თბილისის გრანდ სლემის მესამე დღეს ტატამზე 14 ქართველი წარსდგა.

- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში იჭიდავებს, ჩვენებურმა ოქროს მედლისთვის ჭიდაობამდე ადლეთ მისინის, არტიუმ ბუბირისა და გიორგი პაპუნაშვილის ბარიერი გადალახა, თავის მხრივ, გიორგი ბრინჯაოს შეუტევს. ბექას მეტოქე კრისტიან ტოტი იქნება. ამავე წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩნენ უშანგი მარგიანი და იმედა გოგოლაძე.

- 100 კილოგრამში ფინალურ ბლოკში 3 ძიუდოისტი იასპარეზებს, ფინალს იჭიდავებენ ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, მესამე ადგილისთვის კი - ილია სულამანიძე. ამავე წონაში ომარ საური გათამაშებას მეორე წრიდან გამოეთიშა. ონისემ ფინალამდე სერიკ სალმენოვის, დანიელ ჰერბსტისა და ოტაბეკ ტურაბოევის ბარიერი გადალახა, თავის მხრივ, გიორგიმ ჟან იუნ კიმი, ანდრე უმბერტო და ილია დაამარცხა, სულამანიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის დანიელ ჰერბსტს შეხვდება.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ოქროს მედალს შეუტევს, ქართველმა ფალავანმა მაგომედომარ მაგომედომაროვის, ლევან მათიაშვილისა და შოხრუ ბახტიოროვის ბარიერი გაიარა, გელას მეტოქე ალიშერ იუსუპოვი იქნება, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ონისე ბუღაძეს სძლია, თავის მხრივ, ონისე მესამე ადგილისთვის ლევან მათიაშვილს დაუპირისპირდება, ამავე წონაში გიორგი ქავთარაძე პირველივე წრიდან გამოეთიშა.

რაც შეეხება ქალბატონებს, -78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია უმედლოდ დარჩა, სამაგიეროდ, +78 კილოგრამში სოფიო სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ლეა ფონტანეს დაუპირისპირდება.

ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა ტურნირი შემადგენლობით არ ბრწყინავს, მაგრამ ქულები ჩვეულებრივად რიგდება, ამდენად ჩვენი მონაგარი თვალსაჩინოა. სულამანიძე მეორე ტურნირია იმ ჭიდაობას აღარ აჩვენებს რასაც შეგვაჩვია, ამიტომ მინდა შევახსენო ქართული ანდაზე: "... მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. მიხარია ღვინიაშვილის წინსვლა, რა გახდა ამ კაცის ფსიქოლოგიური მომზადება და მიზანდასახული ჭიდაობის ჩვენება? მაგის ნახევარი ტალანტის ბიჭებმა მაგის წონაში, ზოგმა ორჯერ მოასწრო მსოფლიოს ჩემპიონობა, მაგ კი პრიზიორიც არ არის, არადა რამდენჯერ მისცეს შანსი.
თემო
ვაღიაროთ იმდენათ სუსტი შემადგენლობაა ჩამოსული რომ ცოტა უინტერესოც კია.
ზაზა
ძალუან წარმატებულია გუჯეჯიანის პროექტი. რასაც ვერ ვიტყვით ქალთა ძიუდოზე, თავისუფალ და ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაზე! კაცდთა ძიუდო 100% პროგრესი!!! დანარჩენი რაც ჩამოვთვალე 100% რეგრესი!!!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა