საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს; ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

GFF

War
რუსკი კარაბლ...
ლევან მაღლაკელიძე
ბერიძე მაგარ ფორმაშია და რატო არაა ნაკრებში? ისევ გრძელდება უსამართლობა?
Winter
ბექა მიქელთაძე ნაციაო ვიღაცამ დაწერა, ყველაფერში თქვენს ბინძურ პოლიტიკას რატომ რევთ, რადგან მთავარ არხზე ჩაერთო ესე იგი ნაცია? ხვიჩას ტვინი წაუღეთ რუსეთუმეს ძახილით და კანდელაკთან შედარებებით. მაგ დღეებში რაც ხვიჩას აკადრეთ იმას ვერ ჩამოირეცხავთ ვერასდროს, რაც არუნდა სიყვარულები უგზავნოთ ახლა!! ნუთუ ჩვენი საზოგადეობის დონე მეტს ვერ ქაჩავს? ხვიჩა და ბექა საუკეთესო მეგობრები არიან ცნობისთვის. დაანებეთ ადამიანებზე პოლიტიკური იარლიყების მიწეპებას თავი და ბიჭებს ფეხბურთის თამაში აცადეთ! ყაზაიშვილთან რაგინდათ? ერთი დაწერს და აყვება ყველა, საკუთარი აზრი არავის გააჩნია ამ ქვეყანაში. მართლა გგონიათ რომ ფრანგი მწვრთნელი თქვენსავით ვიწროდ აზროვნებს და ნაც-ქოცობის მიხედვით იძახებს ნაკრებში ხალხს?
David
ოქრიაშვილს მოედნის მიღმა ქონდა დისციპლინის პრობლემები და მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა. ყაზაიშვილს უკან ჩასვლა და დაცვის მიხმარება ეზარება, სხვები თავ პირს იმტვრევენ და ეგ წინ დადის პასის მოლოდინში. ეს აქვს გამოუსწორებელი თვისება
ალექს
როგორც არ უნდა აკრიტიკოთ,თუნდაც სამართლიანად,სხვადასხვა მიზეზების გამო ოქრიაშვილს და ყაზაიშვილს ნაკრებში გატანილი აქვთ ჯამში 24 გოლი, შესაბამისად 13 და 11! მე-4 და მე-7 ადგილზე არიან ნაკრების საუკეთესო გოლეადორთა შორის და ჯერ კიდევ შეუძლიათ უფრო მაღლა ასვლაც! ჰოდა, ეს სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს რამდენად საჭირო არიან ნაკრებში.
გოგა
ოხ დაიწყეს უოვე ქართველმა პროფესორებმა, პროფესორობა:) 50 კაცისთვის, რო დაეძახა მაინც გამოიგონებდნენ ვიღაცას კიდევ ჩვენი პროფესორები, ვინც ნაკრების დონეა, ყველა გამოიძახა ამ კაცმა და ნახევარმცველებიდან ვისაც დაუძახა, ყველა სჯობს ბერიძეს
აფხაზეთი საქართვრლოა
მე მგონია რო, მთლად სანიოლი არ არჩევს ვის გამოიძახებს და ვის არა და ეს ძაან ცუდია.ნაკრეებში გამოძახება ნიშნავს კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეს და არა იმას 5 ან 10 წლის უკან რო კარგ ფორმაში იყო. შესაბამისად გამიკვირდა ბერიძის და მოქელთაძის არ გამოძახება!ტიპმა იფრინა ავსტრალიაში და არა მგონოა საქართველოს ჩემპიომატი ჯობდეს ავსტრალიის ჩემპიონატს. ან ვოლკოვი რომელოც ძაან მოძრავი თავდამსხმელია,ტიპი "ჟილკით" თამაშობს ნაკრებში. განვმეორდები და ვოტყვი რო არამგონია მარტო სანიოლს შეერჩია ეს ფეხბირთელები,ფედერაციიდან არის აშკარა ჩარევა რაც არააა კარგი.
შავი კაცი
ოქრიაშვილს აქ მგონი პირადი ინტერესების გამო ლანძღავენ ან ფლაშკორეზე უყურებენ ნაკრების თამაშს.. კარგით რა არ გცხვენიათ ოქრი ნაკრებში თუ არაა საჭირო და კვარა აბა გამოდის მაგრად უყურებთ ნაკრების თამაშებს!!! რომელი თამაში ჩააგდო ოქრიმ ნაკრებში??? უაზრო კრიტიკას და ლანძღვას მოვეშვათ ძალიან გთხოვთ...
გუკა
ოქრიაშვილის, ერთი ჩაგდებული თამაში მითხარი ნაკრებში?! კვარას შემდეგ, ტიპი საუკეთესოა!!!
გუკა
ოქრის, კვარას და დავითაშვილის, იმედი მაქვს პირველ რიგში!!!
ფეხბურთის გულშემატკივარი.
ნაცი ყოფილა და არა ფეხბურთელი. რატომ უნდა მიიწვიონ?
geo
მარა ბექა მიქელთაძეს არ მიიწვევენ ნაკრებში იმიტო რო ნაცია დდდდდდდდდდდდდდდ
geo
The Nigel Boogaard 2021/22 წლების საუკეთესო მოთამაშე ბექა მიქელთაძე გახდა.ბექა მიქელთაძე და დანიელ პენია A-Legues All-Stars-ში აირჩიეს ბარსელონას წინააღმდეგ 25 მაის
ემიგრანტი
ყველა მწვრთნელი ამბობს უთამაშებელ ფეხბურთელებს არ გამოვიძახებო მაგრამ აკეთება საპირისპიროს და იძახებს გამოუძახებელ ფეხბურთელებს რაც ძაან ცუდია ნაკრები ტრამპილად არ უნდა იყენებდნენ კლუბში უნდა ამტკიცებდნენ რომ ნაკრებში თამაშის ღირსები არიან .... წარმატებები ნაკრებს
Sxalteli
კობახიძე ბათუმის დინამოს დონისაც არაა, ჩანკვეტაძეს 5 წუთსაც არ ათამაშებენ, ყაზაიშვილი ვეტერანთა ნაკრებში შეიძლება... არც ოქრიაშვილის უკვე სანაკრებო.... ვოლკოვი რატომ დაიწუნა? ალთუნაშვილი ძალიან კარგია, მამუჩაშვილი კი უნივერსალი.
ATP 16
ხშირად არ ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატს და ნამდვილად ვერ ვიტყვი ადგილობრივები ვინ შეიძლებოდა გამოეძახებინა , თუმცა შარშანდელიდან მოყოლებული მამუჩაშვილის გვარი სულ მესმის და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი იყო ბათუმის წარმატების . ასევე შემიძლია ვთქვა ბერიძეზე , ეს ბიჭი სულ თამაშობს თავის კლუბში და ერთ-ერთი საუკეთესოა და არც ნაკრებში არაფერი გაუფუჭებია როცა იყო და ნამდვილად იმსახურებს გამოძახებას . გვილია , ქვილითაია, ოქრიაშვილი , დვალი- პენსიამდე რომ საერთოდ არ მოუწიოთ თამაში , მაინც სულ უნდა იყვნენ გამოძახებულთა სიაში ?
Jaba
ფლამარიონი როგორ უნდა გამოეძახებინა, ჯერ არაა საქართველოს მოქალაქე.
კახა ქ.
თავის საქმე თვითონ იცის,მაგრამ ერთი შეხედვით,აშკარაა რომ ზოგ-ზოგიერთი ფეხბურთელი აშკარა პროტექციითაა ნაკრებში მოხვედრილი(არ მინდა შეგნებულად რომ ჩამოვთვალო და აშკარა უსამართლობით არ არის ნაკრებში რამოდენიმე,თავის ადგილზე ნამდვილად უკეთესი მოთამაშე) ასეთი რამ,მარტო ჩვენთან ხდება.
ლუკა
ფლამარიონი ჯერ არ შეუძლიათ ნოემბრამდე უფლება არააქვთ
ნუკრი
ვინც ყაზაიშვილს ლობირებს ნაკრებში აღარ მობეზრდა მოძუნძულე ჩამრგვალებული კაცის ყურება მოედანზე?აღარც უნდა და აღარც შეუძლია,ძალაზე ხართ,ჩვენ რაღას გვერჩით,რატომ გვიშლით ნერვებს?ბერიძე 10 თავით ჯობია.ან ერთ ადგილზე მოტრიალე და უკან პასის ოსტატი ოქრიაშვილი რად გინდათ?დამთავრდა მაგათი ფეხბურთი რით ვერ გაგეთ.
დიმა
ბერიძე და მიქელთაძე იმსახურებენ ნაკრებში თამაშს
მაგაზე თქვეს
5 წლიანი უწყვეტი კარიერა კარიერა უნდა ჰქონდეს იმ ქვეყანაში, ვისი სახელითაც თამაში უნდოა. როტორში რომ იყო განათხოვრებული, მაგის ექმნება პრობლემა. (მგონი კარიერა დაიწერა და ბინადრობა როგორც მახსოვს)
ჯაყო
ბერიძეზე ვოლკოვზე და ალთუნაშვილზე გაგვცეს სანიოლმა პასუხი 3ივე ბიჭს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და იძახებენ სკამზე მყარად მჯდომ ხალხს ეს შემთხვევითობაა ვითომ თუუუუუ????? აი ამიტომ არაფერი არ ეშველება საქართველო
soso
აი ხიზანიშვილის სია,ოჯახის ახლობელს ეძახის და საუკეთესოს ტოვებენ,ბერიძეს არ იძახებენ..უთამაშებელ ქვილითაის და გაურკვეველ ოქრიაშვილს იძახებენ..რსტომ გონია ამ ხიზანიშვილს ნაკრები თავისი?
Gaguuu
დასვით კითხვა ფლამარიონი რატომ არაა ხომ მიიღო უფლება თამაშის ან ჩამშლელის პოზიციაზე ფალავანდიშვილმა რა დააშავა თუ არ ათამაშებს შეკრებაზე მაინც აიყვანონ და დააკვირდნენ ქვილითაიას 3 თვეა არ უთამაშია და ნაკრებშია დვალს მთელი მეორე სეზონი არ უთამაში და საერთოდ განაცხადშიც არ აყენებდნენ და გამოძახებულია ეს რა ჩაბჟირება იციან
ალეკსანდრე
ფლამარიონი და ბერიძე გამოეძახა
zaza
აზაროვი და ჩაბრაძე საქართველოში ვერ თამაშობენ მაღალ დონეზე და ნაკრებში რას იზამენ, დილასთან ღუდუშაურმა და საბურთალოსთან გოჩოლეიშვილმა ბავშვივით ატყუებდა აზაროვს და ნაკრებში გაუჭირდება. გოჩოლეიშვილი მომწონს კარგი ბიჭია და მეგონა მაგას გამოიძახებდა, კვარასაც კარგად დაუდგა და შეტევაშიც კარგად ერთვებოდა. ჩაკვე კარგია რომ გამოიძახა და სანაკრებო შეკრებაზეც, ვნახოთ როგორ გამოავლენს თავს შეკრებაზე. მამუჩაშვილი ბათუმში მშვენივრად თამაშობდა მარჯვენა მცველად და არაა გამორიცხული ის დააყენოს. ფლამარიონზე რა ხდება, ფაქტია რომ ბათუმის ლიდერია და კვარასთან მაგრად აწყობენ, ალბათ ვერ მოაგვარეს მოქალაქეობის პრობლემა თორემ გამოიძახებდნენ. ბერიძის არგამოძახება გამიკვირდა, მშვენიერი სეზონი ჰქონდა და იმსახურებდა შეკრებაზე ყოფნას.
ხომ ერა
ალთუნაშვილზე გეთანხმები. იმის ფონზე , რა მდგომარეობაც გვაქვს ცენტრში - ეგ ბიჭი შანსს ნამდვილად იმსახურებს. ძაან მომწონს მისი თამაშის სტილიც და მოედნის ხედვა
კირკიტა
ბექა მიქელთაძე რატომ არ გამოიძახა?! ავსტრალიის ჩემპიონატის ბომბარდირია და სხვა რაღა უნდა გააკეთოს ამაზე მეტი?!
ხომ ერა
ბერიძეს დიდი პატივისცემა, მაგრამ ნაკრებში რამდენჯერაც ათამაშეს, შანსი ვერ გამოიყენა, ვოლკოვმა აშკარად მოუკლო გატანას… ყაზაიშვილის ერთადერთი პრობლემა ის არის , რომ შორიდან უწევს ჩამოსვლა, თორე მსგავსი კლასის ფეხბურთელი ამ ეტაპზე არ გვყავს. დანარჩენს რაც შეეხება - მთლიანობაში აბსოლიტურად სამართლიანი სიაა. ერთი ეგაა , რომ ბიჭებს ბევრს პრაქტიკა აკლია. კარგია, რომ გიბრალტართან გვაქვს პირველი თამაში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
არტ
ვინ ყავს ამისთანაპატრონი ფედერაციაში ამ ყაზაიშვილს? რა უნდა ნაკრებში გამაგებინეთ ერთი. ბერიძე-ზივზივაძის წყვილი შესანიშნავი იქნებოდა. რატომ არ არის ბერიძე შემადგენლობაში? სადაა ალთუნაშვილი?
მირო
არ ვიქნები ორიგინალური და ბერიძე ნამდვილად უნდა ყოფილიყო,მაგრამ ვფიქრობ ვიღაცის მაგივრად პირველი მაგას დაუძახებს,ალთუნაშვილი უნდა გამოეძახა თუ ჯაბას შემცვლელს ვეძებთ მაგ ბიჭის ნაკრებიდან ასე შორს ყოფნა არ შეიძლება,
მწვრთვნელი
ბერიძე რატომ არ გამოიძახა!? მშვენიერი სეზონი ჩაატარა კაცმა უნგრეთში ზივზივაძესთან ერთად!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ამ გიორგი ბერიძეს რას ერჩიან. ზოგ გამოძახებულზე მეტად ეკუთვნის სიაში ყოფნა
რონი
ვოლკოვი რატომ არაა რას გადაეკიდნენ ამ ყაზაიშვილს სირბილი აღარ უნდა ხო ხედავთ?????ან რო ათამასა რა ქნა??? ერთი ნორმალური ჯარიმის დამრტყმელი არ გვყავს არაბიძე მაგისთვის მაინც იყოს ნაკრებში?!
beqa
ხვიჩა და ფლამარიონი კარგად აგორებენ უგებენ ერთმანეთს
მეზღვაური
რა ჩაკვეტაძე?? ბერიძე,რომელსაც პროდუქტიული სეზონი ჰქონდა უნგრეთში და კარგ ფორმაშია,ის არ გამოიძახა და ჩაკვეტაძეს იძახებს?? ან სადაც მექვაბიშვილი და მამუჩაშვილია გამოძახებული იქ ალთუნაშვილი რატომ არაა? ის უფროა საყრდენი ნახევარმცველი ვიდრე დანარჩენი 2 და უფრო გვიჭირს ამ პოზიციაზე. ან ეს ყაზაიშვილი რით ვერ დასრულდა? ამოწურა ამ ადამიანმა საკუთარი თავი უკვე,ვეღარ იღებს სიამოვნებას ფეხბურთით და აღარც იკლავს დიდად თამაშით თავს არც კორეაში და აღარც ნაკრებში და იყოს სამხრეთ კორეაში,რაღას იძახებთ? აღარაა მოედანზე მოსიარულე ხალხის დრო ნაკრებში,მითუმეტეს შეტევაში..
777
მადლობა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძის გამოძახებისათვის.
ქუთაისელი
ფლამარიონზე დაწერეთ, ან მომეცით კობიაშვილის და სანიოლის მობილური და მე შევეკითხები...
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?