საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის მოგების ზღვარზეა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ვილნიუსში მიმდინარე ტურნირზე ჯგუფის დარჩენილი 2 შეხვედრაც მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ლიეტუვური “კლაიპედა” ეყოლება.

ქართველებმა სუპერფინალური ტურნირის პირველ დღეს ლიეტუვური “ვილნიუს KM-2005” და ბულგარული “ბუბა ბასკეტი” დაამარცხეს. დღეს კი ჯერ “ვილნიუს KM”-ს, შემდეგ კი ლატვიურ “ლიეპაიას” სძლიეს. პირველ შეხვედრაში ჩერქეზიშვილი-ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 74:66 აჯობა. ჩვენებს გოგიტა ბუკიამ 31 ქულით ულიდერა. 12 ქულა ლუკა მუჯირიშვილმა მიითვალა.

დღის მეორე შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრები ლიდერის – გოგიტა ბუკიას გარეშე თამაშობდა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში მაინც იმარჯვა – 57:54. ბუკიას უთამაშებლობის მიზეზი წინა მატჩში მიღებული დაზიანება იყო. მას ლიეტუვურ გუნდთან მატჩში მეტოქის იდაყვი ცხვირში მოხვდა.

“გოგიტა ბუკიამ ცხვირში ძლიერი დარტყმა მიიღო, თამაში დატოვა და ის კლინიკაში, გამოკვლევაზე წავიყვანეთ – გვაცნობა ვილნიუსიდან ჩვენი ნაკრების ექიმმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა – საბედნიეროდ, მოტეხილობას გადარჩა, თუმცა ჰემატომის გამო ჯგუფის ბოლო თამაშში მისი დასვენება გადავწყვიტეთ. რისკზე წასვლას ჯობდა გოგიტას დაესვენა და ფინალისთვის მზად ყოფილიყო. ის ხვალ, ფინალურ მატჩში მოედანზე იქნება”.

ბუკიას არყოფნაში ჩვენს ნაკრებს ალექსანდრე აბულაძემ ულიდერა, რომელმაც “ლიეპაიას” 19 ქულა ჩაუგდო. 12 ქულა დააგროვა ლუკა მუჯირიშვილმა. ფინალური მატჩი 15 მაისს, თბილისის დროით 13:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

ATP 16
ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი , იმ ყველაფრის გათვალისწინებით , რა კვალიფიკაციის მწვრთნელები მუშაობენ ბავშვებთან . არ შეიძლება მხოლოდ მაღლების და ფარქვეშა კალათბურთის თამაში , ეგ გასული საუკუნის სტილია , რომელსაც აღარავინ იყენებს , ევროპული კალათბურთიც გადავიდა უკვე პერიმეტრის მაქსიმალურად დატვირთვაზე . ჩვენ ვერ ან არ ვზრდით გამთამაშებლებს და ეს ყველა ასაკობრივ ნაკრებს ეტყობა , ეროვნული ნაკრების ჩათვლით . არადა , თუნდაც ამ ასაკსი , რამდენიმე ძალიან კარგი გამთამაშებელი გვყავს , თუმცა ნაკრებს არ აკარებენ , აქ სულ პარლამენტარებისა და ბიზნესმენების შვილები თამაშობენ . მასე გააგრძელეთ , ძალიან წინ წავალთ !!!
მოა
ფინალის სტატისტა რომ ნახოთ გამოიტანთ დასკვნას..6 ასისტი 3 ბავშვი 0 წუთი დანარჩენები წუთები ბევრი მაგარმ ქულები 0. რას ვეძებთ და რა გვინდა საერთიდ თუ ვხვდებით...ასე გვინდა კალათბურთის განვითარება...როდის უნდა მორჩეს ეს ყველაფერი...
მოქალაქე
ფინალი წააგეს და ორი ბავშვით თამაშს ვერ მოიგებ...ისეთი ბავშვების წაყვანა რათ უნდოდათ რომლებიც ფინალში არ გამოგადგებოდათ 4 ბავშვმა საერთოდ არ უთამაშია,მათ მაგივრად ისეტები რომ წაგეყვანათ ვინც გამოგადგებოდათ,იქნებ ფინალიც მოგეგოთ....
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა