ქარის თასზე დაბრუნებულმა "შავმა ლომმა" მე-7 ტურში "ბორდერ ბულდოგსი" 35:5 დაამარცხა და ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღო.

ისთ ლონდონში თამაში ატალახებულ მოედანზე გაიმართა და ამან სანახაობრივი მხარე დააკნინა. ქართველებმა აქცენტი ძლიერ მხარეზე, ძალისმიერ თამაშზე გააკეთეს და ხუთივე ლელო ამ სტილში გაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვა ყველა ჯერზე რთული პოზიციიდან შესრულდა, ლაშა ლომიძეს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

ანგარიში მატჩის დებიუტში მიხეილ ორაგველიძემ გახსნა, რომელმაც მოლი დააგვირგვინა. პერიოდულად, "შავ ლომს" ხელდახელ შეტევები კარგად გამოსდიოდა და მე-18 წუთზე ამას მეორე ლელო მოყვა. მირიან მოდებაძემ კონტრშეტევა საკუთარი 22-იდან წამოიწყო, კოკი თხილაიშვილმა ხაზი გაჭრა და ხელდახელ შეტევით 22-ში შევედით. იქ მეტოქე დაჯარიმდა, რასაც 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი და თენგიზ ზამთარაძის ლელო მოყვა.

25-ე წუთზე "ბულდოგსმა" მოლი წესების დარღვევით ჩააქცია, ბურთი გიორგი ბეგაძემ გიორგი პერტაიას გამოუტანა და მისი მიძალება ვერავინ შეაჩერა. ტაიმის ბოლოს მოლი უკვე მარჯვენა ფრთაზე ავაგორეთ და ზამთარაძემ დუბლი შეასრულა – 28:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა სწრაფი ხელდახელ შეტევის შემდეგ ფრთაზე მეტობა შექმნეს და ერთი ლელო გაიტანეს. "შავმა ლომმა" 66-ე წუთზე ნაცად ხერხს მიმართა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენა, რომელსაც თორნიკე აქუბარდია მოწყდა და ანგარიში 35:5 გახდა. გაწითლებულ დროზე ჩვენი ლელოდან დაწყებული ხელდახელ კონტრშეტევა მეტოქის ლელოში ლუკა ივანიშვილმა დაასრულა, თუმცა მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა და მატჩიც დასრულდა.

"შავი ლომი" ქარის თასის მე-8 ტურში 28 მაისს ველინგტონში, "ბოლანდ კავალიერსს" შეხვდება, რომელიც 17 ქულით მე-6 ადგილზეა და ორით ჩამორჩება ქართულ ფრენჩაიზს.

ქარის თასი. VII ტური. 21 აპრილი

ისთ ლონდონი. პოლის პარკი.

ბულდოგსი – შავი ლომი 5:35 (0:28)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. გურამ ქანდაურიშვილი, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.);

შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. იოსებ გუშარაშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური; 19. ლაშა ჯაიანი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. დავით მოძღვრიშვილი, 23. დემურ თაფლაძე.

5 ლელო: ორაგველიძე, ზამთარაძე (2, 4), პერტაია, აქუბარდია

5 გარდასახვა: ლომიძე

rugby.ge

სოსო
არც უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა და არც ამინდი იყო,მაგრამ ხუთივე ლელო,მორკინალებმა,აქედან ოთხი,ბურჯებმა დადეს და ეს მაფიქრებს.მეტოქემ ხომ ის ერთი ლელო,შესანიშნავი გათამაშების შემდეგ გაგვიტანა.ესე იგი შეიძლებოდა.გასაგებია,რომ ჩვენი მთავარი კოზირეი გამოვიყენეთ,აუცილებლად გასამარჯვებლად,მაგრამ პარალელური ამოცანებიც არ უნდა დავივიწყოთ.ჰო კიდევ,შეცვლების შემდეგ,აფრიკელთა დრუნცა მორკინალებმა,შერკინებებშიც დაგვძრეს და ეს, მართლაც მოულოდნელი იყო.ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას,რაც მთავარია სათამაშო პრაქტიკას იღებენ და მომდევნო,უფრო რთულ მატჩებში,ისინი კიდევ მიიღებენ სათამაშო დროს.დარწმუნებული ვარ,ასე იქნება.ისიც მჯერა,რომ გაცილებით უფრო მობილიზებულები ითამაშებენ და შეცდომებსაც შევამცირებთ.ისიც,რომ პლეი ოფში აუცილებლად გავალთ და იქ უკვე ჩვენებიც და მეტოქეებიც აჩვენებენ,რეალურად რა შეუძლიათ.წარმატებებს და კარგ თამაშს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.მერე კი,უკვე ტესტებია.
მაგელანი
ეგ არის ლონდონის აღმოსავლეთი
გურულო
სამხრეთ აფრიკის თასია და სად იქნება?:))
status quo
ეს ისტ ლონდონი სად ჯანდაბაშია,რომელ ქვეყანაში,არ უნდა დაწეროთ?
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"