ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სფფ-ის 32-ე ყრილობა სასტუმრო "რადისონში" გაიმართა

სფფ-ის 32-ე ყრილობა სასტუმრო "რადისონში" გაიმართა

25 მაისს სასტუმრო "რადისონში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე რიგითი ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებსა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ლევან კობიაშვილმა საუბარი უკრაინის მხარდაჭერით დაიწყო და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას.

სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, FIFA-სა და UEFA-ს, ასევე, სოციალური და მედიაპარტნიორებისა და სპონსორების განსაკუთრებულ როლს; ისაუბრა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მადლობა გადაუხადა სპონსორებს, მათ შორის, "კოკა კოლას", ეროვნული ჩემპიონატის მთავარ სპონსორ "კრისტალბეთს" და სფფ-ის ახალ მხარდამჭერს, "საქართველოს ბანკს", რომელთანაც რამდენიმე დღის წინ 5-წლიან თანამშრომლობას მოეწერა ხელი.

მოხსენებისას ლევან კობიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნაკრები გუნდების ერთიანი ბრენდ-პლატფორმის შესახებ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საკომუნიკაციო სააგენტო "ვინდფორსს", ფეხბურთის ფედერაციის გუნდს და ახალი ბრენდ-პლატფორმის შექმნაში ჩართულ სხვადასხვა ჯგუფს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ-პლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.

ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული - როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო "ვინდფორსმა" იმუშავა. მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტო "ვინდფორსს" და ფეხბურთის ფედერაციის გუნდს ამისთვის.

ახალი ბრენდის შექმნა ლოგიკური გაგრძელება იყო იმ ნაბიჯებისა, რომლებსაც ჩვენი გუნდი წლების მანძილზე დგამდა და ფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების ბრენდმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც აუცილებელი იყო ცვლილება. ცვლილება, რომელიც იქნებოდა დროსთან ადეკვატური, თანამედროვე და ასევე, გაიზიარებდა ჩვენი რეალობის კონტექსტს და პრობლემატიკას".

ამასთან, სფფ-ის პრეზიდენტმა საზოგადოებას ახალ ტექნიკურ სპონსორთან, "მაკრონთან" თანამშრომლობის შესახებ შეახსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ხსენებულმა შეთანხმებამ დაუდო საფუძველი ეროვნული ნაკრებისთვის ექსკლუზიური ფორმის შექმნას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად 2023 წლის ივლისში უმასპინძლებს. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ტურნირის მასპინძლობისთვის სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება.

სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა ფეხბურთში მიმდინარე პროექტებს და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობას. ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ქუთაისის აკადემიაში FIFA-ს პროგრამა Forward-ის დაფინანსებით მშენებარე 2 ბუნებრივსაფარიან მოედანზე და მადლობა გადაუხადა FIFA-სა და UEFA-ს ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის.

ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა აღნიშნა, რომ FIFA Forward 2-ის და HatTrick 5-ის ფარგლებში, ერთობლივად ოცამდე პროექტი განხორციელდა. 2022 წელს FIFA Forward 2-ის და HatTrick 5-ის ბოლო პროექტის გახსნა დაგეგმილია შემოდგომაზე, ქუთაისის აკადემიის სახით, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება სავარჯიშო მოედნის სახით. დავით მუჯირმა ასევე აღნიშნა, რომ FIFA Forward 3-ის და HatTrick 6-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურული ზრდა გაგრძელდება. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში 16 მატჩი, მათ შორის, ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით "დინამო არენაზე" შედგება, ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს მიხეილ მესხის სტადიონი და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, ბათუმის სტადიონზე კი ჯამში ხუთი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე ყრილობას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესწრებოდნენ უეფას ეროვნული ასოციაციების განვითარების ხელმძღვანელი ჯოზეფ კლიმენტი, ფიფას განვითარების პროგრამის კოორდინატორი ჩარლზ ბურმენი და ფიფას სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი ნოდარ ახალკაცი.

ნოდარ ახალკაცმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიფა ყოველთვის მზად არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად საერთო პროექტების განხორციელებისთვის და ხელს შეუწყობს სტრატეგიული ამოცანების შესრულებას.

უეფას ეროვნული ასოციაციების განვითარების ხელმძღვანელმა ჯოზეფ კლიმეტმა ქართული ფეხბურთის მიღწევებს გაუსვა ხაზი და ქალთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარების, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. უეფას წარმომადგენელმა ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში ფეხბურთის განვითარების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

32-ე ყრილობაზე სფფ-ის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და დებულების თანახმად დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

GFF.GE

• Giusha3232

ააყვავეს ქართული ფეხბურთი და შედეგებს ითვლიან?

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე