შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპის ამოცანა წარმატებით გადაჭრა - გუნდმა ჩემპიონშიფის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაიბევა ადგილი ინგლისის რანგით მეორე ლიგაში. რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში "ვეფხვებს" გაცილებით მაღალი მიზნები ექნება...

49 წლის სპეციალისტი ახლა საქართველოშია და, რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით. "ჰალის" დღევანდელობასა და მომავლის გარდა, ვილაპარაკეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც, რომელსაც ივნისში ერთა ლიგის უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩები ელის...

- "ჰალში" სეზონის მიმდინარეობისას მიხვედით. ასეთ დროს ყოველთვის რთულია მწვრთნელისთვის, ბოლომდე მოახდინოს საკუთარი იდეების რეალიზება. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საამსეზონო ამოცანა შესრულდა...

- მგონი, არ არის მაინცდამაინც ბევრი სალაპარაკო განვლილ ეტაპზე. რა შეიძლება ითქვას?.. შედეგი იყო მთავარი და შევძელით, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე დაგვებევებინა ადგილი ლიგაში. მწვრთნელს შეუძლია ახალი ენერგია და მოტივაცია მისცეს ფეხბურთელებს... თუმცა დრო მაინც მცირე იყო. მაგალითად, ისე მოხდა, რომ ჩავედი, ჩავატარე ორი ვარჯიში და გუნდი თამაშზე გავიდა... საბოლოოდ, პირადად ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო...

- ველით, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" გაცილებით ძლიერი და ამბიციური გუნდი იქნება. ალბათ, იქნება საინტერესო ტრანსფერები... რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?

- ასე მარტივიც არ არის... ჯერ გასარკვევია, ვინ მიდის, ვინ შეიძლება მოვიდეს... ეს რომ გაირკვევა, მერე უფრო ადვილად ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება...

- ამბობენ, შოთას თავის გუნდში ქართველი ფეხბურთელები შეგნებულად არ მიჰყავსო. "ჰალში" როგორ იქნება ამ მხრივ საქმე?

- აი, ხომ შესწრებიხართ ასეთ საუბარს და, ალბათ, თქვენც ჩართულხართ პოლემიკაში... მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია... ვინ წავიყვანო?

- რა შეიძლება ითქვას ჩემპიონშიფის თაობაზე? ფაქტია, ძალიან სპეციფიკური ლიგაა, გადატვირთული გრაფიკით, ცხრილში სიმჭიდროვით, თანაბარი დონით...

- ხომ იცით, როგორ არის - ფეხბურთელს ხშირ ვარჯიშს ხშირი თამაში ურჩევნია. ასევეა მწვრთნელიც. თამაში, მერე მისი ანალიზი და ისევ თამაში... ძალიან საინტერესოა ასეთი გრაფიკი. რა თქმა უნდა, ეს დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

- დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებს. ეს ამოცანა დგას კლუბის წინაშე?

- ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ათეულში სტაბილურად ყოფნა არის ძალიან კარგი შანსი, რომ თუნდაც პლეი-ოფში მოხვდე. აქ ძალიან პატარა დისტანციაა.

- "ჰალის" გულშემატკივრებზე ცალკე უნდა გკითხოთ. მატჩებისას ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ უჭერენ ისინი გუნდს მხარს...

- ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, უზომოდ უყვართ გუნდი, გვერდში გვიდგანან... შესანიშნავი, თბილი დამოკიდებულება გვაქვს...

იხილეთ გაგრძელება

კირკიტა
ჟურნალისტს უსვამს რესპოდენტი კითხვას - "მითხარი, ვინ წავიყვანო?" და ჟურნალისტს პასუხად ერთი ფეხბურთელიც არ გაახსენდა. შეკითხვა "გაატარა". მწვრთნელი იმისთვისაა, რომ ტალანტი დაინახოს. ტალანტები ბევრია. ხვიჩაც რუსთავის გუნდიდან "წაიყვანეს" თავის დროზე და კი არის ახლა "ნაპოლის" ფეხბურთელი. ახლა დიდი ბოდიში და "სერია ა"-ს და ლა ლიგას ფეხბურთელები ჩემპიონშიპის გუნდში რომ არ წავლენ, ხომ ცხადია და რა საჭიროა ამ რიტორიკული კითხვების დასმა?!
ლაშა
სასაცილოანდათ პირდაპირ. ვინ მისცემს მაინცდამაინც კვარას და მამარდას ან რა უნდათ მათი დონის ფეხბურთელს მაჩანჩალა ჰალში?! ეჰ შოთი, შოთი...
კაპიტან გარდენბურგი
ეხლა დამვლოკავთ, მარა თქვენ მაინც იცოდეთ- სწორედ ეს არის ის მარაზმი, რატომაც ამ კაცის დტოინდელმა ნაკრებმა ჩაისვარა!!! ვინ წავიყვანოოო, შევარცხვინე ეს ნა÷ქვამი. ვინა და ზურიკო!! მამარდაშვილს იმ ჯიგარმა აგენტმა გაუკეთა და ვალენსიის სკაუტების დამსახურებაა, თორე მეტი არაა ჩემი მტერი ამას წაეყვანა ლოკომოტივიდან იგივე კიტეიშვილი ჩახევს მთელ მაგ გუნდს , რასაც შოთა წვრთნის, იდიოტების ბანდაა. კაი რა ერთი. ესეც მანუ არ იყოს რა
Superman
ჩემი აზრით ზურიკო დავითაშვილი და ოთარ კიტეიშვილი გაქაჩავენ. შეიძლება ჩაკვემაც გაქაჩოს. აი აზაროვს ალბათ ძვლებში დაამტვრევენ ჩემპიონშიფში
Irakli Apkhaidze
რამდენიმე თვეა რაც გუნდში მივიდა და ჯერ თვითონაც არაა მყარად, თვითონაც დასამტკიცებელი აქვს. თან მაგიტო არ აუყვანიათ იქ, რომ ქართველები ,,დაასაქმოს". ეგრე რომ იყოს, ვატო არველაძეს გააქანებდა ეგრევე. გავიდეს ცოტა დრო, რაღაც შედეგი დადოს, პოზიციები გაიმყაროს და მერე იქნებ მართლა წაიყვანოს 1-2 კაცი დამსახურებულად, 1-2-ც კიდე შეაპაროს :)). მეორე საკითხია, იმ რეჟიმს და ტემპს რამდენი გაქაჩავს. 46 თამაშს სეზონში, მხოლოდ ჩემპიონატზე თამაშობენ, პლუს ლიგის და ასოციაციის თასები. თუ ვერ გაქაჩავს ვინმე, ტყუილად ვერ ათამაშებს და ისე არ გამოვიდეს, რომ მერე დააბრალონ, წაიყვანა და დაღუპა ფეხბურთელებიო. ენას ძვალი აქვს და არ იტყვიან?...
გოგა
ჩემი აზრით ჩემპიონშიპში, აზაროვი გაქაჩავს, მაგრამ შოთა მოთამაშის შემქმნელი მწვრთნელი არა.. ფრთხილი მწვრთნელია და ამიტომაც ვერასოდეს გახდება კარგი მწვრთნელი.. ისე კარგი ფეხბურთელი იყო და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას
სჯსუს
რა მაგრად ვერ ერკვევით ფეხბირთში ვინც აქ წერთ 70%.გასაგებად დასვა კითხვა ვიმ წავიყვანოო და წერთ რაღაც უარგუმენტო სისულელეებს. ვინ წაიუვანოს 19 წლამდელ3ბოდან ვოსაც აქ არ დაუმტკიცებიია სააქართველოს ვაი ჩემპიონატში და ჰოი საოცრებავ მოიმდომეთ რო ჩემპიომშიპში "გაქაჩავს" ხო?? ოპტიმიზმი კაია მარა,რეალოსტები რო ვიყოთ უკეთესი. და შოთოზე რო "ჟოპალეზს" დაწერთ ან რამე მსგავსი ტიპის კომენტარს პროსტა განვლილი ცხოვრება შეადარეთ შოთისი და ეხლა ვინცაა ბარდა ეკალივით მომჯდარი ფედერაციაზე მაგათი. სირცხვილია ხალხო და ძაან დაბალი დონი მანიშნებელი თქვენი კომენტარები
lm
უკონტრაქტოს და მაგარს ვერ ნახავ შოთი. კიტეიშვილი, ბერიძე, მიქაუტიძე, აზაროვი, ზივზივაძე, კვირკველია რომელი ერთი ... მომინდომა კვარაცხელია და მამარდა ამან
ბუბა
კარგი რა შოთი, მამარდა წაიყვანეო რომ ეთქვათ შენთვის ლოკოში რომ იყო განათხოვრებული დინამოდან მიაქცევდი ყურადღებას? - რა თქმა უნდა არა! არადა შანსი იმისა რომ თავად შექმნა ქართველი ფეხბურთელებისგან ბევრი კვარაცხელიები, მამარდაშვილები, კიტეიშვილ-მიქაუტაძეები და ა.შ. დიდი გაქვს მაგრამ არ იყენებ ძმაო. დააკვირდი ახალგაზრდული და უ19 ნაკრების ფეხბურთელებს და აუცილებლად აარჩევ მინიმუმ ერთს.
ზვიადი
ასეთი დამოკიდებულების გამო გაგინა მთელმა სტადიონმა! ჟოპალეზების გასაგებად-საქართველოში (როგორც ჩვენს ჩემპიონატში ისე უცხოეთში მოთამაშე ქაეთველები) 20 ფეხბურთელი მაინც მოიძებნება რომელიც ჩემპიონშიფს გაქაჩავენ
a a
ხოო თან აზაროვი ისეთ ჯანზეა ჩემპიონშიპს რო შეეფერება. დ.დ. რაც მაგას დილას ფლანგელმა ღუდუშაურმა გაუკეთა რა ინგლისიო რას ამბობ?
რამაზი
აზაროვი წაიყვანე და არ წააგებ.
Ფჰჰ
ანუ ამით ის გვითხრა რომ ხვიჩას და მამარდას გარდა ჰალის დონე არცერთი ქართველი ფეხბურთლი არ არის. აბსუს ქეცბაია, როგორ დაათრევს ქართველებს. ამას ზედმეტი პრობლემები არ უნდა. გაურბის.
Dzmao
niko, "ყველაზე მაგარი და ინტელექტუალი ძმები" კი ძმაო რაზეა ბაზარი ჩემი Kაი ...
ვაჟა
ეს არავის წაიყვანს არც ქეცბაიასავით სასწორზე არ დადებს სახელს არც ნაკრებს ჩაიბარებ ს ამ ნაკრებს ყოველშემთხვევაში
niko
ყველაზე მაგარი და ინტელექტუალი ძმები, გინდ მოედანზე და გინდ ცხოვრებაში დიდი ფეხბურთელები და ჯიგრები არიან.
gio
ვინ უნდა წაყვანო არიცი ? გვერდში დგომა როცა ჭირდება ასთ ტალტს ყველა ხელს კრავთ მიეცით ამბიჭს ერთი შანსი იქნებ გამოყენოს ჩაკვეტაძე დასკარგი ტალანტია თუ ვერ ითამშებს ? ვინმეზე ნაკლებად მანდ შნს რატო არ იმსხურებს როცა გაძხით რომ ნიჭერია და დიდი ტალნტია მოდი შანსი მიეცი აბა ამდონზე იქნებ ამართლებს
Jaba
ჩაკვეტაძე წაიყვანე ჩაკვეტაძე
ვალერი
ვინც ჩამოთვალე სამწუხაროდ პრემიერშიფის ტემპში ჩაიკარგებიან ამ ეტაპზე. ძაან უნდა მოუმატონ, რომ იქ მოხვდნენ.
დათო
ზუსტად მესმის შოთის, "პეტრე" წაიყვანოს, "პავლე" რატო არაო?, "ის" მამამისის ძმაკაცია, "ეს" ბიძაშვილია და ა.შ. მაინც ზოგი დაიბოღმება, ზოგს შური გახეთქავს, ასე რომ მართალია შოთი, თქვენ დაგაკორტნინებთ თავს.
აზაროვი კიდევ ხო
მხოლოდ აზაროვზე შემიძლია დაგეთანხმო. ჩაკვეტაძემ ყველგან გაიფუჩა საქმე და არც შოთას უნდა ზარმაცი ქართველი. ნანახი ჰყავს თავისი ძმაკაცი ქინქლაძე რაც უქნა კარიერას. ეგეთ ფსიქოლოგიის ადამიანს არველაძე ვერ აათამაშებს. ზურიკო საერთიდ უცნაურ ფეხბურთს თამაშობს. მოკლე მანძილზე აკეთებს ფასებსაც. უბნის მოთამაშე მგონია, ისეთი სტილი აქვს. თითქოს მასშტაბურობა აკლია ბიჭს, მოედნის ხედვა და უფრო მეტი გუნდურობა, რომ მართლა თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს.
michael
მადლობა თქვას არველაძემ მანდ რომელიმე ქართველი თუ წავიდა საერთოდ ეგეც არ იყოს ახლა პრემიერ=ლიგის ფავორიტი გუნდი რა, თვითონაც მეპატრონესთან ძმაკაცობის გამოა მანდ მოხვედრილი არ დაავიწყდეს :)
TOMMY
მამარდაშვილი ლოკომოტივში რომ იყოს ახლა და კვარაცხელია რუსთავში მაგათზეც იტყოდა არველაძე ვერ წავიყვანო :დ დღეს ჰალში რატო გადავა კვარაცხელია ან მამარდაშვილი რომელი გრანდი ჰალია რომ მამარდაშვილი ან კვარაცხელია ოცნებობდნენ მანდ თამაშზე? აზაროვი და გოჩოლეიშვილი ჯიბეში ჩაისვამენ მაგის ჰალს მარტო :დ
andro
არველაძე არავის არ წაიყვანს,არ გააკეთებს ნაკრების საქმეს,ჯიბრში უდგება კობის და ფედერაციას,კიდევ როგორ აქვს ამ ხაკხს ნაცხონდერების დაბრუნების იმედი
Gaguuu
სამწუხაროდ ჩემპიონშიპსაც ვერც ერთი ვერ გაქაჩავს
Haaland
მამარდა და ხვიჩა იმ დონეზე არიან უკვე, ჰალში არც მოვლენ, მაგრამ ბევრი ბიჭია, რომელსაც დახმარება სჭირდება ევროპაში უფრო მეტად რომ გაიცნონ. დვალი,ხარაიშვილი,დავითაშვილი ჯიმი ტაბიძე, გაგნიძეს ალბათ მისცემენ რუსეთის დატოვების საშუალებას, გოჩოლეიშვილი,კერესელიძე...ჩაკვე თავისთავად. ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და როგორც მამარდას ნიჭი აღმოაჩინეს, ისე ამ ბიჭებსაც აქვთ შანსი ახალ დონეზე გადავიდნენ. არამგონია სურვილის შემთხვევაში ჰალს გაუჭირდეს მათი დამატება
ბათუმელი ექსპერტი
შოთი ვინ წაიყვანო და გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი. მგონი ჩემპიონშიპს კი გაქაჩავენ და ერთი სეზონის მერე პრემიერლიგასაც!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება