიდა კი აღიარებულ, გამოცდილ ფეხბურთელს?

„ვეჭვობ, რომ ვენგერი მაინც ძველებურად მოიქცეოდა - წერს „მეთოფეთა“ საამაყო ვარსკვლავი - წავიდოდა და საფრანგეთიდან ან ესპანეთიდან ისეთ ფეხბურთელს ჩამოიყვანდა, რომლის სახელიც აბსოლუტურად არაფერს გვეუბნება“.

რაიტის აზრით, ფაბრეგასიც მიხვდა, რომ ვენგერი წინააღმდეგობას ვეღარავის გაუწევს და ამიტომაც გარბის „ბარსელონაში“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა