ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო
კარლო ანჩელოტის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც "არსენალს" ოქროს ისტორია აჩუქა [VIDEO]
კარლო ანჩელოტის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც "არსენალს" ოქროს ისტორია აჩუქა [VIDEO]
" არ მეგონა, რომ ანრის შუაში თამაში შეეძლო. მას არასოდეს უთქვამს, რომ ეს გამოსდიოდა", - ვკითხულობთ ფილიპ ოკლერის წიგნში "მარტოხელა მწვერვალზე".
"ტიერი ანრი, ალბათ, ყველაზე ნიჭიერი დაჯილდოებული ფეხბურთელია, ვისაც ეს მშვენიერი თამაში უთამაშია" - ზინედინ ზიდანი.
პრემიერლიგის დიდების დარბაზის პირველი წევრის, ანრის გზა არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. იგი იტალიაში ისეთმა მწვრთნელებმა დაიწუნეს, როგორებიც არიან: კარლო ანჩელოტი და მარჩელო ლიპი.
ტიერი 1977 წელს პარიზის გარეუბანში, კერძოდ, ლეს ულისში დაიბადა. იგი პატარაობიდანვე მთელ დროს ფეხბურთის თამაშში ატარებდა. ადგილობრივ გუნდს 13 წლის ასაკში შეუერთდა. პატარა ფრანგი ბიჭუნას ნიჭი უყურადღებოდ არავის დარჩენია. ამიტომ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს 15-წლამდელთა გუნდში.
"კლერფონტენის" აკადემიაში ყოფნისას "მონაკოში" პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. სწორედ ამ პერიოდში იწყება დიდი სიყვარულის ისტორია, მამაშვილური სიყვარულის, როგორც თავად ტიერი ანრი უწოდებდა არსენ ვენგერს. ალბათ, 1994 წელს ვერავინ იფიქრებდა, თუ რის შექმნას შეძლებდა ერთად 2 ფრანგი გენიოსი. როდესაც სიტყვა " მოსწავლე და მასწავლებელს" ვკითხულობ ან ვიგებ, პირველ რიგში, ყოველთვის ეს ორი ადამიანი მახსენდება. მათი საბოლოო განშორება არ იყო იდეალური, თუმცა დაბრუნება ისტორიული და ამაღელვებელი გამოდგა. "ემირეითს სთეიდიუმზე" მისი "ლიდსთან" გატანილი გოლი, ალბათ მაყურებელს ჟრუანტელს ჰგვრის, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
ტიერი ანრის მშობლებს მის მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ. მამა ანტუან ანრი ფიქრობდა, რომ იგი აუცილებლად ფეხბურთს უნდა გაჰყოლოდა, დედა კი მიიჩნევდა, რომ "ტიტის" უნდა ესწავლა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთელმა არცერთ მშობელს დაწყვიტა გული და სკოლაც წარმატებით დაამთავრა, საფეხბურთო კარიერა კი - შთამბეჭდავად.
1996 წელს ფრანგმა გარემარბმა არსენ ვენგერის მწვრთნელობის პერიოდში ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიგო. მისი პირველი სანაკრებო დებიუტი 18-წლამდელთა გუნდში შედგა, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 7 გოლი გაიტანა. 1998 წელი კი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მან თავისსავე ქვეყანაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.
სანაკრებო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ტრიუმფიდან 1 წლის შემდეგ დადგა ახალი გამოწვევის დროც, 10.5 მილიონის სანაცვლოდ ტიერი ანრი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა. ტურინელთა რიგებში საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწია, ხშირ შემთხვევაში არ ყოფილა პირველი არჩევანი და რაც მთავარია, ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო მისი ყველაზე ძლიერი თვისების, გოლეადორობის ნიჭის დანახვა. ფსიქოლოგიურად წნეხი გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი მარჩელო ლიპიმ კალათბურთელს შეადარა და არა ფეხბურთელს. ამ პერიოდში მის მენტალურ მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიადგა. ერთ-ერთი თამაშის შემდეგ სპორტსმენის ძველი მწვრთნელი არსენ ვენგერი "ტიტის" მოედანზევე გაესაუბრა, სადაც "არსენალში" გადასვლა შესთავაზა. გადამწყვეტი აღმოჩნდა სიტყვები: "მე შენ ფორვარდად გათამაშებ". 16 თამაშში 3 გატანილი ბურთი - ასეთი სტატისტიკით დაემშვიდობა "მეთოფეთა" მომავალი ლეგენდა ტურინულ გრანდს და 11 მილიონის სანაცვლოდ ლონდონურ გუნდს შეუერთდა.
"ის იყო ფანტასტიკური და ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - ჯონ ტერი.
"არსენალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც ჯამში "მეთოფეთა" რიგებში 228 გოლის გატანა შეძლო, უამრავი ახალგაზრდის, მათ შორის, ჩემი კუმირიც გახდა. იგი აუღელვებლად ესხმოდა თავს მეტოქეთა გუნდის მცველებს და ასევე აუღელვებლად ამთავრებდა მომენტს. მისი სირბილის მანერა და ბურთთან მოქმედება დღემდე უამრავ ადამიანში ნოსტალგიას იწვევს, რადგან დღევანდელ ფეხბურთში ასეთი მოთამაშის პოვნა თითქმის შეუძლებელია. "არსენალში" 2 პრემიერლიგა და 2 FA თასი მოიგო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ოქროს პრემიერლიგა, ანუ წაუგებლად მოგებული ჩემპიონატი, რომლის გამეორებაც დღემდე ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. ამასთან ერთად, ვახსენოთ პრემიერლიგის "ოქროს ბუციც", რომელიც ფრანგმა ვირტუოზმა 4-ჯერ მოიგო.
მისი დონის ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდებოდა ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც, რაც "არსენალში" იმ დროს შეუძლებლად მოჩანდა, რადგან გუნდი ახალი სტადიონის აშენების გამო ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ფსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდა. შესაბამისად, "ლონდონის მეფე" 2007 წელს 24 მილიონის სანაცვლოდ "ბარსელონაში" აღმოჩნდა.
"ჩვენ ის ბევრად ადრე უნდა შეგვეძინა" - განაცხადა ჟოან ლაპორტამ.
ლა ლიგის პირველ სეზონში ანრიმ 12 გოლის გატანა მოახერხა, შემდგომ კი თამაში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ განაგრძო. მართალია, ვერ შეძლო ისეთი ფეხბურთის თამაში, როგორც ინგლისში, თუმცა 2009 წელს "ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტის შემდეგ, 2011 წელს უკვე ლეგენდად წოდებული ტიერი ანრი ამერიკისკენ გაემართა და მლს-ის მოქმედ ჩემპიონ "ნიუ-იორკ რედ ბულსში" გადავიდა.
სტილს არც აქ უღალატა. ალბათ, ყველას გვახსოვს მისი გატანილი გოლი კუთხურიდან "ქოლუმბუს ქრიუს" წინააღმდეგ. 5 გატარებული სეზონი "ოცნების ქალაქში" და იმდენივე რაოდენობის გოლი (51), რამდენიც ნაკრებში.
მისი ამერიკული ვოიაჟი ალბათ იქნებოდა ისეთი ჩვეულებრივი, როგორც ლეგენდების უმრავლესობის, თუმცა 2012 წელს მეფე ლონდონში ბრუნდება, შემოსვლიდან 12 წუთში, 12-ნომრიანი მაისურით, "ლიდსის" წინააღმდეგ გამართულ მე-12 შეხვედრაში, ანრის საკუთარი გუნდი წინ გაჰყავს, სტადიონი მომენტალურად ფეთქდება. მეფე მაგიურად დაბრუნდა. გატანილი გოლის შემდეგ ფრანგმა არსენ ვენგერთან მიირბინა და ჩაეხუტა. სავარაუდოდ, ეს იყო მიღებული შანსისთვის გამოხატული მადლიერება. დიდი ალბათობით, "მეთოფეების" ქომაგს ეს კადრები თვალებიდან არასდროს ამოუვა, როგორც საკუთარი გუნდის ოქროს წლების წარმომადგენლების ერთ-ერთი ბოლო ჩახუტება.
ტიერი ანრი - ლიდსი
დღეს იგი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. მოვა დრო და ის აუცილებლად გახდება "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, მეფე სამფლობელოში კიდევ ერთხელ დაბრუნდება...
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა
• ადამიანი
ძალიან ნიჭიერი და ერთერთი იმათგანი,ვის ბგამოც ფეხბურთს უყურებენ,იღონდ ,,ფრანგი ბიჭუნა" ?????? ხო,ნუ ძაან სვესტსკი ლიბერასტიზმის ,,პონტში",არა?! შენა ,სულმნათი დუმბაძე მარატიკაზე რომ წერდა, ,, ბნელი" იყო,არა?! ,,ვაფშე დუმბაძე იცით,თუ დეისაძეზე ხართ გაჭედილები?!
• უვიცი
საოცარი ადამიანი, ნამდვილი ჯენტლმენი და შეუცდომელი პიროვნება მოედანზე. ალბათ რთულია ამ სიტყვების გაგება სხვებისთვის, მაგრამ ანრი იყო ის, ვინც ჩემი არც ისე ადვილი ბავშვობა სასწაულად გადააქცია, მადლობა ტიტი!!!
• ზურა
მბაპე და სხვა დანარჩენები. ე.ი მესი და რონალდო სხვა დანარჩენია და თავხედი მბაპე მწვერვალი...
• maroko
მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ და ყველაზე დიდი ნერვიულობა არსენალის წინააღმდეგ თამაშებზე მიწევდა. (ჩემდა სამწუხაროდ ბევრჯერ გაუმწარებია ანრის იუნატედი)
• ქომაგი
ანრი და ბერგკამპი: საფეხბურთო ესთეტები! ამათი დუეტის თამაში ყურება ერთი სიამოვნება იყო, ჰაეროვნად თამაშობდნენ საოცარ სისწრაფეებზე!
• L.J .
Lipis pativs vcem2006 msoplio chempiobobistvis ,magram arasdros damaviwydeba Baggios rogor eqceoda karg dros wavida henry sheidzleba erti legenda dachagryliyo da misi magia ar gvenaxa
• სოსო
თითქოს მიწას არც ეხებაო,ისე მსუბუქად დარბოდა და ბურთზეც, ასევე მსუბუქად მუშაობდა
• ნერაძური
ანრი იმ ფეხბურთელთა კატეგორიიდანა, მტრის ბანაკშიც რომ პატივს სცემდნენ, დღეს კი ზოგადად დეფიციატშია საფეხბურთო სამყარო, არსებობს მპაბე და სხვა დანარჩენნი.
• ფეოლა-ს
ეჰ, კაიამახალგაზრდობა ფეოლა. ჩემთვისბავშვობა ყიფიანთან და ზიკოსთან ასოცირდება :)
• ფეოლა
ეგრე რაააა, მოგვენატრა საინტერესო სტატიები. ბავშვობა გამახსენდა, მადლობა ავტორს. ანრი იყო ფენომენალური ფეხბურთელი, მთელი ეპოქა შექმნა.
• ATP 16
ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სტილით მოთამაშე ფეხბურთელი , ძალიან დიდი და თავისი სათამაშო მანერით ალბათ ერთადერთი , ძალიან აკლია დღეს ფეხბურთს მსგავსი ინდივიდუალური შესაძლებლობების მოთამაშეები , რაღაცით მბაპეა ხველაზე ახლო მის სტილთან .
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ტელევიზიით გამაკრიტიკა, მეორე დღეს კი პსჟ-ს ვარჯიშს დაესწრო და იცით, რა მითხრა?" - მაურისიო პოჩეტინომ ტიერი ანრიზე ისტორია გაიხსენა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"ამ გუნდის მსგავსი ღრმა შემადგენლობა არავის ჰყავს" - ტიერი ანრი
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
[PHOTO] ანრის მოულოდნელი პასუხი და სასაცილო გრაფიკა - ფრანგმა ლეგენდამ პსჟ-იდან "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
"ბინძურ სარეცხს საჯაროდ არ ფენენ" - ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"არსენალით" იყო შეპყრობილი და ამიტომ გაათავისუფლეს" - ცნობილი ბრიტანული გამოცემა ტომას ფრანკზე წერს
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა