საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრების დაწყებიდან მეოთხე დღეს სავარჯიშო პროცესში 28 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 26 ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადება სოლომონ კვერკველია და მამუკა კობახიძე. საწვრთნელი პროცესი კვლავ ვაკო ყაზაიშვილის გარეშე მიმდინარეობს. სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი საკლუბო მატჩის შემდეგ, თბილისში 29 მაისს ჩამოვა.

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა უეფას ერთა ლიგის ახალ ფორმატზე და ივნისის მატჩებზე ისაუბრა.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი): "სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის.

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი, რათა კარგად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელია შეკრებაზე. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა.

ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა გულშემატკივრებს შორის დიდი იმედები გააჩინა და ამ გათამაშების დაწყებამდეც იგივე მიზანს ვისახავთ, რომ მივაღწიოთ წარმატებას და გავიდეთ პლეი ოფში.

იმედი მაქვს, მეტი დანაკლისი არ გვექნება, რადგან თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარი მათი ფიზიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობაა".

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

nakrebi.ge

ლევან მაღლაკელიძე
კი მარა რას ერჩიან კვარას? რა ხალხი ხართ, გადავირიე
winterss
მიხვდა, რომ მიქარა და გადაიფიქრა დაშვტენილმა, დაშტვენა!
ელგუჯას
ბარსას დონე იყო როცა, ვარსკვლავების ცვენა იყო გუნდში: ინიესტა, პუიოლი, მესი და დანარჩენი მაღალი კლასის ფეხბურთელებით სავსე. ეხლა ბარსა საშუალო გუნდადაა ქცეული, რომელიც დეზერტირების ბაზარს უფრო დაემსგავსა, ვინ შედის და ვინ გამოდის.
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
Winter
საინტერესოა ვიღაცეები რომ პირდებოდნენ კვარას, ნაკრების თამაშებზე დაგისტვენთ და ჯოჯოხეთს მოგიწყობთო, ისევ აპირებენ თუ როგორაა საქმე :დ მართლა მაინტერესებს. არ უარყოთ ახლა სქრინები მაქვს სახელებით და გვარებით! :)))
ელგუჯა
კი ბატონო როცა ბარსას და რეალის დონის გუნდებში იქნებით
რუსთავი
მარტო მე მხვდება ხოლმე ყურში ცუდად ფეხბურთელები კომენტარებშიი რომ იძახიან ,, საქართველოს ნაკრებს დავეხმარები...'' მგონია საკუთარ თავს უფრო ეხმარებიან საქართველოს ნაკრებჭი თამაშით და ბრძოლით...
irakli
წარმატებები საქრთველოს ნაკრებს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ