ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ბულგარეთი 5:2 დაამარცხა.

„ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრასთან შედარებით, სასტარტოში 5 ცვლილება განახორციელა და უფრო დაცვითი, თუმცა შედარებით ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და კვარაცხელიას პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მიხაილოვის კარი. შემდეგ ზივზივაძემაც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს გამო არ ჩათვალა. მასპინძლებმა პირველი მომენტი მე-15 წუთზე შექმნეს, როდესაც დესპოდოვი ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. 31-ე წუთზე კი შეტევაში ჩართულ აზაროვს გადაცემა კვარაცხელიამ გაუკეთა და მან ხრისტოვისგან რიკოშეტით ანგარიში გაზარდა. ბოლოს აბურჯანიამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ ბულგარელებმა შემოგვიტიეს. ილიევმა ცენტრალურ მცველებს მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო და ანგარიში შეამცირა. თუმცა მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - აბურჯანიას პასით ამჯერად მიხაილოვს ზივზივაძემ გაუტანა. მერე კვარაცხელია საჯარიმოში ტურიცოვმა წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა მოიყვანა სისრულეში და მატჩის ბედიც გადაწყდა. სანიოლმა უკვე შემდეგი შეხვედრისთვის კვარაცხელია და ზივზივაძე დაასვენა, მათ ნაცვლად შეცვლაზე მიქაუტაძე და ყაზაიშვილი შეუშვა და სწორედ მათ „გააკეთეს“ მეხუთე გოლი - მიქაუტაძემ ყაზაიშვილს გაატანინა და არენაზე მყოფი ქართველი გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა, რომლებიც გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ. მერე ილიევს გატანა ლორიამ არ დაანება, ცოტა ხანში კი გოლი მაინც გავუშვით და ისევ მეორე სართულზე წაგებული ბრძოლის შემდეგ. კომპენსირებულ დროში ბურთი ხელზე საჯარიმოში პოპოვს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი კვეკვესკირმა ვერ გამოიყენა.

ერთი სიტყვით, სანიოლის არჩეულმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ გაამართლა. მან თავის ვიზავის, პეტროვს დუელი პირწმინდად მოუგო, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

რაზგრადი. „ჰუვეფარმა“

ბულგარეთი - საქართველო 2:5

გოლები: 0:1 დავითაშვილი (4), 0:2 ხრისტოვი (31 საკ. კარში), 1:2 ილიევი (49), 1:3 ზივზივაძე (52), 1:4 კვარაცხელია (58, პენ), 1:5 ყაზაიშვილი (70), 2:5 სტეფანოვი (83)

გამოუყენებელი პენალტი: კვეკვესკირი (90+4)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ტურიცოვი (პოპოვი 64), ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი (პ. ხრისტოვი 46), ნედელევი (კრასტევი 64), ჩოჩევი, მილანოვი (სტეფანოვი 46), დესპოდოვი, მინჩევი (იანკოვი 64), ილიევი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (კიტეიშვილი 84), კაშია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, აბურჯანია (გვილია 75), კვირკველია, აზაროვი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 75), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 68), ზივზივაძე (მიქაუტაძე 68)

კვარაისტი
კვეკვეს გოლი არა აქვს ნაკრებში გატანილი და ბიჭებმა დაუთმეს. ეს ფაქტიც კარგად მეტყველებს, როგორი შეკრული გუნდია!
ეჰჰ
თუ თემო ქეცბაიას გულისხმობ სირცხვილია რასაც წერ იცოდე ეგ!
ქ. გ.
მეორე თერთმეტმეტრიანი მიქაუტაძეს უნდა დაერტყა.
პელე
ბულგარეთის ნაკრების შემდეგი მწვრთნელი იქნება სიდოროვი (иванов, петров, сидоров). იმედია თბილისის მატჩის შემდეგ.:::)))
შაკო
ტლოპანა რატო არ აკეთებს კომენტარებს? "შემტევი ფეხბურთი სუპერმარკეტში კი არ იყიდება" ხალხს რო აბოლებდა აქ და ბერვს კიდე დღემდე ჯერა მისი კაი მწვრთნელობის. ვაი, ვაი
tngh
დიდი ხანია გავყვირი... საქართველოს ფეხბურთში კარგი თაობაა მოსული!!! გილოცავთ გამარჯვებას!!! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
odala
უაზრობებს ლაპარაკობ. მაგათი ბრალი ის არის, რომ ელემენტარულად ლექსიკა არ ყოფნით და შეგნება, რომ მეტოქეზე უპატივცემულოდ არ ილაპარაკონ. ან ეს მეორე ვინ იყო? ჭიაბრიშვილიო ახსენე და ეგ იყო? ჩუმად რატომ ლაპარაკობდა? ტიპობს თუ რა არის? ამოიღე ხმა რა. ან პროდიუსერმა უთხრას, თუ ვინც არის მთავარი მაგ დროს. ეძინა ტიპს ნახევრად, ისე საუბრობდა.
dato
დიდი ალბათობით სხვა ჯგუფებიდან ნახევარფინალში საბერძნეთი, თურქეთი და სლოვაკეთი გავლენ.
შოთა
ჯგუფების ლიდერებს შორის იქნება პლეიოფი და მანდ გაირკვევევა ევროპაზე მოთამაშე გუნდის ვინაობა, ამ წესით ვითამაშეთ წინაზე ბელარუსთან და მაკედონიასთან, ვფიქრობ არაფერს შეცვლის ამ მხრივ უეფა.
სლავა
დაგვიბრუნეთ ვაისი. მისმა ფანებმა რა ვქნათ?
თემური
ყველას გილოცავთ ბულგარეთთან მოგებას! სანიოლის დამსახურებით ჩვენს ნაკრებში იგრძნობა კონკურენცია და თითოეული ფეხბურთელის თამაშისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება. რაც მნიშვნელოვანია ბიჭები ეჩვევიან გუნდურ თამაშს... კარგია, რომ გაგვიმართლა და დაცვაში სუსტი ადგილები მოგებულ თამაშში გამოჩნდა! იმედი ვიქონიოთ შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ! წარმატებები ბიჭებს!
თათია
ამ ჯგუფში რომ გავიმარჯვოთ მერე ვის ვხვდებით? გამარკვიეთ რა :(
გია
ძლივს არ ვეღირსეთ ნორმალურ სათამაშო ფორმებს? ბიჭებო! ის წინა თეთრი წითელი ჩანჩურა ფორმები აღარ ჩაიცვათ! დიდი მნიშვნელობა აქვს მინდორზე როგორ გადიხართ. ეს ახალი ფორმები გიხდებოდათ და რაც მთავარია კარგადაც დაგებედათ!!!!!!!!!
ილი
გიბრალტარს
ილი
ჩრ მაკემ ძლის მოუგო
ძველი გულშემატკივარი
გენაცვალეთ, ბიჭებო, ასე გააგრძელეთ
ყოველთვის შეინარჩუნეთ ღირსება
სტატიის სათაურზე დაწერეს და ბევრს არ ვიტყვი,დავეთანხმები ჩემს თანამოქალაქეებს და არც მე მომეწონა. გამარჯვება კარგია და ყველას გილოცავთ,ყოველთვის მჯეროდა სანიოლის და მინდოდა შედეგის მიუხედავათ დრო მისცემოდა. ხოდა ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე. მარტო შედეგი არ არის მთავარი,მე გულშემატკივარი ვარ და თამაშის ხარისხი მინდა იყოს კარგი,ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ ყოველთვის და ყველასთან. სანიოლის წაგებული თამაშები მირჩევნია ვაისის მოგებულ თამაშებს.უკმაყოფილო არ ვარ ამ ვაისის,მაგრამ არ მომწონს ეგეთი სტილი და არც ვართ ეგეთი სტილით მოთამაშე ხალხი რაც მთავარია. შედეგი ხომ კარგი იყო და სიამოვნებას ვიღებდი ყველა პასზე,როგორ მშვიდად აგორებდნენ ბიჭები ბურთს და ყველაზე მთავარი,გაშვებული გოლის პასუხი იყო სასწაულად სასიამოვნო. ვინ ვინ და ჩემი ჯილამ,ბუდუმ შეაგდო,რა თქმა უნდა აბუს კარგი თამაში არ დამვიწყებია და არც კვეკვესკირის. ამ ორმა და პლიუს დავითაშვილმა შექმნეს ეს მოგება,საყრდენმა ზონამ შესაშურად კარგად იმუშავა. მადლობა აბუს და კვეკვეს,გენაცვალეთ ბიჭებო და თქვენ ხართ ამ თამაშში საუკეთესონი. ყველა კარგი იყო და ისე არ გამიგოთ რო ვინმეს ვაკნინებ,საყრდენი ზონის ხალხი არ ფასდებიან ხშირად და ყოველთვის ვცდილობ რო მათი თამაში დავაფასო.ბებრმა ლომმა მაგარი ბურთი გამოაძრო და ყოველთვის იმედიანად ვარ,როცა ლორია ხოდზეა. ერთი მიქელთაძის ამბავი ვერ გავიგე,რატომ არ იყო განაცხადში ან გიბრალტართან რატომ არ მისცეს შანსი,ტრანვა ხომ არ აქვს?ჩაკვეს არყოფნაც მომხვდა თვალში,მარა ეს მიქელთაძე მაგარი ბიჭია და მინდა ვნახო ნაკრებში რას იზავს,მარა სანიოლიმ უნდა გადაწყვიტოს. ხომ გითხარით,გულშემატკივარი ვარ და ჩემი საქმე არ არის ვინ ითამაშებს ან ვინ არა,მე უნდა ვუქომაგო და ტაში დავუკრა ბიჭებს. დაცვის ხაზი კარგი იყო,კაშია კაშიაა და ხოჭოლოვაც კარგი იყოს. აი,კვერკველია მაგარი ეჭიდავა ბულგარელს და არაფერი დაუთმო.2 გოლი კი გავუშვით,მარა გავარდნა უფრო იყო ეგ,რადგან წკეპლასავით ხმარობდნენ თავს. არაუშავს 2 გოლი,იმუშავებენ ბიჭები და ვეღარ გვაჯობებენ. ნუ ლორიას პონტში ცუდია,მარა ფეხბურთში გოლი თუ არ გავიდა,რანაირი ფეხბურთია აბა :) ყველაზე მთავარი,მოგების და წაგების დროს უნდა მოვიქცეთ ღირსეულად,მაკედონიას დავადუღებთ კომენტარები არის ცუდი და ეს პირველრიგში გუნდს არ მოუხდება. სუფთა პრაგმატულად უნდა იმოქმედოს სანიოლიმ და არ უნდა წავაგოთ,სახშლი გვრჩება ორივესთან სათამაშო და გიბრალტარი გასვლა. მე მოგება მინდა თავისთავად,მარა სანიოლის გავუგებ თუ ასე მოიქცევა. გახარებული მარტო იმიტომ კი არ ვარ რო მოვიგეთ,ქართველების ერთად დგომა მიხარია ფეხბურთში იქნება ეს თუ სადმე სხვაგან,გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს შორის შედგა ქიმია,მადლობა ქომაგებს,საბა საპანაძეს და ყველას,ვინც გასვლაზე გაჰყვა ბიჭებს. გენაცვალეთ ყველას,ეგრე უნდა გავაგრძელოთ და უფრო მეტი სიყვარული გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვართ საქართველო
შოთა
ფორმაც მომეწონა ჩვენი ნაკრების.
100%
თავბურთში გვაჯობეს, ფეხბურთში ჩვენ ვაჯობეთ. თავბურთია მისახედი. ვისაც ჩვენი გამარჯვება უხარია, სუყველას გენაცვალეთ!
სოსო
5:1 იყო,კახა და რატომაც არა?მაგრად ითამაშა და ერთი გოლი,მასზეც ალალი იყო.რატომ არ უნდა დაერტყა,ეგ სხვაგან მიწერია,თუმცა რატომ არ უნდა დაერტყა?კუთხე კარგი მისცა,არც სუსტი დარტყმა იყო,უბრალოდ მიმართულება გამოუცნო.ასეთი რამე,ყველას შეიძლება მოუვიდეს.მიხეილ ბერძენიშვილსაც გაუფუჭებია პენალტი და ჩელებაძესაც,რამდენჯერმე.არადა ორივენი, საოცრად ურტყამდნენ.
საბა
კომენტარის დაწერას ვაპირებდი და უკვე დაწერილების კითხვა ვარჩიე...არ შევმცდარვარ, უკეთესი რა უნა დამეწერა. ასე გავაგრძელოთ...:)
სოსო
გუშინ, მესიმ საკუთრივ გაიტანა 5 გოლი.ასე რომ შაქარი,ბულგარელი კომენტატორის პირს!ღმერთმა უსმინოს!
შეტევა
უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მეექვსე გოლი მაგრად მინდოდა :) მაგათ ერთ დროს 6 გაგვიტანეს და ახლაც მწარედ მახსოვს.
H
ყველას გილოცავთ ბიჭების დამაჯერებელ და დამსახურებულ გამარჯვებას! ერთადერთი რაც გუშინდელ თამაშში არ მომეწონა კომენტატორი იყო :). სრულიად უემოციოდ და უინტერესოდ მიყავდა რეპორტაჟი. კომენტარებს გადავხედე და ბევრი ლორიას ადანაშაულებს გაშვებულ გოლებში. მესმის რომ მამარდაშვილს ვგულშემატკივრობთ და გვინდა მალე გახდეს პირველი ნომერი, მაგრამ მგონი ამ ეტაპზე ლორია მეტად საიმედოა. გოლების ეპიზოდს რაც შეეხება ალბათ კარის ხაზზე დგომით ვერცერთი მეკარე ვერ აიღებდა ასეთი ახლო მანძილიდან თავით დარტყმულ ბურთს, ხოლო გამოსვლა და ბურთზე თამაში რამდენად შეეძლო საკამათოა. მგონი დაცვის შეცდომაზე უფრო უნდა გაკეთდეს აქცენტი ვიდზე ლორიას არ გამოსვლაზე. კვეკვესკირსაც ძალიან ნუ გააკრიტიკებთ, ხდება ხოლმე თან მართალია ძელს მოხვდა, მაგრამ ცუდად არ დაურტყამს კუთხეში. კვარაცხელიას დარტმულიც შორს იყო იდიალურისგან და ძალიან გაუმართლა, რომ მეკარემ ვერ მოიგერია.
Jango
უკრაინამ რომ შოტლანდიას მოუგო მთელი უკრაინული პრესა წერდა- უელსთან თამაში ფორმალობაა იმდენდ მაღლა დგას შოტლანდია უელსთან შედარებითო და ზეიმობდნენ კიდეც წინასწარ, მაგრამ უელსმა არ შეარგო ეს ზეიმი იარმოლენკოს იდიოტური ქცევის გამო. ამიტომაც ჯერ უნდა შეირგო და მერე უნდა გოიხაროდეს. ასეთივე სიტუაციაა ახლა საქართველოს ნაკრების ჭარბი ქების ნაწილში- მოიცათ ჯერ 9 -ში მოიგეთ და მერე წერეთ და აქეთ ამდენი, თორემ იქ რომ წავაგებთ დღეს ნაქებ-დალოცვილ ბიჭებს დედის და მეზობელი ძიძის გინებას არ დააკლებთ ბევრი აქ მწერალთაგანი.ამიტომაც მე მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ იმ მატჩს. ის რო რევანში აიღეს ეს კარგია მაგრამ წინ თმაშები რაცაა აი ისაა მთავარი და არა ის რაც უკვე იყო. სანიოლი არაა გენიოსი და გმირი , გუშინდელი მატჩი თავისთავად აეწყო პირველი ჩქარი გოლის გამო, იმ გოლის მერე შეიძლებოდა სანიოლი საუნაში ქალებთან ერთად წასულიყო,მოხდა ასე რომ ბუგარელები გატყდნენ პირველ ტაიმში და ეს გაჰყვათ მეორე ტაიმშიც მიუხედავად პირველი წუთების ფაფხურისა.
სოსო
ფაშიზმი არაფერ შუაში მგონია.საქართველოს ნაკრების ღირებულება ორჯერ და მეტჯერ მეტი ყოფილა ბულგარეთის ნაკრების ღირებულებასთან შეფარდებით.მაგ სიტყვებით გულს უკეთებდნენ ერთმანეთს და შიშს ფარავდნენ,ჩვენც ხომ დაახლოებით ასე ვიყავით ხოლმე,ჩვენზე ძლიერ მეტოქეებთან.ამ სტატიის სათაურში ნახმარი გაბითურებაც არ მომწონს.გავიხაროთ ჩვენი გამარჯვებით,მაგრამ დამარცხებულს ნუ დავამცირებთ.ეს ომის კანონია.ჩვენც ხომ ხშირად ვყოფილვართ მწარედ დამარცხებულები და კარგად ვიცით რა მწარეა,ვიღაცისაგან დაცინვა.გერმანიის გამაერთიანებელმა ოტო ფონ ბისმარკმა,იმით შესძლო პრუსიისაგან დამარცხებული გერმანული სამეფოების ხალხის მიმხრობა,რომ მათი ბრძოლაში დამარცხების შემდეგ,უარს ამბობდა მათთვის დამამცირებელი პირობების წამოყენებაზე.ვეფხისტყაოსანიც გვასწავლის,რომ იყავი ომში მრისხანე,მაგრამ ომის შემდეგ, დამარცხებულთან, მოწყალეო.ასე რომ ბრძოლაში დავამარცხოთ მეტოქე,გამარჯვების შემდეგ კი,დავაფასოთ მათი გუნდი.ძლიერის დამარცხებით ხომ შენი გამარჯვების ფასიც მატულობს.რა ვიცი,რაგბშიც ხომ თამაშის დროს,ერთმანეთს ხოცავენ,მატჩის შემდეგ კი,ერთად წაიქეიფებენ და მეგობრებად შორდებიან.მგონი სწორედ ამის გამო მიესადაგა რაგბი,ქართულ ხასიათს.დიდი ნიკო ლორთქიფანიძის "რაინდები"ც გავიხსენოთ.ვისაც არ წაუკითხავს,ვურჩევ წაიკითხოს.ვფიქრობ, ბევრი სხვანაირად შეხედავს ბევრ რამეს და თავის საქციელსაც გადააფასებს.იმედი მაქვს.
ბადრი
ახლა ზედმეტ ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით. ბულგარეთი ძალიან სუსტი გუნდი აღმოჩნდა. სულ "დეტსკი მატი" ბურთები გავუტანეთ.
სიმართლის მოყვარული
მთლიანად ვეთანხმები ბ-ნ გიორგიპირველი-ს მოსაზრებას. მეც სასტიკად არ მომწონს ამ პუბლიკაციის დასახელება. ღრმა პროვინციალიზმის სუნი ასდის. ამით არა მარტო მოწინააღმდეგეს ვამცირებთ, საკუთარ თავვსაც ცუდად წარმოვაჩენთ და ეს სულაც არ არის წვრილმანი, ჩემო ძვირფასებო... მიაქციეთ ყურადღება ნაკრების მწვრთნელოს სიტყვებს ამ მატჩის შემდეგ. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ყველაზე მთავარი - ბიჭებს უხვართ საკუთარი ქვეყანაო... მოდლობა მწვრთნელს, მადლობა გუნდის წევრებს, მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა ყველას, ვისაც გიყვართ სამშობლო - თითოეული თქვენგანის წვლილი უთუოდ არის ამ გამარჯვებაში!
გიორგი ვარშავიდან
ასეც ხდება , ისეც ხდება ,ოცნება რომ აგიხდება…თქვენ გაიხარეთ ბიჭებო, ისე როგორც წუხელ ჩვენ გაგვახარეთ ! ეგ ერთი და სხვა მრავალი !
გიორგიპირველი
თამაშთან დაკავშირებით საკმარისი დაიწერა და აღარაფერს დავწერ - ყველანი ბედნიერები ვართ და გილოცავთ ყველას! მაგრამ ეს "გააბითურა" რა სიტყვაა? ძალიან არ შეეფერება სპორტს და ამ განწყობას, ჩემი აზრით.
გიო
ლორიამ გამოსვლებზე უნდა ითამაშოს , ორჯერ ას პროცენტიანი გადაგვარჩინა !
გიო ვარშავიდან
ას პროცენტიანი ხარ , სანამ შეშინებულის მენტალიტეტს არ მოიშორებ, მანამდე შორს ვერ წავალთ. გუნდმა იხალისა , ფეხბურთი ითამაშა და მოიგო !
ოპტიმისტი
ყველაფერი კარგი იყო,მადლობა ბიჭებს და ვილის დღევანდელი საღამოსთვის... უბრალოდ კვეკვეს უთხარით მეორედ პენალს როდესაც გადაწყვეტს დაარტყას მეტი დავდაჯერებულობა გამოიჩინოს და თუ მატჩში მეორე პნ იქნება გაიხაენოს წინაზე მეკარე საით გადახტა...
Tvalsazrisi
გამაოცა ბულგარელმა გულშემატკივრებმა, ისინი 5-2 ზეც ბულგარია! ბულგარიას გაჰყვიროდნენ თან კვეკვესკირი პენალს რომ ურტყამდა მე -6 გოლის გასატანად ისინი იხტიბარს არ იტეხდნენ და შედეგიც გამოიღო გამაზა კვეკვემ პენალტი. ეხლა ქართველები ამას არ იზავენ ასე მგონია არადა ზუსტად ასე უნდა იქცეიდეს ქართველი ეს უნდა ისწავლოთ ესეთი გაუტეხლობა ჩვენ მოგვეთხოვება. ასევე დიდი მოულოდნელობა იყო ის რომ კვარაცხელია ტაშით გააცილეს მოედნიდან, სლავების უმეტესობას ისეთი ალერგია აქვთ ქართველებზე არასდროს არ გაღიარებენ რაც არ უნდა კარგი იყო თან ვალდებულებიც არ იყვნენ ტაში დაეკრათ ესეიგი ძალიან მოეწონათ მისი თამაში. ეს ძალიან დასაფასებელია სინდისის რაღაც ნატამალი ქონიათ როგორც ჩანს
შალვა 73
მადლობა ვილის და ბიჭებს სიამაყესათვის!!!
juve
eh kvekve, unda gagetana penalti da chamovirecxavdit warsulis sircxvils
დავით 67
ყველა მოგება სასიხარულოა, მაგრამ მაკედონიასთან გამარჯვება უფრო გამიხარდება. რევანში გვინდა. ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩააგდოს ნაკრები. აბა თქვენ იცით მაკედონიაც გააფარჩაკეთ !
ჰო
დაუნი ბერბატოვი გამომრჩა კიდე ბოდიში მათხოვრებს
აი ეგრე
T.q მადლობა იდღეგრძელეთ გაიხარეთ
ძალიან მაგარია
ვილიმ ნაკრებში მაგარი კონკურენცია გააჩინა და აი შედეგიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
bejo
კი დაგილაოქე კომენტარი და აზაროვის კარგ თამაშში გეთანხმები 100 % ით მაგრამ ტაბიძის მარცხენა ფლანგზე თუნდაც შეცვლაზე შეცვლა გიორბელიძის თამაში ჯობია ... ასევე მინდა ავღნიშნო რომ გიორბელიძე დაცვაში უფრო ძლიერია ხოლო აზაროვი შეტევაშია უფრო ძლიერი შესაბამისად ვილის შეუძლია როგორც დასჭირდება ისე მოიქცეს ... რაც შეეხება ტაბიძის მარცხენა ფლანგს საერთოდ რა შუაშია ??? 3 ჯერ ითამაშა ტაბიძემ მაგ პოზიციაზე 2 ჯერ კლუბში 1 ხელ ნაკრებში ამ სამიდან 2 არადამაჯერებლად ჩაატარა და 1 დამაჯერებლად ... კაცი ცენტრალური მცველია და თანაც ძალიან კარგი ცენტრალური მცველი რა უნდა მარცხენა გლანგზე ოღონდ ამიხსენით მგონი სხვაც წერდა ასეთ რამეს
ის
მართალია ბულგარეთს კარგი პერიოდი არ უდგას ეხლა, მაგრამ მაინც ისეთი ფაშისტები არიან რომ მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით მოგებას მოითხოვდნენ საქართველოსთან მაინც. მაგ თამაშამდე კომენტარები ნახეთ თუ არ გჯერათ ერთ საიტზე გადმოთარგმნილი იდო. და მაქეთ მიიღეს 3 ბურთიანი სხვაობა ზუსტად ის კი არა კვეკვეს რო არ გაეფუჭებინა 4 ბურთიანიც იქნებოდა კიდე
zaza
ისე თუ პენალტი უნდა გაგვეფუჭებინა ოდესმე, ისევ ამ თამაშში სჯობდა მომხდარიყო, ასე რომ ამაზე აღარ ვინაღვლოთ..)))
T.q
არ გვინდა ზედმეტები. თავმდაბლობა ჯობია!
ბაჩი
გვძალუძს არა,ძალგვიძს
gio
დღეს ბიჭებმა ისეთი რამე გააკეთეს, რომ აწი თამაშს ვეღარ ჩააგდებენ, შეგძლებიათ ხომ თუ გაინძრევით, თქვენს უკან რამ საქართველოა მაგარია, რომ ბოლომდე გაითავისეთ, ვილი მგონი ძაან მაგარი ყოფილა, ქომაგებზე აღარაფერს ვამბობ
T.q
შემთხვევით დამეჭირა დის ლაიქი ლაიქიც დავწერე მაგრამ მანამდე მე დამეჭირა დისლაიქზე და გააუქმეთ ეგ დედა აფეთქებული დისლაიქი
T.q
არ ვიცი რა ვთქვა! მაგრამ მწამს რომ ამ თამაშს ჩვენთან ერთად ღმერთმაც უყურა.
G.LA
DDDD მე კიდევ აღარ მეძინება სიამოვნებსაგან DDD მზად ვარ საერთდ არ დავიძინო 9-შიც რა იყო ეს?
torpedos
დისლაიქები სხვანაირად არ გაგვიგო, ძმა, გვეწყინა ყველას და მაგ პონტშია:-/
T.q
შენ გენაცვალე ჯიგარში და აი მაგ სიტყვებში რაა!
ვანჩოპე
ხო იძახდა ის პატიოსანი კაცი>საქართველოსთან ეს არ უნდა განმეორდესო და აუხდა, ისე რამხელა სხვაობაა ვაისი როცა იყო დვალიშვილი, შემდეგ ოქრი და ქვილითაია და ასე ამოჩემება იცოდა და ბოლო წუთამდე არ ცვლიდა. ხომ ვნახეთ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბულთელებმა დღეს როგორ ითამაშეს. ესაა მწვრთნელის ხელი. დარწმუნებული ვარ ვილი ბევრს მიაღწევს ამ ნაკრებით. მადლობა ბიჭებს, ძალიან გამახარეს. იქს ორი დავდევი და მაპატიეთ, მთლად ბოლომდე არ მჯეროდა, ისე მაკედონიასთანაც იგივეს ვხევ, თუ მოუგებთ უფრო გამიხარდება. პ.ს კვეკვეს ნუ აბულინგებთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება
ფაქტია
აბურჯანია მაღალი კლასის ფეხბურთელია,ეტყობა პორტუგალია!
კაპიტან გარდენბურგი
გილოცავთ. სასწაული თამაში იყო. ყველას დიდი მადლობა. კვარა სასწაულია! ზუკაც!! სულ სულ ყველა, უბრალოდ რაღაცდდბს არ დავწერ რომ არ დავთარსო. მაგრამ ეს ოხერი - კომენტატორი გამოცვალეთ რა!!!!! ყკჩაღ წიაბრიშვილს და ეს კომენტატორები რა მენტალიტეტის ხალხია, ფეხბუდთელები შეიცვალენ და მწვრთნელები და შეცვალეთ რა ეს კომენტატორები. ტიპმა ეხლა უნდა გავუძლოთო და გაგვიტანეს ეგრევე! მერე ჭიაბრიშვილს ნიშნის მოგებიტ უთხრა ხომ ვამბობდიო და არადა ზუსტად ეგ მარაზმი მენტალიტეტი სანამ არის, იმ ფეხბურთელებსაც თითქოს უხილავათ ედებათ ამათი ნალაპარაკები! მერე მეორედ შეაქო ილიევი, რომელიც სასწაულად ცუდად თამაშობდა ამ დროს და მეორე გაგვიტანეს. სანამ ასეთი წამყვანები იქნებიან ამ გუნდს ხელი ეშლება! ან ასწავლეთ, რომ ნუ არიან ასეთი შეშინებულები, ეგეთი თამაშის დედაც, იგებ, აკონტროლებ ყველაფერს დს გაძლებაო რომ ახსენებ შევარცხვინე მე ეს საუბარი. შეცვალეთ ეს კომე ტატორები, ან შეცვალონ ასეთი საუბარი, საერთოდ ნუღა ახსენებენ ამ გაძლებას და ანგარიშის შენარჩუნებას ვახ!
zura222
ამ თამაშში კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა--საბოლოოდ გადაწყდა მარცხენა ნმცველის საკითხი ! აზაროვმა ძალიან მაგრა ითამაშა ! წინა კომენტარში ცოტა ზედმეტად გავაკრიტიკე და არ ეკუთვნოდა ))) მერე ტაბიძეც ჩადგება მწყობრში და კარგად შეცვლის ხოლმე აზაროვს
სოსო
გილოცავთ მეგობრებო,საქართველოს ნაკრები,ფეხბურთს თამაშობს!რამდენი წელია,სულ იმას ვტირი,შეტევაში დაკაგებული კომბინაციები არ გვაქვს მეთქი.წლებია შეტევა მხოლოდ ჩვენი შემტევების ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული,წლებია,გადამწყვეტი,გამამწვავებელი პასის გაკეთებას ვერ ვბედავდით და დღეს ამას ვბედავთ.არ მგონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ნაკრებს ,2 თამაშში 9 გოლი ოდესმე გაეტანოს და ორი ამდენის გატანაზე კიდევ ვალდებული რომ იყო,ეგ სხვა ამბავია.ნაკრებმა დაცვაში თამაში მეტ ნაკლებად დაალაგა,მიაგნო სასურველ მოდელს,ფეხბურთელებმაც გაიგეს,რას მოითხოვენ მათთან და რაც მთავარია მოსწონთ ის,რასაც აკეთებენ.ამიტომ უკვე სიამოვნება ჩანს მათ თამაშში და არა მძიმე სამუშაო,ადრე რომ ვგრძნობდით.დღეს ჩვენ ბიჭებს,აშკარა ტექნიკური უპირატესობა ჰქონდათ მეტოქეზე და ფიზიკურადაც ბოლომდე გავუძელით.სულ ბოლოს,მხოლოდ აზაროვს გაეჭიმა კუნთი,ადრე კი,70 წუთის შემდეგ,ყოველ წუთს ვიღაცა იწვა ძირს,კუნთებ დაჭიმული.სანიოლმა შემტევი ოპერაციების დალაგება დაიწყო და წარმატებებიც სახეზეა.ჩემი სიხარული,ნამდვილად არ არის ხბოს აღტაცება,რადგან სრულიად აშკარაა,რომ ეს ნაკრები,უკვე თვისობრივად სხვა დონეზეა ასული.არ ვიცი,რა იქნება მომდევნო თამაშებში,მაგრამ ბიჭებმა უკვე დაიჭირეს თამაში და არა მგონია კიდევ მოინდომონ,გზიდან გადახვევა,ნაკრებს უკვე თავისი სახე აქვს.ალბათ თავიდანვე იყო ნათქვამი,ვინ დაარტყავდა პენალტს,ხვიჩას გასვლის შემდეგ.მე კვეკვესკირს აღარ დავარტყმევინებდი პენალტს,რადგან უკვე ბოლო წუთები იყო, ნიკამ ძალიან ბევრი იმუშავა ამ თამაშში,ძალიან დაღლილიც იქნებოდა. ალბათ აჯობებდა უფრო დასვენებულს დაერტყა,თუმცა არც ნიკას დარტყმული იყო ცუდი.,უბრალოდ მეკარემ გამოუცნო მიმართულება და კუთხეში დარტყმულს,ცოტათი მაინც მისწვდა,რაც საკმარისი აღმოჩნდა.ძალიან გამაოცა აბურჯანიამ.სად აღარ იყო,საგოლე პასიც გააკეთა და ორჯერ ისეთ პოზიციაშიც აღმოჩნდა,საიდანაც თავდამსხმელი ვალდებული იყო გაეტანა.უბრალოდ გიორგი თავდამსხმელი არ არის,გოლის ინსტიქტი არ აქვს და ისევ პასზე ფიქრობდა.როგორც იქნა ისევ ისეთი აზაროვი ვნახეთ,როგორც წინა წელს თამაშობდა,აქტიური და შემოქმედი.ძალიან მაგრად შეავსო ნახევარდაცვა ზურიკომ.ის უკვე გაიხსნა,მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია და მჯერა,კიდევ მოუმატებს.არ ვიცი,ყველა ფეხბურთელი ქების ღირსია და რომელი ერთი ჩამოვთვალო,ყველა კარგი იყო,თუმცა პატარა ,ალბათ ნაკლზეც უნდა ითქვას.პირველი რაც თვალში მეცა,ეს იყო საკმაოდ ხშირი ბურთის უზუსტო შემოტანა,მეკარის მხრიდან.რამდენჯერმე აუტში გაუშვა ბურთი,რამდენჯერმე კი,მოედანში დატოვა,თუმცა არაზუსტად.ზოგჯერ თუ რისკს ერიდებოდა,ზიგჯერ ეს ტექნიკური წუნიც იყო და თამაშის რაღაც პერიოდში,ეს ნევროზულობადაც მოჩანდა.იგივე პერიოდში ნევროზულობა აშკარად შეიმჩნეოდა დაცვის ხაზშიც,დაცვა პანიკის ზღვარზე ჩანდა და რაკი წინა წლების თამაშებშიც ხშირად გვხდებოდა ეს მოვლენა,ალბათ მაგაზეც სამუშაო აქვს მწვრთნელს.კვირკველია დიდებული იყო პირველ ტაიმში,წონაშიც მშვენივრად არის ჩამჯდარი,თუმცა ეტყობა ფიზიკურად ბოლომდე მაინც ვერ არის მზად,რადგამ მეორე ტაიმში,შეცდომები გამოერია.ჩვენ კარში პრველი გოლითუ კიდევ შეიძლება იდეალურ პასს დავაბრალოთ,მეორე გოლი,უკვე დაცვის შეცდომა იყო.მეკარის ბაქნიდან გოლები არ უნდა გადიოდეს ჩვენს კარში.ლორიას შეცდომებზე ვილაპარაკე,მაგრამ კარის ხაზზე დიდებული იყო და ის ორი გოლიც,მას ვერაფრით დაბრალდება.ძალიან სასიხარულოა,რომ მიქაუტაძემ წინა თამაშისაგან განსხვავებით,არ იწუწკა და დიდებული დრიბლინგის შემდეგ,ყაზაიშვილს გაატანინა გოლი.კარგი იქნებოდა მასაც გაეტანა,სრულიად გახსნაში ძალიან დაეხმარებოდა,თუმცა საგოლე პასიც არ არის ცუდი და გოლებიც აუცილებლად იქნება.წინა კომენტარებში ვწერდი,სავარაუდოდ ამ ორ თამაშიდან ერთში მაინც გოლს გავუშვებთ და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ,რადგან მშრალი სერია,უსასრულოდ ვერ გაგრძელდება მეთქი.ამისათვის მზად აღმოვჩნდით და გაშვებულს,ორ წუთში მივაყოლეთ პასუხი,თანაც შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ.ეს მუდამ სანატრელი გვქონდა ბოლო წლებში.ერთი სიტყვით მადლობა ბიჭებს,ჩვენი გახარებისათვის,ნამდვილი ფეხბურთისათვის და ისიც იცოდნენ:-ჩვენ უკვე ვნახეთ რა შეგიძლიათ,ასე რომ თამასა უკვე მაღლაა აწეული და მისი დაბლა დაწევის ნებას ვეღარ მოგცემთ.სულ კარგი თამაში და წარმატებები ბიჭებო! ღამე მშვიდობისა!
რუსთავი
იმდენად ვისიამოვნე გოლებზე ხმაც კი არ ამომიღია სასიამოვნოდ ვიყყავი მიყუჩებული ))) ეს ორი გოლი არ უნდა გაგვეშვა ორივეჯერ მწიფდებოდა ეტყობოდა ყველა ბრძოლა წავაგეთ, სანიოლი გაარჩევს აუცილებლად ამასაც და მაკედონიასთან უფრო ძლიერები წავრსდგებით. აზაროვს და აბურჯანიას რამხელა პოტენციალი აქვთ და გამოთლა სჭირდებათ ისევე როგორც მამარდა დაიხვეწა ვალენსიაში სულ რამოდენიმე თვეში...
bejo
თქვენ გენაცვალეთ ყ@.!ბშიი )))) კვეკვეს კიდე ნუ გაუხურეთ ... ისე არ ქნათ თერთმეტ მეტრიანთან აღარავინ მივიდეს ... მადლობა ბიჭბო გაიხარეეეთ
ლარი გამყარდა
ბულგარელი კომენტატოეის სმენა ვარჩიე რატომღაც და მიქაუტაძემ პასი რომ მისცა ვაკოს საგოლე, კომენტატორმა თქვა რომ ის გვიქნაო, რასაც მესი უშვრება ადამიანებსო:)))
T.q
კარგით ბიჭო კარგით რა გჭირთ 2-5 მოვიგეთ შეარგეთ ამ კაცს ერთი გაფუჭებული პენალტი მანამდე რა შრომა გაწია ეგ არ უყურეთ? რა მოგივიდათ ქართველები ხართ თუ მტრები არაუშავს ყველას გაგვიტყდა მარა 5-2 ზე ამ ერთ პენალტს რომ შეელიოთ რა მოხდა ბიჭო რა დაგემართათ მტრები ხართ თუ გულშემატკივრები ეხლა ნეგატივის დრო არ არის მივულოცოთ ბიჭებს და მადლობა მოვუხადოთ უპირობოთ ნეგატივი არ გვინდა ეხლა ეს მათ მორალზე მაინც იმოქმედებს ამ შედეგის მერე რაიმე უკმაყოფილება. ჩვენ გულშემატკივრებს არ გაგვამართლებს მათ თვალში და თუ რამე უკმაყოფილება არ ეკუთვნით ამ ბიჭებს აი ზუსტად ეხლა არ ეკუთვნით და მართლა ნუ ატრა......ბთ ეხლა რაა გაიხარეთ და ბიჭებიც გავახაროთ მადლობით და თბილი სიტყვებით მალადეც კვეკვე შენი თამაშის გამო და გვკიდია ეგ ის რაც გამაზე იმიტო რო საკმარისია ის რაც გავიტანეთ შენი მონაწილეობით მადლობა ყველას უკლებლივ სათადარიგოების ჩათვლით და მწვრთნელს ხო ქება და დიდება.
რაბუ
ისე დავაკვირდი რამდენი პაუზა კეთდება პენალტის შესრულებისას იმდენი ცუდდება. კვეკვე არაუშავს მაკედონიასთან გამოასწორე
svano magarski
ცხადია-დიდი-მადლობა-მცვრტნელებს-და-ფეხბურტელებს,მაგრამ,კვეკვესკირს-გადაეციტ-რომ-მის-ასაკში-ღორობა-არაკაცურია...დაერტყა-მიქაუტაძეს-ან-კიტეიშვილს,რამხელა-სტიმული-იქნებოდა-მატტვის...არა,კვეკვეს-კაცობაში-აქვს-რაღაც-პრობლემა-აქვს,-ის-უნდა-განტავისუფლდეს-ვიცე-კაპიტნობიდან,"შვაინობა"-ნაკრებში-უღირსთა-"ხვედრია"...ან-დარტყმისას-კლოუნადის-კურსები-რატო-ჩაგვიტარა-გაუგებარია...
დ
ერთადერთი რაც აკლდათ ამ თამაშში, სპორტული სითავხედე, თითქოს არ სჯერათ, რომ მაღალი კლასის გუნდი ვართ. მაგრამ ამ თამაშის შემდეგ ეგეც მოვა, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, დაიჯერეთ, რომ მაგრები ხართ!!! მაკედონიასთან კიტე სასტარტოში იქნება და იმათაც დავახევთ ბურთს თავზე. ეს რა ვნახე, ოფლი არ მოუდენიათ, ისე მიაფარჩაკეს ბულგარეთი.
ერთი
ესპანეთი კი არა ტოტალიზატორი ვინც მოიგონა იმის ****
Superman
100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ძირითად შემადგდნლობას, მაგრამ იდეალურად იყო შერჩეული ამ კონკრეტული მატჩისთვის. მადლობა ბიჭებს და მადლობა ვილის! ✊
Maniak.
ეხლა ბულგარელების რეაქციები და კომენტარები დროზე... სხვა არაფერი მაინტერესებს X
ქომაგებს დიდი მადლობა.......
ვილის და ბიჭებს უდიდესი მადლობა, მაგრამ ქომაგებმა ბოლომდე დაგლიჯეს, ყოველთვის უნდა ჰყავდნენ ეგენი გუნდს, აუცილებელია ნაღდად
torpedo
ramiqna espanetma damgupa ra bilets vigebi 5 laarshi 2400 lars vgebdi da magis
დათო
ვინ კვირკველია, სად?
ემირი
აბურჯანია რა საჭირო ფეხბურთელია .კარგი იყო
მაგრამ არაუშავს........
სიამოვნებისგან მგონი ჩავ....ვი, თანახმა ვარ ყველა თამაშზე ეგრე ვიყო, თქვენ ეგრე გააგრძელეთ და ავიტან........
კობა
რა ნახეთ.მესი და ბენზემა აფუჭებენ პენლებს.......
გიორგი
კვეკვეს ჯერ გოლი არა აქვს გატანილი ნაკრებში. ქართველი მასკერანოა რა. მაგიტო დაარტყმევინეს, მე ვფიქრობ. არაუშავს, ბევრს არაფერს ეგ პენალტი აღარა სწყვეტავდა, თან კაცმა რო თქოს ნაჩუქარივით იყო. კვეკვეც სხვა დროს გაიტანს. რაღა ბევრი გავაგრძელო და გილოცავთ ყველას! მშვენიერი იყო, მადლობა ბიჭებს!
ზ.მ. დიდი ვაშლიდან
მაკედონიასთან თამაშიც მოსაგებია,მცირედად ძლიერები არიან ბულგარელების,მაგრამ დღე ჩვენ ვჯობივართ ამავე სტილში უნდა ვითამაშოთ,პრესინგით ხისტად ტრიბუნების ყიჟინის ყურადღების არ მოიქცევით,უნდა გავიმარჯვოთ გვძალუძს,სანიოლს არჩევანი აქვს მოთამაშეების,მამარDაშვილი ამ ორ ბურთს არ გაუშვებდა...ეხ გაგვიმართლებდა როგორ,სანიოლი ახალკაცის ან ფერგიუსონის,ან კლოპის .....დონის რომ იყოს ტაქტიკა სტრაყეგიაში,სუპერ ქართული გუნდი ყალიბდება,ჯერ ჯერობით დიდი ხარვეზებით.სულ გამარჯვებით გვევლოს....!

კვეკვეს დაბდღე ხომ არ ჰქონდა????????????????????????????????? ვერ გავიგე მან რატომ დაარტყა, რაღაც დღე ჰქონდა მნიშვნელოვანი და არ ვიცით. მაინც დაგლიჯეთ დღეს ყველამ, მადლობა
ალექს
გამაოგნებელი შედეგი და რაც მთავარია თამაში! ბიჭებს ქებათა ქება, სიტყვები არ მყოფნის..! მადლობა ყველას! ერთადერთი პრობლემა იყო იქ სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდი- ცენტრალური დაცვა, კერძოდ მეორე ტაიმში და განსაკუთრებით კვირკველია,რომელსაც იმედია დვალი ჩაანაცვლებს. ჩაწოდებულ ბურთებზე და სტანდარტებზე სერიოზული სამუშაო აქვს ვილის. ორი გოლის გაშვების გარდა ორი მკვდარი ბურთიც აიღო ლორიამ.ბულგარეთის დონის გუნდთან ბევრია ეს. გამარჯვება ბიჭებო!
1
კვეკვესკირს ეს როგორ მოუვიდა არ არის ცუდი ფეხბურთელი მარა ფაფაა ცოტა
სასიამოვნოდ გაკვირვებული
მგონი 81-ის მერე პირველად გავიხარე ესე. ყველას მადლობა, ვილის , ბიჭებს, ქომაგებს. რაღაც კარგი დაიწყო მგონი, ყველაფერს აკონტროლებდნენ, ვილის უჯერებენ ჯიგრები და შედეგმაც არ დააყოვნა, ერთ მუშტად შეკრული ფოლადის მუშტი მივიღეთ ბიჭების სახით, მადლობაააააააააააააააააააააააააააააა
კახა ქ.
ისე მეც ვერ გავიგე,რატო კვეკვესკირი.თან ბოლოწამს ეს პაუზა, რა ნეიმარი ხარ.არ არმარკებს მასე დარტყმული.ნუ ნეიმარს დამხეცებული აქვს. დაარტყი რა შუტით.
Dimo
რას მოვესწარი! რა მაგარია!
777
დღეს დიდი დღეა მეთქი, ლაშას კომენტარებში რომ დავწერე, მართლა დიდი დღე იყო....
G.LA
ძალიან გაგვახარეთ. დიდი მადლობა ბიჭებო. მადლობა სანიოლს. მადლობა ქომაგებს, პუტინი ხ@@ლომ საერთოდ დახურა... წინ მაკედონიისკენ. წარმატება საქართველოს.
zura222
თამაშის დაწყებაამდე ბევრი ამბობდა რა ამბაავია 5 მცველიო გოლის გატანა არ გვინდაო ? მთავარი ის კი არაა რამდენი მცველით ითამაშებ მთავარი ისაა როგორ ითამაშებ ! 5 მცველით 5 გოლი გავიტენეთ და კიდევ მინიმუმ 3 უნდა გაგვეტანა ! ძალიან სწორი ტაქტიკით ვითამაშეთ სტუმრად თანაბარი კლასის გუნდთან როცა გყავს სწრაფი და ტექნიკური შემტევები ! სხვათა შორის ზუსტად ასეტი ტაქტიკით ითამაშა დიდმა დინამომ სტუმრად ვესტ ჰემთან და კოპენჰანგენთან (ორივე თამაში 4-1 მოვიგეთ) მაკედონიასთანაც იგივე ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ და არ გვინდა 5-2 იყოს 2-0 DD ცოტა დაცვასთან მაქვს პრეტენზიები ჯერ ერთი კაკაბაძე არ მომეწონა და რაც მთავარია დაცვის ცენტრიიი ! როგორ შეიძლება ასე უხერხემლოდ ბრძოლა მაღალ ჩაწოდებაზე როცა სამი მაღალი მცველი გყავს ცენტრში @ აზაროვმა შედარენით უკეთესად ითამაშა ხვიჩასაც მაგრა აზღვევდა და შეტევაშიც კარგად ერტვებოდა თუმვა ორივე გოლი მაცხენა ზონიდან ჩაწოდების მერე გავიდა
stf
კვეკვესკირს გაეტანა 6-2 იქნებოდა ბოლომდე გავუსწორებდით ანგარიშს ძველი 6-2 ის გულზე. ეს ერთი სხვა მრავალი წინ დაუნდობლად სხვებზეც ასე გაგვესწორებინოს ანგარიშები დადგება ეგ დროც
გიზოგ
მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ და სულ გამარჯვებით გევლოთ!
ზურა
ზუსტად ეგ ვიკითხე მეც
mmm
დღეს ფეხბურთი ვითამაშეთ და თან ძაააააან მაგარი. ვილიმ მგონი დაიწყო ჩვენი სასიამოვნოდ გაკვირვება, მოკლედ დაგლიჯეს უკლებლივ ყველამ, ქომაგებმა ხომ საერთოდ გადაგლიჯეს
KQ
აი, რა მოაქვს გუნდურ თამაშს. ყოჩაღ! გილოცავთ! ეგრე გააგრძელეთ! ჩვენ ვართ საქართველო!
გიორგი
კვეკვეს სანაკრებო გოლი არ ქონია გატანილი და მაგიტო დაარტყმევინესო
გიზოგ
მთელი თამაში, ვერაფრით გამოირჩეოდა და ბოლოს პენალტი გააფუჭა. არა უშავს ყველაფერი ხდება. დღეს მისი დღე არ იყო.
kaxa
ქომაგებს და ბიჭებს ქვეყნის სახელით მადლობა. დიიიიიდი ხანია ესე არ მიკაიფია . აი ეხლა უკვე გუნდი გვყავს და საუცხოო ქომაგები. აუცილებელია ქომაგების ყველა თამაშზე დასწრება სულ ხალხმა რომ შეაგროვოს მათთვის ფული. მგონია, რომ გუნდი მაგრად შეიკრა. მადლობა ვილი , ბიჭებო და ქომაგებოოოოოოოოოოოოოოოო
გიორგი
2 თამაში 6 ქულა 9 გატანილი 2 გაშვებული და კვეკვესკირი რო გაეტანა 10-2 გვექნებოდა ბურთების შედარება
odala
ისე, ლორიას წასვლის დრო არის უკვე. ელემენტარულ პასს ვერ აკეთებს. ნაკრები კიდევ რომ ჯანზე იყო უკვე ეტყობოდა პირველ თამაშში და მართლა იმედი მქონდა ამას მოიგებდნენ. თუმცა ბულგარეთი რომ გუნდი არ არის ეგეც ფაქტია.
Giorgi
Adrea jer prognozi magram sufta matematikurad makedoniastan fre da bukgaretan mogeba gasulebi vart. Gibraltars ar vtvli iq 3qulaa uech.
აი ეგრე
ისტორიული სამართლიანობა აღდგა. ბულგარეთი როცა გვახევდა თავზე ბურთს 5-2 და 6-2 ს მაგ ბიდლოებს უხაროდათ ვითო ეგ იყო სწორი და რეალური სხვაობა ფეხბურთში საქართველოს და ბულგარეთს შორის ვითომ არ ახსოვდათ ჩვენი ძველი დიდება ვინ არიან ვის დაკარგვიან ერთი ხრისტო სტოიჩკოვი ყავდათ ისიც ქართველებზე იფურთხებოდა სადაა მაგათი მოსაგები იქ სადაც საქართველოა
გიუᲨა
მადლობა ბიჭებო!!! 6:1 მოვიგებდით მესიზმრა მაგრამ მიპატიებია)
გელაშვილი
გუშინ ძაან იჭიმებოდა ბულგარეთის მწვრთნელი და ბოლომდე გაჭიმეს ჩვენმა ბიჭებმაც, ეხლა შემდეგ თამაშიც მოვიგოთ და ჯგუფიდან ფაქტიურად გასულები ვართ გილოცავთ. ტკბილი ძილი ყველას
სტალინი
ქომაგები ყველა ტამაშზე ატარეთ ფედერაციავ. ეხლა უკვე გუნდის თამაშს ვუყურეთ, მგონია შედგა გუნდი, ჯიგარი დადეს საქართველოს დასაცავად, გაიხარეთ, ესე არ ჯობია, ბრძოლით ან მოიგებთ ან წააგებთ, პირველად ვნახე სწორად მიმართული ჟილკა, მადლობა ეხლა უკვე კაცებო...........
ოპააა
რაღაცას რომ იტყვით ხოლმე აზრი დააყოლეთ ჯობია რო სამასხრაო არ გახხეთ ამ შემთხვევის მსგავსახ...რა ლორია?!
ლევანი
დედა რა იყო ეს ააა, თვალებს ვერ ვუჯერებდი ხალხო, ასე მეგონა რამდენიც მოუნდებოდათ და როცა მოუნდებოდათ გაიტანდნენ. ამას რას მოვესწარი. დედა რა იყო ეს ააა. ეხლა მაკედონიაზე მინდა ჯავრის ყრა, რომ გაგვიჩალიჩეს ის წაგება. 9 ში ჩამოვალთ!!!
რაბუ
მარტო იმიტო უნდა მოგვეგო რომ 10 000 იანი სტადიონი ვერ შეავსეს როცა გიბრალტართან დინამო გაივსო. ისე მაინც ჩვენი 5-2 ჯობია იმიტო რომ გასვლაზე ამოვტენეთ. მადლობა ვილი მადლობა ბიჭებო
მინდია
ეს ის თამაში იყო, ძნელია ვინმეს გამორჩევა, ყველამ კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც აზაროვს გამოვარჩევდი, ყველაზე მონდომებული იყო, აიკლო მარცხენა ფრთა, გოლიც გაიტანა, რომელიც რატომღაც ჩამოართვეს. ძალებიც დაიზოგა რაციონალურად, ვილისაც ყოჩაღ!
მახო
კვეკვესკირი არ გეკადრება
მამუკა
თავს შევიკავებ არ მინდა ცუდი რამე დაგიწერო
Burton
ერთი რამე ვერ გავიგე. 2:5-ს იგებ, ბოლო წუთებია და პენალტს რატომ ურტყამს კვეკვესკირი? თავდამსხმელს დაარტყმევინე ან ვინმე შემტევს, ბომბარდირებშიც წინ წაიწევა და სტიმულია. კვეკვესკირი რა შუაში იყო??
sjdxns
ro urtyavda egreve mivxvdi mazavda ise mamuchashvils unda daertya tamashi penali araq gafuchebuli
გულშემატკივარი
თურქეთს რა ბედი აქვს! ჯგუფში ყავს ლიხტენშტეინი, ლიტვა და ფარერები. დიდი ალბათობით მათთან მოგვიწევს ფლეი–ოფში გასვლითი თამაში თურქეთში.
ბოკინიო
მადლობა!!! სულ პატარა სიხარულით სუ პატარა სიყვარულით მზე ჩამოდის ციდანო
მორიელი
გეთანხმები 100%
იაგო
მამარდა სასწაული გვარგუნა ღმერთმა, კვეკვესკირი დაბერდა და ბევრი გვყავს მაგ ადგილზე შემცვლელი. კაშიამ იგრძნო და წავიდა....
ბექა
ბრავო გულშემატკივარს!!! მეგონა თამაში საქართველოში იყო. მართლა მეთორმეტე მოთამაშე იყო. ბიჭებს მადლობა და ასეთი სასიამოვნო ანგარიშის მერე კრიტიკა უაზრობა იქნება♥️ რა შეცდომებიც იყო იმას სანიოლზე კარგად ვერავინ დაინახავდა. ბედნიერი ვა!!!
dato
აი ამ გუნდს ნამდვილად აქვს მომავალი, იმიტომ რომ გუნდია, ერთი ოჯახია და გულანთებულები თამაშობენ! გულშემატკივარი დაყვება - ესეც უმნიშვნელოვანესია, უკვე ამითაც ვგავართ ევროპულ ნაკრებს. ერთი კომენტატორებიც შევცვალოთ და ეგაა
გიო
ის ხალხი გამოდით ახლა გიბრალტარის მატჩის შემდეგ რომ ღლიცინებდით
ქობულეთიდან
ბრავო, მეამაყებით!❤❤❤
ხომ ერა
ძაან გაასწორეთ ბიჭებო! მადლობა! გილოცავთ ყველას
კინგი
გილოცავთ ყველას,ბრავო.მაგრამ ბოლომდე ვერ ვიძიეთ შური როდესაც ვაკო და მიქაუტაძე მინდორზე არიან რატო უნდა ურტყავდეს პენალტს კვეკვე
შავი კაცი
ესეც ასეე!! შემდეგი გაჩერება ჩრდილოეთ მაკი!! მადლობა ვილის და ჩვენს ლომებს ასევე მადლობა ქომაგებს
იკა
გილოცავთ ყველას. იმედია ვისწავლით იმას, რომ თამაში წინასწარ არ უნდა წავაგოთ. აქ დაწერილ კომენტარებსაც ეხება. პროფესორები რომ იწუნებენ ყველას და ყველაფერს.
იაგო
ლორია და კვეკვესკირი მოაშორეთ ძირითადს
sormona
მადლობა რო გაგვახარეთ, წინ საქრთველო!!!!!
ჯონი
სუპერ !
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
შანსი საქართველოს ნაკრებს! - ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა
სანიოლი: პენალტი არ დაგვინიშნეს - თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს
"საქართველოში ზალპს გავუძელით" - ბულგარული მედია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
კვეკვესკირი: მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]