#NoToGattuso - ამ ჰეშთეგით "ვალენსიას" ფანებმა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს, რომლითაც თავიანთ საყვარელ გუნდში ჯენარო გატუზოს დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "ღამურებმა" ხოსე ბორდალასი გადააყენეს, ახლა კი მისი შეცვლის რეალური კანდიდატი სწორედ იტალიელი სპეციალისტია.

საინტერესოა, რას ერჩიან მამარდაშვილის კლუბის ფანები გატუზოს? - მათ არ უნდათ "მესტალიაზე" იხილონ იტალიელი მენეჯერი, რადგან მას სექსისტური, ჰომოფობიური და რასისტული განცხადებები ბრალდება.

მივყვეთ თანმიმდევრობით... 2006 წელს გატუზო "მილანში" განელი კევინ-პრინც ბოატენგის თანაგუნდელი იყო, მაშინ კი აფრიკელი რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდათ, რის შესახებაც რინომ თქვა:

"რამდენჯერ მოგვისმენია თეთრი ფეხბურთელების გინება? მეც მაგინებდნენ და მლანძღავდნენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბოატენგი, რა თქმა უნდა, ნაწყენი და შეურაცხყოფილია, მაგრამ მე აქ მაინც ვერ ვხედავ რასიზმს. ეს უბრალოდ მცირერიცხოვანი იდიოტების საქციელია და არა რასიზმი".

2008 წელს გატუზომ განაცხადა, რომ მას მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ქორწინების წამს, რის გამოც ის ჰომოფობიაში დაადანაშაულეს.

2013 წელს ის უკვე სექსიზმში დაადანაშაულეს, როდესაც "მილანში" აღმასრულებელ დირექტორად ბარბარა ბერლუსკონის დანიშვნის შემდეგ მან განაცხადა, რომ ფეხბურთში ქალების წარმოადგენა უჭირდა, ამას სიამოვნებით არ ამბობდა, მაგრამ ეს ასე იყო...

გუშინ გატუზომ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მას ეს თემები გაუხსენეს, რაც იტალიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ჩემი ისტორია თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე... რასისტი ვარ? ჰომოფობი ვარ? ქსენოფობი ვარ? სექსისტი ვარ? გავგიჟდით? დამშვიდების დროა!

”მაშ, დავიწყოთ ახსნა! ფრაზა ქალებზე, რომელიც წარმოთქმული იყო ბარბარა ბერლუსკონის ფეხბურთში შესვლის დროს, გამიზნული იყო (ადრიანო) გალიანის გაწეული სამუშაოს დაცვასა და დაფასებაზე, რომელიც უხეშად იქნა უარყოფილი.

გალიანისა და ბერლუსკონის ერთად უნდა ემუშავათ ორმხრივ როლში, რაც გალიანის მიმართ პატივისცემის ნაკლებობას წარმოადგენდა".

რინომ კომენტარი რასიზმის ბრალდებაზეც გააკეთა:

"რასისტი ვარ? მაშინ, რატომ მოვიყვანე ბაკაიოკო, როცა "ნაპოლიში" ვიყავი? არაფერი მქონია შავკანიანი მოთამაშეების საწინააღმდეგო, რომელთაგან ბევრი ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი იყო.

ჩემი კარიერა შრომისმოყვარეობით, ერთგულებითა და ოფლით ავაშენე. არავის არაფერი უჩუქია და აღარავის მივცემ უფლებას, საშინელი ბრალდებებით, ხელი შეუშალოს ჩემს საქმიანობას", - ამბობს გატუზო.

საინტერესოა, რომ 2021 წელს გატუზო "ტოტენჰემში" მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა ლონდელთა გულემატკივრების მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ეს არ მომხდარიყო, რის გამოც საბოლოოდ "ტოტენჰემის" დამრიგებელი ნუნუ ესპირიტო სანტო გახდა.

ახლა მსგავსი ტენდენცია "ვალენსიაშიც" შეინიშნება... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... წამყვანი იტალიური და ესპანური გამოცემები წერენ, რომ გატუზოს "ღამურების" მწვრთნელად უახლოეს დღეებში წარადგენენ...

Bacho
რა სისულელეებს აბრალებენ რაც აქ წერია რა შუაშია რასიზმთან ან ქალთა დაკნინებასთან? ბოატენგი რა მიწუწული პროვოკატორი იყო ყველას უნდა ახსოვდეს და ბერლუსკონამ როგორაც განავითAრა მილანი კარგად გამოჩნდა. ტყუილიც Aრაფერი უთQვამს ჯენაროს და ძAლიან კარგი ავტორიტერითAც სარგებლობს სპორტულ სამყაროში. ლიბერალები ყველაფერს სათAვისოდ ჭრიან და კერავენ ყელშI ამოიყვანეა
დავითსს
დავით! ეს აფრიკელები ნუ გამოიყვანეთ, ფრთიანი ანგელოზები. რაც მაგეებმა გერმანიაში, გაუკეთეს მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს, დღემდე მიკვირს იქაურმა მთავრობამ, როგორ აპატია მაგათ. ნორმალური მთავრობა, თავზე ხელის გადასმის მაგივრად, კრავდა ფეხს და საიდანაც მოვიდნენ, ისევ იქ გაუშვებდა. ფაქტიურად ევროპა მაგათ ხელშია!
დავით
ვაჟკაცური საქციელია შავკანიანებს აგინო? გავიწყდწებათ ფეხბურთის მეფე ვინაა?
zura222
აი შემოვიდა ის 3 "კაცი" (შეიძლება ერთიც) და დაწერა 3 დიზლაიქი ! აუუუ რა ვქნა ეხლა თოკს ვეძებ თავის ჩამოსახრჩობად DDD ერთ ადგილზე გაიკეთე ვიღაცა ხარ ეგ დიზლაიქები და ფარშევანგი იქნები DDDDDD
სოსო
არ მჯერა,რომ ვალენსიას გულშემატკივრები,ასე გადაგვარებულები არიან.როგორც აქ აბუქებდნენ და აბუქებენ,არასამთავრობოები,გრანტების მოსაპოვებლად,იქაც მსგავსი ამბები იქნება.რაც მანდ ბრალდებებია,ჩემი აზრითაც სასაცილოა.გამიხარდა,ამ საიტზე,სხვებიც ჩემსავით რომ მსჯელობენ.თუ მართლაც გულშემატკივრები არიან(მართლა არ მჯერა),მაშინ ღირსები ყოფილან მათი გუნდი იქ იყოს,სადაც შარშან იყვნენ.ორმოში.
Gio
ესაა დამნაშავე და ის იდიოტები არა რომლებიც ამას ასეთ ვაჟკაცურ ქცევას უკნინებენ ვაი მაგათ პატრონს კაცია გატუზო.
ლუკა
რასისტი?სექსისტი?...შენ უბრალოდ ჯიგარი ხარ გატუზო!
zura222
გატუზომ ეხლა უნდა მოითხოვოს დამიჯდნენ პირდაპირ ეთერში ისინი ვინც ნადანაშაულებენო და დარწმუნებული ვარ 10 "კაცზე" ნეტი ვერ მოგროვდება სტუდიაში ! დასავლეთში უკვე დიდი ხანია ასეთი სისტემა მუშაობს--ზის კომპიუტერთან 10-15 "კაცი" ("ქალი") თოთოეულს შექმნილი აქვს 50-70-100 აქაუნთი ფეისბუკზე და სხვა სოც ქსელებში და მთელი დღე უკაკყნებენ კლავიატურაზე და წერენ კომენტარებს @ ეგ მაგათი სამსახურია და მაგაში იღებენ მსუქან ხელფას-პრემიებს ილონ მასკისგან სოროსისგან გეიტსებისგან @ საქართველოშიც "წარმატებით" გადმოიღეს ეგ ხერხი და ეს ნაცების და ლგბტ ავადმყოფევის მთავარი იარაღია @ ამ საიტზეც შემოდის 2-3 "კაცი" და ეგენი არიან სხვადასხვა ნიკებით რომ წერენ იდიოტობებს და ლაიქებს და დიზლაიქბს !
გია
წავიკითხე სტატია და გატუზოზე, რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა! მაგარი ვაჟკაცი ყოფილხარ ჯენარო! დიახაც ქორწინება და ოჯახი, ქალისა და მამაკაცისგან შედგება! დემოკრატია, ხომ სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს? მაგრამ ეხლანდელი ევროპული გაგებით "დემოკრატია" მარტო ერთი ჯგუფისაა და მეორე უმრავლებისთვის ყველანაირად შეზღუდულია! თუ ადამიანისთვის მიუღებელია, არა ტრადიციული ქორწინებები, ესეიგი უნდა ანათემას გადავცეთ? შევარცხვინე ესეთი სიტყვის თავისუფლებაც, დემოკრატიაც და 'ევროპული ღირებულებებიც" !!!!
ivan
გულშემატკივარს სულ ფეხზე არ კიდია გატუზო რასისტია თU სექსისტი? კაით რა. კაცი ყოფილა კაცური
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
"გატუზო ნამდვილი ადამიანია და პირადად გესაუბრება" - ლოკატელის მინიშნება სპალეტიზე?
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" ხოსე ბორდალასი გადააყენა
ხოსე ბორდალასი: მამარდაშვილის გამო ესპანეთს პრობლემები შეექმნება - ქართველები ამ მატჩს ჩვენთვის ძალიან რთულს გახდიან
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
ბორდალასს მამარდაშვილთან დაკავშირებით პირადი კმაყოფილება აქვს და ამბობს, რომ ერთ-ერთია, ვინც ქულა "მოპარა"
"არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც..." - კაპელო გატუზოს გაშვების წინააღმდეგია
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
Marca: შესაძლოა, რაულმა ლა ლიგის გუნდი ჩაიბაროს
Marca: შესაძლოა, რაულმა ლა ლიგის გუნდი ჩაიბაროს
"ორკესტრის მომღერალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს" - ბორდალასმა ოლივერაზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა