ქარის თასის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში, "შავმა ლომმა" უშუალო კონკურენტი "იგლზი" სასურველი ბონუსით, 42:27 დაამარცხა და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მე-8 ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ გაიმართება და შესაძლოა, 24-ქულიანმა "შავმა ლომმა" ამჟამინდელი მე-3 ადგილი დათმოს, მაგრამ, დასკვნით ტურში "ლეოპარდსთან" ბონუსით მოგების შემთხვევაში, ქართულ გუნდს ფლეი ოფში თამაში გარანტირებული ექნება.

ტურნირში აქამდე ჩატარებულ 5 თამაშს შორის, "შავი ლომისთვის" ეს ყოველმხრივ საუკეთესო იყო. ეს გარკვეულწილად "იგლზმაც" განაპირობა, რომელიც ასევე ყველაზე ძლიერი იყო აქამდელ მეტოქეებს შორის. ქართულ ფრენჩაიზს ხარისხიანი დაცვის ვარჯიში გამოუვიდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან და შეტევაშიც წარმატებით აკინძა ფაზები, რის შედეგადაც 6 ლელო გაიტანა და ლუკა მატკავამაც ყველა გარდასახა.

"იგლზი" ჯარიმით მე-6 წუთზე დაწინაურდა, თუმცა საქართველომ იქვე შეძლო მეტოქის წნეხში მოქცევა, ჯარიმა აუტში გადაიტანა, მოლის შემდეგ ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა ძალისმიერი იერიში მესამე მიძალებით ნოდარ ჭეიშვილმა დაასრულა. მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მე-16 წუთზე ჯარიმით არ ვუპასუხეთ, დერეფნის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიტანეთ და რამდენიმე დარტყმის შემდეგ მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა.

"შავი ლომი" ძალისმიერ თამაშში დომინირებდა, დერეფანშიც უშეცდომოდ თამაშობდა და სუფთად მოგებული ბურთის შემდეგ, 26-ე წუთზე აგორებული მოლი შალვა მამუკაშვილის ლელოთი დასრულდა. აფრიკელები გააქტიურდნენ და სახიფათო შეტევების სერია მოაწყეს, მაგრამ დაცვა მედგრად დადგა, 35-ე წუთზე ხელდახელ, 13-ფაზიანი შეტევა განახორციელა, რომლის დროსაც 45 მეტრი დაფარა. შეტევაში თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მერაბ შარიქაძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა და თორნიკე აქუბარდიამ დაცვის ზღუდეები გაარღვიეს, 5-მეტრიანთან კი, გამოცდილმა გიორგი ბეგაძემ აქუბარდიას ზურგსუკან პასი გაუკეთა და მანაც ლამაზი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.

ეს "შავი ლომისთვის" მეოთხე, ბინუსის მომტანი ლელო იყო. ტაიმი 22-ქულიანი უპირატესობით უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ დასკვნით წუთებში დაშვებულ შეცდომას ჯერ შარიქაძე შეეწირა სინბინით, მერე კი აფრიკელებმა ფრთაზე მეტობა გაითამაშეს და ლელო გაიტანეს – 28:13.

მიუხედავად კაცნაკლულობისა სტუმრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. ფორვარდებმა მოკლე დარტყმების სერია აკინძეს და ლუკა ივანიშვილმა ლელო გაიტანა. ‘იგლზმა’ გააფთრებით შემოგვიტია და 56-ე წუთზე მოედანზე ჩხუბი აგვიტეხა, რასაც სანდრო მამამთავრიშვილის წითელი ბარათი მოყვა. "იგლზმა" მეტობით ამჯერადაც ისარგებლა, ორი ლელოს გატანა მოახერხა, ორივე გარდასახა და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა. შეხვედრის მიწურულს "შავმა ლომმა" შეძლო ბურთზე კონტროლის აღდგენა, მეტოქის ლელოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდა და მოლი თენგიზ ზამთარაძის ლელოთი დასრულდა, მატკავამ კი კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა – 42:27.

რეგულარული გათამაშების დასკვნით მატჩს ჩვენი გუნდი 11 ივნისს გამართავს.

ქარის თასი. IX ტური. 3 ივნისი

ჯორჯი. აუთენიქვა პარკ

შავი ლომი – იგლზი 42:27 (28:13)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. კოკი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

6 ლელო: ჭეიშვილი, მ. ბაბუნაშვილი, მამუკაშვილი, აქუბარდია, ივანიშვილი, ზამთარაძე

6 გარდასახვა: მატკავა

1 წითელი: მამამთავრიშვილი

1 სინბინი: შარიქაძე

rugby.ge

ხუტა
საჭირო ოთხში რამდენჯერმა გავიდა, მატჩის დროს
გიორგი
აუტები თუ მოიგეს, არ ყოფილა მაისაშვილი თამაშზე.
სოსო
ვულოცავ ლომებს გამარჯვებას.30 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ და მსაჯმაც უარი თქვა შერკინებაში მეტოქის დაჯარიმებაზე,მაგრამ მაინც გავუძელით.გადაცემის ხარისხი,ძალიან ცუდი იყო,მაგრამ მოლმა ძალიან მაგრად რომ იმუშავა,ეგ მაინც კარგად გამოჩნდა და ძალიან ბევრჯერ ვჯარიმდებით,ეგეც.არ ვიცი სათამაშო დისციპლინაა თუ ნელი აზროვნების ბრალი,მაგრამ ნაკრებშიც ასე ვართ ხოლმე და მერე ძალიან ვზარალდებით.ასაეა თუ ისე,ეგეც კლასის ნაწილია და მოსამატებელი გვაქვს.რა ვიცი,დერეფანშიც თითქოს კარგად ვითამაშეთ და ეგეც საქმეა.ცუდი მსაჯობა,დამატებითი წნეხია და მგონი გვაწყობს კიდეც.ბიჭებს ამოცანა ურთულდებათ და აიძულებთ უფრო მეტად დაიხარჯონ.მატკავა შარშან პატარა,უსუსურ ბავშვად ჩანდა,რომელსაც ყველა ერეოდა და წელს უკვე ათლეტად წარმოგვიდგა,მშვენიერი დარტყმებით.იმედია ასეთივე სისწრაფით გაიზრდება,მომავალშიც.მასზე განსაკუთრებული ყურადღება მაქვს,რადგან შარშან მართლაც ძალიან დაჩაგრეს აფრიკელებმა და არ მესმოდა,რატომ წაიყვანეს ნაკრებში.ახლა მესმის.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"