საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები, 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.

გორში გასამართი ამხანაგური შეხვედრა, 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფლია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.

რუმინელებთან მატჩისთვის, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ოთხი მოთამაშე - ლუკა ხარატიშვილი, ლაშა კვარაცხელია, შაკო ოგბაიძე და ლევან ოსიყმაშვილი ახალგაზრდული ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული.

ტრავმის გამო, ახალგაზრდულ ნაკრებს რუმინეთთან მატჩში დინამო თბილისის მოთამაშე - ლევან ხარაბაძე ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 21-წლამდელების შეკრებას ბოლნისის სიონის ნახევარმცველი - ლუკა ხორხელი შეუერთდება.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი).

თავდასხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

nakrebi.ge

აკა
ეს ძმები თავის სიტყვას იტყვიან ფეხბურთში, თავიანთ საქმეს ყოველნაირი ხმაურის გარეშე ასრულებენ, პაუზისას სოსიაშვილი დაცვუს ხაზს გააძლიერებს და "სიონი" სერიოზული ანგარიშგასაწევ გუნდად მოგვევლინება.
აკა
აეხილათ თვალები! ვინმე ნორმალური აგენტი მაგ ტალანტებს, რომლებიც სოსიაშვილმა გახსნა, ბრწყინვალე კარიერას გაუკეთებს, ასე რომ ხანდახან პერიფერიულ გუნდებსაც უნდა შევხედოთ და "ქართული სნობიზმი" გვერძე გავწიოთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია