რუმინელთათვის ერთადერთი, ვისთანაც ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის ბრძოლა შეიძლება, ეს საქართველოს ნაკრებია
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე, რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნლმა, ფრანგმა რობერ ანტონენმა იმ 31 მორაგბის ვინაობა გამოაცხადა, ვინც 17 ივლისიდან მზადების დასკვნით ეტაპს გაივლის. გუნდში 17 მორკინალი და 14 უკანახაზელია, აქედან ერთი ზედმეტია და შინ დარჩენა მოუწევს.

"მიგვაჩნია, რომ საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდი გვყავს. თუ მსოფლიოს თასის დაწყებამდე ნაყოფიერად ვიმუშავებთ, ვფიქრობთ, ახალ ზელანდიაში საკმაოდ ძლიერი გუნდით წარვსდგებით. აგვისტოს მეორე დეკადაში უკრაინის ნაკრებს უნდა ვეთმაშოთ ევროპის ერთა თასის გადატანილ მატჩში. კიდევ ერთ გუნდთან კი მოლაპარაკებას ვაწარმოებთ", - თქვა რუმინეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ალინ პეტრაჩემ.

რუმინელებმა გუშინ, 7 ივლისს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც KooGa-ს წარმოების ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყვეს.

"აქამდე ნაკრების მოთამაშეები ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდით. ასე რომ, ექვსკვირიანი ინტენსიური მზადების ეტაპისთვის მზად ვართ. ძალიან მინდა, რომ ჩვენც და ის ქომაგებიც, რომლებიც ახალ ზელანდიაში მოგვყვებიან შინ ამაყები, თავაწეულები დავბრუნდეთ.

ერთადერთი ვისთანაც ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის ბრძოლა შეიძლება, ეს საქართველოს ნაკრებია. ამასთან, გამორიცხული არ არის, სხვა მეტოქეებსაც მოვუწყოთ სიურპრიზები. ამ ყველაფრის განხორციელება კი, მხოლოდ ჩვენზე, მოთამაშეებზეა დამოკიდებული", - თქვა რუმინეთის ნაკრების ცხრა ნომერმა ვალენტინ კალაფეტეანუმ.

"ორი კვირა ზღვის სანაპიროზე, ორი მთებში და ორიც ბუქარესტში ვარჯიში, ვფიქრობ, გუნდისთვის სასარგებლო იქნება. დარწმუნებული ვარ მთებში ძალიან რთული ბარიერების დაძლევა მოგვიწევს, თუმცა მზად ვართ ყველა სიძნელეს გავუმკლავდეთ. გუნდში ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი დაინიშნა, რომელმაც გარკვეული სიახლეების დანერგვა უკვე შეძლო. ვეცდებით, მისი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - განაცხადა რუმინელთა ფლაკერმა სტელიან ბურეამ.

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), მიჰაიტა ლაზარი (ექსი), სილვიუ ფლორეა (ბორდო), დრაგოშ დიმა (ბლანიაკი), იოონ პაულიკა (ლონდონ აირიში), , მარიუს ტინკუ (პერპინიანი), ანდრეი რადოი (ბაია მარე).

მეორე ხაზი: ვალენტინ ურსაკე (ექსი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პროპირლანი (ბუქარესტი) კოზმინ რატიუ (დინამო)

მესამე ხაზი: ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), დანიელ კარპო (ფარული), დანიელ იანუსი (სტიაუა), სტელიან ბურეა (ტიმიშოარა)

N:9: ლუჩიან სირბუ (მიო), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი).

N:10: დანუც დუმბრავა (სტიაუა), იონუც დიმოფტე (ბაია მარე)

N:12-13: ჩაბა გალი (ბაია მარე), კონსტანტინ გეარა (ფარული), იონელ კაზანი (სტიაუა)

N:11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), სტეფან ჩუნტუ (ბაია მარე)

N:15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი), კატალინ ნიკოლაე (ფარული)

B ჯგუფი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა