„ლივერპულის“ თავკაცმა კენი დალგლიშმა „ბლექპულიდან“ 25 წლის შოტლანდიელი ჩარლი ადამი გადაიბირა
„ლივერპულის“ თავკაც კენი დალგლიშს „ნიუკასლიდან“ იანვარში ნაყიდი ენდი ქეროლის სრულყოფილად ამოქმედების შანსი ეძლევა - „ბლექპულიდან“ 25 წლის თანამემამულე, შოტლანდიელი ჩარლი ადამი გადაიბირა და ამიერიდან პასები მასზეა.

გეხსომებათ, რომ დალგლიში ადამის ყიდვას ექვსი თვეა ცდილობს. მხარეებს შორის თავიდან თითქოს პრინციპული წინააღმდეგობა იყო - „ბლექპულის“ თავკაცი იან ჰოლოუეი გაჯიქდა და იძახდა, რომ ადამი თავისთვის უნდოდა. შემდეგ, „ბლექპული“ პრემიერლიგიდან გავარდა და სიჯიუტესაც ბოლო მოეღო, მაგრამ მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებოდნენ.

ახლა გადაწყდა, რომ მერსისპირელები ზღვისპირელებს 7,5 მილიონ ფუნტს ახლავე გადაუხდიან, მილიონნახევარს კი იმის მიხედვით მისცემენ, გამოადგებათ სქოთი ნახევარმცველი თუ ვერა. ამრიგად, „წითლები“ ამ ზაფხულში მეორე ფეხბურთელს დაიმატებენ - პირველი ჯორდან ჰენდერსონი გახლდათ, რომელიც დალგლიშმა „სანდერლენდისგან“ 16 მილიონად იყიდა.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ ოფისში და სამედიცინო ცენტრში ადამი პირადად დალგლიშმა მიიყვანა - არც მძღოლი გაუგზავნა და არც ხელქვეითები. ახლა, „ლივერპული“ სტიუარტ დაუნინგის საქმეს მიხედავს. „ასტონ ვილას“ 26 წლის მარცხენა გარემარბს ძალიან უნდა „ენფილდ როუდზე“ გადაბარგება, მაგრამ ბირმინგემის კლუბს შეთავაზებული 15 მილიონი ეცოტავება. ეტყობა, მერსისაიდელებს ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ.

და კიდევ ორი ცნობა მერსისაიდიდან: დღეს-ხვალ ლივერპულში „რომას“ მეკარე, 31 წლის ბრაზილიელი დონი ჩავა. ის მზად არის „წითლების“ მთავარი გოლკიპერის, 28 წლის პეპე რეინას თადარიგში დაჯდეს. რაც შეეხება ინგლისის ნაკრების 26 წლის მარჯვენა მცველ გლენ ჯონსონს, მან „ლივერპულთან“ 2015 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა