საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძალები აღიდგინა და მომავალი მეტოქისთვის ემზადება. გიბრალტართან დაშავებული გიორგი წიტაიშვილი მომჯობინდა და გუნდთან ერთადაა, თუმცა, სავარაუდოდ, ბულგარეთში მას დასვენების საშუალება მიეცემა და უფრო 9 ივნისს, ჩრდ. მაკედონიაში ველით.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეტოქე სუსტი გვყავდა, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ფიზიკური ძალების აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს - თამაშიდან თამაშამდე სხვა ბევრი ვერაფერი ესწრება. გამარჯვებულ შემადგენლობაში ცვლილებები ამ ფაქტორების გამოც იქნება და გიბრალტართან ზოგიერთ ფეხბურთელს შანსი რომ მიეცა, იმიტომაც...

ვვარაუდობთ, რომ ბოლო მატჩისგან განსხვავებით, ბულგარეთში 4 ცვლილებას ვიხილავთ.

გიორგი ლორია - "ანორთსისის" მეკარე "ჯვაროსნებში" პირველის სტატუსითაა და მინიმუმ, "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლომდე ასე გაგრძელდება, როტაციას კი ამ შეხვედრაში არ ველით.

ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა - ვილი სანიოლის გუნდის ბოლო პერიოდის შეხვედრებს თუ განვიხილავთ, ცენტრალური მცველების ამ სამეულს ის ყველაზე მეტად ენდობა და ცვლილებას ნაკლებად ველით.

გარკვეული შანსი მაინც არის, ძირითადში ლაშა დვალი ვიხილოთ, რომელიც უფრო დავით ხოჭოლავას ალტერნატივად უნდა განვიხილოთ.

საბა ლობჟანიძე - დარწმუნებული ვართ, "ჰათაისპორის" ფეხბურთელმა (რომელსაც

შოთა არველაძის "ჰალს" უკავშირებენ) ძალები სრულად აღიდგინა, მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტართან ბევრი ენერგია დახარჯა. საბა ჩვენს გუნდში ყველაზე შეუცვლელი და უკონკურენტო ჩანს და გამორიცხული არაა, ივნისის 10 დღეში 360 წუთი ითამაშოს.

ნიკა კვეკვესკირი (1-ლი ცვლილება) - გიბრალტართან თავის გამოჩენის საშუალება ანზორ მექვაბიშვილს მიეცა, ახლა კი სასტარტოში ნიკა კვეკვესკირი უნდა დაბრუნდეს. "ჯვაროსნების" მთავარი მიზანი მაინც არწაგება უნდა იყოს, ეს ცუდ შედეგად არ ჩაითვლება, გამოცდილ ნახევარმცველზე კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - სათამაშო ტემპის კონტროლის, რგოლებს შორის კავშირისა და მისთვის ჩვეული გრძელი გადაცემების გამო.

გიორგი აბურჯანია - "აბუ" გიბრალტართან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მოსალოდნელია, რომ მას სასტარტოში ახლაც ვიხილავთ.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ვაკო გვილიას განაცხადში ველით და შესაძლოა, გამოცდილ შუახაზელს დროც მიეცეს, ოთარ კიტეიშვილი კი მეტად უნდა დაიტვირთოს.

გურამ გიორბელიძე (მე-2 ცვლილება) - წიტაიშვილი გიბრალტართან მართლაც მოგვეწონა, მაგრამ ფრანგი დამრიგებელი მის თამაშს მაინც ნაკლებად გარისკავს.

23 კაცში ალბათ ირაკლი აზაროვი დაბრუნდება, თუმცა სანიოლის არჩევანი

სავარაუდოდ, მაინც გიორბელიძე უნდა იყოს, რომელმაც გასულ შეხვედრაში ტაიმზე მეტი ითამაშა.

ზურიკო დავითაშვილი (მე-3 ცვლილება) - დასვენებულ ზურიკოს ახლა სასტარტოში (ჩაკვეტაძის ნაცვლად) ველით. მარტის ამხანაგურ მატჩებში გამოიკვეთა, რომ

მას ნახევარდაცვაში უამრავი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რაც ბულგარეთში ასე გამოგვადგება. მეტოქის ბანაკში პირველ დაპირისპირებაში ფრით (ჩრდ. მაკედონიასთან 1:1) უკმაყოფილო არიან და აგრესიულად შემოგვიტევენ.

ხვიჩა კვარაცხელია - გვჯერა, კვარაცხელია ქართველი გულშემატკივრების მოლოდინს გაამართლებს და თავის მაღალ კლასს კიდევ ერთხელ გამოავლენს.

ხვიჩას სამხრეთ იტალიური მედიაც აქტიურად აკვირდება და თითოეულ დეტალს განიხილავენ. მთავარია, ყველაფერმა ამან "კვარაზე" ემოციურად არ იმოქმედოს, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ამის ნაკლებად გვეშინია.

ბუდუ ზივზივაძე (მე-4 ცვლილება) - გიორგი მიქაუტაძემ გიბრალტართან ბევრი იშრომა, ბოლოს გაიტანა კიდეც, მაგრამ ბულგარეთში ძირითადში ზივზივაძე უნდა დაუბრუნდეს. მას უნგრეთში ბევრი გააქვს და მოწინააღმდეგის კარი ბოლოს ნაკრების მაისურითაც აიღო.

მთავარია, ბულგარელეთის ნაკრებთან ნავსი გავტეხოთ. თითქოს განსაკუთრებული არაფრით გამორჩეული გუნდი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი გოლის გატანას ახერხებს, ასე იყო ბოლო ამხანაგურ მატჩშიც (1:4 გასულ სექტემბერში). არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანის უძლიერესი ნაკრები, ერთ დროს, ხრისტო სტოიჩკოვის მეთაურობით (2:1) დავამარცხეთ.

შეხვედრა რაზგრადში 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 41 წლის იტალიელი (ნეაპოლელი) არბიტრი ფაბიო მარესკა განსჯის.

სანო
შენ არ გჭირდება ხოო?
Gio
ხვიჩს კიდევ ერთხელ გაგვახარებს
Fru
წარმატებები ბიჭებს! მაგრამ, ჩაკვეტაძეს ისევ მივცემდი სათამაშო დროს სასტარტოდანვე..
გიორგი
ნაკრები ისეთი თემაა, ვინც არ უნდა დააყენო ძირითადში ან შეცვლაზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, რისი საუკეთესო მაგალითია გერმანიის ნაკრები. სხვანაირად წარმატება არ მოდის, ნახევარი ძალით, ცალი ფეხით და ა.შ. მარტივ კითხვას დავსვავდი: ესპანეთს თბილისში ბოლომდე რომ არ მოენდომებინა, მოგვიგებდნენ? ვერა ( გამართლების მომენტს თუ არ ჩავთვლით ). ასე რომ, ბულგარეთის და მაკედონიის მოგება შეიძლება და ასეც იქნება.
დავით 67
აბა თქვენ იცით! მოგებას ველით, თამაშის კარგი ხარისხით
რაბუ
მეჩვენება რომ ძალიან იბრიქებიან და ზემოდან გვიყურებენ (ნუ ურთიერთ შეხვედრებიდან გამომდინარე საფუძველი აქვთ) მიდით რა ბიჭებო გადაუარეთ

წიტაიშვილი გამოგვაკლდა სამწუხაროდ
ჯონი ტაპია
გუგ კი მარა შვედებს რავა მოვუგეთ
Soso
კიტეიშვილი იქნება ძირითადში აბურჯანიას მაგივრად კიდევ, რაც შეეხება ჩაკვეტაძეს მადლობა უთხრას ვილის რომ ათამაშა აწი არცერთ თამაშზე აგარ მოუწევს თამაში ძირითადში დადიოდა მინდორზე ვინც იყო სტადიონზე კარგად დაინახავდა როცა კვარაცხელია ფლანგებს იცვლიდა შუაში შედიოდა როგორმე სადმე ბურთი მიეღო, თავის თავზეა დამოკიდებული და ჯამრთელობაც შეუწყობს ხელს თავის ტალანტს გამოიყენებს რადგან ნოლიდან აქვს დასაწყები კარიერა
დავით
და ვინ გავამწარეთ? პირიქით კი რამდენიც გინდა. ბოლოს მაკედონიამ გაგვამწარა!
tngh
წარმატებები საქარტველოს ნაკრებს... ბულგარეთსა და მაკედონიაში!!!
გუგა
თურქეთი იმედია ისედაც გავა ევროპაზე ჩვეულებრივი შესარჩევით და პლეი-ოფში აგვცდება, თორემ ჩვენ თურქეთის მომგები არა ვართ.
roma
არცერთი შედეგი არ განიხილება გარდა მოგებისა. უნდა მოვუგოთ. ჩემი აზრით ჩაკვეტაძე უნდა იყოს ძირითადში. ეს ბიჭი სწრაფია და ცრუ ცხრიანზე უნდა ითამაშოს. თან უნდა იკისროს ლიდერობა რომ ირწმუნოს საკუთარი თავის და თუ ბულგარეთთან კარგად წაუვა თამაში და გოლს გაიტანს. მერე გაგახსენდებათ ძველი ჩაკვე. ის თუ ხვალ ითამაშებს და გოლს გაუტანს ბულგარეთს დამიჯერეთ როგორც ადრე ისე იქნება ვეღარ გააჩერებს ვერც მაკედონია და ფინალში (სავარაუდოდ თურქეთს შევხვდებით) ვერც თურქეთი. ღმერთი ჩვენსკენ.
გიორგიპირველი
ჩემი აზრით, ბულგარეთს ასეთი სუსტი გუნდი არ ჰყოლია, რაც მე ფეხბურთს ვუყურებ. ტრანსფერმარკტი ჩვენს ნაკრებს თითქმის ორჯერ ძვირად აფასებს. ეს ყველაფერზე - არა, მაგრამ ბევრ რამეზე მეტყველებს. ამას დაუმატეთ ჩვენი ნაკრების საკმაოდ დალაგებული თამაში, კარგი განწყობა, კარგი მწვრთენელი და წნეხი, რომლის ქვეშაც ბულგარეთის ნაკრები ითამაშებს და მგონი დადგა დრო, ნავსი გავტეხოთ და მოვუგოთ ბულგარეთს.
რომა
საღოლ გაარტყით )) მოდი კაი სანიძლაო კიტე იქნება მაგ დავითაშვილის მაგიერ.
ზ.მ. დიდი ვაშლიდან
გასამარჯვი მატჩია!სულ გაგვემარჯოს!ოღონდაც თითების შლა "ვიქტორიით",ჰოპლას ძახილამდე,დიდ სპორტსმენებს არ შვენის, ვთხოვ, გულის ყურით წაიკითხონ,ჩემი პოსტი ფეხბურთელებმა,თუ კი რამეს კითხულობენ,სტატიაზე: საქართველოსთან ამგვარი შეცდომები არ უნდა განმეორდეს ბულგარელი მწვრთნელის გამონათქვამით.იმ პოსტში ჩვენი გამარჯვების საწინდარია,გვაქვს რეალურად გადამწყვეტი ჩანაფიქრ-შესრულებით, საფუძვლები ამ მატჩის მოგებისა,დღევანდელი ნაკრებით.
ამატაკი
მამარდაშვილი დვალი კაშია ხოჭოლავა კაკაბაძე კვეკვ. კიტეიშ. აზარ. ლობჟანიძე კვარაცხელია ზივზივაძე აზაროვი ან დავითაშვილი, კვეკვესკირი ან გვილია. 3-4-2-1 რომელიც შეიძლება 5-3-2 ად ან 5-4-1 ად ტრანსფორმირდეს, გააჩნია თამაშის მსვლელობას. ბულგარეთთან ასე ვისურვებდი.
სოსო
ბულგარეთს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება.სხვანაირად ფაქტობრივად დაკარგავს ჯგუფიდან გასვლიდ შანსს.ამიტომ აუცილებლად შემოგვიტევენ და კონტრშეტევბაზე,მეორე ნომრად თამაში მოგვიწევს.ეს კი,ჩვენთვის ძალიან ნაცნობი და კომფორტული მოდელია.ბულგარელებმა ძალიან მძიმე ბრძოლა გადაიხადეს და დაღლილობასთან ერთად,ტრავმებიც ექნებათ,არც განწყობა ექნებათ ზეაწეული.უკვე ჯგუფში ჩარჩენის შიშიც ექნებათ შეპარული და ეს ნერვიულობას მოუმატებთ.ცუდ დღეშია მათი მწვრთნელიც.დღევანდელ ნაკრებში,კვარა და საბა,ისეთი გამქცევები არიან,აუცილებლად გვექნება შანსები.ზივზივაძე კი,არც მარტოა ცუდი და ფლანგურ პასებზე ხომ კიდევ უკეთესად თამაშობს.ვფიქრობ ბევრი რამე იქნება დამოკიდებული პირველ გოლზე.ვინ შესძლებს გატანას.ჩვენ ბოლო თამაშებში გოლი არ გაგვიშვია და ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება.სავარაუდოდ, ამ ორი თამაშიდან რომელიმეში მაინც,აუცილებლად გაგვიტანენ და იმედია ეს არ აგვრევს.გიბრალტართან ჩვენ გამუდმებით ვცდილობდით დაცვის ზურგს უკან ჩაგვეყარა ბურთები და იქიდან შეგვექმნა საფრთხე.მგონი საკმაოდ წარმატებულადაც, ბულგარეთი გიბრალტარი არ არის და ასე ადვილად ვერ გავატარებთ,თუმცა უკვე თავდასხმის კომბინირებასაც ვახერხებთ და აუცილებლად ვიპოვით ბზარებს,ბულგარელთა არც ისე დალაგებულ დაცვაში.მთავარია შანსები არ გავანიავოთ.ნაკრები ყოველი თამაშის შემდეგ ვითარდება და ლაგდება,თავდაჯერებაც მოვიდა.ასე რომ ამ თამაშს დიდი იმედით ველი და სწორედ გამარჯვებას ვუსურვებ, ბიჭებს.ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლიათ.
ბაჩი
სახლში კი
დიმა
კიტეიშვილი კვეკვესკირის დუეტი უნიკალური იქნება, აბურჯანიასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად.
გიორგი
ისეთი გუნდები გვყავს გამწარებული,ბულგარეთი რა მოსატანია, მიდით ბიჭებო!!!!
las
მოვიგებთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან