სპორტის სასახლეში დაიწყო კადეტთა ევროპის პირველობა ტაეკვონდოში, სადაც 34 ქვეყნის 300-ზე მეტმა გოგონამ და ვაჟმა მოიყარა თავი
თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო კადეტთა ევროპის პირველობა ტაეკვონდოში. საასპარეზოდ 34 ქვეყნის 300-ზე მეტმა გოგონამ და ვაჟმა მოიყარა თავი.

გუშინ ჩემპიონები და პრიზიორები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტატამზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა მოსინჯა ძალები და მათგან ერთმა - ბექა ქავთარაძემ (33 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ წრეში ბექამ არმან ბადალიანს სძლია, შემდეგ ლიტველი როკას ურბუტისი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ სელეჰათინ აკბასთან წააგო. ამ უკანასკნელმა კი ფინალში ფრანგ იოჰან კელოიდინს აჯობა. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ გუშინ სპორტის სასახლეში თურქების ბენეფისი იყო - ოთხიდან სამ წონაში ოქროს მედლები დაიმსახურეს.

33 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგონათა შორის ნინო ცინაძემ პირველივე შეხვედრა წააგო - იგი ესპანელ მარტა ოლივერ ჰერნანდესთან დამარცხდა. ფინალში აქაც თურქმა იასპარეზა - ბინჰან იარპაზოღლუ, რომელმაც იოლად დაჯაბნა გერმანელი გიულიანა ფედერიკი. ჩვენი სამხრეთელი მეზობლები მესამედ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 29 კილოგრამ წონით კატეგორიაში (გოგონები) ავიდნენ: ფინალში ბუსრა სენმა ესპანელ გოიზან კარბო გონსალესს გადაუღობა გზა ოქროს მედლისკენ. ამ წონაში მასპინძლებს წარმომადგენელი არ ჰყავდათ.

გუშინდელი მეოთხე უმაღლესი ჯილდო რუსებს ხვდათ - ილია ბუკინმა (37 კგ) გადამწყვეტ პაექრობაში უკრაინელ მიკიტა ბურდაკოვს აჯობა დამაჯერებლად. ამ წონაში გიორგი მანჯავიძემ პირველ წრეში გზიდან ჩამოიშორა მოლდოველი დუმიტრუ სპაკი, შემდეგ ბულგარელ ტეოდორ ნიკოლოვს დააყრევინა ფარ-ხმალი და მედლამდე ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ მეოთხედფინალში გერმანელი დანიელ ჩოვეტას წინააღმდგეობა ვერ დაძლია და კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.

კვარცხლბეკი

თბილისის სპორტის სასახლე, 7 ივლისი.

29 კგ (გოგონები)

1. ბუსრა სენი (თურქეთი)

2. გოიზან კარბო გონსალესი (ესპანეთი)

3. ანა-კამელია პერკიუნი (მოლდოვა)

3. ტაბეა სალოვი (გერმანია)

33 კგ. (გოგონები)

1. ბინჰან იარპაზოღლუ (თურქეთი)

2. გიულიანა ფედერიკი (გერმანია)

3. მარტა ოლივერ ჰერნანდესი (ესპანეთი)

3. აილა რეიზბეგოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

33 კგ (ვაჟები)

1. სელეჰათინ აკბასი (თურქეთი)

2. იოჰან ელოიდინი (საფრანგეთი)

3. ბექა ქავთარაძე (საქართველო)

3. დმიტრი ბაბენკო (რუსეთი)

37 კგ (ვაჟები)

1. ილია ბუკინი (რუსეთი)

2. მიკიტა ბურდაკოვი (უკრაინა)

3. დანიელ ჩოვეტა (გერმანია)

3. კარენ მირზოიანი (სომხეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა