ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სლუცკი - ხვიჩას წასვლაზე: ნეგატიური კომენტარები, ქვები ფანჯარაში, მამის გატეხილი მანქანა

სლუცკი - ხვიჩას წასვლაზე: ნეგატიური კომენტარები, ქვები ფანჯარაში, მამის გატეხილი მანქანა

"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პრემიერლიგიდან გავარდნაზე ჟურნალისტ ვასილი უტკინთან "იუთუბის" არხზე ინტერვიუში ისაუბრა და გუნდიდან ლეგიონერების და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის მიზეზები განმარტა.

- ყველას სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოება აქვს. თუ კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიტყვით, მაშინ, როდესაც ყოველდღე ნეგატიურ კომენტარებს გიტოვებენ, ყოველდღე ფანჯარაში ქვები მოფრინავს, როცა მამას მანქანა გაუტეხეს, როდესაც შენზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება, შენ, სავარაუდოდ, წახვალ.

- ხვიჩასთან დაკავშირებით გასაგებია...

- ჰაკშაბანოვიჩი და დრეიერი? იგივე. შენ ყოველდღე გირეკავენ აცრემლებული მშობლები, გირეკავენ საელჩოდან, შენზე სამშობლოდან არარეალური ზეწოლაა, ყველა არხზე უბრალოდ გამცირებენ და ა.შ.

ძალიან დიდი თემაა, რატომ წავიდნენ "რუბინიდან" ლეგიონერები, სხვა გუნდებიდან კი არ წავიდნენ. სამი ფაქტორია. მათ ოფიციალურად დართეს წასვლის ნება. ასეთი რამ ადრე არასოდეს ყოფილა.

რატომ მიდიან? სამი შემადგენელია. პირველი - ეროვნება. თუ იმათ გეოგრაფიას გადავხედავთ, ვინც დარჩა, ესენი, ძირითადად, სამხრეთამერიკელები ან აფრიკელები არიან. ჩვენთან ტუნისელი მონტასარ ტალბი დარჩა. ამ ქვეყნებიდან ხალხი გეოპოლიტიკას მარტივად აღიქვამს, იმას, რაც მსოფლიოში ხდება.

ჩვენთან ყველა დანარჩენი, ძირითადად, ევროპელია ან ხვან ინ ბომი სამხრეთ კორეიდან. ყველა ამ ქვეყანაში სახელმწიფოს, მთავრობისა და ხალხის ძალიან მკაცრი პოზიცია იყო. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელები, რომლებიც "ზენიტში" ან კიდევ სადმე თამაშობდნენ, ასეთი წნეხის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, როგორც ევროპელები.

- მაგრამ ევროპელი ოლივერ აბილგორი დარჩა...

- ის ყველა ამ მოვლენისას ტრავმირებული იყო და უბრალოდ არსად ჰქონდა წასასვლელი. ეს მეორე ფაქტორია - მოთხოვნადობა იმ ფეხბურთელებისა, სად მიდიან. სად წავალ, მე საერთოდ ვინმე ამიყვანს? ჩვენი მოთამაშეები ჰიპერმოთხოვნადები არიან, ყველანი კარგ გუნდებში მოეწყვნენ.

მესამე მიზეზი - ფული. ნაკლებად სავარაუდოა, შენ წახვიდე, თუ ვთქვათ, 3 მილიონ ევროს იღებ. სამი თვითაც კი არ წახვალ იქ, სადაც 3-4-ჯერ ნაკლებს აიღებ. იმდენად, რამდენადაც "რუბინში" ადეკვატური ხელფასები გვაქვს, წასულებიდან ზოგიერთს უფრო მაღალი ანაზღაურებაც აქვს. ვიღაცა ისეთივე გასამრჯელოს იღებს. ასე რომ, ფული აქ არავის აკავებდა.

- წერენ სილვიე ბეგიჩზე. ბალკანელმაც შეაჩერა კონტრაქტი, მაგრამ უკლუბოდაა...

- იქ ძალიან პირადი ისტორიაა. მისმა მამამ მთელი ამ ბალკანური მოვლენებისას ფეხი დაკარგა. ბოსნიელი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ძალიან დაზარალდა. ის სიტყვა "სპეცოპერაციისას" და ყველაფერ დანარჩენისას საერთოდ რაღაც აგონიაში ჩავარდა... ყველას როდი ესმის. მაგალითად, ჩემი ჰოლანდიელი მეგობრები, რომლებიც მირეკავენ, ისინი თვლიან, რომ უკვე ხვალ მოსკოვი დაპყრობილი იქნება. ამას სერიოზულად მეუბნებიან.

მამამ უბრალოდ უთხრა: "მორჩა, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ". სილვიემ დარეკა, ძალიან დიდი ბოდიში მოიხადა, არსად არ წავიდოდა, მაგრამ მამა ამის უფლებას არ მისცემდა.

• ზურა ს

ბატონი ზურა, "ბებერი" არ მიწოდებია თქვენთვის, ან რა უფლება მაქვს. ხაზი გავუსვი რომ ახალ თაობას რუსეთი არ გვინდა და რუსეთთან საერთო არ გვინდა გვქონდეს. ევროპისკენ მივისწრაფვით და დასავლური გზის გარდა არცერთი გზა არ დაგვრჩენია. განათლების მიღებაც დასავლეთში გვინდა, გუნდებიც დასავლური გვირჩევნია, წიგნებიც და მუსიკაც, თუმცა რუსულ ლიტერატურას ვერავინ დააკნინებს რათქმაუნდა. არავინ არავის გამოუცხადებს ომს ჩვენს გამო ეგ კარგად მესმის, მაგრამ ყველა ისტორიულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ რაც უფრო მეტს დაელაპარაკები და დაუთმობ რუსეთს, მით უფრო მეტი უნდა ჩვენგან. მაინც პატარა კაცივით გიყურებს და გინდ შეეწინააღმდეგე და გინდ მოეფერე, მაინც დამპყრობლურ პოლიტიკას გაგიტარებს. ომის არიდებას თუ ეცდები, მცოცავ ოკუპაციას მიმართავს და მაინც გართმევს ტერიტორიას, მავთულ ხლართებს გაგიბამს. მე რუსეთში ცხოვრებას მირჩევნია საერთოდ არ ვიცხოვრო ან გავიქცე ამ ქვეყნიდან, თუ ჩემი ქვეყანა რუსეთი გახდება. თქვენს გამოცდილებას პატივს ვცემ და გეთანხმებით ბევრ რამეში, უბრალოდ მე არ მჯერა რუსეთის კეთილი ნების. მე ერთი წამითაც არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რუსეთის მოყვარულია, უბრალოდ ნაწილ ადამიანებისას ჰგონიათ, თუ რბილ პოლიტიკას გაატარებ უფრო მეტად არ დაგაზარალებს რუსეთი. მე ასე არ მგონია. მადლობა გამოხმაურებისთვის და ბოდიშს გიხდით, ახალგაზრდობა რომ ვახსენე ნამდვილად არ მიგულისხმია, რომ "ბებერი" მეწოდებინა ვინმესთვის.

• zura222

არც "ბებრები" არ ვართ რუსების ფანები მაგჰრამ ახალგაზრდებისგან განსხვავებით გამოცდილები ვართ და უფრო პრაგმატულად ვაზროვნებთ ! შენხელა რომ ვიყავი მე შენზე უარესად მერჩოდა ძალა და ვიძახდი გამიშვიით რუსებს უნდა გადავუარო მაგათ "ჟანგიან" ტანკებს ვაყურებინებ სეირსო ! მაგრამ დაიწყო 2008 წლის ომი და ვინც გვიჩიჩინებდა რუსებს ჟანგიანი ტანკები აქვთო ისინი სარფის და წითელი ხიდის საზღვრებტან იდგნენ რიგში @და სამხედრო მეთაურებმა კი უპატრონოდ დაგვყარეს რეზერვისტები და რუსი გენერლების მძღოლებად და თარჯიმანებად დაიწყეს მუშაოპბა @@ რუსეთი რომ ცუდია ესეც თქვენზე კარგად ვიცით "ბებრებმა" მაგრამ რა ვუყოთ ? ეს საქართველოს უბედურებაა რომ ასეთი მეზობლები არგუნა ღმერთმა ჯერ ირანი და თურქეთი (ეხლა ჩვენ "სტრატეგიულ" პარტნიორებს რომ ეძახიან) და მერე რუსეთი @ გინდა არ გინდა ჩვენი მეზობელია და ჩვენ საქართველოს ვერ ავიკიდებთ ზურგზე და ვერ წავალთ სადმე ოკეანეთში ან გრენლანდიაში ! ან უნდა დაელაპარაკო ან ომით უნდა დაამარცხო და წაართვა უკან მიწები ! ომით რუსების მომრევი რომ არ ვართ და ვინც ფიქრობს რომ ნატოში მიგვიღებენ და მერე ნატო ჩვენს გამო რუსეთს ომს გამოუცხადებს ის ან სრული იდიოტია ან საქართველოს მტერია და უნდა საქართველოს ომში ჩაბმა @ ( ჩვემ კი არა აგერ ნატოს წევრ თურქეთს დასცხო რუსეთმა და გადაუარა რაკეტებით და მიეხმარა ნატო თურქეთს ? არა მარტო შორიდან შეშფოთდნენ და აღშფოთდნენ და ერდოგანი იძულებული გახდა კრემლში ეახლა პუტინს და ლამის დაუჩოქა და ბოდიშები უხადა ) ახალგაზრდები მაგას მაინც უნდა მიხვდეთ და რა რჩება ? დალაპარაკება ! და ვის უნდადაელაპარაკო ? იმათ პირველ რიგში ვინც ნორმალური რუსია და არ აწუხებს სალდაფონურო აზრები და ასეთები არც ისე ცოტანი არიან !

• Mia

ომი რომ დაიწყეთ და ყველანაირი პერსპექტივა მოგიჭრათ ცივილურმა სამყარომ , მაგიტომაც აღარ გვინდოდა ჩვენი უნიჭიერესი ფეხბურთელი მაგ ჭაობში დარჩენილიყო. ყველაზე მეტად თავად ხვიჩას არ უნდოდა, სად უნდა გაეტარებინა საუკეთესო წლები, რუსეთის ჩემპიონატის ბე ლიგაში, ყველანაირი ევროპული მომავლის გარეშე? სრულიად სამართლიანად არ გვინდოდა არცერთ ქართველს ხვიჩას მანდ ყოფნა, რაშიც შეეშალა მთელს ერს, ის იყო, რომ ურთულესი მომენტი იდგა ამ ბიჭისთვის და აქედან გამხნევების მაგივრად საშინელი ნეგატივი გაუგზავნეს. ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ წამოვიდოდა, უბრალოდ დროის ამბავი იყო. რაც შეეხება ძალადობას და ქვის სროლას, ეგ ვინმემ თუ გაბედა არცერთი ეროვნების ადამიანს არ უნდა შერჩეს არც ქართველს და არც რუსს. ყველაზე მეტად ვისაც უნდა უფრთხილდებოდე იმას ქვას ესვრი? ფუ!!!

• ზურა ს

სამწუხაროდ მაგ "კარგი" რუსების ხმა არ ისმის თუ სადმე არსებობენ. პიროვნულად ძალიან ბევრი კარგი ადამიანი იყოს შეიძლება მაგრამ მაინც თავის ნაწილად მოგისაზრებენ. კარგი რომ არის და გეფერება, მაინც იმას ფიქრობს რომ მისი დიდი ქვეყნის შემადგენელი პატარა ნაწილი ხარ. "გრუზია უკრაშენიე რასიი " თუ რაღაც მსგავსი თქვეს ამასწინად. არვიცი კარგად რუსული ბოდიში თუ არასწორად დავწერე. ახალგაზრდებს არ გვინდა რუსეთთან რაიმე საერთო გვქონდეს. რათქმაუნდა ყველას სახელით ვერ ველაპარაკებ მაგრამ ეგ მენტალიტეტი არასოდეს გაქრება მათში და ყოველთვის თავიანთ უკანა ეზოდ მოგვისაზრებენ, სადაც ცივილიზაციიდან ჩამოვლენ, ეგზოტიკურ, განუვითარებელ გარემოში გაერთობიან, აქვე ჩოხაში ჩაცმული ქართველები უცეკვებენ და გაართობენ. მათი სიყვარული ეს არის. მას არ ვუნდივართ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი და წარმატებული პარტნიორი ქვეყანა. მე არ მინდა ჩვენი ნიჭიერი ადამიანები მათ გამრთობად მოისაზრებოდნენ. პატივისცემით!

• zura222

ანუ შენი აზრით ყველა რუსი ჟირინოვსკი მაკაშოვი გაზმანოვი და პუტინივით ფაშისტია ?? აგერ ამ ომშიც გამოჩდნენ ნორმალური რუსები პუტინის და რუსი დერჟიმორდების მოწინააღმდეგეები და ზოგი დაიჭირეს ზოგმა გაქცევით უშველა თავს! მე პირადად ვიცნობ ისეთ რუსებს ბევრ "ქართველს" რომ ჯობია და გიჟდებიან ქართულ კულტურაზე ქართველებზე და მთლიანად საქართველოზე ! ეგეთები საუბედუროდ ძალიან დიდ უმცირესობაში არიან მაგრამ არიაან !!!

• სოსო

სოსოს-ს გაიხარე!წესიერი კაცის საქციელი სწორედ ეგ არის,თუმცა სხვაზე ნასროლი ქვაც ხშირად მოგხვდება და ალბათ, ნაგემებიც გექნება.

• ზურა ს

ბატონო ზურა, არვიცი რატომ გაქვთ ეგეთი წარმოდგენა, რომ რუსებს ხვიჩა ან რომელიმე წარმატებული ქართველი უყვართ. რუსებს ჯერ კიდე თავიანთ პროვინციად მივაჩნივართ და ჯერ კიდე ჰგონიათ, რომ ჩვენთან თუ ვინმე ნიჭიერი და კარგი დაიბადება მათი უნდა იყოს. ერმა ვერ გააცნობიერა რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და სამწუხაროდ ამაში ქართველებიც ხელს უწყობენ. ხვიჩას მიმართ ყველანაირ ნეგატივს ვაპროტესტებ და ვაპროტესტებდი მაშინაც კი როცა სისულელეები ილაპარაკა ნოესთან და თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა იმიჯნება. ჯერ ბავშვია და ინფანტილური წარმოდგენები რომ აქვს არ არის გასაბრაზებელი. ძალიან მიყვარს და მისი უდიდესი გულშეატკივარი ვარ. მეც მეგონა ერთ დროს, რომ რუსულ კულტურას და სპორტს არ ჰქონდა კავშირი პოლიტიკასთან, სანამ პუტინთან ჩახუტებული არ დავინახე ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენლი. დარწმუნებული ვარ აღარ ფიქრობს ეგრე ხვიჩა, რადგან ზუსტად პოლიტიკის გამო შეიცვალა მთელი მისი კარიერა. სპორტი და პოლიტიკა არასოდეს იქნება გამიჯნული!

• zura222

მეც არ მჯეროდა და ეხლა რომ ვუყურებ ხვიჩას რომ ცვლიან მერე სკამზე რომ ზის და ყინულებში რომ უსვამენ მარჯვენა მუხლს უკვე ეჭვი მეპარება რომ მართლა რაღაცა ჭირს მუხლზე და სასწრაფოდ უნდა მიხედონ ვისაც ეს ეხება !

• zura222

ხვიჩას რუსეთში 3 მწვრთნელი ყავდა და სამივეს ძალიან უყვარდა და ეს "შეუიარარებელი თვალითაც" კარგად ჩანდა ! სიომინს რომ მაგრა უყვარს საერთოდ ქართველები ეს ყველამ იცის (კითხეთ იმ ხუთ ქართველს მაგასთან რომ უთამაშიათ და გეტყვიან ისინი)ჯანაშიასთან და ასათიანთან ქალებში საგულაოდაც კი დადიოდა და ჯანაშიასთან სალოთაოდაცDD შარონოვსაც მაგრა უყვარდა ხვიჩა მაგრამ უფრო მაგრა ზურიკოს ენდობოდა და სლუცკის რაც შეეხება ვერავინ ვერ იტყვის მაგაზე რომ უარყოფითი და ბოღმა პიროვნებააო და ხვიჩასთან ურთიერთობაზე კი ყველამ ვიცით ! ხვიჩას ახლობელი ხალხისგან ვიცი რომ ეხლაც ირეკავენ სიომინი და სლუცკი და მიოკითზხავენ ხოლმე და რჩევებს აძლევენ ! რაც შეეხება ხვიჩას ლანძღვას ეს ბევრი "ქართველის" დამპალ სულში ზის და მათი პროფესიაა @ ბევრს არ ჯერავს და ამბობენ როგორო როგორ შეიძლება ვინმემ ხვიჩაზე რამე თქვას ცუდიო !! (თითქოს აქაც და სხვაგანაც არ უნახავთ ის ლანძღვა-გინება) ხვიჩას კი არა თვით დავით ყიფიანს მიუვარდნენ სახლთან ე.წ. "ეროვნულები" სინამდვილეში არაკაცი ვირთხები და აგინებდნენ და სახლის ფანჯრები ჩაუმტვრიეს @ არადა კაცი იმ "ეროვნულ" ეოფორია-სიგიჟეში გამოვიდა და თქვა --არაა საჭირო ასე კარის გამოჯახუნებიტ გამოსვლა საბჭოტა ჩემპიონატიდანო ისედაც იშლება და 1 წელში უმაგისოდაც ცავატარებთ ცვენ ეროვნულ; ცემპიონატსო! (დრომ გვიჩვენა რომ ცამდე მართალი იყო მასინ ყიფიანი) ჩვეულებრივი კაცი ალბათ უფრო იოლად გადაიტანდა მაგასს მაგრამ ყიფიანმა(რომ ივოდა რომ ლამის მთელ საქართველოს მაგრა უყვარდა) ვერ გაუძლოდ სა ლამის ინსულტი და ინფარქტი დაემართა და სასწრაფოდ გადააფრინეს მოსკოვში და გადაარჩინეს !(თუმცა დროებითდა სამწუხაროდ ის მიკრო ინფარქტი მერე ნამდვილ ინფარქტში გადაიზარდა და იმან მიკლა კიდევაც) თუმცა რა შორს მივდივართ აგერ ახლახანს ლაშა ტალახაძეს როგორ ლანძღავდნენ და აგინებდნენ ნაც საქონლები--როგორ გაბედა და სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარიო (მაგათი აზრით ფაქტიურად რუსი ვაშაძისთვის უნდა დაეჭირა მხარი@) როგორ ლანძღავდნენ იგივე საქონლები გენო პეტრიაშვილს ლადო ხინჩეგაშვილს ოს მოჭიდავესთან სურათი რატომ გადაიღესო (!!!) არადა მერე გაირკვა რომ ის ოსი მოჭიდავე ყოფილა ქართველების და საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი როლი ითამაშა ჩვენი გატაცებული ბიჭების გამოხსნაში ! ასეა ეს საქართველოს დაუძინებელ მტრებს ნაცებს და მათ ნასხლეტებს არაფერი კარგი არ უხარიაათ დღევანდელ საქართველოში და ეხლა ყველანაირად ცდილობენ რომ სიტუაცია აირიოს მერე ომში ჩავებათ და როცა რუსები დაგვბომბავენ და დაანგრევენ საქართველოს მერე ისარგებლონ და მოაჯდნენ ისევ კისერზე ქვეყანას @ "უჩვენოდ საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩენულა"-ო ეს მაგათი ცნობილი დევიზია @@@

• Thomas

ამ კაცის არ მჯერა. სულ ცოტახნის წინ არ თქვა კვარაცხელიას მუდმივი ტრავმა აქვს და სულ ტკივილით უნდა ითამაშოსო? ახლა კიდე რაღაცეებს ბოდავს ძალადობაზე და ქვების სროლაზე. თავადვე იზამდნენ, გაუჭირდებოდათ თუ რა. კიდე კაი ეგ ბიჭი გამოძვრა მაგათგან უვნებლად

• გიორგი

რა დაკარგა წამოსვლით ხვიჩამ?თავის ქვეყანაში თამაშობს გოლს გოლზე იტანს,უდიდეს სიყვარულში და პატივისცემაშია, როგორც ქართველებისგან ასევე იტალიელებისგან და ერთ თვეში ტოპ ლიგაში ითამაშებს,ამიტომ იბოღმებიან რუსები

• სოსო ს

რავიცი, მე დავიცავ ყველას, ვინც თუნდაც ჩემი თანამოაზრე არ არის მაგრამ დავინახავ რომ უსამართლოდ ებრძვიან. საერთოდ არ მჭირდება ამისთვის "საძმოს" წევრობა. სხვაზე პასუხს ვერ ვაგებ მაგრამ მე ვიცი რომ რომელ მხარესაც არ უნდა ვიდგე იდეოლოგიურად, აუცილებლად გავაპროტესტებ უსამართლობას!

• Skeleton

თუ ეს ფაქტი მართლა მოხდა, ქვების დაშენას ვგულისხმობ, უდიდეს წვლილი მოუძღვის ქართულ ტელევიზიებს ამაში, რომლებიც იმ დღეებში მხოლოდ ამ ამბით იკვებებოდნენ, რომ ხვიჩა ომის დაწყებისთანავე ვერ წარმოვიდა რუსეთიდან. ყველა ლეგიონერი დაელოდა ფიფას გადაწყვეტილებას და მერე წამოვიდნენ. სამწუხაროდ ამას არსად აცხადებდნენ და ბოროტ რეიტინგზე გათვლილ ნიუსებს დებდნენ, აი როგორ თამაშობს ისევ რუბინში ომის ფონზე. ერთმა ცნობილმა კაცმა გადაცემაში ილაპარაკა და ლამის ბავშვების მკვლელობაშიც დაადანაშაულა , იქ რომ თამაშობს და მაყურებელი მატჩის ბილეთს ყიდულობსო მერე იმ ფულით რუსეთის არმია ფინანსდებაო, ვითომ ნახევარი საქართველო იანდექს ტაქსით არ მგზავრობდეს, იქნებ ამ ფულით ფინანსდება არმია :) ტელევიზიებმა უდიდესი როლი ითამაშეს. ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიდან თითქმის არავინ დარჩა ამ ბიჭზე ცუდი არ ეთქვას. რეალურად რატომაც აგვიანდებოდა წამოსვლას ამაზე არავინ საუბრობდა და მასა მარტივად წამოიკიდეს. თუ ეს ფაქტი მართლა მოხდა ძალიან ცუდია თუ დამნაშავე არ დაისაჯა.

• სოსო

ის ადამიანი,ვინც სხვისი შეურაცხყოფით და დამცირებით იმკვიდრებს საკუთარ თავს,სხვას არავის დაიცავს,თუ ის,მისი "საძმოს" წევრი არ არის.ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი,მისი ოჯახი,ქვეყანა და პირადი თავისუფლებაა.ის,ვინც აქედან რომელიმეს ემუქრება,არასოდეს იქნება მისი მეგობარი,ან დამცველი.ეს ყველგან ასეა.

• ზურა

სხვა არაფერი იყო მიზეზი? გაყიდვა რომ არ უნდოდათ და 20 მილიონი დააფასა კლუბის პატრონმა,რუსეთის ჭაობში რომ უპირებდნენ დატოვებას ეგ არ იყო მიზეზი? ასე როგორ აქვთ ტვინი მოხარშული,რომ აზრათაც არ ივლებენ თავში ბიჭს განვითარება და ევროპაში წასვლა უნდოდა,აგერ ნაპოლიმ იყიდა ეგრევე,ამათ მართლა გონიათ,რომ მაგარ ქვეყანაში ცხოვრობენ და უკვირთ რატომ უნდა წავიდეს რუსეთიდან ადამიანი.....

• Winter

მაშინ ის სქრინები შევინახე, სადაც საშინელ მუქარის შემცველ კომენტარებს უწერდნენ. მინდოდა, ყველაფერი რომ ჩაწყნარდებოდა სახეზე ამეფარებინა და გამომეფინა თავიანთი სახელებით და გვარებით. ახლა როცა ყველა ხვიჩას გაიძახის და მისი ფასი არავინ ჰყავთ, ბევრია ის ხალხიც, ვინც მაშინ საშინელელებს უწერდა და უსურვებდა. კი არიან ღირსი სახეზე ავაფარო ეგ კომენტარები, უბრალოდ არ ვიკადრებ, მეცოდებიან. მაგათ გამო მთელი საქართველოს ველურებად წარმოჩენა გადაწყვიტეს რუსებმა. აი შედეგიც!

• გიორგი

კარგია რომ დაიხურა ქართველი ფეხბურთელების სასაკლაო რუსეთის ჩემპიონატი. ეხლა იგივე მოხდება რაც მოხდა ღვინის ბაზარზე, რუსეთმა ემბარგო დააწესა. ჩვენებმა ღვინო ვეღარ გაყიდეს და იძულებული გახდნენ ხარისხი აეწიათ, შედეგად მივიღეთ ხარისხიანი ღვინო და მეტი შემოსავლები. ნუ ღვინის და ფეხბურთელების ბაზარს შორის სხვაობა დიდია, მაგრამ ძირითადი ესაა.

კიდე კაი ამ ბიჭს მაშინ რაიმე არ დაემართა თორე ეგრევე ქართველებს დააბრალებდნენ. ჩვენ მარტო კომენტარებში ჰეითი შეგვიძლია, თორე დარწმუნებული ვარ ხვიჩას ყველა დაიცავდა რუსებისგან, ცუდ კომენტარებს ვინც უწერდა ისინიც. ყოველშემთხვევაში მინდა მაინც რომ მჯეროდეს :))

• ნუკრი ს

მესმის მართლაც ასეა, გეთანხმებით. იმ დღეებში მასიურად ყველა ლანძღავდა ორი კაცი ვიცავდით ამ გვერდზე მხოლოდ. ეს გვერდი კიდე ფილტრავდა კომენტარებს და ფეისბუქზე იმდენი წყევლა-კრულვა იყო გაგიჟდებოდით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტელევიზიებმა გადაიტანეს რო ისევ რუსეთში იყო ხვიჩა და ეგრევე ვერ წამოვიდა. კომენტარების დაწერა ერთია მაგრამ მაინც დაუჯერებელია რომ მას ქართველების მხრიდან ვინმე შეეხებოდა, ან ქვებს ესროდა ან რაიმე მსგავსი. რუსული პროვოკაციები მგონია ეგ. მაგ კომენტარებიდან გამოწვეული.

• ნუკრი

ეხლა რა ნაკლები გულსატკენი კომენტარები იწერება?"ვერ გაქაჩავს ნაპოლიში,აქ სასეირნოდ ჩამოვიდა" და ასე შემდეგ.შურით და ბოღმით სავსე კლავიატურის ვირთხებს რა გამოლევს.გაქაჩავს კიდეც და ძალიან მაგრადაც ითამაშებს და ბევრჯერ გავიგონებთ ხვიჩას სახელის სკანდირებას ნეაპოლშიც და მთელ იტალიაშიც.წარმატებები ოქროს ბიჭო

• Sonigi

დავფიქრდეთ ყველა და წარმოვიდგინოთ , აფხაზეთის ომის დროს მსოფლიოს ასეთივე რეაქცია რომ ქონოდა და ასევე დაგვდგომოდა გვერდზე . მარტო ჩვენი მომავალი კი არ შეიცვლებოდა , მთელი მსოფლიო და კონკრეტულად ევროპა და თვითონ რუსეთიც სხვანსირი იქნებოდა . ახლანდელი რუსეთი ყველაფრიდან უნდა მოკვეთონ და საკუთარ მძ****ში უნდა იხარშოს ნელ-ნელა . ეს იმ ადამიანის პოზიციაა 90-იან წლებში რომ ომობდა და საქართველო და თბილისი სიგიჟემდე უყვარს .

• მინდია

გამარჯობათ!მინდა გითხრათ ყველას რომ ეს კაცი ძალიან ადეკვატური ადამიანია.ეს ყველაფერი რაც ეხება ხვიჩას ნაპოლში გადასვლაზე უფლუს დამსახურებაა,და შემდეგ ამ კარგი კაცის.სლუცკი არის ძალიან კარგი ადამიანი.დარწმუნებული ვარ ხვიჩა მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნება ამ კაცის.გაიხარეთ.слуцкий хорош

• Stfu

ომს მხარს უჭერს ფაქტიურად ეს დეგენერატი სლუცკი ისეთ "მინიშნებებს" აკეთებს. ჩვეულებრივი რუსი დეგენერატია და "ჯიგარი კაცია" სუფრის გრუზინების თვალში რა თქმა უნდა რა ტკბილად იხსენიებენ და "ჯიგრული" კლიჩკებით ამკობენ გეორგევიჩი თუ კონსტანტინოვიჩი თუ რა ქვია და მიდის სადღეგრძელოები აქ

"როცა ყოველ დღე ფანჯარაში ქვები მოფრინავს " ყოჩაღ ეგ თუ რომელიმე ქართველმა გააკეთა. დაუჯერებელია უბრალოდ...

• Stf

ესეც თქვენი სლუცკი აგერ რა ჭკუაზეა და რა აზრები აქვს. სადღეგრძელოები კიდე წავიდა

• Rubin_ Moika

ესეიგი ნაპოლიში არ უნდა გადასულიყო რუსეთში უნდა ჩამპალიყო. რუსების ლოგიკა

• Michael

სხვებზე ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყოო და ხვიჩაზე თქვა ქვებს ესროდნენო. ანუ იმის თქმა უნდა, რომ ბიჭს, რომელსაც ლამის მთელი საქართველო აღმერთებს ქვებს ესროდნენ მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ? ან ეს კაცია უდიდესი მატყუარა და ან თუ მართლა მოხდა, მაგის გამკეთებელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად!!!

• სოსო

ნეტა რას მიედ-მოედება ეს კაცი

• ბექა

ტყუილი მგონია ეგ ამბავი,მიზეზად მოყვანილი რო ხვიჩა წამოსულიყო გუნდიდან

იტყუება ეს კაცი აშკარად. ქვების მსროლელები და კაციჭამიები გამოიყვანა ქართველები. ანუ ქართველები მივიდნენ კაზანში და ქვების სროლა დაიწყეს ხვიჩას ფანჯარას თუ როგორ გავიგოთ? სულ ეს უნდოდათ, ქართველების ველურებად წამოჩენა და მიეცათ მიზეზი. სამწუხაროდ იმ ცუდი კომენტარებით საბაბი მივეცით და იმას იყენებენ ახლა ქართველების წინააღმდეგ. თუ მსგავსი ფაქტი მართლა მოხდა ხვიჩამ რატომ არ გაასაჯაროვა, რასქვია ვინმემ ქვები მესროლოს და ჩუმად ვიყო? იქნებ ამათმა დაიქირავეს ვინმე რო ქვები ესროლათ და შეეშინებინათ ბიჭი, რომ მერე ქართველებს დაბრალებოდათ. რატომ არ დაიწყო ამაზე გამოძიება? კარგი, მანქანის დამტვრევა გავატარეთ დავუშვათ მაგრამ ამ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს ვიღაცა ქვებს ესროდა და ეგ არ ვიცოდით აქამდე? ქართველები იყვნენ რუსები თუ ვინმე პროვოკატორები ეგ არ უნდა გაეგო არავის? თუ ტყუილს ამბობს ამხელა კაცი მაშინ მის სინდისზე იყოს. ამათგან არც არაფერი გამიკვირდება

• Spain

ვერაფრით დავიჯერებ, რომ მიუხედავად იმ საშინელი კომენტარებისა, ვინმე ქართველებიდან ამ ბიჭზე ხელს აწევდა, ქვებს ესროდა და რაიმეს დაუშავებდა, არვიცი შეიძლება გულუბრყვილობით მომდის მაგრამ ასე ვფიქრობ. უბრალოდ ქართველებმა ვერ ვისწავლეთ, რომ როცა რაღაც ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი რადიკალური ფორმებით არ გამოვხატოთ. ონლაინშიკი ხალხი ვართ და ფეისბუქი გადავაქციეთ ყველანაირი ნაგვის და სიბინძურის ამოხეთქვის საშუალებად. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან რუსებმა და ჩვენს ხასიათს ჩვენივე წინააღმდეგ იყენებენ. ყოველთვის მოსწონდათ ქართველების ველურად გამოყვანა... ვერაფრით დავიჯერებ, რომ ვინმე ქართველი მას ქვებს ესროდა და მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. უკვე მერამდენედ წამოგვაგეს რუსებმა მსგავს პროვოკაციაზე. ეგ კაცი, სლუცკი მერამდენედ ამბობს უკვე რომ ხვიჩას ქართველბისგან საფრთხე ემუქრებოდა. მე არვიცი თავად ხვიჩამ როგორ მიიღო იმ დღეებში ეს საშინელი ნეგატივი, იმ კომენტარებს რომ კითხულობდა შეიძლება მართლა ეშინოდა და საფრთხეს გრძნობდა, ყველა ერთნაირად ვერ აღივამს ბულინგს და მუქარას. მითუმეტეს ასე ახალგაზრდა და ვინ იცის რას ფიქრობდა იმ მომენტში. შეიძლება გაუზიარა კიდეც იმათ თავისი დამოკიდებულება, ვითანაც ახლოს იყო. ამათმა გააპათეტიკეს და ისე გამოიყვანეს თითქოს ქართველები კლავდნენ აქ და რუსებმა ჩვენგან დაიცვეს. ძალიან ტეხავს ეგ ამბავი.

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას

კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა

დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია