მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესს დაუკავშირეს, "ვალენსიას" ქართველ მეკარეზე ბრიტანული მედიაც წერს. გიორგი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთადაა, მის შესაძლო ტრანსფერზე საუბარი კი შემდეგ გაგრძელდება.

მანჩესტერული Unitedinfocus-ი საინტერესო სტატიას გვთავაზობს, სადაც საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც როგორც "ვალენსიაში", ასევე "იუნაიტედში" უთამაშიათ. გამოცემა მსჯელობს, თუ რამდენად წარმატებულნი იყვნენ ისინი ამ კლუბებში.

სიაში სულ 3 ფეხბურთელია, თუმცა მათგან 2 ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია - პორტუგალიელი ნანი და ესპანელი ხუან მატა, კიდევ ერთი მოთამაშე კი ანდრეას პერეირაა.

35 წლის ნანი გასულ სეზონში სერია "ა"-ში თამაშობდა, თუმცა პორტუგალიელის "ვენეცია" გავარდა. ნანი მანჩესტერულ გრანდში 2007-დან 2015 წლამდე გამოდიოდა, პირველივე სეზონში კი, სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად, დუბლი შეასრულა - მოიგო როგორც ჩემპიონთა ლიგა, ასევე პრემიერლიგა. პორტუგალიელმა "წითელ ეშმაკებში" სულ 12 ტიტული მოიპოვა, 230 მატჩში 41 გოლი და 73 საგოლე პასი ჰქონდა.

ნანი მამარდაშვილის ახლანდელ კლუბში 2016-17 წლების სეზონში გამოდიოდა, სადაც 25 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტიტულოვან ხუან მატას "ღამურებში" მხოლოდ ერთი დიდი გამარჯვება აქვს - "კოპა დელ რეი" მოიგო, თუმცა ამ გუნდში შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - 4 სეზონის განმავლობაში 174 მატჩში 46 გოლი და 52 საგოლე პასი.

34 წლის ნახევარმცველი მანჩესტერში 2013 წლიდან დღემდე გამოდის, თუმცა უკანასკნელი 2 სეზონია ცოტას თამაშობს და სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. 285 მატჩი, 51 გოლი, 47 საგოლე პასი - ასეთია მისი მანჩესტერული მონაგარი. მატა "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. სწორედ მან გაუკეთა საგოლე პასი დიდიე დროგბას, რითაც "არისტოკრატებმა" "ბაიერნს" მოუგო, თუმცა ჟოზე მოურინიოს ხელახალი დაბრუნების შემდეგ ესპანელი 37 მილიონ ევროდ მანჩესტერში აღმოჩნდა.

რაც შეეხება 26 წლის ანდრეას პერეირას - ის "ვალენსიაში" "მანჩესტერმა" 2017-18 წლების სეზონში იჯარით გაუშვა, თუმცა ამჟამად ბრაზილიური "ფლამენგოს" ფეხბურთელმა 12 მატჩი გამართა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, დავიდ დე ხეა "მანჩესტერში" რჩება და მათი ახალი თავკაცი ტენ ჰაგი სათადარიგო მეკარის ძიებაშია. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს და გიორგი მამარდაშვილი გუნდის ძირითადი მეკარე, თანაც გაუმჯობესებული ხელშეკრულებით გახდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.

ლევან მაღლაკელიძე
რა სისულელეა, ამდენს მეკარეში ვინ იხდის?
ხომ ერა
მალე მოვა მანჩესტერის დროც , ახლა ჯობს დარჩეს სადაც არის . ლა ლიგაში ვალენსიას მთავარი კიპერობა სახუმარო ამბავი ხო არაა ამ ასაკში… ახლა ის ეტაპი ეწყება , როცა გამოცდილება უნდა მიიღოს. ეგრე გააგრძელოს და სულ მალე მთავარ მეკარედ მოუნდებათ იუნაიტედისა და მსგავსი კალიბრის გუნდებს. წარმატებები გიო !
G.LA
მამარდა მგონი ვალენსიაში უნდა დარჩეს. დე ხეას სათადარიგოდ ყოფნა ამ ეტაპზე არც ისე სასურველია. ვალენსიაში უფრო მეტად უნდა განიმტკიცოს თავისი იმიჯი ევროპაში. ასე მიყოლებით ყოველ სეზონში ძირითადი მეკარეები ამოაგდოს არ გამოვა. მითუმეტეს დე ხეა ჯერ კიდევ პიკზეა. მამარდა ჯერ საკმაოდ ახალგაზდაა და ყველაფერს მოესწრება თუ ასე გააგრძელა, გრანდშიც გადავა.
რომა
სკამისთვის სილენსენი წაიყვანონ რაღა გიორგის უნგრევენ კარიერას ეხლა ამას სკამზე ჯდომა კიარა თამაში უნდა. რეალშიც ზის სკამზე ძალიან კარგი მეკარე ლუნინი კი არის ლიგის გამარჯვებული მაგრამ თამაში არ ჩაუტარებია... ასეთ გუნდში ყოფნას რა აზრი აქვს თუ საპენსიო არ ხარ
კახა
რა მაგარია ქართველი მეკარე, რომ ამხელა წარმატებას აღწევს, ძალიან მაგარია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო