გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გახდა, რაც დიდი მოულოდნელობა იყო, გუნდმა კი ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა, თასის ფინალში დამარცხდა და ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს. რბილად რომ ვთქვათ, "ღამურები" მთლად ლამაზადაც ვერ თამაშობს და გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან. ამას გარდა, კლუბს ფინანსურად არ ულხინს და რიგი წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას აპირებს.

As-ის მტკიცებით, 25 წლის ნახევარმცველ კარლოს სოლერს "ბარსელონა" 20 მილიონად შეიძენს და ტრანსფერის დეტალები უკვე შეთანხმებულია. ამის გამო არაა გამორიცხული, "ვალენსიას" პრეზიდენტი ანილ მურტი გადააყენონ. Golsmedia იტყობინება, რომ მურტი სოლერს დაემუქრა და მედიაში დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. ის კლუბის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ქალაქის ხელმძღვანელობას აუგად მოიხსენიებს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მურტის გათავისუფლების მთავარი მიზეზი, ვინაიდან მუნიციპალიტეტი კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს და უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მურტის გადაყენების შემთხვევაში, სამუშაოდან სპორტულ დირექტორ ანხელ კორონასაც დაითხოვენ.

მთელი ამ "პროცესის" უკან "ვალენსიას" მფლობელის, პეტერ ლიმის ახლო მეგობარი, ცნობილი პორტუგალიელი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში დგას და მასზე დიდი გავლენა აქვს. როგორც ამტკიცებენ, სინგაპურელი მილიარდერი კლუბის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

Plaza Deportiva ირწმუნება, რომ მწვრთნელ ხოსე ბორდალასის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, კონტრაქტში პუნქტი აქვთ ჩადებული, რომლის მიხედვით თანამშრომლობის ცალმხრივად გაწყვეტა შეუძლიათ, ოღონდ კომპენსაციის სახით 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

უკვე ბორდალასის შემცვლელიც შეურჩევიათ - რა თქმა უნდა, ჟორჟე მენდეშის თანამემამულე, 52 წლის რუი ვიტორია (იხ. ფოტო). ის ადრე "ბენფიკას" ედგა სათავეში, ხოლო ბოლოს "სპარტაკში" მუშაობდა, საიდანაც 2021 წელს დაითხოვეს.

ბს
ბოლო ბოლო ჩამოყალიბდით ვინ არი ვალენსიას პრეზიდენტი ანილ მურტი, თუ პეტერ ლიმი! ისე, მგონი ხესუს ხესუს ხილია, თუ ვაბშე ვაჟაა მგონი თარხნიშვილი. ან თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია თარგმნოთ რაიმე
Alyp
ხო თან იმ სპარტაკიდან დაითხოვეს ნაპოლის ორივე თამაში მოუგო ლეგიას ვარშავაში აუგო წესი და ლესტერიც უკან ჩამოიტოვა და ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ შიდა ჩემპიონატში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს , ეს საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია და ბოდიში სპარტაკიდან თუ დაითხოვესო მარტო წინა წელს ნაპოლისთან მოგებული ორი თამაში გადაწონის დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვათ დამოუკიდებელი ქართული კლუბების ერთად აღებულ რეგალიებს მთლიანად თუ რადგან რუსული გუნდია ტყვილებით საკუთარ თავს უფრო ატყუებთ ვიდრე რეალობას ჭურში ხომ არ გძინავთ ვის ედრებით ნამუსიც კარგი საქონელიაო.
ზვიადი
ემერიც დაითხოვეს სპარტაკიდან!

სპარტაკში რომ მუშაობდა და დაითხოვეს, ეგეთი კაცი თუ ააყვავებს ვალენსიას!
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა