ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ლოპესმა გამოიტანა. თუმცა შემდეგ ხვიჩამ წიტაიშვილის პასი მიიღო, კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. სანიოლის შეგირდებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. მარჯვენა ფრთაზე ლობჟანიძე აქტიურობდა, რომელიც მცველს გაექცა, გადაცემა მიქაუტაძეს გაუკეთა, მას კი გატანა კოულინგმა არ დაანება. მერე ისევ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მოიგერია გოლკიპერმა. 33-ე წუთზე კი საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე კაშიამ ჩიპოლინას დაასწრო და ანგარიში გაზარდა. სამწუხაროდ, ჯოლისთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო წიტაიშვილმა და გიორბელიძემ შეცვალა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ერთი გუნდი უტევდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა: კვარაცხელიას მეკარემ არ გაატანინა, ლობჟანიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ჩაკვეტაძემ შორიდან სამჯერ ააცილა კარს, შემდეგ ძელმა იხსნა სტუმრები, ბოლოს კი ლობჟანიძემ ორი ჩინებული პასით მიქაუტაძესა და ყაზაიშვილს გაატანინა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 ივნისს გასვლაზე ბულგარეთთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - გიბრალტარი 4:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (12), 2:0 კაშია (33), 3:0 მიქაუტაძე (87), 4:0 ყაზაიშვილი (88)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კობახიძე 63), ხოჭოლავა, წიტაიშვილი (გიორბელიძე 40), ლობჟანიძე, აბურჯანია (კიტეიშვილი 63), მექვაბიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 78), მიქაუტაძე

გიბრალტარი: კოულინგი, რ.ჩიპოლინა, ენესლი (მოული 66), ბრიტო, ვაისმანი, ჯოლი (ვალარინო 66), ლოპესი, რონანი (ტორილა 46), ლ. კაშიარო, სტიჩი (კუმბსი 46), უოლკერი (ერნანდესი 73)

maxo
ჰოპლა-ჰოპლა იზახეტ და მერე გადახტით.
Tvalsazrisi.
გამაოცა ბულგარელმა გულშემატკივრებმა, ისინი 5-2 ზეც ბულგარია! ბულგარიას გაჰყვიროდნენ თან კვეკვესკირი პენალს რომ ურტყამდა მე -6 გოლის გასატანად ისინი იხტიბარს არ იტეხდნენ და შედეგიც გამოიღო გამაზა კვეკვემ პენალტი. ეხლა ქართველები ამას არ იზავენ ასე მგონია არადა ზუსტად ასე უნდა იქცეიდეს ქართველი ეს უნდა ისწავლოთ ესეთი გაუტეხლობა ჩვენ მოგვეთხოვება. ასევე დიდი მოულოდნელობა იყო ის რომ კვარაცხელია ტაშით გააცილეს მოედნიდან, სლავების უმეტესობას ისეთი ალერგია აქვთ ქართველებზე არასდროს არ გაღიარებენ რაც არ უნდა კარგი იყო თან ვალდებულებიც არ იყვნენ ტაში დაეკრათ ესეიგი ძალიან მოეწონათ მისი თამაში. ეს ძალიან დასაფასებელია სინდისის რაღაც ნატამალი ქონიათ როგორც ჩანს
emigranti

Xorxe
ამერიკის მოქალაქე თუ ხარ და ამერიკული განათლება თუ გაქვს რას უზიხარ აქ სპორტალ.ჯე ს კომენტარებში
გეგი
ოკ
გეგი ს
ბატონო გეგი, საკუთარ ნაკრებს როცა პატივს არ სცემთ და ფეხის დაცდენას ელოდებით აქ იჭრებით და ყურადღება გავამხვილე, რომ ეგ არის არასწორი. შეურაცხყოფა არ მომიყენებია, თქვენ გამომეკიდეთ სიტყვებში და ილუზიებში გადავარდნილი მიწოდეთ ,მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებს მხარს ვუჭერ შედეგის მიუხედავად. გასაგებია თქვენი პოზიცია. მე სხვანაირად ვფიქრობ. წარმატებებ გისურვებთ.
გეგი
მე რაც გავაკეთე ეგ ღმერთმა იცის და ამის აფიშირებას არ დავიწყებ,რეაქცია იმზე მაქვს რომ როცა ადამიანს არ იცნობთ არ იცით ვინაა ის აყენებთ შეურაწყოფას და ეუბნებით რომ თითქოს მე ჩემი ნაკრების ქვეყნის და ერის წარუმატებლობა მიხარია ან გამიხარდება.რაც დაწერეთ ეგ არის სრული აბსურდი და ამ აბსურდით რომ ცხოვრობთ მაგიომაც ხართ კარგად. იჭრებით ყველა ვინც ასეთ დასკვნებს აკეთებთ.არანაირი აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს და იცხოვრეთ ასეთი ცხოვრებით.ბევრს მიაღწევთ.
გეგი ს
და თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ წარუმატებელ ქვეყანაში არ ცხოვრობდეთ? სხვებს რომ უყურებთ, ის სხვები თავიანთ ნაკრებებს მხარს უჭერენ, თქვენსავით თვითგვემით კი არ არიან დაკავებული? რავიცი ყოველი წაგების მერე იძახით, ფეხბურთი არ უნდა ფინანსდებოდესო და ისიც კი არიცით, რომ ფეხბურთელები ხელფასს არც იღებენ ნაკრებში თამაშისთვის. გააგრძელეთ სხვა ქვეყნების წარმატებების თვლა და საკუთარ ნიჭიერ ახალგაზრდებს ასე გადაუარეთ. ყოველ პატარა ბავშვს, ვინც ანთებული თვალებით უყურებს თამაშებს და ფეხბურთელობა უნდა, მოტივაცია მოუკალით და უფრო ბევრი წლის და საუკუნის გასვლას უნდა დაველოდოთ სულით "ლუზერი" თაობები რომ აღარ მოვიდეს. თავად თესავთ უიმედობას და მერე სხვებს აბრალებთ.
გეგი
არ დაიღალეთ ამ უაზრო ილუზიებით და უბრალოდ ლაპარაკით?ამდენი წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ,შედეგი იგივეა უარესი თუ არა.არ გეფიქრებათ იმაზე რომ სხვა რამეა კიდევ სჭირო?უფრო მნიშვნელვანი რამ გვაკლია ამაზე არ ფიქრობთ?დრეს რომ ფეხბურთი ძალიან დიდი ფულია და ასევე მოთამაშეების რესურსიც რომ უნდა გვქონდეს მაგაზე არ ფიქრობთ?ასე ჰაერზე რომ არაფერო მოვა და დიდი შრომა რომ არის საჭირო ფეხბურძთელებიან ფედერაციან ქვეყნიანად მაგას რატომ არ იაზრებთ?თურქეთის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ ადრე რა იყო თურქეთი და როგორი პროგრესი განიცადა,ოღონდ ასე არა როგორც ჩვენ დღეს ცდილობთ?კარგი ძმაო იყავით მასე ილუზიებში.მე კი დავიღალე რაა და სულაც არ მეღლიცინება ამაზე.თქვენ სროწი შეფასების დიდი პრობლემა გაქვთ და ჰაერზე გინდთ ყველაფერი,სწორედ ამიტომ აზრი არ აქვს რამის მტკიცებას!
სოსო
მართალი ხარ ზურა,მაგრამ 29 დატყმა კარისკენ და 12 კარის ჩარჩოში,წინა წლებში,მთელ ციკლში არ გვიგროვდებოდა ხოლმე.დაცვა მეტნაკლებად დალაგდა და ახლა შეტევის ორგანიზებაზეც დაიწყეს ეტყობა მუშაობა.სტანდარტიდან გატანილი გოლი,ბოლოს როდის გვქონდა?დაცვის ზურგს უკან და თავისუფალ სივრცეებში პასების ჩაყრა და მთელი მატჩი პრესინგი,ასე სუსტი გუნდის წინააღმდეგაც კი არ მახსოვს,ჩვენებისაგან.ფიზიკა არ ჰყოფნიდათ.გუნდი გუნდს ემსგავსება და კიდევ უფრო მოუმატებს.
ადეკვატური გულშემატკივარი
იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც წერთ, გიბრალტართან მოგება არაფერიაო და ვინც ღლიცინებთ თქვენს ნაკრებზე. ზუსტად ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რასაც წარმოადგენს რეალურად ჩვენი დონე. მართლა მაინტერესებს, თქვენ გგონიათ ფეხბურთელებმა და ნორმალურმა გულშემატკივარმა არ ვიცით, რომ გიბრალტარი სუსტი ნაკრებია და სხებთან იოლად ვერ მოვიგებთ? რაიმე ახალი თქვით ამით და გინდათ განსხვავებული გამოჩნდეთ სხვებისგან? ახლა ელოდებით როდის წააგებენ რომ აქ ბედნიერები შემოვარდეთ? სასაცილოა უბრალო. ის ადეკვატური გულშემატკივარი კი არ ავტეხავთ "ვაი ვუი" ს ვინც ნაკრებს მხარს ვუჭერთ, გავაანალიზებთ წაგებას და შესაბამის რეაქციებს დავწერთ, აი თქვენ დაიწყებთ აქ მინდვრების გადახვნაზე, ფეხბურთის აკრძალვზე და მსგავს ბანძ თემებზე ღლიცინს. ვითომ თქვენზე მეტად არ უნდოდეს რომელიმე ფეხბურთელს ყველა თამაშის მოგება და არა თქვენნაირების, არამედ ნორმალური, ადეკვატური გულშემატკივრის გახარება :))
სოსო
დიდი ხანია გასული,რაც 3-2 ძლივს მოვუგეთ?დ ჯგუფში რომ ვითამაშეთ,მაშინაც ფსკერი იყო,მაგრამ ჩაკვეტაძე რომ არ გვყოლოდა,გოლის გატანა კი არა,კარშიც რომ ვერ ვურტყავდით,ჩვენ ის გუნდი არა ვართ?საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი რომ ჩაატარა მოლდავეთთან და თბილისში 0-1 წააგო,მას შემდეგ ამდენი კარისაკენ დარტყმა აღარ გვქონია და 12 -ჯერ კარში დაგვერტყას,ალბათ არც ისტორიაში.ან როდის გავიტანეთ სტანდარტიდან უკანასკნელად გოლი,ვინმეს ახსოვს?დაგვავიწყდა უკვე.ეს არ უნდა დავუნახოთ ბიჭებს?არც რომი აშენებულა ერთ დღეში და არც მოსკოვი.ძლივს ფეხბურთის თამაში დაიწყეს,შეტევაში ავად თუ კარგად გააზრებული თამაშით და დავუფასოთ რა,მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც.ხალხი, ბოლომდე იხარჯებიან და თუ წიხლს ვუკრავთ,ნაპერწკლის ჩაქრობას,ბევრი კი არაფერი უნდა.
! ს
და თქვენ გგონიათ მაყურებელმა და ფეხბურთელებმაც არ იციან რომ გიბრალტარი სუსტი ნაკრებია და სხვებთან ასე ადგილად ვერ მოიგებენ? გგონიათ რაიმე ახალი თქვით?? ასე ბოღმიანად რომ არ დაწეროთ და მხარი დაუჭიროთ ნაკრებს არ გირჩევნიათ? დარწმუნებული ვარ ჩასაფრებული დაეოლოდებით მაკედონიასთან და ბულგარეთთან მარცხს რომ მერე აქ ბედნიერი წეროთ, აი ხომ ვამბობდიო. კარგად ვიცი ასეთების ფსიქოლოგია :)) რეალურად სულ ასე იყო და დიდი წვლილი მიუძღვის ასეთ გულშემატკივრობას ნაკრების წარუმატებლობაში. ნორვეგიამაც მოუგო გიბრალტარს, და აღნიშნეს მოგება, თავში კი არ წაიშინეს ხელი, ეს კი მოვიგეთ მარა უფრო ძლიერებთან რა გვეშველებაო? მოდი ნუ ვფარავთ წარუმატებლობის და თვითგვემის სურვილს ვითომ სამართლიანი კრიტიკით. დარწმუნებული ვარ ბულგარეთთან რომ წააგონ, გაცილებით მეტი სიხარულის ყიჟინა იქნება თქვენი მხრიდან...
I
ალიოოო ლანძღვა რა შუაშია?ადამიანმა სრული სიმართლე ტქვა და მოიტყუეთ თავი მიდ ჰე.ფიქრობთ მაინც ახლა რას ამბობთ?იმის მაგივრად რეალურად შევხედოთ და თავი არ მოვიტყუოთ რაც ცუდ სამსახურს გაგვიწევს წერთ აქ იმას რომ ვითომ მტერი იყოს ახლა ნაკრების.რეალურად უნდა შევხედოთ და რეალურად მოგვარდეს ის პრობლემა რაც შეიძლება რომ იყოს.მოკლედ გამოჩნდება რა სხვა თამაშებში ყველაფერი და მერე ნურარ დაიწყებთ ვაის და ვუის.
გიო
საბა ყოჩაღ ყველაზე კარგი იყავი
შულაიას
თქვენნაირი გულშემატკივარი მართლა არ იმსახურებს არც შვედეთის დონის ნაკრებთან მოგებას და არც გიბრალტართან. საკუთარ წარუმატებლობას ნაკრების ლანძღვით რომ ფარავთ ეგ გასაგებია მაგრამ ჯობია მოეშვათ და ნაკლები ბოღმა იყოს. ახლა აღარ უსტვენთ ხვიჩას? აქ ხომ წერდით თქვენ და თქვენნაირები, ჯოჯოხეთს მოვუწყობთ სტვენითო? რაღაც არ დამინახავს გუშინ ეგეთები სტადიონზე. თუ მარტო კომენტარებში ხართ მაგრები? კიდევ კარგი ნორმალური გულშეატკივარი არსებობს.
შულაია
რაც მართალია მართალია!! გიბრარტარის დონის, უფრო სწორად-ფსკერის დონის გუნდთან,მართლა მაგარი ნაკრები გვყავს. ისე მეტს არც ვიმსახურებთ, ისე მოჩვენებითი სიხარულით ულოცვდა ხალხი ერთმანეთს გიბრარტარის ექიმებით,პოლიციელებით და მეხანძრეებით დაკოპლექტებული ნაკრებთან მოგებას გეგონებოდა ყარსის ციხე აეღოთ. ერთი სიტყვით ხბოს აღტაცების მწვერვალი იყო.
შოთა
ისე დარჩენილ სამ თამაშში რომ 5 ქულა ავიღოთ, ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით.
თენგო
ჩაკვე კიდევ მოუმატებს აუცილებლად კიტეც გაიმართება და მაგარი ბიჭები გვყავს წინ დიდი წარმატებებია
odala
გუშინ უცსოელ პრაფესორ ხალხში ვიჯექი, პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვკამათობდით და იმათ ვეუბნებოდი: მთელი ბავშვობა რუსები მეზიზღებოდა, რუსი-შვაინის მეტი სახლში არაფერი მესმოდა, 20 წელზე მეტი ამერიკაში ვიცხოვრე, ამერიკის მოქალაქე ვარ, ამერიკული განათლება მაქვს და გამოშტერებულ ქართველებს რუსოფილი ვგონივარ, იმიტომ რომ ვამბობ ისე როგორც ვხედავ-მეთქი :)) ეჰ, გვიჭირს, აზროვნებაში, პრინციპებში და ბევრ რამეში სამწუხაროდ.
როდიდან-ს
ნაცი რომ ხარ არ გიტყდება? რაო შენმა ბელადმა მიხო? როგორ გარბოდით ისე ნაცები ომის დროს?
ნ.კ
მართალია გიბრალტარი სუსტი გუნდია მაგრამ დიდი ანგარიშით მშრალად მოგებას დიდი ფსიქოლოგიური დატვითვა აქვს რადგან მიყოლებით რთული თამაშები გვიწევს! გუნდს კარგი განწყობა და თავდაჯერება სჭირდებოდა და მიიღო კიდეც!წარმატებები საქართველოს!!!!
შოთა
სანიოლს მადლობა ჩაკვეს თამაშისთვის და კიდე იმისთვის რომ ეროვნული ჩემპიონატიდან ათამაშებს ბიჭებს. ძალიან უმაღლდებათ ამით მოტივაცია ჩვენს აქ მოთამაშე ბიჭებს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ბულგარეთი-საქართველო 0-2 ))
მერაბი
კარგი სპარინგი გამოგვივიდა! მადლობა გიბრალტარს, იქნებ ვინმეს ქულები დააკარგვინონ!
ოთარი
მე კი მგონია, რომ შეცდა, მაგ გამოხტომისათვის სხვა დონის თამაშზე წითელი გარანტირებული გვექნებოდა და მაშინვე უნდა შეეცვალა. თამაშის მერე საყვედურებს და სავარაუდოდ უახლოეს თამაშებში სკამის ხეხვას, სჯობს სიმართლე თვალებში პირდაპირ უთხრას. შე დალოცვილო შანს გაძლევენ, მაშინ როცა სხვები აშკარად გჯობიან და შენ რითი პასუხობ? თუ ფსიქოლოგის დახმარება "ტეხავს" ? მაშინ ვერავინ გიშველის. ხანდახან სარკის წინაც უნდა დადგე და საკუთარ თავს თვითონაც უნდა შემოულაწუნო.
kaka
გიბრარტარის მწვრტნელმა ბედნიერები ვარტო ტამასიტო რა გესველებატ მეტი გიბრარტალი არ არი როდემდე ............................
კახა ქ.
გილოცავთ ყველას.გამარჯვებით დაწყება კარგია,არა აქვს მნიშვნელობა გიბრალტარის იქნება თუ სხვა.ეხკა რაც შეეხება თამაშს.კაშო და კვარაზე ბაზარი არაა,უდავოდ ლიდერები არიან.საბა ყოჩაღ,მაგარია.კიტე შემოვიდა და დაეტყო ეგრევე გუნდს.წიტაიშვილიც ძალიან კარგი იყო მაგრამ სამწუხაროდ.....ხაჭოს არა უშავდა,კაკაბაძე სუსტია,აბურჯანიაც,მექვაბიშვილისთვის ადრეა ჯერ ძირითადი,ჩაკვე ძალიან შორსაა ფორმისგან და აუცილებლად ფსიქოლოგი ჭირდება,უაზრო წაკინკლავება მეტოქესთან და ა შ.მუქაუტაძე ყოჩაღ,მონდომებული იყო.მომწონს ის,რომ გოლის გატანაზეა დაგეშილი,ოღონდ ხანდახან უკეთეს პოზიციაში მყოფს უნდა გაუკეთოს პასი.ლორია დასასვენებლად იყო ბახმაროში...წარმატებები.პ ს.ნახევარდაცვას მიხედეთ.

საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფს 16 ქულით დაამთავრებს,პირველ ადგილზე.მხოლოდ ბულგარეთთან,შინ დავკარგავთ ქულებს.
გიო
ზოგიერთი ე.წ გულშემატკივარი ისეთ უაზრო კომენტარებს წერეთ რომ მიკვრის საერთოდ ფეხბურთი იცით რა არის? გასაგებია რომ გიბრალტარი არ არის ძლიერი ნაკრები მაგრამ არც საქართველოს ნაკრებია დღეს არგენტინა და მესი და რონალდო არ გყავს რომ ყველა შეტევა გოლით დავასრულოთ 30 ჯერ დავარტყით კარში ბურთის ფლობა კუთხურები ყველაფერში ვაჯობეთ მეტოქეს კარში საერთოდ არ დაურტყამს კარისკენაც არ დაურტყამთ მოვიგეთ 4-0 მეტი რა გინდათ ვერ გავიგე აიღო იმ მეკარემ ის ბურთები და რაც შეეძლოთ ითამაშეს იმათმაც დღეს ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე რომ გავიდეთ და 9-0 მოვუგოთ თუნდაც გიბრალტარს.
გიო
გამარჯვებია რათქმუნდა კარგია მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავარდენთ გიბრალტარი ძალიან სუსტი ნაკრებია ფაქტობრივად სამოყვარულო გუნდი უფროა ვიდრე პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები მთავარი მატჩები წინ გვაქვს საკმაოდ ძლიერ ბულგარეთან და მაკედონიასთან რომელმაც მე 2 ადგილი აიღო მსოფლიოს ჯგუფში და იტალია გამოაგდო პლეიფოდან მათთან თამაში არ იქნება მარტივი და თამაშის ხარისხია გასაუმჯობესებელი.
როდიდან
გულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს,რუსოფილო?!
odala
თამაშისთვის არ მიყურებია, ჰაილაითები ვნახე და შეიძლება ვცდები, მაგრამ მომეჩვენა თითქოს კარგ ფორმაშია ნაკრები და საკმაოდ თავდაჯერებულადაც თამაშობს, მიუხედავად იმისა გიბრალტარი იყო. მგონი ხარისხსაც არა უშავდა. სწრაფად, ტექნიკურად უბერეს და მომენტებიც საკმაოდ ჰქონდათ. ამდენი მომენტი საუკუნეა არ შეუქმნიათ.
გიორგი-ს
ეგრეა და ნაკრებისთვის ზედმეტი ბარგია,ნაკრებს აზიანებს, რასაც ვიძახი ეგრეა..ყარს სმისგან ჭანკვეტაძეა თუ ვინც არის..
კაპიტან გარდენბურგი
ყოჩაღ ყველას. საბას განსაკუთრებით და ხვიჩას. ამ უკანასკნელზე კიდევ მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ მაგარი ფეხბურთელი კი არ არის, უმაგრესი ადამიანია! დამოკიდებულებებზე ეტყობა. იმიტომაც შეიძლება რამე გამოგვივიდეს, თუ გუნდი ასეთი ფეხბურთელებით შეიკვრება
Skeleton
ხვიჩას აღარ უსტვენდით? გადაიფიქრეთ? ერთი მიზეზი მაინც თუ არის ნეტა, რის გამოც ამ დონის გულშეატკივარი მაღალი დონის ფეხბურთელებს და ევროპაზე გასვლას იმსახურებდეს :) 40 წელი არაფერი მოუგია ესპანეთს და იცით რატომ დაიწყო 2008 წლიდან აღმასვლა? იმიტომ რომ მაგარი ბავშვები გაზარდეს და ბოლომდე გვერდით ედგნენ თავიანთ ქვეყანას. კი არ ღლიცინებდნენ, ან თუ ვინმე ნიჭიერი გამოერეოდათ სიტყვით კი არ კლავდნენ, როგორც ამათმა უქნეს კვარაცხელიას.. ელოდნენ წარმატებას და იმედი ჰქონდათ, მთელი 40 წელი ელოდნენ. შევადაროთ აბა გულშემატკივრების დონე და მერე კითხვა დავსვათ, რატომ არ გვყავს ტორესის, ვილიას, ინიესტას, ჩავის, პუიოლოს დონის ფეხბურთელები ?!
zura222
ბიჭებმა კარში დარტყმებზე უნდა იმუშაობ ! 29 დარტყმიდან მარტო 12 რომ წავა კარში და იმ 12 დან 8 ს იმ გასიებულ ძონძროხა მეკარეს ააღებინებ ესეიგი ბევრი სამუშაო გაქვს დარტყმებში ! და ეს მექვაბიშვილი ფედერაციის რომელიღაცა ბობოლას ნათესავია ასე რომჯ აჯენებენ ძირითადში ?? ჩამშლელად შეიძლება კიდევ არა უშავს მაგრამ ეხლა მარტო ჩამშლელი არავის ჭირდება ! ზუსტი და დროული პასებიც უნდა ისწავლოს და შორიდან დარტყმებიც !
ვანჩოპე
თუ რამე გაიგე შენი დაწწრილი ამ კომენტარით ეგრევე გამოაქვეყნე. ძალიან გვაინტერესებს ასეთი ახსნა უბრალო მოკვდავებს
რაბუ
კარგი თაობაა და იმედია უახლოეს წლებში კიდე მიიღებს სერიოზულ შევსებას ნიჭიერი+შრომისმოყვარე ფეხბურთელებით. მომასწარით მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატს თქვე დალოცვილებო
გიორგი
რა გაუწყალე ჩაკვეს ამ ბარებითა და რესტორნებით?ერთად დადიხართ თუ რაიცი მისი ასავალ-დასავალი,სულ ამ კომენტარს უწერ.
David
ჩაკვეტაძეს ეტყობა რომ ძალიან იმედგაცრუებულია, თითქმის არ იღიმოდა. მისი ბრალი არაა რომ მძიმე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მისი ბრალი იქნება თუ დროებით წარუმატებლობას თავის კარიერას შესწირავს. კარგი ბირთვი იკვრება და ძალიან გვინდა რომ ამ ბირთვის ერთერთი ლიდერი იყოს. ნებისყოფა, მონდომება და წარმატებაც მოვა
ooo
რაც მართალია მართალია!! ასეთი დონის, უფრო სწორად ფსკერის დონის გუნდებთან ძაან მაგარი გუნდი გვყავს.ისე მეტის ღირსიც არც ვართ,ისეთი ხბოს აღტაცებით ვულოცავთ ერთმანეთს გიბრარტარის ფეხბურთის მოყვარული ექიმებითა და პოლიციელებით დაკომპლექტებული ნაკრების დამარცხებას.
ვანჩოპე
ნაკრებში მეტი მოტივაცია აქვს. გამოდის რომ მეტი შეუძლია. მალე ვფიქრობ უკეთეს კლუბში ვნახავ. თუმცა ბათუმიც უმაგრესია.
Rezz
გილოცავთ, ეს ერთი და სხვა მრავალი

რა ბრავო, რა ყოჩაღ ხალხო, გუნდი სად დაინახეთ? გიბრალტარზე სუსტი გუნდი არ არსებობს და ასეთ გუნდთან ხომ მაინც უნდა ჩანდეს ბიჭების შეთამაშება, კომბინაცია, ტაქტიკა ... ეს არ იყო ტაქტიკა - 3-5-1-1 ვერცერთ სხვა თამაშში ვერ გამოიყენებს, უბრალოდ ყველა ერთად შეუშვა და ბიჭები ერთმანეთის პოზიციებზე თამაშობდნენ. რომ მოვიგებდით გ ასაგებია, მაგრამ ხარისხი თამაშის არის ... სამწუხაროდ.
ვენდი
აი სადაც დაჭირდებათ იქ გაუიდიან!!!
Soso
ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია ვილი ისეთი გუნდით მოიგო თამაში მინიმუმ 5 კაცი არ იქნება ძირითადში შემდეგ თამაშზე სადაც გვჭირდება გამძლეობა
სიმართლე
ნამდვილი მორიელი ხარ, მასავით იკბინები ოღონდ პწკენასავით გამოგდის
ზვიადი
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას და ციკლის ასე დაწყებას. სამწუხაროა, რომ ამდენ კომენტარში მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიულოცა ყველას გამარჯვება, უკვე ამაზრზენია ამდენი ფეხბურთის "ფილოსოფოსის" ატანა. მოვიგეთ? გაიხარეთ რა... წაიღეთ ტვინი... ეს ერთი და სხვა მრავალი

ამათთან თუ არ ათამაშა ჩაკვეტაძე აბა რისთვის გამოიძახა? დავითაშვილს დარწმუნებული ვარ სერიოზულ მეტოქეებთან გამოიყვანს
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ყოჩაღ ბიჭებს, ბრავოოოო! ვინღა დარჩა? ეხლა ბრაზილიაც სიქერემ ბუხარა და სომხებს თუ არ ჩავთვლით ჩვენი მომრევი არავინ აღარაა ელიი! კვარაცხელიას დაეტყო რომ ყოველ დილით არმიკ სარქისოვიჩ იშტოიანსა ხედამს. არმიკას პრიამოი მეზობელია ელიი,
სოსო
მექვაბიშვილს სათამაშო დროს აძლევს რომ ძირითადს შეაჩვიოს.ასევე იყო ჩაკვეს შემთხვევაშიც.ორივე აშკარად დაძაბული იყო და ეს ძალიან სჭირდებათ.მიქაუტაძეს ძალიან უნდოდა გატანა და რამდენჯერმე უკეთეს პოზიციაზე პასი არ გააკეთა და თვითონ დაარტყა.ამდენი მომენტიდან ერთი მაინც რომ გაეტანა დასაწყისში,დარწმუნებული ვარ,დაძაბულობაც მოეხსნებოდა და მეორესაც გაიტანდა.გუნდური თამაშის მაგალითი ბიჭებს,ლობჟანიძემ მისცა და პასები დაუფასეს კიდეც.წიტაიშვილს სავარაუდოდ ტვინის შერყევა ექნება.იმედია მცირე და ერთი კვირის შემდეგ შეძლებს თამაშს.ძალიან სასარგებლო იყო.რა ვიცი,საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი რომ ჩაატარა მოლდავეთის წინააღმდეგ და 0-1 წავაგეთ,მას შემდეგ ისეთი უპირატესობა აღარ გვქონია და ამდენი დარტყმა არ გვქონია.ხარვეზებიც ბევრია,მაგრამ ცხადია,ნაკრები ფეხბურთს თამაშობს და ეს უნდა დავუფასოთ.
მე
მაგალითად ფორმაც ძალიან მომეწონა
საქართველო
მემგონი თქვენ სხვა თამაშს უყურეთ
ლუკა
დავითაშვილს არ ათამაშებს ეს ფრანგი და ჩაკვეტაძეს ათამაშებს? ეს ძალიან ცუდია,ყველამ ნახა გართობების დიდოსტატი ჩაკვეტაძე ფეხბურთისგან საერთოდ შორს არის,გაერთოს თავის რესტორან ბარებში,ნაკრებს ხელს უშლის..წარმატებები ნაკრებს ჩაკვეტაძეს გარეშე,წადი და იგუგუნე რესტორნებში
ირაკლი
ბრავო საბა
100%
მადლობა ბიჭებს. მიუხედავად ჩემი პატივისცემის, მინდა ესე გერმანიის ნაკრები შევჭამოთ ). სალაპარაკო იქნება, ბულგარეთის შემდეგ, ვნახოთ. ერთს გკითხავთ მხოლოდ, კობახიძე (მაპატიოს სახელს ვერ ვიხსენებ), ნაკრებში უკეთესად თამაშობს, ვიდრე ბათუმის ,,დინამოში,,, თუ მე მეჩვენება?
გიორგი
საბა ძალიან მაგარი კაცი და ფეხბურთელი ხარ
მორიელი
მოვიგეთ მაგრამ უშინაარსოდ, უფანტაზიოდ. წუნი იყო ყველაფერში. ასეთი თამაშით ბულგარეთან შანსი არა გვაქვს. იმედია იქ უკეთ ვითამაშებთ. შევაფასებდი, ათი ბალიდან 6 ზე
Daviti
ფეხბურთის შემდეგ სპორტული გადაცემა,პირდაპირი ეთერით,ემოციების დაცლით, ძალიან ბევრს ვითხოვ:)
მამუკა
ჩაკვეტაძეს სჭირდება სერიოზული ფსიქოლოგი, ეტყობა რომ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ნერვები ვერ აქვს მწყობრში, მაგ არასპორტული საქციელის გამო თავისუფლად შეეძლო მსაჯს წითელი ბარათი ეჩვენებინა, ისე მწვრთნელი მალადეც რომ ბოლომდე დატოვა თამაშში რომ როგორმე თვითრწმენა დაიბრუნოს
G.LA
ქვეყნის დროშა არ ვიცოდი თუ სამნაირი იყო. ვის თავში მოიხარშა ასეთი უგუნურობა საინტერესოა. ეს ხალხიც ცხვრებივით რასაც დააჭერინებენ ის გონიათ ქვეყნის დროშა? ვაი ჩვენ პატრონს, რა გვეშველება? ეს არის გამიზნული ქვეყნის მტრობა და ქვეყნის დროშის უპატივცემლობა. დროშა ერთია ქვეყნისთვის და ყველა ნაკრებისათვის, გარდა საქართველოსი დღეიდან. ვინ დავაბნიეთ ამით მოწინააღმდეგე თუ საკუთარი მოსახლეობა? ეტყობა იმ ხალხს ვისაც ეჭირათ ის დროშები, მალე სხვა ფერებშიც შეუღებავენ. მაგალითად მწვანეთ ან ნარინჯისფრათ, რა მნიშვნელობა აქვს იმათვის? ფუი თქვენი.... მე ვიცი ერთად ერთი დროშა ქვეყნისა და ის ხუთჯვრიანია.
beqa
საბამ დატანჯა თავის ფლანგზე, ვერ სუნთქავდა გიბრალტარელი.
ალექსა
მექვაბიშვილი აშკარად ამოვარდნილია საერთო სურათიდან. ჩემი აზრით ალთუნაშვილს უნდა მიეცეს შანსი
მაია
საბას მალადეც საუკეთესო იყავი
კარლო
გუნდური სიძლიერე,მოისუსტებს .უადგილო სიუხეშე.ჩაკვეტაძის,გიორბელიძის....უფრო ძლიერ გუნდებთან ამგვარი სულელური უხეში თამაში,უკუ ეფექტს მოგვცემს,საგოლე მომენტების გამოუყენბლობა,გატანილი და გაშვებული ბურთების შეჯამებისას,მოგვიწევს უარყოფითად.სიუხეშე კი საჭიროა,მართლა რთულ და დაძაბულ ვითარებიდან და არა სიუხეშე- სიუხეშისათვის,მინიმუმ ექვსი ბურთი იყო შესავსები,ნაპოლის დონეზე არავინ გვაპატიებს ამგვარ კარის ვერ აღებებს,სანიოლის გუნდი უმოტივირებულად ,უადგილოდ და შეუთამაშებლოდ,უხეში და დისციპლინის,კლოპის დონის მწვრთნელია საჭირო....
Ლაშა
კარგია. ბულგარეთი მაკედონიაც ნიჩია მორჩა.
qartveli
გილოცავთ საქართველოს გამარჯვებას
Maya
საბა საუკეთესო ხარ ბოლომდე თამაშობ საღოლ
pepe
ესე სორს ვერ გაფრინდებიტ გვრიტებოოოოოოოოოო
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?